„მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ „არსენალის“ 8:2 ძლევის შესახებ დღეს „მეთოფეთა“ ვეტერანი ფეხბურთელი მარტინ კიოუნი გვიამბობს
პრემიერლიგის მესამე ტურის მიმოხილვის წერისას ავღნიშნეთ, რომ „ოლდ ტრეფორდზე“ ისეთი რამ მოხდა, რაც ერთ ზოგად წერილში ვერ ჩაეტეოდა და მას შემდეგი კვირის განმავლობაში დავუბრუნდებოდით. ასეც ვიქცევით. „მანჩესტერ იუნაიტედის“ მიერ „არსენალის“ 8:2 ძლევის შესახებ დღეს „მეთოფეთა“ ვეტერანი ფეხბურთელი, 1990-იან წლებში ცნობილი მცველი მარტინ კიოუნი გვიამბობს.

დახარჯეთ ფანების ხათრით

„ოლდ ტრეფორდზე“ „არსენალის“ ფანები თავის გუნდს ორმაგი ძალით უჭერედნენ მხარს. ეს დაუჯერებელიც კი იყო, თუმცა იგრძნობოდა, რომ ხალხს „მეთოფეთა“ დღევანდელი შემადგენლობა არ მოსწონს. გულშემატკივრები თითქოსდა ამბობდნენ, იყიდეთ ახალი მოთამაშეები, გააძლიერეთ გუნდი და ჩვენ გაჩვენებთ როგორ უნდა კიდევ უფრო დიდი მხარდაჭერა. მათ, რასაკვირველია, კარგად ესმოდათ, რომ სესკ ფაბრეგასს და სამირ ნასრის „ემირეიტ სთედიუმზე“ ვეღარავინ დააბამდა, მაგრამ ისინი იმასაც ხედავდნენ, რომ სხვა კლუბები ახერხებდნენ ახალი ფეხბურთელების ყიდვას, მათი საყვერელი „არსენალი“ კი საოცრად პასიურობდა.

ახალი ფეხბურთელის ყიდვა უპირველეს ყოვლისა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით არის კარგი. როდესაც გუნდს ახალი მოთამაშე ჰყავს, იზრდება მოლოდინის შეგრძნება. კარგი იქნებოდა „მეთოფეებს“ სკოტ პარკერი ან ვინმე მისი სტილის ნახევარმცველი რომ ეყიდათ. ასეთ მოთამაშეს ჯეკ უილშირი დააკვირდებოდა, მიბაძავდა, მისგან ბევრ რამეს ისწავლიდა და მოედნის შუაწელიც გაძლიერდებოდა.

ვწერ ამ სიტყვებს და ვგრძნობ, რომ არსენ ვენგერი არავითარ შემთხვევაში არ დამეთანხმება. საქმე ის არის, რომ პარკერი არ გახლავთ იმ ტიპის სწრაფი და გამორჩევით ტექნიკური მოთამაშე, როგორებიც მას უყვარს. „არსენალს“ თავისი პრინციპები აქვს და, ჩვეულებრივ, მათ არ ღალატობს, მაგრამ მოდი ასე ვთქვათ: ადრე ის 8:2-საც არ აგებდა. რასაკვირველია, ახალი ფეხბურთელის ყიდვა ფულის გადახდასთან გახლავთ დაკავშირებული. მერედა, ამ ფეხბურთელს ხელფასიც უნდა უხადო, მაგრამ თუკი ის სამი-ოთხი ახალგაზრდა თანაგუნდელის ოსტატობას 10-15 პროცენტით მაინც აამაღლებს, ვფიქრობ ხარჯი გამართლებული იქნება.

დღეს „არსენალის“ ყველა რგოლს სჭირდება გაძლიერება. უნდა ითქვას, რომ გუნდს მთელს მსოფლიოში სკაუტთა შესანიშნავი ქსელიც აქვს გაშლილი და ამ ქსელმა აუცილებლად უნდა ითამაშოს, თორემ, ჩემი აზრით, რამდენიმე მოთამაშემ, რომლთაც დიდი იმედით შეჰყურებდნენ, ვერ გაამართლა. მე ლორან კოშელნის, ტომას ვერმაელენს და კიერან გიბსს ვგულისხმობ. ვენგერს გარი კეჰილი რომ ეყიდა, კარგი იქნებოდა.

ვენგერი უნდა დარჩეს

ვფიქრობ, გასულ სეზონში, შინ „ბარსელონას“ დამარცხების შემდეგ ვენგერმა იფიქრა, რომ მისი გუნდის საქმე საუკეთესოდ მიდიოდა, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა. როგორც ჩანს „არსენალის“ ქარხანაში სიახლეებია შესატანი. გუნდი ახალ ფეხბურთელებს თითქოსდა კვლავ „აწარმოებს“, მაგრამ მათ შენარჩუნებას ვეღარ ახერხებს. როგორც ნახეთ ნასრიცა და ფაბრეგასიც „მეთოფეებს“ სწორედ მაშინ წაართვეს, როდესაც ისინი საუკეთესო ფორმაში იყვნენ.

თავად „არსენალმა“ ბოლოს ჯიბეში ხელი 2009 წელს ჩაიყო, როდესაც 16,5 მილიონ ფუნტად ანდრეი არშავინი იყიდა. არშავინამდე კი ვენგერის გუნდს მსხვილი შენაძენი 2000 წელს ჰქონდა, როდესაც სილვაინ ვილტორდი იყიდა.

ვილტორდი „არსენალმა“ ჯერ კიდევ „ემირეიტ სთედიუმამდე“ შეიძინა ანუ მანამდე, სანამ კლუბი ახალი სტადიონის მშენებლობას შეეჭიდებოდა და ვენგერს ეტყოდა, ეკონომია გაგვაკეთებინეო. ერთი სიტყვით, რაც „მეთოფეებმა“ „ემიერიტის“ ასაშენებლად უზარმაზარი ფული ისესხეს, ვენგერმა ჩამოყალიბებული ფეხბურთელების ყიდვას კატეგორიულად დაანება თავი და ყმაწვილების შეძენა-აღზრდაზე გადავიდა.

არსენის ასეთი დამოკიდებულება მისი შემცვლელისთვის მისწრებაა. ის, ვინც ოდესმე „არსენალის“ სათავეში მის ნაცვლად მივა, იყიდის და იყიდის ახალ მოთამაშეებს, მაგრამ ჯერჯერობით გუნდს ისევ ვენგერმა უნდა უხელმძღვანელოს. მას ბევრჯერ დაუმტკიცებია, რომ გუნდის მშენებლობა ეხერხება. ახლაც იგივე განმეორდება, უბრალოდ, ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყოს და გუნდში ახალი სახეებიც გამოჩნდეს. თავად განსაჯეთ, იმ ფეხბურთელთაგან, რომლებმაც გასულ სეზონში „ბარსელონას“ მოუგეს, „იუნაიტედთან“ შეხვედრაში ექვსი არ თამაშობდა — ან უკვე წასულები იყვნენ გუნდიდან, ან დაშავებულები ანაც დისკვალიფიცირებულები გახლდნენ.

გააქირავეთ ბავშვები

„არსენალს“ ასეთი წესი ჰქონდა: ახალგაზრდა ფეხბურთელს თავის სკოლაში აღზრდიდა, შემდეგ კი ცოტა ხნით რომელიმე კლუბში გააქირავებდა. პირადად მეც, სანამ „მეთოფეთა“ შემადგენლობაში მოვხვდებოდი, „ბრაიტონში“ გამიშვეს, რომელიც იმხანად მაშინდელ მეორე დივიზიონში გამოდიოდა. ამან ჩემს კარიერაში უდიდესი როლი ითამაშა. „ბრაიტონიდან“ დაბრუნებული ფაქტობრივად პაუზის გარეშე მოვხვდი „არსენალის“ მთავარ გუნდში.

დაბლა ლიგაში გაქირავებული მოთამაშე ხვდება, რომ ფეხბურთი მარტო ლამაზი ბურთაობისგან არ შედგება. ის ბრძოლასა და შრომას სწავლობს. ამით იმის თქმა მინდა, რომ, მაგალითად კარლ ჯენინგსონს არსენალიზაციამდე რომელიმე კლუბში გაქირავება ძალიან მოუხდებოდა. სამწუხაროდ დღევანდელ „მეთოფეებს“ ამისი რესურსი არ გააჩნიათ. დღეს, ვენგერის განკარგულებაში ტოპ-ფეხბურთელთა და ყმაწვილთა შორის „საშუალო კლასის“ მოთამაშეები არ არიან. ჩვენ ყველანი ტაშს ვუკრავთ „არსენალს“ იმისათვის, რომ ის ყმაწვილებს დიდ შეჯიბრებაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს, მაგრამ დამიჯერეთ, ჯერ რომელიმე, ქვედა ლიგის გუნდში რომ მიეღოთ გამოცდილება, ამ ფეხბურთელებისთვის გაცილებით უკეთესი იქნებოდა.

სისტემის კრახი

ვფიქრობ, დროა „არსენალმა“ უარი თქვას 4-5-1 სისტემაზე და 4-4-1-1 განლაგებას დაუბრუნდეს. თუ გახსოვთ, დენის ბერხკამპი შესანიშნავად თამაშობდა ტიერი ანრის უკან. შემდეგ, ბერხკამპი წავიდა, ვენგერმა კი სესკ ფაბრეგასი მოიყვანა და იძულებული გახდა ნახევარდაცვის შუაში სამი მოთამაშე გაემწკრივებინა. ეს იმიტომ გახდა საჭირო, რომ ფაბრეგსს დაცვითი ფუნქციების შეთავსება არ შეეძლო და დამზღვევი სჭირდებოდა.

მეორე მხრივ, სამი ცენტრალური ნახევარმცველი იმას ნიშნავს, რომ მოედინს იმ მესამედში, რომელიც მოწინააღმდეგის კართან მდებარეობს, „არსენალს“ ცოტა ფეხბურთელები ჰყავს, რაც სახიფათო მომენტების ნაკლებობას იწვევს. ახლა, ვფიქრობ ფაბრეგასის წასვლა იძლევა შესანიშნავ შესაძლებლობას, ვენგერმა გუნდი მოედანზე ძველებურად, 4-4-1-1 პრინციპით განალაგოს.

ვისწავლოთ საკუთარ შეცდომებზე

პირადად მე ვიდეოანალიზის მომხრე ვარ, თუმცა ვიცი, რომ ვენგერი ჩანაწერებთან ფრთხილობს. მას მიაჩნია, რომ შეცდომებზე ზედმეტი მითითება და ხაზის გასმა ფეხბურთელებს აკომპლექსებს და საბოლოოდ უფრო უარყოფით შედეგს ვიღებთ, ვიდრე დადებითს. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, „არსენალის“ ფეხბურთელებმა ყურადღებით უნდა უსმინონ ტელემიმომხილველებს, რომლებიც მათ თითოეულ ეპიზოდს წვრილად არჩევენ და შეცდომებზე მიუთითებენ.

ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელებმა ისწავლონ, როგორ უნდა მოიქცნენ, როდესაც პოზიციას დაკარგავენ და მიხვდებიან, რომ არასწორ ადგილას აღმოჩნდნენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა