საქართველოს ნაკრების თავკაცი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ბელგიელებთან სიფრთხილით ეკიდება
"თუ მონდომებით, ჭკვიანურად და გუნდურად ვითამაშებთ, ბელგიას დავამარცხებთ", - ეს განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების სერბმა თავკაცმა იგორ კოკოშკოვმა, მანამ სანამ ჩვენი ნაკრების დილის ვარჯიშის შემდეგ თავის თანაშემწეებთან თათბირს შეუდგებოდა.

ჩვენი ნაკრების მწვრთნელი მოსამზადებელი პერიოდით კმაყოფილია და ბელგიასთან მატჩს სიფრთხილით ხვდება...

- ეთანხმებით აზრს, რომ ბელგიასთან მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჯგუფურ ეტაპზე?

- ვეთანხმები, ოღონდ იმ გაგებით არა, როგორითაც კითხვა დამისვით. ჩვენი ნაკრებისთვის ყოველი მომდევნო მატჩი უმნიშვნელოვანესია. ამ მომენტისთვის მომავალი მატჩი ბელგიასთან გვაქვს და იგია მნიშვნელოვანი, ხოლო შემდეგ რუსეთთან შეხვედრა იქნება, შემდეგ სლოვენიასთან და ასე შემდეგ. ჩვენ საკმაოდ დიდ ტურნირში ჩავებით და აქ თუ მაქსიმალურად არ დაიხარჯე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია.

- რამდენად კმაყოფილი ხართ გუნდის სადღეისო ფორმით?

- საქართველოს ნაკრებმა გაიარა მომზადების ყველა ფაზა, რაც აუცილებელია ნებისმიერი გუნდისთვის. ჩვენი ნაკრები მომზადებულია როგორც ფიზიკურად, ისე მენტალურად. ვფიქრობ, რაც შეკრება დავიწყეთ, ჩვენი ნაკრები ახლა მზადყოფნის მწვერვალზე იმყოფება. ყველამ ძალიან შრომატევადი სამუშაო გასწია.

- ბელგიასთან მატჩში რა იქნება თქვენი მთავარი საზრუნავი?

- ის, რომ გუნდურად ვითამაშოთ. ჩვენს ბიჭებს გააჩნიათ როგორც მონდომება, ისე ჭკუა, არც შემართება აკლიათ. მთავარია, გუნდური სულისკვეთებით ვითამაშოთ და დარწმუნებული ვარ, სასურველ შედეგს მივაღწევთ.

- სამქულიანებზე რას იტყვით?

- შორი სროლები არის ბელგიელთა ძირითადი იარაღი და ჩვენ მათ შესაბამისი ტაქტიკა უნდა დავუპირისპიროთ. კარგი მსროლელები გვყავს, თუმცა, ვფიქრობ, დაცვაში გუნდური თამაშის წყალობით შესაძლებელი იქნება ბელგიელთა შეჩერება.

- რას იტვით იმაზე, ბელგიელებს აქსელ ერველი  რომ დააკლდათ?

- ერველი გუნდის მოტორი იყო. შესაძლოა, ის არ იყო გამორჩეულად კარგი მსროლელი, ან დამცველი, მაგრამ ბევრ ისეთ სამუშაოს ასრულებდა, რაც ბელგიელებს ჰაერივით ჭირდებოდათ. ის ძალიან საჭირო მოთამაშეა ბელგიისთვის, თუმცა არ მიმაჩნია, რომ დიდიე მბენგას შემატება ბელგიელებს არ გააძლიერებთ. ისედაც და ასედაც საბრძოლი გვაქვს.

- რას ფიქრობთ, ვის მხარეზეა უპირატესობა?

- უპირატესობა იმის მხარეზეა, რომელი გუნდიც ბოლომდე დაიხარჯება. საქართველოს ნაკრები რომ ბოლომდე დაიხარჯოს, ამის არაერთი მიზეზი აქვს. მარტო ის რად ღირს, რომ ესაა ისტორიული მომენტი ქართული კალათბურთის არსებობის მანძილზე. ევროპის ჩემპიონატზე ვართ და გვერდში ამდენი ადამიანი გვიდგას.

რამდენადაც ვიცი, ჩვენს გუნდს გამხნევება არ მოაკლდება და ვფიქრობ, ნაკრებიც შეძლებს ყველა გულშემატკივარს გული გაუხაროს.

gbf.ge

gia
მომავალი მატჩი ბელგიასთან გვაქვს და იგია მნიშვნელოვანი... იგია მნიშვნელოვანიო,თლა ჩვენი ყოფილა აგი კაცი და არ გვცოდნია :))
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...