კოკოშკოვის გუნდმა იმ დარბაზში ივარჯიშა, სადაც ხვალ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღეს დილით იმ დარბაზში ივარჯიშა, სადაც ხვალ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩს გამართავს. კლაიპედად არენაზე იგორ კოკოშკოვის გუნდი ადგილობრივი დროით 11 საათზე გამოცხადდა და საათნახევრის განმავლობაში არაერთ კომპონენტში ივარჯიშა.

კოკოშკოვის გუნდი სრული შემადგენლობით იმყოფებოდა მოედანზე და ექიმების განცხადებით ტრავმაც არავის აწუხებს. მოთამშეებმა ფარშიც ბლომად ესროლეს, კომბინაციებზეც იმუშავეს და სხვადასხვა დეტალებიც დახვეწეს. ვარჯიშში აქტიურად იყო ჩაბმული გუნდის თავკაცი იგორ კოკოშკოვი, რომელიც მოედანზე მოთამაშეებს თითოეულ დეტალს უხსნიდა, თუმცა კალათბურთელებს განმარტებები არ სჭირდებოდათ - ყველა კარგად იგებდა იმას, თუ რა მომენტში როგორ მოქცეულიყო. ეს იმ ერთობლივი მუშაობის შედეგი იყო, რაც ნაკრებმა გასულ მოსამზადებელ პერიოდში გასწია.

საქართველოს ნაკრების ვარჯიში ოფიციალური იყო და მისი დასკვნითი ნაწილი ნებისმიერი ჟურნალისტვისთვის ღია გახლდათ. ვარჯიშის შემდეგ სლოვენიელი, ბელგიელი, რუსი და ქართველი ჟურნალისტებიც მოვიდნენ და კალათბურთელებს გაესაუბრნენ.

ბელგიელები თორნიკე შენგელიას შემოეხვივნენ და თუ რა გამოკითხეს, თორნიკემ დარბაზიდან სასტუმროს გზაზე ჩვენს ვებ-გვერდს მოუყვა:

თორნიკე შენგელია:

"ბელგიელებმა მკითხეს, აქსელ ერველი რომ დაგვემტვრა, ამან როგორ იმოქმედა თქვენს ნაკრებზეო. ვუპასუხე, ეგ ამბავი ბელგიელებისთვისაა ცუდი, თორემ ჩვენ ისეთივე მონდომებით უნდა ვთამაშოთ, როგორითაც ერველის ყოფნის დროს უნდა გვეთამაშა-თქო. შემდეგ ბელგიელებმა მითხრეს, ჩვენს ჩემპიონატში რომ თამაშობ, ეს ალბათ ცუდი მომენტია შენთვის, რადგან ჩვენი ნაკრების ხელმძღვანელობას კარგად ეყოლები შესწავლილიო. იციან, მაგრამ მე მაინც ჩემსას ვეცდები და რა გამომივა, მოედანზე გამოჩნდება-მეთქი".

სლოვენიელები ვლადიმერ ბოისას შემოეხვივნენ და სლოვენიურად დაუწყეს საუბარი. რუსეთის ტელეკომპანია "ოერტეს" ჟურნალისტი კი ჩვენი ნაკრების გენერალურ მენეჯერ მერაბ რატიშვილს გამოელაპარა და რუსეთის ნაკრებთან მატჩის მნიშვნელობა შეაფასებინა. ჩვენმა მენეჯერმა განაცხადა, რომ საქართველოსთვის მეტოქე მეტოქეა და ყველასთან მაქსიმალური მობილიზებით ითამაშებს.

აი, რა განწყობით ხვდებიან ჩვენი ნაკრების წევრები ხვალინდელ მატჩს:

ნიკოლოზ ცქიტიშვილი:

"ამ მატჩს დიდი ხნის განმავლობაში ველოდებოდით, მისთვის ვემზადებოდით და აი, ხვალ ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრას გავმართავთ. განწყობა საბრძოლოა. კარგი შეკრება გავიარეთ და ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე ვართ მომზადებულები.

შარშან ბელგიასთან არ გაგვიმართლა, ორივე შეხვედრა წავაგეთ და ვფიქრობ, ეს დამატებით სტიმულს გვაძლევს საიმისოდ, რომ კიდევ უფრო მოვინდომოთ. ბელგიელებს დიდი ძალა დააკლდათ ალექს ერველის სახით, რომელიც გუნდის ლიდერი იყო და ჩვენთან ვერ ითამაშებს".

მანუჩარ მარკოიშვილი:

"ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად კარგ დაცვას ვითამაშებთ. ასევე რამდენად სტაბილურები ვიქნებით შეტევაში. დაცვაზეა დამოკიდებული ის, თუ რამდენად წარმატებით ესვრიან ბელგიელები სამქულიანებს. მათი თამაში შორ სროლებზე და შემდეგ სამწამიანში თამაშზეა აწყობილი. თუკი მონდომებით ვითამაშებთ დაცვაში, ვფიქრობ, საწადელს მივაღწევთ".

gbf.ge

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ბრესტთან" მატჩში?
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია