აფრიკის თასის ფინალში მომხდარი სკანდალის შემდეგ განვითარებული მოვლენები გრძელდება. ყველამ კარგად იცით, რომ ტურნირის გამარჯვებული სენეგალი გახდა, რომელმაც დამატებით დროში მაროკოს 1:0 სძლია, თუმცა ამ ყოველივეს წინ დიდი ვნებათაღელვა უძღვოდა.

ფინალში მეორე ტაიმის მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში მსაჯმა მაროკოს სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, რამაც სენეგალელთა გაღიზიანება გამოიწვია და მათ მოედანი რამდენიმე წუთით დატოვეს.

საბოლოოდ, ფეხბურთელები მოედანზე ნაკრების ლიდერმა სადიო მანემ დააბრუნა, თერთმეტმეტრიანი დარტყმა ბრაჰიმ დიასმა გააფუჭა, დამატებით დროში კი სენეგალმა 1:0 მოიგო.

მაროკომ სენეგალელთა ეს საქციელი გააპროტესტა და შედეგად, აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტმა 2025 წლის აფრიკის ერთა თასის ფინალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა და მაროკოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ შეტანილი სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა, რითაც ჩემპიონად მაროკო დასახელდა.

ახლა კი The Guardian წერს, რომ სენეგალმა სპორტულ არბიტრაჟში (CAS) სააპელაციო საჩივარი შეიტანა და აფრიკის ფეხბურთის ფედერაციის სააპელაციო კომიტეტის გადაწყვეტილების შეცვლას ითხოვს.

CAS-მა დაადასტურა, რომ , სააპელაციო საჩივარი 25 მარტს მიიღო. არაა გამორიცხული გადაწყვეტილება კვლავ შეიცვალოს და აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად კვლავ სენეგალი გამოცხადდეს.

ბიძინა
კარგი იქნება ფინალი ნეიტრალური სტადიონზე, ნეიტრალური მსაჯების და ვიდეო რეფერების, ხელმძღვანელობით,
Saxeli
ცირკი
მირო
როცა თვითნებურად გავიდნენ მოედნიდან,მაშინვე უნდა ჩაეთვალათ წაგება და არ მიეცათ მოედანზე დაბრუნების უფლება.
ზაკო
მაშინ რეალიც გასაგდები ყოფილა ბენფიკასთან მაგ ლოგიკით
კოტე
ჯერ ერთი, გასულები რომ იყვნენ, ავტომატურად მაშინ უნდა ჩაეთვალათ სენეგალისთვის ტექნიკური მარცხი თუ მაინც და მაინც. მაგათმა დაუშვეს, რომ სენეგალი დაბრუნებულიყო, ხოდა რაღა უნდათ? სამართლიანია სენეგალის ჩემპიონობა
yrzo
მოინდომეს ფულიანმა არაბებმა დაჩაგვრა
უცნაურია
აბა აფრიკა რისი აფრიკაა, თუ რაღაც სასწაული და უცნაურობა არ მოხდა.
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ლუკა დონჩიჩის მორიგი ბრწყინვალე შოუ და სანდრო მამუკელაშვილის ძლიერი მატჩი "მაიამისთან"
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა