რომანში "სიკვდილთან დიალოგი" საუბარია იმაზე, რომ სიკვდილს ყოველთვის ერთი და იგივე დიალოგის გამართვა უწევს. ბოლო პერიოდის განმავლობაში ვილი სანიოლსა და საქართველოს ნაკრებზე წერისას თუ ფრანგი მწვრთნელისთვის პრესკონფერენციაზე კითხვის დასმისას თითქოს ერთი და იგივეს ვაკეთებთ. პრობლემა გამოხატულია, გზაც თითქოს ჩანს, მაგრამ მაინც თითქოს არაფერი იცვლება. მეტიც, ვილი მატჩისშემდეგ პრესკონფერენციაზე რას გვეტყოდა ისიც კი ცხადი იყო და მასზე დასწრება აუცილებლობად აღარ ჩავთვალეთ.

ისრაელთან ამხანაგურ მატჩში დაფიქსირებული შედეგი (2:2) ტრაგედია ვერაფრით იქნება; სექტემბრისთვის მოსამზადებლად მარტში რომ რაღაც პრობლემები გამოკვეთო, ბოლო დროს ასე იშვიათი ამხანაგური მატჩები სხვას რას ემსახურება, მაგრამ თუ რამეა ტრაგედია, ისაა, აღარ ჩანს რომ მწვთნელს რესურსი, ახალი იდეების განხორციელების გზები და არსენალი გააჩნია. თითქოს არც ის ემოციებია. ფაქტია, როცა ანგარიში მოკლე დროში გაგვითანაბრეს, ის ჟინიანი და მოედნის კიდესთან თამაშში ბოლომდე ჩართული ვილი აღარ გვინახავს. მერე რა, რომ ოფიციალური მატჩი არ იყო...

სანიოლს სურს, სულ მართალი იყოს. როცა ჩვენ ვუთითებთ, რომ ძლიერ მეტოქეებთან 3 მცველით თამაში ჯობია, გუნდს ვათანამედროვებო და ტაქტიკას ცვლის, ახალი ციკლის მზადების დასაწყისში კი ისევ 5 მცველს უბრუნდება. ვილიმ ერთხელ გვითხრა, ტაქტიკა გადამწყვეტი არაა, მთავარი დამოკიდებულებებიაო. გარკვეულწილად დავეთანხმოთ, მაგრამ ბოლო მატჩში თითქოს მწვრთნელმა მთავარი არ იცოდა, გუნდს რა გაეკეთებინა. კონტრშეტევაზე მიღწეულმა წარმატებამ ამ მიმართულებით გადაგვრთო, რამაც დაგვასაჯა და თამაშის სცენარის შეცვლის უნარი არ აღმოგვაჩნდა.

საქართველოს ნაკრების თამაშის სტარტი თითქოს რაღაც სხვას ჰგავდა, თითქოს თავს სხვანაირად ვიცავდით და სხვაგვარად ვუტევდით. ბურთის მეტად გაკონტროლებას და დაცვიდან ამოსვლას როცა ვცდილობდით, ლუკა გადრანი მარჯვნივ შეტევას კარგად შლიდა და დომინანტური გუნდის შთაბეჭდილებას ვტოვებდით. შემდეგ მოწინააღმდეგემ ბურთი მოიპოვა და ჩვენი ძველი გუნდი დაბრუნდა, ბურთს უკან მორბენალი და დაცვაში მყარად მდგარი. იყო ეპიზოდები, როცა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს თითქოს სახეზე ეწერათ, ვერ ხვდებოდნენ, მწვრთნელი მათგან ზუსტად რას ითხოვს, რატომ ვერ იყენებს მათ საუკეთესო მხარეს. გუნდმა და მწვრთნელმა თითქოს სხეულის ენა დაკარგეს. წარმოიდგინეთ, ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დამგვიგვინებელი, გიორგი მიქაუტაძე გვყავს, ვის თამაშში ჩართვას სათანადოდ ვერ ვახერხებთ და საბრძოლველ ბურთს ხანდახან გადავუგდებთ, ხოლმე. ყველანი ერთად ვერ ვარკვევთ მთავარს, სადაა ჩვენი მთავარი პლუსები და რამ უნდა დაგვიბრუნოს წარმატება.

არის შემთხვევები, როცა სანიოლი კრიტიკისგან უნდა დავიცვათ. მაგალითად, ოთარ კიტეიშვილმა მოედანი ტრავმის გამო დატოვა. მასე რომც არ ყოფილიყო, ამხანაგური მატჩი სწორედ იმიტომაა, თუნდაც გუნდმა ისწავლოს, ბურთი მის გარეშეც როგორ გააკონტროლოს. რამდენჯერმე დაკვირვების შემდეგაც გაუგებარი იყო, მწვრთნელმა ზურიკო დავითაშვილს ცენტრში თამაში რატომ დაავალა, როცა მას სულ სხვა დადებითი მხარეები აქვს, მაგრამ კარგით, გამოსცადა, ბევრი შემტევის პირობებში რაღაც ახალი მოიფიქრა, რამაც არ გაამართლა. გიზი მამაგეიშვილისთვის გამოცხდებული ნდობა კარგი იყო, რასაც თუნდაც გიორგი კვერნაძესთან მიმართებაში უფრო ნაკლებად ვხედავთ. გარკვეული საკამათო დეტალები ამხანაგურ მატჩს თან უნდა ახლდეს მაგრამ ისევ იქ დავბრუნდებით, სანიოლს რამდენად აქვს რესურსი, ყველაფერ ამას თავი დააღწიოს...

ადამიანურად რთული იყო, გურამ კაშიას წასვლაზე მიგეთითებინა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს დრო დადგა და ამიტომ ჯობდა თუნდაც ბულგარეთში უმოტივაციო მატჩში ილია ბერიაშვილს ეთამაშა, ოფიციალურ დაპირისპირებას სულ სხვა ელფერი გააჩნია. რთულია, სანიოლზე წერო, რომ წასვლის დრო აქვს, არსებობს დიდი წარმატება, არსებობს გარკვეული პირდაპირი ურთიერთობები, რაც ჩამოყალიბდა, მაგრამ ეს ამბავი დროში რაც უფრო გაიწელება, უფრო მტკივნეულად შეიძლება დასრულდეს. ნეტავი, ვცდებოდეთ და სანიოლთან ერთად კიდევ ერთ ევროპის ჩემპიონატზე ვითამაშოთ. აღიარებს საჯაროდ თუ არა, ამ გამოფხიზლებებმა მასზე დადებითად იმოქმედოს.

პოზიტივი. ბედნიერებაა, როცა ხვიჩა კვარაცხელია გყავს - მენტალურად, ფიზიკურად, შეგნებით, შემართებით, უმაღლესი კლასით. სანიოლმა რომ თქვა, უკეთ ვითამაშეთო, ეს ერთი კაცის ინდივიდუალური ოსტატობის ზეიმი უფრო იყო. "კვარა" საქართველოს ნაკრებში აქამდე არსებულიდან ყველაზე განსხვავებული კაპიტანია, ვარსკვლავის სტატუსითა და საერთაშორისო ავტორიტეტით. ხვიჩა ერთხელ ცენტრალური მცველის პოზიციამდეც კი ჩავიდა, რაღაც ეპიზოდებში კი ის ჩანდა, მომავალშიც მწვრთნელობის სერიოზული რესურსი რომ ექნება!..

ss
daamtavret diskusiebi da chamoikvanet vinc icis 3 mcvelit tamashi
ქუთაისი
ფედერაციის გარივეული დოზით მართლა ბალეულობა მარა ის რომ ჩემპიონატი არ ვარგა მარტო და დიდ წილად ფედერაციის დადანაშაულება არასწორია, სტადიონები აუშენა, ინფრასტრუქტურაის მოწყობაში ეხლარება, კლუბის პრეზიდენტები თუ ყომარობენ რა კობიაშვილის ბრალია, ტორპედო დააქცია პრეზიდენტმა, თბილისის დიმანოც, ბათუმის დინამოც, ფედერაციის ის ბრალია ეს პრეზიდენტები რომ არ გაასამართლა, სელექციონერები არ გვივარგა, მაგ კუთხით განათლება არ გვაქვს საერთოდ, კიდევ რამდენი რამ დავწერო... ნაკრებს რაც შეეხება, ვფიქრობ სანიოლო საერთოდ დაიკარგა, ახალი მწვრთნელი არის საჭირო, სანიოლს ფანტაზიაც აღარ აქვს, მაგის ტაქტიკა საერთოდ არ იკითხება თამაშში, ყველა თავისით ინდივიდუალურად თამაშობს, ჩაკვე არაა გუნდი მოკვდა, მის მერე თამაში არ მოგვიგია, შე დალოცვილო კვარაცხელია გყავს და დავიჯერო არაფერი ტაქტიკა არ შეიძლება მოერგოს? სანიოლი შესაცვლელია დანამ არ თაობიშ გუნდიც გაფუჭდა
maximus
სანამ ფედერაციაში იქნება კობიაშვილი, იაშვილი და მათი ძმა ბიჭები ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება. ეროვნული ჩემპიონატი მკვდარია ამაზე ხმას არავინ იღებს, ნაკრებს კი გამოაკელი კვარაცხელია და კიდევ ორი-სამი კაცი და მკვდარია, მწვრთნელი საერთოდ ნოლი, არც ტაქტიკა არც კომბინაციები არც სტანდარტულზე ნამუშევარი. როდემდე??? ეს პლეადა წავა და მერე იქნება მოგონებები რომ ეს ასე არ უნდა მომხდარიყო და ასე შემდეგ... ამათი მთავარი პრობლემა არის შეცდომის არ აღიარება(შეუცდომებლები არიან) და ყველა სპორტის სახეობას დედა არ ყავს, ნუ ბოდიშით ფიგურული ციგურაობის გარდა. გაუშვით ეს სანიოლი დროზე და მოიყვანეთ ნორმალური კაცი და საერთოდ გადაწყვიტეთ ან პარლამენტი ან სპორტი, ხომ ხედავთ რომ ვერ ქაჩავთ ვერსად, ნუ გახდებით გულშემატკივრების სალანძღავები თუმცა უკვე ამას მიეჩვიეთ.პირდაპირ შეგშურდება ისლანდიის, ქვეყანაში მოსახლეობა თბილისზე ბევრად ნაკლებია, კვარას დონის ფეხბურთელი არ ყავთ და არც ყოლიათ და არც ეყოლებათ და რა? ნაკრების ჟილკიანი გააზრებული თამაში ყველა შესარჩევში ფეხბურთელების დონის მიუხედავათ. აქ რა? მიეცი ბურთი კვარაცხელიას და რამეს გააკეთებს, ისრაელმა დაგვახია ბურთი თავზე, ისრაელმა რომელიც ისეა ფეხბურთში როგორც ჩვენ ფრენბურთში. მამუჩაშვილი, მექვაბიშვილი, გაგნიძე არ დაგეკარგოდ არსად.
მირო
თუ დროზე არ გაუშვეს სავიოლინო,მომდევნო შესარჩევი ციკლის ჩავარდნა გარანტირებულია.
ყვავ ყვარე !
ფლაგმანი გუნდის გარეშე ნაკრების ერთიან შერწყმულ შეთამაშებულ გუნდად ჩამოყალიბება ძალიან ძნელია, ფეხბურთელები რომლებიც ათასობით კილომეტრით არიან ერთმანეთს დაშორებული თამაშობენ სხვადასხვა ქვეყნების სტილით თუ მოთხოვნებით განსხვავებულ გუნდებში და ასრულებენ ნაკრებისგან განსხვავებულ ფუნქციებს ვერ იქნებიან ურთიერთგამგებნი, თუ ეროვნული ლიგის დონე არის პლინტუსზე დაბლა სადაა გამოსავალი რომ შეიკრას გუნდი? იქნებ შეიძლება რომელიმე ქართველმა შემძლე ბიზნესმენმა იყიდოს ევროპული გუნდი დაბალ ლიგაში და იქ გამოვზარდოთ ახალი თაობის ნაკრები?
კაკი
რითი ვერ მიხვდნენ რო ეს სანიოლი ვეღარ ქაჩავს გაუშვით რაა
გოგა
ვერცერთ ნაკრებს ვერ მოუგებს სანიოლი ჯგუფში და გავალთ ბოლოზე, სანამ მართლა ტ.. არ აღმოვჩნდებით არ გაუშვებენ ამ კაცს, აქ ანგარიშზე არა საქმე, არც ტრაგედია ფრე ისრაელთან ამხანაგურში, საქმეა ვერ ათამაშებს ეს კაცი გუნდს, სანამ არ გაგვითანაბრეს უყურებდა პირდაღებული, არ იცის შემდეგი სვლა ასეთ სიტუაციებში, ვიგებთ არ იცის რა ქნას, ვაგებთ მითუმეტეს არ იცის რა ქნას, 2 მცველით ათამაშა გუნდი კაცმა და კიდე აქ ბევრი ფეხბურთელებს აბრალებს, მაგარი ნაკრები გვყოლია 2 მცველით ვთამაშობთ და მარტო 2 გაგვიტანეს, სხვა მწვრთნელით არ ვამბობ, რო ესპანეთს მოუგებთ და თურქებს 100% დავამარცხებთ, მაგრამ საშვალო ევროპელი მწვრთნელი ამ ნაკრებიდან ნორმალურ ნაკრებს გაკეთებს
მწარე
1) 3 მცველით თამაშის დროს გუნდმა მაღალი დაცვა უნდა ითამაშოს. თავიდან პრესინგი დაიწყეს. პირველი ჩვენებმა რაც გააკეთა, ეს იყო ბურთი დაარტყა რეგბისტებივით იმათ ნახევარში, აუტში. თუ არ გჯერა ნახე ჩანაწერი. პსჟ გამახსენდა ფინალში. 2) "და სად ნახე ამათი პრესინგი? ა, ვერ შეძლეს? და ნეტა რატომ? ამაზე პასუხი გაგვცა სანიოლმა? ვერ დარბიან? მაშ რატომ იძახებ ბატონო? ნეიმარს არ იძახებენ ბრაზილიის ნაკრებში, თუ ფორმაში არაა." - მეგობარო ამას სერიოზულას წერ? ნუთუ ვერ ხედავ, რომ ქართველებს ფეხბურთელები არ გვყავს? 3) "გამოიძახე ბოლნისის სიონიდან პატარა ბიჭი და მოიკლავს თავს სირბილით მოედანზე, აი ამ შემთხვევაში მიიღებ პრესინგს მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან".- ნუთუ ამას სერიოზულად ამბობ? ბოლნისის სიონის ფეხბურთელების სირბილი რომელ ტელევიზორში ნახე? 4) "სანიოლის სიძულვილი არაფერ შუაშია, ამ კაცმა არ იცის როგორ შეკრას გუნდი ერთ მობილურ მონოლითად".- მონოლითურად შეკრული ქართველები მე ერთხელ ვნახე 81 წლის 13 მაისს და მეორედ ბოლო ევროზე. სად ნახე კაცურად მოგვიყევი, გაგვახარე. 6) "რატომ ასწრებდა ხვიჩა ყველგან ყოფნას თუ იცი? ფიზიკურადაა ყველაზე უკეთესად მომზადებული და იმიტომ".- მართლაა??? აკი ბოლნისელი ბიჭი თავს მოიკლავს ისე ითამაშებს პრესინგსო, თურმე ფიზიკურად უნდა იყოს მზად. 7. "სანიოლი ჯერ კიდევ არაბიძეზე გვიყვებოდა".- არაბიძე თამაშობს გასული საუკუნის ფეხბურთს. ადრე მეც მომწონდა ეგეთი თამაში, ახლა სხვა დროა. 8. "მოვუგებთ ეხლა ლიტველებს და ავიყვანოთ ცაში ისევ სანიოლი".- ლიტველებს როგორ მოუგებ? მე დავწერე, რომ ლიტვისნაირ გუნდებთან თამაში გვიჭირს.9.- "უკვე ნასწავლი გვჭირდება, გამოცდილი, ძლიერ გუნდებში ან ნაკრებებში ნამუშევარი ავტორიტეტული მწვრთნელი და არა პრაქტიკოსი".. კი ბატონო. ეგეთიც გვყოლია, მაგრამ მე არ მახსოვს იმ მწვრთნელების დამტვრეული კრამიტები. პ.ს. სანიოლზე კი არ ვარ ჩაციკლული. არასწორ აქცენტებს ვაკეთებთ. ჩვენი ფეხბურთელების, ყველა ქართველი ფეხბურთელის ნაკლია, არასწორი გადაწყვეტილებები, ნელი აზროვნება მოედანზე. სუსტი ფიზიკა, სუსტი ტექნიკა, ტაქტიკურად არასწორი აზროვნება. დანარჩენი თქვენ ჩამოთვალეთ.
Ქართველის დამფასებელი
Დანიშნეთ ცხადაძე, ცხადაძე და კვლავ ცხადაძე. Ცხადაძის დროს ბევრად სუსტი შემადგენლობით ვიდრე ახლააა, ნაკრები მაგარ ფეხბურთს თამაშობდა, გერმანიის ნაკრებთანაც კი საქართველოს ნაკრები აკონტროლებდა ბურთს თუ გახსოვთ ის თამაში ამხანაგური იყო 2-1 წავაგეთ, კანკავამ საოცარი გოლი გაიტანა მაშინ, ახლა სანატრელია ბურთი ბევრად დაბალი დონის გუნდებთან.
ბორია წიფურია
შამქწუხაროდ ჩვენი ნაკრების და ფედერაცია კვლავ ერევა მწვრთნელის არჩევნებში ასეთია ჩემი დასკვნა ან სამწუხაროდ სანიოლს არ აქვს არჩევნის უნარი. ერ ხედავენ რომ დაცვა და შუა ხაზი საერთოდ არ გვყავს და ამიტომ არის რომ მორტო სჩანს კვარაცხელია და მიქაუტძე მარტოდ მიტოვებული. შამწუხაროა რომ საზონოვს რომელსაც დიდი პოტენცია გააჩნია ვერ მიხედა ვერც ფედერაციამ და ვერც მწვრთნნელმა. სად არის გოგლიჩიძე? სად გააქრეს გიორბელიძე? რატომ არან გადაკიდებული მექვაბისლს და მამუჩაშვილს, საშინელი დონის ფეხბურთელელბი არიან. ახალგაზრდულშიც არ მესმოდა მექვაბიშვილი კაპიტანი იჰყო და საერთოდ ვერ თამაშობდა. შუა ხაზში საერთოდ უაზროდ ირჯებიან არც იცაიან რა უნდა გააკეთოდ, ამის გამო რომ დაცვაც ჭნეხში ვარდება. შუა ხაზმა თუ ბურთი ვერ დაიჭირა და პასები ვერ გააკეთეს ორ მეტრში რა უნდა მაგას ფეხბურთი არ ჰქვია. რატომგ გააფუჭეს ხორხელები, ნონიკაშვილი? გულიაშვილის და იმ დაწკეპილ ულვაშიანისაც ვერა გავიგე რა. ეს სისტემაც არ ვარგა რასაც მწვრთნელი იყენებს, ანუ ვერ იყენებს. ასეთი შეგრძნება მაქვს საქართველოს შიდა ჩემპიონატს სანიოლი საერთოდ არ ესწერბა და ყურადღებას არ აქცევს, რადგან მამუჩასილზე ბევრად კარგი შუახაზელიბი არიან მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ფედერაციას არ აწყობს მათ გამოძახედბამოკლედა სანამ ეს მთავრობის დანიშნული ფედერაციები გვყავს როგორც ფეხბურთში ისევე რაგბშიც უკუ სვლა იქნება მუდმივად.
პაატა
სანიოლი 100%-ით გასაშვებია, ფედერაციამ ფული არ უნდა დაზოგოს (ერთხელ მაინც ინამუსეთ!) და მაღალ დონესთან მიახლოებული ამბიციური მწვრთნელის მოსაყვანად არ დაიშუროს მუშაობა! კვარას ფაქტორის გათვალისწინებით შეიძლება გაგვიმართლოს და ნამდვილად ძლიერი ტაქტიკოსი მწვრთნელი გვეღირსოს, სამწვრთნელო შტაბსაც შესაბამისად დააკომპლექტებს. ერთხელ გაგვიმართლა სანიოლი-ხიზანას დონემ და ეგაა, მეტი ეგ ამბავი ვეღარ მოხდება. ეგებადა კობიაშვილი-იაშვილის ტვინამდე დავიდეს!
aba
ასეთი მართალი ჯერ არავის გაუბედია და აჰანდე, შეესიეთ ახლა.
ყვავ ყვარე !
90% წინ ჩაწოდებული ბურთი დაიკარგა მათ შორის მამარდაშვილის ჩაწოდებული , კარგი სანიოლი არ ვარგა მაგრამ 2- 3 მოკლე პასსაც რომ ვერ აკეთებ და ბურთს ვერ ინარჩუნებ 2 წუთით რა ხდება ? იქნებ წინა დღიდან გამოყოლილი ნაბახუსევის თუ მსუნაგობის ბრალის ? ზედმეტად მირთმეული ხინკლები, ქაბაბი ხაჭაპურია და ოჯახური ალერსია დამნაშავე ? სამშობლოს. ოჯახებს მოწყურებულთ იქნებ არც გაემტყუნებათ ?? არ გვყავს ერთი საბაზისო გუნდი, ხერხემალი , რომელის მოთამაშეებიც ერთი შეხედვით გაუგებდნენ ერთმანეთს და რა გახდა საქართველოს ჩემპიონატში თუნდაც ერთი ნორმალური გუნდის შექმნა სტაბილურად რომ გამოვიდეს ევროპულ ტურნირებში ? რაღაცა დალპა ამ ქვეყანაში და ყარს !
gia jashi
ჩვენი გუნდი შემადგენლობა ისრაელისას ნამდვილად სჯობს,ან არ ჩამოუვარდება, მაგრამ გუნდი, მთლიანად ნახევარ საათზე მეტი, დარჩა უბურთოდ და საცოდავი სანახავი იყო.ისმის კითხვა რატომ? იმიტომ რომ თამაშობდა საქრთველოს ჩემპიონატის ტემპში, არაორგანიზებულად და ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა თითქოს ესპანეთს ეთამაშებოდა და არა ისრაელს.ეს გუნდი კიარა მგლებისგან დამფრთხალი ცხვრის ფარა იყო. მესმის რომ ამხანაგურია, მაგრამ მარტო ჩვენთვისაა ამხანაგური?სადაა მონდომება, ორთაბრძოლებში თამამი შესვლა, ახალი ტაქტიკური სვლები,მეტოქის საჯარიმოში შეჭრები მცველების თავბრუს დახვევა,ამ ბიჭებს ეს შეუძლიათ მაგრამ არავითარი ფანტაზია და ეს გრძელდება უკვე რამდენი ხანია, მადლობა ღმერთს რომ გვყავს ხვიჩა, რომელიც თითქმის თვითკმარი ფეხბურთელია, თორემ ნამდვილად წავაგებდით და ალბათ უნუგეშოდ. თქვენი არ ვიცი, მაგრამ ეს ფეხბურთი საქრთველოს ნაკრების შესრულებით იყო გულის ამრევი სყურებელი.არ მიყვარს მწვრთნელზე საუბარი მაგრამ უკვე ვფიქრობ რომ ვერ ამზადებს გუნდს ფსიქოლოგიურად, ვერ ნერგავს სიახლეებს,არასწორი აქვს ტაქტიკური გათვლები.მოკლედ ......
ლობიოჭამია
" გუნდმა და მწვრთნელმა ერთმანეთი დაკარგეს " - კარგი სათაურია (ზუსტი!)
BOSS
სამწუხაროა,მაგრამ ჰიმნის შესრულებისას ეტყობოდათ რისი მაქნისები იყვნენ!ასე უღიმღამოდ შესრულებული ჰიმნი პირველად ვნახე!თამაშიც ასეთივე გამოვიდა-არანაირი მონდომება,ზანტად დაზოზინობდნენ და მოვალეობის მოხდის მიზნით მოძრაობდნენ!კვარა რომ გენიოსია ეგ ორჯერ ორის თემაა,ისევე როგორც სანიოლი გასაშვებია სასწრაფოდ,სანამ კიდევ ერთი შესარჩევი ჩაგვიგდია.კი ბატონო,თანახმა ვარ,რომ მწირი რესურსი გვაქ,მაგრამ არ ისეთი ისრაელმა ბურთი თავზე ჩამოგვაცვას 20 წუთში.მადლობა ვილის ყველაფრისთვის,მაგრამ წადი რა შენი გზით,დაგვეხსენი…
კვირას იმედზე
კვარა სანამ შენ არ იტყვი უარს ნაკრებზე სანამ სანიოლია მწვრთნელი ეგენი არ გაუშვებენ და ქენი რა სიკეთე. განაცხადე რა საჯაროთ რო სანამ სანიოლია არ ვითამაშებო იქნებ გაუშვან და ჩვენც გვეშველოს და შენც.
გიორგი
სანიოლი წავიდეს აიცილებლად უნდა წავიდეს საერთოდ არფერი ეტყობა გუნდს მწვრთნელი ყავს თუარა რომარა ხვიჩა სამარცხვინო ფეხბურთს ვთამაშობთ
Rigiti
სექტემბერში უკეთესი გუნდი ვიქნებითო? გასულ სექტემბერს თქვა გაზაფხულზე უკეთესი გუნდი ვიქნებითო... და ტრიტრიიიი...
saakadze
მოგებული თამაში "წააგო" მწვრთნელმა! მადლობა ხვიჩას და ბიჭებს!
ტრი-ტრი
ამ ჟორჟს კიდევ ნუ უკეთებთ მაღალ პასებს, რომელი ქვილითაია ან ლევანდოვსკი ეგ გვყავს? დაბალი მიაწოდეთ ბიჯო, დაბალი. და მერე თავად იცის. მაღალ ბურთებზე თამაში ხვიჩასაც კი უჭირს. თანაც ტრავმის მიყენების მეტი საფრთხეა, ყველა მცველი იდაყვს იშველიებს. ამას მაინც ხომ უნდა ხვდებოდეს სანიოლი? რა ვიცი. შენიშვნების მეტი რაა, გამთვალისწინებელი არავინაა....
Lelo-ს
მართალი ბრძანდებით. წინასწარ ვიცოდით რასაც გვიპასუხებდაო.))) კაცო, შენ მიდი, დაუსვი შეკითხვა რომელიც გულშემატკივარს აღელვებს და მერე გამოჩნდება რას გიპასუხებს. ყველგან უპასუხისმგებლობაა ქვეყანაში, ყველა სფეროში, ამიტომაც ვერ მივიწევთ წინ.
შაქრო პაპა
თუ ახალი ბიჭების გამოცდა იყო მიზანი, აი მექვაბიშვილის და მამუჩაშვილის გამოყვანა რა საჭირო იყო, ნამდვილად ვერ ვიგებ. არავითარი პიროვნული, მაგრამ გამოცადე სხვებიც რა. ესენი ხომ უკვე იცი როგორც თამაშობენ...
მწარე-ს
კი ბატონო, თამაშობდნენ 3 მცველით, მაგრამ ხომ ფაქტია რომ ხაზზე თითქმის ყოველთვის 5 იდგა? 5-3-2 ჩანდა მგონი ყველას ტელევიზორში. და სად ნახე ამათი პრესინგი? ა, ვერ შეძლეს? და ნეტა რატომ? ამაზე პასუხი გაგვცა სანიოლმა? ვერ დარბიან? მაშ რატომ იძახებ ბატონო? ნეიმარს არ იძახებენ ბრაზილიის ნაკრებში, თუ ფორმაში არაა. ჰოდა, ვინაა გაგნიძე ან თუნდაც კიტეიშვილი ან მექვაბიშვილი, თუ სათანადო ფიზიკურ მზადყოფნაში არ იქნებიან და შენ მაინც გამოიძახებ? გამოიძახე ბოლნისის სიონიდან პატარა ბიჭი და მოიკლავს თავს სირბილით მოედანზე, აი ამ შემთხვევაში მიიღებ პრესინგს მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან. სანიოლის სიძულვილი არაფერ შუაშია, ამ კაცმა არ იცის როგორ შეკრას გუნდი ერთ მობილურ მონოლითად. რატომ ასწრებდა ხვიჩა ყველგან ყოფნას თუ იცი? ფიზიკურადაა ყველაზე უკეთესად მომზადებული და იმიტომ. ერთადერთში რაშიც შეიძლება ანგარიში გაეწიოს სანიოლს ისაა, რომ ბევრი ახალი სახე იყო დაცვის ხაზში და შეთამაშება ჭირდებათ. თუმცა ამაშიც მიუძღვის გარკვეულწილად ბრალი, ვინ დაუშალა ეს ყველაფერი ევროს დასრულებისთანავე დაეწყო? ხომ არის დაკარგული მინიმუმ 2 წელი? ამაზე პასუხს ვინ აგებს? კი ბატონო, ვისხდეთ ასე და ვუსმინოთ ყოველი თამაშის შემდეგ ინტერვიებს ინტენსივობის თაობაზე. ამას სანიოლი ჯერ კიდევ არაბიძეზე გვიყვებოდა. ახალი რამე შემოგვთავაზა? 2 წელი ეხვეწებოდა ხალხი კვეკვესა და კაშიას გაშვებას? ამაზე უნდა გაფლანგულიყო დრო? მოვუგებთ ეხლა ლიტველებს და ავიყვანოთ ცაში ისევ სანიოლი, დავკიდოთ ჩინ-მენდლები. არ ხდება ბატონო ასე, სანიოლზე არავინაა ჩაციკლული, მართლა სუსტია ეს კაცი, ვსწავლობთო, თავად აღიარა. სწავლა კიდევ სიკვდილამდეა, მოგეხსენებათ. ვისხდეთ და ველოდოთ? უკვე ნასწავლი გვჭირდება, გამოცდილი, ძლიერ გუნდებში ან ნაკრებებში ნამუშევარი ავტორიტეტული მწვრთნელი და არა პრაქტიკოსი.
ლელოს
ნახევრად კითხულობთ? რომ ესწრებიან, ეკითხებიან და ის ერთი და იგივეს პასუხობს, არაფერს აღიარებს და არაფერი იცვლება, ამაზეა საუბარი
დათოს
რაღაც დრომოჭმულ ფრაზებს შეეშვით, ამ ავტორის სტატიებში ყოველთვის ითქვა წასვლაზეც და მოსვლაზეც. წმინდა საფეხბურთო ანალიზში ფედერაციას და პოლიტიზირებას შეეშვით
Dato
პრესკონფერეციას არ დავესწარითო , ზუსტათაც უნდა დასწრებიდით და პირდაპირ გეკითხათ თუ ახალ იდეებს და მიდგომებს ეძებს , ამხანაგურში რო მარტო ოთხ ცვლილებას გააკეთებ და იქიდანაც ერთს იძულებით ეს დაცინვა არ არის გულშემატკივრისო
Dato
ნუ გიყვართ ეს არც მწვადი დაწვა და არც შამფური სტატიები , რაა რთული ზუსტათ პირდაპირ დაწერეთ წასვლის დრო რო დაუდგა, ამას წასვლის დრო მაშინ დაუდგა როცა ბრძანა ტაქტიკა რა საჭიროაო და A ლიგისთვის საქართველო მზათ არ არისო. მარტო ამას კი არა ფედერაციასაც წასვლის დრო უდგას მაგრამ თქვენ მაგას როგორ დაწერთ უხერხულია
Lelo
Რო არ ჩათვალეთ დასწრება და კონკრეტულ კითხვებს არ უსვამთ იმიტომ არის ნაკრები ასეთ დღეში, მაგალითად გუნდს ნახევარდაცვა არ ყავს მერამდენე თამაშია რას აკეთებს მწვრთნელი ამ დროს?? Სირცხვილია საქართველოს ნახევარდაცვა პრობლემა რო აქვს, ყოველთვის ყავდა ძლიერი ნახევარმცველები საქართველოს გვარებს აღარ ჩამოვთვლი, ამ მხრივ არავინ მუშაობს ეს აშკარად ჩანს.
ლაზი
სანიოლს აშკარად არ გააჩნია რესურსი ამ ნიჭიერი თაობიდან დიდი გუნდი შექმნას, ამიტომ სასწრაფოდ დამოცდილი და ტიტულოვანი მწვრთნელია საპოვნი რომ ეს თაობა არ დაიკარგოს.
tedo
სიმართლეს ! სხვა საქმით დაკავდი რა !@ სიმართლე კი არა , სიბრიყვეებს აბრეხვებ . აზრზე არ ხარ ფეხბურთის .
დდდ
და შენ თავად თუ გაგხსენებია ოდესმე, რომ ხანდახან საკუთარ ნიკსაც უნდა შეხედო ხოლმე?!...
მწარე
მე ტელევიზორში ვუყურე. 70 წუთი დიქტორები ვერ მიხვდნენ, რომ საქართველო სამი მცველით თამაშობდა. თუმცა რას ვხედავ, არც სპეციალიტები და არც ზოგიერთი "გულშემატკივრები" მიმხვდარან. ეტყობა მე სხვა ტელევიზორში ვუყურე ან თქვენ აგიყოლიათ სანიოლის სიძულვილმა. ფეხბურთელები არ გვყავს, ამიტომაც სანიოლი ტაქტიკას ცვლის ხშირად, ხანდახან მატშში ორჯერ. თუ ვცდები დაწერეთ. ფაქტია ვერ მიხვდით რომ 3 მცველით თამაშობდა, მიზანი იყო პრესინგი. თუმცა გუნდმა ვერ შეძლო, კიტეც გავიდა, ადგა და ტაქტიკა შეცვალა. აბა ამხანაგური თამაში რისთვის არი? შემდეგ თამაშსი მაინტერესებს რას იზამს. ლიტვა კონტრშეტევის გუნდია, ეს ჩვენთვის პრობლემაა.
გიგო პაპა
ესეც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხვიჩა ყოველთვის ვერ გაიტანს და ვერ გადაგვარჩენს. გყავდეს ჟორჟი და ვერ იყენებდე - ეს უკვე მწვრთნელის დიდი მინუსია. ყველა შეტევის წამოწყება ფაქტიურად ხვიჩას უწევდა, როდამდე ირბენს წინ და უკან ვიტინიასავით? მართლა დაიღლება, გადაიწვება, გამოიფიტება და მერე ჩემპიონთა ლიგაზე რომ ვერ გამოიჩენს თავს, ისევ ხვიჩას დავადანაშაულებთ. გაფრთხილება ჭირდება ჩვენს შემტევებს, ყველანაირად უნდა შეუწყონ ხელი ნახევარმცველებმა, ორჯერ მეტი უნდა ირბინონ, როგორც ფაბიან რუისი, ნევეში, დეზირე-დუე და ვიტინია დარბიან. პსჟ-ს სქემა კი ჩამოუტანია ხვიჩას სანიოლისათვის, მაგრამ შემსრულებლებიც ხომ უნდა გვყვავდეს? ძალიან დიდი სამუშაოა ჩასატარებელი გუნდის შესაკვრელად, 2-3 პასით უნდა ამოვდიოდეთ ცენტრამდე, ესენი კი ბურთს წინ უაზროდ იგერიებენ. ენნრიკეს ტაქტიკა კი კარგია, მაგრამ ამისათვის ყველამ უნდა ირბინოს და არა გუშინდელივით იძუნძულონ თავის ნახევარზე.
სიმართლე
ამ კვარაცხელიას კიდე მარტო ამხანაგურებში ახსენდება მაგარი ფეხბურთელი რომაა, აბა სადაც დაგვჭირდა კაპიკი იყო მაგის ფასი. ალბანეთთან რო წავაგეთ სახლში მახსოვს ყველაზე ცუდი კვარაცხელია იყო, თურქეთთანაც 1 კინკილა გოლი გაუვარდა ბოლო წუთზე.
ჟორა
ამხანაგური თამაშები იმიტომაა ამხანაგური, რომ ბიჭები გამოცადო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს ფეხბურთელი ამპლუით ნახევარმცველი ან თავდამსხმელი, დაცვის ცენტრში დააყენო. ასეთი ექსპერიმენტის უფლება გუნდის მწვრთნელს აქვს და არა ნაკრებისას, რადგან გუნდის მწვრთნელი ამას რამდენიმეჯერ გააკეტებს და საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ამ ფეხბურთელის ადგილი აქაა. ნაკრების მწვრთნელს კი ამის უფლება არ აქვს, რადგან ეს კაცი თავის გუნდში ისევ თავდასხმაში გააგრძელებს თამაშს და მას ერთი ან ორი თამაშით ცენტრალურ მცველად ვერ აქცევ. ამიტომ დიდი უაზრობა იყო დავითაშვილის დაცვის ცენტრში თამაში.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEO] ძიუდო. სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში იჭიდავებს
რაშმა თსუ დაამარცხა და სუპერლიგაში დარჩა | ორბმა და მარგვეთმა საჭირო გამარჯვებები მოიპოვეს
ცნობილი გახდა, ითამაშებენ თუ არა დუე და მენდეში ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში
"ლივერპულის" ყოფილი ფეხბურთელი: პსჟ დაუნდობელია, საუკეთესო შემტევები ჰყავს
კონატე: პენალტი იყო - პსჟ-სთვის რომ გაგვეტანა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა
მთავარი სამიზნეა - "ბაიერნი" ენტონი გორდონის შეძენას შეეცდება
დიაგნოზი მძიმეა - ეკიტიკე 9 თვე ვერ ითამაშებს და მუნდიალს გამოტოვებს
"რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ" - კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა
რეკორდული დანახარჯების მიუხედავად, უტიტულოდ - სლოტს მაინც დატოვებენ?
წასვლა და დაბრუნება საყვარელ გუნდში - ირაოლა სავარაუდოდ, ყოფილ გუნდში იმუშავებს
მესის ახალი მწვრთნელი ეყოლება - მასკერანომ მაიამის "ინტერი" მოულოდნელად დატოვა
"მამარდაშვილი დიდ სცენაზე თვითდაჯერებული იყო" - ინგლისური მედია ქართველის თამაშზე
"ლივერპული" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულს" ისევ მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
[VIDEO] კვლავ ბოლო იმედის ჯარიმა და წითელი - "ბარსამ" "ატლეტიკო" დაამარცხა, თუმცა ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა
"ლივერპული" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ვან დეიკი: გვჯერა, ისევ შეგვიძლია ისტორიის დაწერა
ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე 13 ქართველი იასპარეზებს
"ფეხბურთში აგენტი ვამპირი და შანტაჟისტია" - დე ლაურენტისმა კვარაცხელიას ტრანსფერზე ისაუბრა
"მილანი" არ გამოისყიდის - ფიულკრუგი ზაფხულში "ვესტ ჰემში" დაბრუნდება
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"რთულია, როდესაც შენი ძმაკაცის წინააღმდეგ თამაშობ" - კვარაცხელიამ მატჩის შემდეგ მამარდაშვილზე ისაუბრა
სანიოლი: სექტემბერში ბევრად ძლიერი გუნდი ვიქნებით - ამხანაგური თამაშები სწორედ ამისთვისაა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
სანიოლი: ცვლილებები იქნება - ვიმედოვნებ, ჩაკვეტაძე დაგვეხმარება
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
"მამარდა" თუ საფონოვი? "კვარა" თუ ვირცი? - ტეო უოლკოტმა არჩევანი გააკეთა
გადავა თუ არა პრემიერ ლიგაში - კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა ხვიჩას შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"ლივერპული" - პსჟ. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულს" ისევ მოუგო და ნახევარფინალში გავიდა
მატჩის დღე! კვარაცხელია, ჩაკვეტაძე და მიქაუტაძე ერთად?
"ლივერპული" - პსჟ. როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ