ისრაელთან ვერმოგებული ამხანაგურის (2:2) შემდეგ, საქართველოს ნაკრები წლის მეორე მატჩს კაუნასში, ლიეტუვასთან ჩაატარებს - დღეს, ჩვენი დროით 17:00 საათზე.

ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობაში როტაციას ველით. წესით, მთავარმა მწვრთნელმა ახლა მათ უნდა დააკვირდეს, თბილისში ცოტა დრო რომ მიეცათ. ვნახოთ, ფრანგი მოკლე დროში რა დასკვნებს გამოიტანს დაპირისპირისპირებიდან, სადაც ნაკლები გუნდურობა თუ გააზრებული თამაში და მეტი ინდივიდუალურობა იყო - კაპიტნისა და ლიდერის, ხვიჩა კვარაცხელიას შესრულებით.

მეკარის ცვლილების საკითხი ყოველთვის განსხვავებულია, მაგრამ მოსალოდნელია, დრო (თუნდაც ერთი ტაიმი) ლუკა გუგეშაშვილმა მიიღოს (მესამე მეკარე დავით კერესელიძეა). ბოლო დროს საბერძნეთში ის თამაშობს. რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილს, ის მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იმყოფებოდა, მას მალე "მანჩესტერ სიტი" და პსჟ ელის.

ლაშა დვალის საქმეში ხილვა ნამდვილად გვაინტერესებს. თუკი სამომავლო გათვლებზე ვსაუბრობთ, მისი ხილვა ილია ბერიაშვილთან ერთად საინტერესო იქნება. ეგაა, არ ვიცით, სანიოლი რამდენი მცველით ითამაშებს. დვალი და ლოჩოშვილი ერთად მხოლოდ 3 უკანახაზელის პირობებში თუ იქნებიან.

გიორგი გოჩოლეიშვილმა და ირაკლი აზაროვმა აუცილებლად უნდა ითამაშონ, რომელი განლაგებაც არ უნდა ავირჩიოთ.

გიორგი ჩაკვეტაძის სასტარტოში ხილვა (ხვიჩასა და ჟორჟთან ერთად) ისე მოგვენატრა, გვინდა იყოს, მაგრამ არ ვიცით, რამდენის სათამაშოდაა მზად. ბუდუ ზივზივაძე - ვისაც თბილისში არ უთამაშია და რაღაც წუთები აუცილებლად მიეცემა.

ლიეტუვის ნაკრები ზედიზედ მეორე გამარჯვების მოპოვებას ეცდება. რამდენიმე დღის წინ მათ მოლდოვას სტუმრად (2:0) აჯობეს. ივნისში ბალტიის თასზე ლატვიასთან დაპირისპირებაა, სექტემბრიდან კი "ერთა ლიგის" D ჯგუფში აზერბაიჯანი და ლიხტენშტაინი ელით.

საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვასთან ბოლოს 2018 წელს ითამაშა და ამხანაგურ მატჩში დიდი ანგარიშით (4:0) დაამარცხა. ქართველებიდან ვინც იმ დაპირისპირებში მონაწილეობდნენ, ახლა გუნდში მხოლოდ დვალი და ჩაკვეტაძე (სანაკრებო დებიუტი და გოლი ჰქონდა) არიან. ბოლო ოფიციალური მატჩები "ჯვაროსნებს" ცუდად ახსოვს, 2007 წელს ჯერ კაუნასში (0:1), შემდეგ კი შინ (0:2) წააგეს. კაუნასში ქართველებს დიდი ანგარიშითაც (4:0) გაუმარჯვიათ, სადაც გიორგი ქინქლაძის ბოლო მატჩი და ბოლო სანაკრებო გოლი ვნახეთ.

"ცელიეში" მოთამაშე არმანდას კუჩისი დღესისთვის გუნდის საუკეთესო ბომბარდირია. 21 წლის ნახევარმცველი, გვიდას გინეიტასი "ტორინოში" ასპარეზობს. "რიეკაში" მოთამაშე იუტას ლაცისკასი ეროვნულ გუნდში 68-ე მატჩს ჩაატარებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებში 22-ე გოლი გაიტანა, გიორგი მიქაუტაძე ჩამოიტოვა და შოთა არველაძეს ძალიან მიუახლოვდა. ვნახოთ, ეს ამბები როგორ გაგრძლედება.

საქართველოს ნაკრების სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი - გოჩოლეიშვილი, ბერიაშვილი, დვალი, აზაროვი - მექვაბიშვილი, გ.მამაგეიშვილი, ჩაკვეტაძე - დავითაშვილი, მიქაუტაძე, კვარაცხელია.

Silovan Dzgeria
მართლა არ იცით mogvikitxe partis maswavlebeli da repetitori ))
Silovan Dzgeria
დავით 67 netav shen ar gajuilebdes ra )
Silovan Dzgeria
sanioli ki ara chven gvatamashebs cecxltan , tore Saniolis sul makronze ar hkidia yvelaferi ?

სანიოლი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია, სანამ გვყავს ეს კაცი დავაფასოთ.
და მაინც
სხვადასხვა სახელით და ერთი და იგივე სტილით რომ წერთ, ბევრის იმიტაციას ქმნით? მართლა რამდენი უსაქმური სტუმრობს ამ გვერდს, თავზე დიდი წარმოდგენით. არც გიბლოკავთ საიტი კომენტარს, ჩასაფრებულ ინტრიგნებს გასაქანს გაძლევთ
ლექსო
გაიტანეთ სანიოლი სანამ არ არის გვიან
ლექსო
გაიტანეთ სანიოლი სანამ არ არის გვიან
ვანო
მე მამაგეიშვილის ნაცვლად გადრანს დავაყენებდი, ნახევარდაცვასაც გააძლიერებდა და დაცვასაც დაეხმარებოდა. მით უმეტეს საყრდენად ნათამაშები აქვს. ჩამშლელი ამ შემადგენლობაში ვინაა, მექვაბიშვილი? გაუჭირდება მარტოს. ტაბიძეს და გველესიანს დავაბრუნებდი და ახალგაზრდებს ეტაპობრივად შევაპარებდი. ნაპოლიში ერთმა კი მინ ჯეს წასვლამ დაცვა როგორ არია გვახსოვს. ცეცხლს ეთამაშება სანიოლი!
ზაზა
ფედერაციის ხემლძღვანელობა სანამ არ შეიცვლება, მანამდე სანიოლი დარჩება თავის პოსტზე და არც არაფერი გამოსწორდება.
მამარდა დაიწყებს
პრესკოზე იყო
ისე მაინც
"წესით, მთავარმა მწვრთნელმა ახლა მათ უნდა დააკვირდეს, თბილისში ცოტა დრო რომ მიეცათ. ვნახოთ, ფრანგი მოკლე დროში რა დასკვნებს გამოიტანს დაპირისპირისპირებიდან." - დავიჯერო ისეთი რთულია, რომ სანამ ტექსტს დადებთ, ვინმემ გადახედოს, შეცდომებზე მიუთითოს და ტექსტი შეასწოროს.
silovan dzgeria
Mamucha gamogrcha biwo ,ras aketeb ee )))
ბიძინა
მინდა მივმართო ფედერაციას, ძალიან გთხოვთ თუ შეგიძლიათ დაეხმაროთ საბა საზონოვს, არ უდგას ან ბიჭს კარგი დრო,არ აქვს თამაშის პრაქტიკა, თუ რამე შეიძლება დავეხმაროთ ამ ბიჭს, კარგი იქნება ჩვენი ნაკრებში, პატრიოტი ბიჭია, მადლობა,
A
მთავარია მექვაბიშვილი არ გამორჩეს
zura222
გული კი არა ტვინი გტკივააა DDDD
მართლა არ იცით
სახელობში დაწერა იქნებოდა არასწორი და ნუ პროფესორობთ ერთი, თან რომ ჩვევად გაქვთ, რამე ნახოთ, სულერთია რა იქნება
ირაკლი
"მთავარმა მწვრთნელმა ახლა მათ უნდა დააკვირდეს"!!!
ერიჰაა
მოუგებენო????? ძმაო შენ მაგარი ოპტიმისტი ყოფილხარ.
Star lord
ახლა ამ თამაშს ძლივის მოიგებენ და გადაგვაყოლებენ ნახეთ რა გუნდიაო))))
ზურა
გამოიძახეთ მესხის, ყიფიანის სულები, იქნებ იმათ უკეთ ითამაშონ.

ცხადი მხოლოდ ის არის,რომ მიქაუტაძეც და კვარაცხელიაც,შოთა არველაძეს გადაუსწრებენ ნაკრებში გატანილი გოლების რაოდენობით.
kkkk
meqvabe arsad dagekargot mamuhashvili
დავით 67
გული მტკივა უკრაინელების გამო და ერთი ადგილი ხიხოს გამო.რამდენიც გავიწიეთ ქვეყნის ამოსაყირავებლად იმდენი მატკინა ის ერთი ადგილი
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"უფსკრულისაკენ მივექანებით - მოქმედების დროა" - სანიოლი ფეხბურთიდან პოლიტიკაში მიდის
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება