ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

[VIDEO] მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას მოუგო

[VIDEO] მიქაუტაძის დუბლით საქართველოს ნაკრებმა ლიეტუვას მოუგო

საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ დაპირისპირებაში გასვლაზე ლიეტუვა 2:0 დაამარცხა და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, საინტერესო იყო, შეძლებდა თუ არა ნახევარდაცვა ბურთის დაჭერას და თამაშის გაკონტროლებას.

„ჯვაროსნებმა“ თავიდანვე შეუტიეს და ორი მომენტი შექმნეს: კვარაცხელიას დრიბლინგის შემდეგ მეტოქემ ბურთი ზედ კარის ხაზიდან გამოიტანა, მამაგეიშვილის დარტყმული ოდნავ არაზუსტი გამოდგა. შანსი მასპინძლებსაც მიეცათ, მაგრამ შირვისმა ვერ გამოიყენა. მერე საჯარიმოდან ხვიჩამ ბურთი ძელს გაარტყა და ნაკლებად სანახაობრივი პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თამაშის სურათი არ შეიცვალა, ტემპი ისევ დაბალი იყო, ლასიჩკასის დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. 69-ე წუთზე კი მიქაუტაძე საჯარიმოში არმალასმა წააქცია და პენალტით სტუმრები თავად დაზარალებულმა დააწინაურა. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - დვალის, დავითაშვილის და აზაროვის ნაცვლად მოედანზე ლოჩოშვილი, გაგნიძე და წიტაიშვილი შეუშვა. 84-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას გაგნიძის პასით მიქაუტაძემ დუბლი შეასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას ჩვენი გუნდი 2 ივნისს სახლში რუმინეთთან ჩაატარებს.

კაუნასი. „დარიაუს ირ გირენო“

ლიეტუვა - საქართველო 0:2

გოლები: 0:1 მიქაუტაძე (70, პენ), 0:2 მიქაუტაძე (84)

გაძევება: გინეიტისი (90+3, ლიეტუვა)

საქართველო: მამარდაშვილი, დვალი (ლოჩოშვილი 75), ბერიაშვილი (გელაშვილი 64), გადრანი (გოჩოლეიშვილი 85), აზაროვი (წიტაიშვილი 75), მამაგეიშვილი, მექვაბიშვილი, ჩაკვეტაძე (ზივზივაძე 85), დავითაშვილი (გაგნიძე 75), კვარაცხელია, მიქაუტაძე (კვერნაძე 85)

მაშინ ცოცხლად შეჭამეს თემური,„გულშემატკივრებმა“ და ჟურნალისტებმა,გულწრფელი საუბარიც კი,ცოდვად ჩაუთვალეს და არა მგონია კიდევ მოისურვოს,მაშინდელი უსამართლობის გადატანა.უსამართლობა,უმადურობა რომ არ მოაკლდება და არაფერი შეცვლილა,ამ საიტის გამოხმაურებებიც ადასტურებს.ადამიანები არ იცვლებიან და თუ იცვლებიან,უარესობისაკენ.

• სიმართლე

ლიტვასთან მოგებით ნუ ავიგებთ კოშკებს ცუდად ნუ გამიგებთ მაგრამ ჩვენი გუნდი არარის ჯერ ის დონე რო რაღაც ვიოცნებოთ...კვარა მიქას გარეშე ვაფშე ნოლი გუნდია...

• Levani

დავწერე და არ გამომიქვეყნეთ. ყველაფერს აკრიტიკებთ- თამნამედროვე მანერა გინდათ ყველაფრის. სტადიონზე სემიჩკის მჭამელ გულშემატკივარსაც კი აკრიტიკებთ და რა გახდა ბიჭო საქართველოში ემოციური კომენტატორი? კი ნაგავი თამაში იყო მაგრამ პირველივე წუთიდან იცოდა კომენტატორმა როგორი თამაში იქნებოდა? ეგ თავიდანვე უემოციოდ ლაპარაკობდა,საზიზღარი ტემპით.

• არტ

ფეხბურთელებს თავი დაანებეთ. მათი ბრალი არაა ეს უსახური თამაში. საქართველოს ნაკრები არის გუნდი, რომელსაც მწვრთნელი პრაქტიკულად არ ყავს. ეს ადამიანი ოცდაათი წლის წინანდელ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს. თანაც რაღაც გაუგებარი ექსპერიმენტები, თუნდაც ერთ ფლანგზე დაყენებული აზაროვი, ჩაკვე და კვარა, გუნდური გადაადგილება უაზრო, არანაირი წინასწარ დამუშავებული კომბინაციები... ხომ გვესმის როგორ გუნდს ვეთამაშებოდით - ამ ეტაპზე ლიეტუვა ერთერთი უსუსტესი გუნდია მსოფლიოში და შემადგენლობის მხრივ ძალიან ჩამოუვარდება ჩვენს ნაკრებს. და ამ ფონზე დროის ორი მესამედი თამაშის ორგანიზაციით ნამდვილად გვჯობდა. მხოლოდ გაშვებული გოლის შემდეგ დაეტყოთ "გატეხვა" და ამ ფონზე ბოლოის მაინც მოახერხეს შემოეტიათ. ადრეც ვწერდი და ვიმეორებ, ჩვენი დღევანდელი შემადგენლობა იმსახურებს პროფესიონალ მწვრთნელს, რომელსაც, სანიოლისაგან განსხვავებით, გამოცდილებაც გააჩნია და რაღაც შედეგებისათვის მიუღწევია კიდეც სადმე და ჩამოწერილიც ჯერ არ არის. არ არის საქართველოს ნაკრები პრაქტიკანტი მწვრთნელის კვალიფიკაციის ამაღლების ტრენაჟორი. არავინ ითხოვს გვარდიოლას, ენრიკეს ან რომელიმე ტოპ მწვრთნელს - უბრალოდ საშუალო ევროპული დონის პროფესიონალზეა საუბარი, რომლებიც სავსეა ევროპაში.

• ჟორა

ვასილიჩ! მე მთელი საქართველოს გასგებად ვწერ და არა მარტო გურულებისთვისთვის.

გოჩოლეიშვილს საფეხბურთო ინტელექტი აკლია. ეგოიანის გამოძახება შეიძლება მომდევნო მატჩებში.

• Burti

სიგუა, Ეგოიანი, 21 წლამდელებიდან ნახევარდაცვაში სასწრაფოდ მისახედია ეს რგოლი.

ეს არის დღევანდელი თაობა!ჰყავს ვინმე,ვინც ამათზე უკეთესია,ჯანმრთელადაა და არ დაუძახა?ყველას მივმართავ,დაასახელეთ!სანამ ცუდს არ ნახავ,კარგის ფასს ვერ გაიგებო!ჰოდა გავიგებთ კარგის ფასს!

კაი ბატონო,ყველამ მოგისმინა და წავიდნენ ნაკრებიდან!4 კაცით აპირებ მოედანზე გასვლას?-ნებას არ მოგცემენ,წესებით აკრძალულია.

ვინც გვყავს,თითქმის ყველა გამოსცადა და დავრწმუნდით,რომ კვალიფიციური ფეხბურთელების დიდი დეფიციტი გვაქვს,ზოგიერთ პოზიციაზე კი,საერთოდ არავინ გვყავს.ხვიჩა არ უნდა ჩამოდიოდესო.სხვა ვინ იყო ამ ფეხბურთელებში,მაგ საქმეს რომ გააკეთებდა?უკვე მეორე თამაშია,ბურთის შემტევებთან მიტანას ვერ ვახერხებდით,ჰოდა სანიოლმაც კვარას დაავალა,ეს საქმე.პირველ ტაიმში,მიქაუტაძე ფაქტობრივად გამქრალი იყო,მხოლოდ ორჯერ გამოჩნდა.პირველად როცა ბეწვზე გადავრჩით და ჯარიმა კინაღამ საჯარიმოში აიკიდა,მეორედ კი კონტრშეტევაზე ჩვენ ნახევარზე ბურთი მიიღო და სწრაფი კონტრშეტევის შიშით,ლატვიელმა გაფრთხილება აიკიდა.მეორე ტაიმში,როგორც კი,სივრცეში მიიღო ბურთი,პენალტი გამოიმუშავა და ანგარიში გახსნა.მეორე გოლი,მართლაც კარგი კონტრშეტევის და ფილიგრანულად ჩაწოდებული პასის შემდეგ გაიტანა მიქაუტაძემ.როცა 4 მცველიდან მხოლოდ ერთია ნაკრებში მრავალჯერ ნათამაშები,მათ წინ კი,სამი ნახევარმცველიდან მხოლოდ ერთია,მისთვის ჩვეულ პოზიციაზე რომ დგას,დანარჩენი ორი კი,თუნდაც ნაკრებში უკვე მრავალჯერ ნათამაშები,მაგრამ სხვა ამოცანების და პოზიციის პირობებში,ცხადია,რომ ძალიან დიდი ბზარები გვექნებოდა და უსუტეს ლატვიელებთანაც კი ვერ ვახერხებდით,კარისაკენ გზების გადაკეტვას და შეტევების სწრაფად წარმართვას,ხვიჩა იყო ის ერთადერთი ფეხბურთელი,ვისაც შეეძლო შეტევის მართვა.აშკარაა,რომ ჩაკვეც შორს არის საუკეთესო ფორმიდან და ტრავმიდან არასრულად განკურნებული ფეხბურთელისაგან,მეტის იმედი ალბათ არც უნდა გვქონოდა.ცუდად ვითამაშეთ,მაგრამ აუცილებლად გვჭირდებოდა გამარჯვება და გავიმარჯვეთ.რამდენიმე ფეხბურთელმა ნაკრებთან შესაჩვევად აუცილებელი დრო მიიღო და სამომავლოდ,თუ თამაში მოუწევთ,გაცილებით უფრო თავდაჯერებულები იქნებიან.მამაგეიშვლმა ძალიან ბევრი იმუშავა და ვფიქრობ ნდობა დაიმსახურა.ჯანმთელობის პრობლემების გამო,ორი ცენტრალური მცველის შეცვლა დაგვჭირდა და ლოჩოშვილსაც პრობლემები რომ ჰქონდა,მოედანზე გამოსვლა მოუწია.რასაც ვუყურებ,4 მცველიან დაცვაზე გადასვლა,ალბათ არ გამოგვივა,კაშიაც მომდევნო მატჩში უკანასკნელ თამაშს ჩაატარებს და ღიად გვრჩება საკითხი,ვინ ულიდერებს დაცვის თამაშს.მართვა,არც ერთს არ ეხერხება და არც მამარდას იმედი უნდა გვქონდეს ,მაგ საქმეში,რადგან არ შემიმჩნევია,რომ მინდვრის ფეხბურთელებისათვის მიეთითებინოს,კონკრეტულ სიტუაციაში რა გააკეთოს.ძალიან ტრავმული ცენტრალური მცველები გვყავს,ძალიან ხშირად მოგვიწევს,მათი როტაცია და მამარდა თუ აითვისებს ამ როლს,გუნდისათვის ყველაზე სასარგებლო ეგ იქნება.უნდა სცადოს მაინც,რადგან სხვა გზა არ ჩანს.ცუდი გუნდური თამაშის პირობებში,ისევ ხვიჩას და მიქაუტაძის ოსტატობამ შეასრულა გადამწყვეტი როლი,მაგრამ უფრო ძლიერ ნაკრებებთან,ასე ძუნძულით ქულებს არავინ გაგვატანს.

• ს

მე რას ვერ ვხვდები, იცი? ბევრი გვყავს ტოპ ლიგებში მოთამაშე მცველი? რას ერჩის გოჩოლეიშვილს? კაცმა ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშა და ევროპა ლიგაშიც, ახლა ბუნდესლიგაშია, და თურმე ნაკრებში თამაშის დონეს ვერ აკმაყოფილებს. ან კიდევ ეგოიანი ერთხელ მაინც გამოეძახა, სტიმული მიეცა.

• O.K.

დაბალი დონე, ინდივიდუალურად ერთეული გამონათებები გუნდურიც და ინდივიდუალური უნარჩვევები ნული, პასს ვერ აჯეთებენ ნორმალურს და სხვა რაზე უნდა ისაუბრო

• Lelo

Დაცვას თავი დაანებონ გამოჩნდნენ იქ ბიჭები. ამ გუნდს ცენტრალური ნახევარმცველები ჭირდება, ნახევარდაცვა არ არის, არც ჩამშლელი, არც ბურთის დამჭერი, არც თამაში ორგანიზატორი ნახევარმცველი გუნდს არ ყავს, სამწუხაროდ ჩაკვეტაძე რაც გვახსოვს იმის აჩრდილია, გუნდს ნახევარმცველები ჭირდება, მაგის გარეშე არაფერი გამოვა, 21 წლამდელებიდან ეღოიანი ცოტას მაინც გამოასწორებდა სიტუაციას, უნდა გაგრძელდეს მოძებნა ნახევარმცველების, ამ კუთხით ბევრი სამუშაო ჩასატარებელი.

• Kaiakata

სომხებს რა მაგრად ჩაახტა ბელარუსი :)))))))))

• fani

მოგება ყოველთვის კარგია, მაგრამ ასეთი თამაშ(ებ)ის შემყურე, შემოდგომაზე კარგს არაფერს უნდა ველოდოთ. კონკრეტულად ამ მატჩს რაც შეეხება, ნათლად გამოჩნდა რამხელა ძალაა ჩაკვეტაძე ნახევარდაცვაში, იმის მიუხედავად რომ ეს ის ჩაკვე ჯერ არ არის რაც მისი მაქსიმუმია. ახლა მინდა ჩამოვაყალიბო ჩემი აზრები მოთამაშეებსა და ნაკრების შემადგენლობაზე, სანამ შემოდგომა მოვიდა - მამარდამ ფორმა საჩქაროდ უნდა დაიბრუნოს და ლივერპულში ან სხვა კლუბში ძირითადის მეკარედ იქცეს. დაცვას რაც შეეხება, ბერიაშვილი+გადრანი არ არიან სანაკრებო დონის (მაქსიმუმ თადარიგში). სასწრაფოდ უნდა იპოვოს კლუბი საბა საზონოვმა და თამაში დაიწყოს, ის ნაღდად გაამაგრებს ჩვენს დაცვას, გოგლიკა-ლოჩო-დვალთან ერთად. ფლანგზე კაკაბაძეც დროულად უნდა დაბრუნდეს და ფორმა აკრიფოს, აზაროვი-გოჩო შეიძლება, თუმცა ბოლომდე საიმედო არცერთი არ არის, წიტა ჟილკიანია მაგრამ ზოგჯერ არევაც ჩვევია. შუა ხაზში მექვაბიშვილი საერთოდ მოსაშორებელია (ან ღრმა სათადარიგოდ გადასაყვანია), გაგნიძეც არაა დონე თუმცა ანრის (ანზორიკოს) ჯობია. ასევე საჩქაროდ უნდა იპოვოს ახალი კლუბი ქოჩორამ და ფორმაც აკრიფოს, ამ შემთხვევაში იგი+ჩაკვე+კიტე ხარისხს გაზრდიან ჩვენი ნაკრების შუა ხაზში. ასევე აუცილებლად უნდა დაუძახონ ირაკლი ეგოიანს, რომელიც ყველა ბურთზე იბრძვის და დაუღალავია, ამიტომ შეცვლაზე შეიძლება მისი გამოყვანა. წინა ხაზს რაც შეეხება, აქ ყველაზე ნაკლებია პრობლემები, თუმცა ზურიკო უნდა დალაგდეს და ნაკრებში ხარისხს მოუმატოს. კვარა და ჟორჟი ისედაც გასაგებია, ხოლო ვინც შეცვლებიდან შესაძლოა გაგვაძლიერონ, ესენია მამაგეიშვილი-გულიაშვილი-კვერნაძე. საბოლოო ჯამში, სრული რესურსი უნდა გვყავდეს რათა წარმატებით ვითამაშოთ შემოდგომის ციკლში, თუმცა არ ვიცი ეს ყველაფერი რამდენად გამოვა (და რამდენად გაითვალისწინებენ ჩემს აზრებს ფედერაციის ჩინოვნიკები და ვილი/სამწვრთნელო შტაბი)

• Tedo

ღადაობ რა თქმა უნდა ))

• zaza

მერე ,,მესები " საიდან მოვუყვანოთ ქეცბაიას ? ცოდნა უნდა ბიძიკო საქმეს , ცოდნა .მარტო ჯიგარი ვერ მოიტანს შედეგს .

• Silovan Dzgeria

სიმართლე არ ჭეშმარიტება ! მოჭერილი ქუდი დაიხურე ჭკუა არსად დაგეკარგოს ! ))) შეფ მზარეული იქ არ შევა, სადაც კიტრის და ბადრიჯნის მეტი არაფერი აქვთ , მაგისთვისაა შეფი . მაგრამ , შენნაირი ბადრიჯანია ზუსტად ეგ სანიოლი და ვერც არჩევს პროდუქტს და არც კერძის მომზადების შნო აქვს .

• ვილი, წადი

თაობას ვკარგავთ და პრაფესორები სანიოლს წმენდენ ისევ. ესეთი ნაკრები რეალურად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ გვყოლია. იგივე ლიეტუვასთან აგებდა ძველი არა პროფესიონალების ჯოგი. იქნება პროფესიონალი და შესაბამისი მწვრთნელის ხელში ნაკრები? იქნება უკეთესი თამაში და შედეგი!

• ვასილიჩი

ზიან არასწორია, სწორია ჟილარიენ

• დავით 67

ეს ისეთი მატჩი რომ გასრჩევადაც არ ღირს. კომენტატორის სიტყვებს მივაქციე ყურადღება. ალბათ ერთი 20ჯერ თქვა." მიიღო ბურთი, პასი არ გამოუვიდა ". ასეც იყო. არაფერი გამოსდით, რომ არა პენალტი, 0-0 დამთავრდებოდა.

• მალხაზ ჯობავა

ისევ თავს ვიტყუებთ, ისედაც გვატყუებენ. ბიჯო ერთი თამაში გვაქვს ამხანაგური ოფიციალურამდე რუმინეთთან, თუ მოძებნეს მეორე, ტაილანდზე და მონღოლეთზე უკეთესი არ იქნება. ჰოოდა რა უნდა გააკეთოს და ასწავლოს ოთხი-ხუთი დღით შკრებილ ფეხბურთელებს სანიოლიმ თავისი ბაგაჟით? არც არაფერი. მწვრთნელს რომელსაც არც ტაქტიკა და არც სტრატეგია გააჩნია. თავის დროზე ევროპის ერთ-ერთმა ძლიერმა მცველმა, საიმედო დაცვა ვერ დააყენა, ხუთი წლის განმავლობაში და კიდე უარესი, ახლანდელი თამაშის დროს მიქაუტეძეს რომ ეტყვის, რაც შეიძლება ბურთი მეტად გააგორეთო, (ეს სანდო წყაროს ინფორმაციაა) ამისთანა კაცს, საქართველოს ნაკრებში არაფერი ესაქმება. ასე რომ ჩემი პროგნოზი თუ სანიოლი დარჩა ერთა ლიგის თამაშებზეა სეთია, ექვსი თამაშიდან დიდი-დიდი ორი ფრე და ოთხი წაგება. სამწუხაროდ.

• FaBro

ყველას კომენტარს გულდასმით ვერ გავეცნობი, ბოდიში მომითხოვია, თუმცა გამომდინარე უკანასკნელი 2 შეხევდრიდან ნაკრებმა რაც აჩვენა, მე მომავალი შესარჩევი ციკლის წინ ოპტიმისტურად განწყობილი სამწუხაროდ ვერ ვიქნები. დღვანდელს რაც შეეხება, ლატვიის ნაკრები შესაძლოა კარგი ძალის საზომი იყოს, ოღონდ კალათბურთში, ფეხბურთს რაც შეეხება, აქ ის ჩვენი სწორი არ უნდა იყოს და ჩვენს სწორებთან და ოდნავ უფრო ძლიერებთან რა თამაშებიც ვაჩვენეთ, იმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ რამოდენიმე ნაბიჯია სასწრაფოდ გადასადგმელი: 1) ფეხბურთის ფედერაციამ სასწრაფოდ უნდა გადახედოს საკუთარ მიდგომებს და რადიკალური ცვლილებები შეიტანოს ნაკრების შენებისა და განვითარების პროექტში 2) თუ სერიოზული გეგმები აქვს იმავე ფედერაციამ ჯიბეზე უნდა გაიკრას ხელი და წელიწადში მინიმუმ 2 მილიონი ევრო გამოძებნოს ეროვნული ნაკრებისთვის კვალიფიციური მწვრთნელის დასაქირავებლად, აქვე ბუნებრივია იგულისხმება ისიც, რომ სანიოლმა თავის სამწვრთნელო შტაბითურთ რაც შეიძლება სწრაფად უნდა აიკრას გუდა-ნაბადი. მადლობა მას ყველა კარგი მოგონებისთვის, თუმცა ამ ადამიანთან ერთად ჩვენს ნაკრებს აწი მხოლოდ უკუსვლა თუ ექნება. 3) თავად ნაკრების შემადგენლობაა ძალიან გადასახალისებელი, სასწრაფოდაა მოსაძებნი ოპტიმალური, ან მასთან მიახლოვებული ძირითადი შემადგენლობა, რომელიც იქნება კონკრეტული მოთამაშის სათამაშო დონისა და კონდიციის ამსახველი და არა ნათესავ-ძმაკაცობის შედეგი და ამასთან ერთად მოასწრებს მომდევნო შესარჩევ ციკლამდე რაღაც დონეზე მაინც შეთამაშებას. თუ ეს არ მოხდა, დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა მესამე ადგილი საოცნებო გაგვიხდება. სექტანტები და პარტ.მუშაკები ნუ გამოხტებით, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებისთვის გასააზრებლად ვაფიქსირებ მხოლოდ საკუთარ პოზიციას.

• თემური

ხვიჩა რა დონისაა ამ თამაშიც კარგად ჩანდა, ხოდა არ ჯობდა ხვიჩას გარეშე ეთამაშათ, ანდა ნახევარი საათის შემდეგ გაეყვანა და უფრო მეტი დროით გამოეყვანა კვერნაძე? იქნებ ჩვენ ვერ ვხვდებით და სანიოლს მაგარი სიურპრიზები აქვს! ამ თამაშშიც კარგად გამოჩნდა, რომ დაცვაში მაგარი პრობლემები გვაქვს!

• S.K.K.

მეცოდება ჩვენი გულშემატკივარი რომელიც თითქმის ნახევარი საუკუნეა, მცირედი გამონაკლისის გარდა, ამ უბადრუკობას უყურებს.

• სიმართლე

სანიოლი რას იზამს ან გუარდიოლა, თუ მოთამაშეები ვერ ქაჩავენ? :) მოეშვით ამ პროფესორობას. შეფ მზარეულს, რომ დაავალო ჩაქაფული, მოსამზადებლად კი კიტრი და ბადრიჯანი მისცე, გამოუვა ჩაქაფული? :):):)

• Გენიალური ვილი

Ვილი სანიოლზე დიდი მწვრთნელი დღეს არ დადის

• ბორია წიფურია

მოიგეს, მაგრამ დაბლი თამაშის დონით, საშინელ გუნდთან რომელსაც დიდი ანგარიშით უნდა ვუგებდეთ. შუა ხაზი არ არსებობს, ბურთის დამჭერი არ არის არავინ. პასები უხარისხო, ხან უკან ხან წინ.ჩაკვეს არა უშავდა, გიზიმაც უკეთ თამაშა. შამწვრთნელო შტაბს დავუწერდი 0. ამხანაგური თამაშია და შეცველბი 82 წუთზე გააკეთეს, რა აზრია? თუ მოთამაშეების მოედანზე საქმეში ნახვა არ სჭირდებოდა? ესენი თუ ამით კმაყოფილდებიან, სჰობს სექთემბერში საერთოდ ნუ გავლენ მოედანზე. კვერნაზეს მეტი დრო უნდა მიეცეს. შაინტერესოა რატომ არავინ მარჯვენა მხარეს არ გვყავს და ყველა ფარცხენა ფლანგების მ`თამაშეები არიან, კვარა, ჩაკვე, კვერნაძე. ძურიკომ ვერა გააკეთა, ვერც ბურთი დაიჭირა, ვერც გააჩერა ნორმალურად და პასებიც ვერ გააკეთა, ფიზიკურად ყველა ორთაბრძოლა ჭააგო. მამარდაზე რომ უკვირთ რატომ არ ათამაშებენო, კარიდან ვერ გამოდის ჩამოწოდებულ ბურთებზე, და ფეხით იმდენი არასწორი პასი გააკეთა რომ არაფრის პრეტენზია არ უნდა ჰქონდეს თუ არ გამოასწორებს. საჯარიმოში ყველა დაკიდებულ ბურთს თვალს აყოლებს და ხაზზე დგას. ლიტვა აზრძე არ არი თორემ ნორმალურიდ სშალო დონის გუნდი, კოსოვო, ალბანეთი, მაკედონია... შეგვჭამენ, ჩვენები კარშიც საჯარიმოს გარედან ვერ ურტყავენ საერთოდ, საკვირველია რატომ? ეს არ არის თანამედროვე ფეხბურთი და არც ის ფეხბურთია რასაც საქართველოს ნაკრები უნდა თამაშობდეს. არის ორი სამი ინდივიდუალურად მოთამაშე და გუნდი არის დაბალი დონის მთლიანობაში სამწრვთნელო შთაბის და ფედერაციის ჩათვლით... აზრზე მოდით, სირცხვილია

• რაც მოედნის საფარი იყო

იმ დონის ფეხბურთი ვიხილეთ სანიოლი კიარა ფეხბურთელები გვყავს (კვარას) გამოკლებით დედა-შვილსრო ვერაიყვანს ისეთი.და მაინც იმედიანად ვარ კაცი იმედით ცოცხლობსო ნათქვამია.რაიცირახდება ერთხელ ხოდაგვეცა ტუზი თავზე ეხლა ტუზი ნაკლებ სავარაუდოა ამ გუნდის გადამკიდე მარა კაროლზეც არვიტყოდი ვარს ღმეთო როგორ წვალობენ ან ამდენი უკან პასი რა უბედურებაა.ჩვენი სათამაშო სტილი დავკარგეთ სამწუხაროდ რატომ?იმიტომ რომ ქუჩის ფეხბურთი ჩვენთან აღარაა იმ დოზით რაც ადრე იყო.

• ლაშა

ასე მგონია ნახევარდაცვის ცენტრს ქოჩორაშვილი აკლია

• ჟორა

გამარჯვებამ არ უნდა მოგვატყუოს, ეს ის გუნდი არ არის, რომლითაც დაზვერვაზე წასვლა რომ შეიძლება. ვუყურებ თამაშს და სულაც არ მიკვირს, თუ რატომ ზიან ჩვენი ბიჭები თავიანტ გუნდებში სათადარიგოთა სკამზე. ამათ კარგი მწვრთნელი კი არა, კარგი ბებია ქალი უნდა გათვალულზე, რომ გამოულოცოს.

• hahaha

ფედერაცია იმისთვისაა, რომ მარტში მიხვდეს, ეს კაცი სექტემბერში შეგვარცხვენსო (რასაც ჩვენ მარტამდეც ვიძახდით) და სანიოლი დროულად ჩაანაცვლოს მართლა კომპეტენტური სპეციალისტით. მაგრამ როცა ფედერაცია იმისთვისაა, რომ ფული აკეთოს, არც სექტემბრის სირცხვილის მერე შეიბერტყავს ყურებს, რადგან ვისთვისაც ფულია მთავარი, ის საერთოდ არ გრძნობს შერცხვენის უხერხულობას.

• ამატაკი

ვულოცავ ფეხბურთელებს და გულშემატკივარს გამარჯვებას. ერთი იმპერატორის არ იყოს, მართალია ის ფულზე ამბობდა, მაგრამ ამ შემთხვევისათვის აქაც გამოდგება: "გამარჯვებას სუნი არა აქვს".რაც შეეხება თამაშს, მისი განხილვა უფრო წყლის ნაყვას ჰგავს, ნანახი ფილმის თავიდან ნახვის შეგრძნება გეუფლება. ერთი კომპონენტი ნაღდად მეუცნაურა: ჩვენი ნაკრების ამდენი ჯარიმა ბოლო წლებისათვის არ მახსენდება.

• Kaiakata

შიგ ევროპაში! შიგ ძემაკრატიაში ჩავახტით!!!! :))))) თუმცა ნაკრების სათამაშო ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს :)))))))))

• ზურაბ

ლიტველები იტყვიან რუსებმა მსაჯი მოისყიდეს და გაგვიყალბეს თამაშიო :):):):):)

• zura222

ხვიჩა ხვიჩაა მაგრამ ჩაკვეს გარეშე ნაკრები ნულია !

• zura222

ზივზივზძე იმისთვის გამოვიდა მოედანზე რომ ხვიჩას საგოლე დარტმა მოეგერიებინა ? @@

• zura222

ცუდი თამაში იყო საყურებლად ფეხბურთელები ერთმანეთის ჩეხვაზე იყვნენ დაგეშილები ამხანაგურ (!) თამაშში 46 (!!) ჯარიმა ანუ ფაქტიურად ყოველ ორ წუთში ჯარიმა ინიშნებოდა@ განსაკუთრებით ლიეაუტვიელები თამაშობდნენ ცხოველებივით @ კიდევ კარგი ჩვენთვის უტრავმოდ დამთავრა !

• გიგო პაპა

მოინდომეს და ბოლო 20 წუთი მოუმატეს ტემპს, შედეგმაც არ დააყოვნა. ძუნძულით თამაშს ვერ მოიგებ. ბერიაშვილი არაა სანაკრებო. საზანოვი გვჭირდება და ქოჩორა. ხვიჩა ბურთის ამომტანად და გამანაწილებლად დაცვაში არ უნდა ჩამოდიოდეს. ვერ გავიგე ვის ევალებოდა ბურთის ამოტანა. ჩაკვე უოტფორდში უფრო მეტს მოძრაობს. პრესინგს ვერ ვთამაშობთ. სულ ეგაა ჩვენი ნაკრები. სანიოლზე იმდენი ითქვა, დასაწერადაც არ ღირს. ერთადერთი კარგი ისაა, რომ ხვიჩა ლივერპულს ძალიან მაგარ ფორმაში შეხვდება. მამაგეიშვილი კარგია, მაგრამ თითქოს სხვა ადგილას დააყენესო, ისე თამაშობს.

• თემური

ძაან საზიზღარი თამაში იყო ეს ორივე თამაში ჩააგდო ნაკრებმა და რომ არა კვარა წავავებდით ისრაელთან ლიტვა კიდე იფრო სუსტი გუნდია ისრაელზე და კომბინაცია საერთოდ არ გვითამაშია.ისეთი სურვილი გამიჩნდა მინდოდა ლიტვას გაეტანა გოლი.სანიოლი სანამ ბოლომდე არ ჩაისვრის მითუმეტეს უნგრეთი უკრაინა ჩრდილოეთ ირლანდია მანამდე თუარ გაუშვეს ამ თაობას დავკარგავთ

• ჯამბულ მალანია

შიგ ლიტვაში!დემოკრატიულად.

• გიორგი

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი აზაროვი ჩაკვე კვარას სამეული არის ის რის გამოც ხალხს უყვარს ფეხბურთი კიტეც შეიძლება სანახაობრივ ფეხბურთელთა ჯგუფს მივაწეროთ ზოგირთებმა სჯობს თავმოყვარეობა გამოიჩინონ და თავად თქვან უარი ნაკრებში გამოსვლაზე

• გია

ეს ის შემთხვევაა შედეგით კმაყოფილი ვართ მაგრამ თამაშის ხარისხით არა

• ზაზა

თვალსაჩინოდ რაც ამ ორმა ამხანაგურმა თამშმა დაგვანახა, ის არის რომ, მამაგეიშვილი სასარგებლო ფეხბურთელია, ასევე კვერნაძეს უნდა მიეცეს მეტი სათამაშო დრო. სამწუხაროდ ბერიაშვილი და გადრანი ჯერ ჯერობით არ არიან ნაკრების დონეზე. ხო რაც შეეხება სანიოლს, უკვე დიდი ხანია ვუყურებთ მის წვალებას და კომენტარს არ საჭიროებს, მხოლოდ ერთს ვიტყვი, ტყუილად ვაცდენთ კიდევ ერთ სეზონს მის ხელში. წარმატებები ჩვენს ნაკრებს და კეთილი იმედებით.

• gio-goli

სანიოლმა ამოწურა თავისი თავი ჩვენს ნაკრებში. რაც მალე მიხვდება ფედერაცია და გაუშვებს მით უკეთესი. მადლობა გადავუხადოთ და დავემშვიდობოთ. უკეთესი მწვრთნელი გვჭირდება

• Achi

Ai am mogebashi TU rame kargi naxet saxol tqveni sruli shemadgenlobit mouget. Unda gvetamasha more shemadgenlobit an iseti uxeshi tamashi iyo madloba xmertsro kvara gadarcha utramvod Ra ubedurebaa lituas ususur robot nakrebs mougebto TU ar mougebto arapers ar cvlis aserom aset gundebs meore sastarto unda

• zaza

ეს ლიტვა მთლად გაფარჩაკებულა ფეხბურთში.კვარა დარბის დანარჩენი დადის ამ ტემპში პრესინგზე საუბარიც ზედმეტია მოიგეს კიდე კარგი.ლიტვას წინა ერთა ლიგაზე ყველა თამაში წაუგია მაგრა მოუნდომებიათ.

• გ.ხ.

იქნებ ქეცბას მივცეთ მეორე შანსი. თემურს 3-4 პროფესიონალი ყავდა გუნდში და იმით დებდა რაღაც შედეგს. დარწმუნებული ვარ ქეცბაია გამოადგებოდა ჩვენს დღევანდელ ეროვნულ ნაკრებს, თან იმის ფონზე , რომ დაცვაში პრობლემები გვაქვს. ფანტაზიაც გვიჭირს. ქეცბამ რომ ფეხბურთი იცის, იშვიათი მსგავსი ადამიანის(მწვრთნელის) პოვნა

• ტიტე

თამაში არაფერი, შეიძლება ითქვას ნული, მაგრამ რასა რომ დაიპუტავს მაინც სასიამოვნოა.

• გ.ხ.

არ ვთამაშობთ ფეხბურთს. ერთა ლიგაზე გაგვიჭირდება.ალბათ მხოლოდ ჟორჟი იქნება კმაყოფილი ამ თამაშიდან

• llcl

გილოცავთ ყველას ნანატრ გამარჯვებას!პირველ რიგში მადლობა ლიეტუვას იოდის დეფიციტის მქონე მცველს შესანიშნავი ვარდნისთვის! მადლობა ჩვენს ბომბარდირს! ჩვენ რომ ფეხბურთის ფედერაცია(ვაკეში შეყუჟულ მერი ბეტონაშვილის კლანს არ ვგულისხმობ) გვყავდეს და ნაკრებს მწვრთნელს უნიშნავდეს, გაცილებით უკეთესად ვითამაშებდით!

უძლიერესი მწვრთნელია ვილი სანიოლი, ნამდვილად იშვიათია მსოფლიოში ასეთი სპეციალისტი. წარმატებები!

• გენიოსი დვალიშვილის ეშმაკური ტაქტიკით მოვიგეთ 😁

აი რას ნიშნავს ასეთი სტრატეგიის მქონე დამხმარე რომ ყავს სანიოლს. რაც თვითინ ვერ გაიტანა გოლები ნაკრებში ახლა ჯერ ჯერით დუბლებს ატაინებს ბიჭებს. 😂 ტაქტიკას ქვია დვალიშვიკის ძილის მალამო.

საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

"სოსიედადმა" "ატლეტიკო" დაამარცხა და ესპანეთის თასის მფლობელი გახდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ისინი ჩემპიონატს სიცოცხლეს უნარჩუნებენ...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0-3 იბერია 1999. კონტრშეტევების ფასი

გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა

[VIDEOS] გრიგალაშვილი VS არბუზოვი, მაისურაძე VS მაიდოვი და ბექაურის ბრინჯაოს შანსი - ევროპის ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე

"მიზნის მიღწევისგან შორს არ ვართ" - კოულ პალმერი

ვინ გაწვრთნის "რეალს"? - ორი მთავარი კანდიდატი გამოიკვეთა

[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს

[VIDEOS] ბითაძის 4 დაფარება - "ორლანდო" პლეი-ოფშია გავიდა, სტეფ კარიმ და "გოლდენ სტეიტმა" სეზონი ნაადრევად დაასრულეს

ფარერის კუნძულები - საქართველო | მატჩისწინა ვარჯიში ტორსჰავნში

კომისარი რატიშვილი – ქართველი ფიბა ევროპის თასის ფინალზე

[VIDEO] გულიაშვილის გოლი, მაღალი შეფასებები და "რასინგის" ლა ლიგისკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-2 ტორპედო. აუტსაიდერს მოგება შეეძლო...

გულიაშვილმა გაიტანა - "რასინგი" სან-სებასტიანში 2:0-ს იგებს

VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 დილა. შეცვლამ დროზე მოუსწრო...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 მეშახტე. დებიუტანტის ღირსეული ქულა

7-ქალა მონაკოს ტურნირზე ითამაშებს

WU19 | საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზობა გამარჯვებით დაასრულა

[VIDEOS] არიის! - ლაშა შავდათუაშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!

არანაირი გარანტიები - "ბარსელონა" ფლიკს მოკლევადიან კონტრაქტს სთავაზობს

სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს

მამარდაშვილი: ფეხბურთელები და სტაფი ვცდილობთ, ერთად გამოვასწოროთ თამაში

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

ლიეტუვასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ლიეტუვისა და საქართველოს ნაკრებების მატჩის პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

იანკაუსკასი: ქართველების ლიდერი გავანეიტრალეთ - მათი მიზანი ნებისმიერ ფასად გამარჯვება იყო

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს

გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ