“ა” ლიგის ნახევარფინალური სერიების მატჩები დღეს თბილისი არენაზე გაიმართა. ისე მოხდა, რომ ორივე წყვილში სერია გათანაბრდა: ანუ იმ გუნდებმა იმარჯვეს, რომლებიც სერიას აგებდნენ და ორივეგან გამარჯვებულს მესამე, გადამწყვეტი მატჩი გამოავლენს.

თბილისი არენის სარბიელი თავდაპირველად ვინგსისა და კასპის გრიფინის მატჩს დაეთმო. შეხვედრა არ გამოვიდა ისეთი, “ა” ლიგის პლეი ოფს რომ შეშვენის. მიზეზებზე ძნელია საუბარი, თუმცა ფაქტია, რომ ვინგსმა გრიფინს ყველა კომპონენტში აჯობა და ისე მოუგო, შანსი არ მიუცია.

ვინგსმა მოიგო პირველი და ყველა შემდგომი პერიოდი. საბოლოოდ კი ნიკა ბურჯანაძის გაწვრთნილმა გუნდმა 89:65 იმარჯვა და სერიაში ანგარიში 1:1 გაათანაბრა. გამარჯვებულთაგან ბომბარდირი გახდა ჯერემაია ჯონსი, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა, საუკეთესო შედეგი კი ჯაჯა დევისმა დააფიქსირა – 13 ქულა, 12 მოხსნა, 5 პასი და 3 დაფარება. 14 ქულა მიითვალა ირაკლი ახალაიამ, 13 – აბდულა შიტუმ. გრიფინში 17 ქულითა და 7 მოხსნით საუკეთესო იყო დანიელ რენსომი. 15 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი ალექს მეთიუზმა მიითვალა.

ამ გუნდებს შორის სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი 31 მარტს, კასპში, 14:00 საათზე გაიმართება.

მეორე ნახევარფინალი სულ სხვა ატმოსფეროში ჩატარდა. ბლექ ფორტრესის ხელმძღვანელობამ ლიბერთისთან მეორე ნახევარფინალური მატჩი მაქსიმალურად გააფორმა როგორც შოუს ელემენტებით, ისე ყველა შესაძლო აქტივობით. დიდ შესვენებაზე და მატჩის შემდეგაც მუსიკალური ნომერი შეასრულა ცნობილმა თანამედროვე რეპ-არტისტმა, ტაჰამ. იყო გათამაშება, ცეკვების შოუ, KISS-კამერა, DJ, მოწვეული წამყვანი…

მატჩი ისეთი გამოვიდა, შექმნილ ატმოსფეროს რომ შეშვენის. მაყურებელი ბლომად იყო, თამაშს დაძაბულობა არ აკლდა. ბლექ ფორტრესის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გუნდმა პირველი პერიოდის 14 ქულით წაგების შემდეგ სრული მობილიზება მოახერხა და თამაშში დაბრუნდა. ის კი არა, დიდ შესვენებაზე უკვე ფორტრესი იგებდა.

მეორე ნახევარი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და დასრულდა. ბოლო წუთზე ყველაფერი ერთმა შეტევამ გადაწყვიტა. ლიბერთის ბოლო შეტევა რომ ჩაეგდო, ანგარიშს ათანაბრებდა და დიდი ალბათობით, დარბაზში მოსული ათასობით მაყურებელი ოვერტაიმსაც იხილავდა, მაგრამ კევონ ვოილსმა გამთანაბრებელი გარღვევა გააცუდა და საბოლოოდ ბლექ ფორტრესმა 79:75 იმარჯვა.

გამარჯვებულებს 22 ქულითა და 8 მოხსნით ტროი სიმონსმა ულიდერა. 14 ქულა და 13 მოხსნა ჰქონდა კეიშონ ფოლკნერ-სმიტს. 17 ქულა მიითვალა ლევან აფციაურმა. ლიბერთის შემადგენლობაში 20 ქულით საუკეთესო იყო კენდრიკ ტომპსონი. 16 ქულა კევონ ვოისმა მოაგროვა, ხოლო რახიმ ჯონსონის ანგარიშზე 12 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

ამ წყვილში გამარჯვებული 31 მარტს, თბილისი არენაზე გამოვლინდება. გადამწყვეტი მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

GBF

დიმიტრი დუშუაშვილი
modgani mere
კობა
სამწუხაროდ, საქართველოს კალათბურთის ა ლიგაში და სხვა ლიგებშიც ქართული სახელები უგულებელყოფილია!!!... არავის არ უყვარს მშობლიური ენა იმდენად, რომ დაიცვას ის!!!...
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"ვაპირებ, თავი მოვაგლიჯო და სხეული დავულეწო, სახეს გავუნაყავ!" - დვალიშვილი იანთან მომავალ დაპირისპირებაზე
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია