ბრიტანულმა გამოცემებმა მეკარე გიორგი მამარდაშვილის შესახებ სტატიები გამოაქვეყნეს და აღნიშნეს, რომ საქართველოს ნაკრებში ჩატარებული ორი ამხანაგური მატჩი, „ლივერპულში“ უმნიშვნელოვანეს შეხვედრებში კარგ სამსახურს გაუწევს.

The Empire of The Kop: „გიორგი მამარდაშვილმა „ბრაიტონთან“ წაგებული დაპირისპირების შემდეგ ლიეტუვასთან კარი მშრალად შეინახა. შესაძლოა, ეს „ბრაიტონთან“ იმედგაცრუებას ვერ გადაფარავს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, საერთაშორისო მატჩში ჩვენთვის დადებითი პასუხი გაგვცა, რამეთუ გამარჯვებული დაბრუნდა.

2:0 მოიგეს და ეს მათ ისტორიაში ისტორიული მეასე გამარჯვებაა. გაზეთების სათაურებში აქცენტი გიორგი მიქაუტაძის დუბლზე გაკეთდა, თუმცა არ შეიძლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ 25 წლის მეკარის თამაში, განსაკუთრებით უკანასკნელ ხანს საკლუბო დონეზე მოვლენების გათვალისწინებით. Liverpoolfc აღნიშნავს, რომ გიორგიმ წარმატებაში თავისი წვლილი შეიტანა, რაც სწორედ ის რეაქციაა, რომლის ნახვაც სამხრეთ სანაპიროზე რთული მატჩის შემდეგ გვინდოდა. ეს ქართველების მშვიდი და პროფესიონალური თამაში იყო, გააკეთეს, რაც მოეთხოვებოდათ, დროის უმეტეს ნაწილში უპირატესობას ფლობდნენ და ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულეს. რას ნიშნავს ეს „ბრაიტონთან“ ასპარეზობის მერე? არ შეიძლება ხაზი არ გავუსვათ იმ ფაქტს, რომ მამარდაშვილის „ლივერპულის“ ძირითად შემადგენლობაში ბოლო გამოჩენამ, კითხვის ნიშნები დაბადა, მეტადრე ბურთის ატანის მხრივ. ჟურნალისტი პოლ გორსტი წერდა: „როგორც ჩანს, „ლივერპულის“ ფეხბურთელებს ისევ დაავიწყდათ, რომ ის ცაციაა“.

ამან ჩვენი გუნდის შეუთამაშებლობა კიდევ ერთხელ დაადასტურა, განსაკუთრებით ალისონის არყოფნისას, თუმცა ნაკრებში თავის წარმოჩენა ქართველს თავდაჯერებულობის დაბრუნებაში უნდა დაეხმაროს. მშრალად შენახული კარი მამარდაშვილის თაობაზე ყველა ეჭვს ვერ გაფანტავს, მაგრამ დროული შეხსენებაა, რომ მასთან ერთად უკეთესად მოქმედებისას, პოტენციალი გააჩნია და ჯერ კიდევ შეგვიძლია ვნახოთ მისი ის დონე, რომელმაც „ენფილდზე“ მიწვევაში დაგვარწმუნა“.

Rousing the Kop: „როგორ გაისარჯა გიორგი მამარდაშვილი თავის კარიერაში „ლივერპულში“ უმნიშვნელოვანესი კვირის ჩატარებამდე? ალისონის მორიგი ტრავმის შემდეგ, მეკარე არნე სლოტის გუნდში მოულოდნელად საკვანძო ფეხბურთელი გახდა. „წითლებს“ უდავოდ გაახარებს, რომ უვნებელი დაბრუნდა. ორივე შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა, რაც იმედი გვაქვს, თვითდაჯერების დაბრუნებაში დაეხმარება. კაუნასში გოლი არ გაუშვა და მის საკლუბო კარიერაში გადამწყვეტი მომენტი დგება. „მანჩესტერ სიტისთან“ და პსჟ-სთან დაპირისპირებების წინ სათამაშო პრაქტიკა მიიღო. მამარდაშვილი ეროვნული გუნდის ძირითად მეკარედ რჩება და მოულოდნელი არ იყო, ისრაელთან და ლიეტუვასთან სრულად რომ ითამაშა. ისრაელთან იმედგაცრუებას ჰქონდა ადგილი, ვინაიდან ორბურთინი უპირატესობა მეორე ტაიმში გაანიავეს - მამარდაშვილმა ოთხწუთიან ინტერვალში ორი გოლი გაუშვა.

თუმცა, მან კვირას თავი უკეთ წარმოაჩინა, როდესაც თავის გუნდს ლიეტუვასთან გამარჯვების მოპოვებაში (2:0) დაეხმარა. ათჯერ დაურტყეს, რომელთაგან სამი კარში წავიდა. იმედს გამოვთქვამთ, კარის მშრალად შენახვა, გადამწყეტი მატჩების წინ საკუთარი თავის რწმენას შემატებს. ალისონს კიდევ გარკვეული პერიოდი გაუცდება, რაც იმას ნიშნავს, რომ „ლივერპული“ ამ რთულ მომენტში თავისი 25-ე ნომრის იმედად უნდა იყოს, რომელიც შეიძლება მისთვის განსაკუთრებული გახდეს. საბედნიეროდ, როგორც ჩანს, ის „წითლების“ დასახმარებლად მზადაა“.

tngh
გიორგი დაელოდა და გახდა "ლივერპულის" ძირითედი მეკარე!!!
nika
ეს სპორტი მაგისთვის არსებობს, რომ აფეტიშებენ და აღმერთებენ სპორტსმენებს, აბა ამის გარეშე ვის დააინტერესებდა? თუ ვერ გაგირკვევიათ, რას უყურებთ, რაღას უყურებთ? სპორტის მთავარი აზრია, რომ უგულშემატკივრო შენს კუმირს, გვერდში დაუდგე, მისი მხარე დაიჭირო, მაისური იყიდო და ა.შ. თუ იმაზე ნერვიულობთ, რომ მომავალში პოლიტიკაში მოვა, მაშინ პოლიტიკას მიხედეთ! მოითხოვეთ კანონები, გამოთქვით პროტესტი, რომ სპორტსმენების ადგილი არ იყოს მანდ — მაგრამ ათი წლით ადრე სპორტმენტს არ უგულშემატკივრო, რომ ათი წლის მერე პოლიტიკაში არ მოვიდეს — ესაა სრული უკუღმართობა და არა დიდი „ჭკუისკოლოფობა“. უკუღმართობით ერთი საქმეც ფუჭდება და მეორეც, სპორტსაც თავისი მიდგომა უნდა და პოლიტიკასაც, ქვეყანა ეგრე შენდება
Zviadi
ინჩ სურიკ ჯან?
zura222
ამ მამარდასაც ნუ გააფეშიტებთ რა @@
ბორია წიფურია
ლივერპულის დაცვა ბევრს სცოდავს წელს და საერთოდ არ არიან შეთამაშებულები. არებშივინც არ უნდა დააყენო გოლებს მაინც გაუშვებენ. თყუილად აბრალებენ რაღაცეებს მამარდას. ალისონი იმდენ შეცდომას უშვებს და არას ამბომბენ. მამარდას კვლას სჭირდება გამოსვლაზე უკეთ თამაში და ფეხითაც გაუმჯობესება, მაგრამ ფეხით თამაში ხშირად ბევრ მეკარეს ეშლება რადგან დაცვა ბურთს უკან ხშირად უაზროდ აგორავებს და სწრაფად ჩახურვისას მოწინააღმდეგისგან ევრი შეცდომას უშვებს. ნოიერსაც ბევრი აქვს მიქარული არა და ნიმუშად ითვლებოდა დიდი ხანი.

არც პასი იყო ცუდი!უბრალოდ კონატე სადღაც იყურებოდა და მეკარისკენ არ ჰქონდა ყურადღება,არადა მამარდამ ბურთი რომ მიიღო,კონატე ფლანგზე გავიდა,ზუსტადაც მეკარისაგან ბურთის თავისუფალ პოზიციაში მისაღებად.მამარდა დააპრესინგეს და მანაც თავისუფალ კაცს,კონატეს მისცა პასი.კონატე მზად არ აღმოჩნდა და მამარდა რა შუაშია?!ეგეც არ იყოს ,ბურთი აუტში გადავარდა და მოულოდნელ შეტევაზე ლაპარაკიც აღარ არის,დაცვამ ისევ შეცდომები დაუშვა და მაინც მამარდაა დამნაშავე?ვიცით რომ კიდევ აქვს ამოსაქაჩი,მაგრამ ყველაფრის მასზე ჩამოწერა,დიდი უსამართლობაა. ისე გამოდის,აბა ვან დაიკს ხომ არ მოვაჭრით კუდს!

ბრაიტონთან ერთად ერთი რა შეცდომა დაუშვა მამარდამ თანაგუნდელს ცუდი პასი გაუკეთა რის შედეგადაც ბურთმა მოედანი დატოვა და ბრაიტონმა აუტი მოაწოდა, პასი მოწინაამღდეგეს ხომ არ გაუკეთა, მან კი გოლი გაიტანა? ამოადინეს ეს უმნიშვნელო შეცდომა ბიჭს ყელში, აუტის ჩაწოდების შემდეგ გაშვებული გოლი კი მთლიანად ლივერპულის დაცვის სისუსტის ბრალია.
მერაბი
წარმატება გიორგის, რაც მთავარია ფსიქოლოგიური მდგრადობა დაიბრუნა, შეეტყო ლიეტუვასთან თამაშში.
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონეს" წაუგებელი სერია შეწყდა
გულიაშვილი შეცვლაზე შევიდა - "რასინგმა" "მალაგას" სძლია
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "არსენალმა" "ლივერპულს" "ენფილდზე" 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
ირაოლა: ალისონი მთავარი დამნაშავე არაა - ყველაფერს ვერ მოგიყვებით
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება