ამხანაგურ მატჩში არგენტინის ნაკრებმა ზამბია 5:0 დაამარცხა. დიდი ალბათობით, ლიონელ მესიმ სამშობლოში ბოლო მატჩი ჩაატარა. არგენტინული მედიის ცნობით, ლეო მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც ამ ზაფხულს აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში გაიმართება, სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

მე-4 წუთზე შეხვედრაში ანგარიში ხულიან ალვარესმა გახსნა, 43-ე წუთზე ლეო მესიმ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, 49-ე წუთზე ზამბიელთა კარში პენალტი დაინიშნა, "ლა პულგამ" თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულება ნიკოლას ოტამენდის დაუთმო და ამ უკანასკნელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა.

68-ე წუთზე ზამბიელთა ცენტრალურმა მცველმა ჩანდამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, 94-ე წუთზე კი ბარკომაც გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ამრიგად, მესიმ 1145-ე კარიერულ მატჩში 902-ე გოლის გატანა მოახერხა და ამ მაჩვენებლით მხოლოდ კრიშტიანო რონალდოს (905 გოლი) ჩამორჩება.

დავით 67
კარგია რომ ასეთი ცოტა სხვაობით უგებს გოლებში რონალდო. ეს მაძლევს იმის თქმის საფუძველს რომ ორივე კიდევ დიდხანს ითამაშებენ კონკურენციის ხარჯზე და ჩვენ ვისაც ფეხბურთი გვიყვარს, კიდევ გაგვიხანგრძლივებენ ამ სიამოვნებას მათი თამაშით. ვერ ვიტან ისეთ ხალხს, რომლებიც რონალდოს აგინებს მესის გამო და ასევე პირიქით მესის აგინებს რონალდოს გამო
გიორგი
დიდებული ფეხბურთელი! მეტს ვერაფერს დავამატებ.
ზაკო
მესის დათმობილი პენალტები ბევრჯერ გვინახავს თუნდაც ბარსაში, ზლატანისთვის, ნეიმარისთვის, სუარესისთვის როცა მათ გოლი ძალიან სჭირდწბოდათ, აი რონალდოსი კი არ მახსენდება, შეიძლება ვცდები მაგრამ ვერ ვიხსენებ, ასე რომ გასაკვირი არაფერია და სტატისტიკაც მხოლოდ მშრალი ციდრე
Giorgi
მეც ლეოს ფანი ვარ და მართლა არ ვიცი იარსებებს თუ არა მისნაირი ფეხბურთელი ნეტა დიდ ლიგაში თამაშობდეს მაგალითად ლა ლიგა პრემიერლიგა ან რავი რამე კაი

აი ეს არის გუნდური თამაში და თანაგუნდელის პატივისცემა! ყოჩაღ ლეო მესი,ამიტომაც უყვარხარ ყველას!
ვახო
ლეოს თამაში არის გამორჩეულად ლამაზი და სანახაობრივი! მე პირადად ლეოს ფანი ვარ და რო წარმოვიდგენ, მალე უნდა დაასრულოს საფეხბურთო კარიერა, მაგრად მწყდება გული. არიან მაგარი ფეხბურთელები კარგი თაობა, მაგრამ ლეო მესი მაინც სხვა, სხვა განზომილებაა, მისნაი ფენომენი აღარ დაიბადება!!!!!!!!!
ზვიადი
905 არა 902.5 თქვენი რა მიდის
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
"ის, რაც მბაპესა და ვინისიუსის თავს ხდება, მესის ბრალია" - ვეტერანმა ესპანელმა ფეხბურთელმა "ლა პულგა" გააკრიტიკა
[VIDEO] სიტყვები უბრალოდ ზედმეტია - მესის ორი გენიალური გოლი 4 წუთში
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
"მისი მსგავსი ფეხბურთელი აღარ დაიბადება" - კასანომ მესიზე ისაუბრა