სუპერლიგის 2-დღიანი და 5 ქალაქზე გადანაწილებული ტური 31 აპრილს დაიწყო. თამაშები გაიმართა ზესტაფონსა და რუსთავში, ხოლო 1 აპრილს თითო შეხვედრა გაიმართება თბილისში, ტყიბულსა და გორში.

ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, რომელიც ლიბანში მუშაობდა და იქ სამხედრო კონფლიქტის გამოო ვეღარ დაბრუნდა, სუპერლიგის თელავის გუნდი ჩაიბარა. ბედის ირონიით, ამ პოსტზე მისი დებიუტი მისი მშობლიური გუნდის, რუსთავის წინააღმდეგ შედგა, როცა 24 მარტს, საქართველოს თასის გათამაშების მეოთხედფინალში კახურმა გუნდმა 91:62 გაიმარჯვა.

თელავს ზუსტად ერთ კვირაში მეორედ მოუწია რუსთავთან შეხვედრა და ამჯერად მატჩს რუსთავის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. ბოისა რუსთაველია, ყველაზე მეტი დრო ამ ქალაქის გუნდში უთამაშია და მთავარი მწვრთნელიც ყოფილა. ამჯერად კი მშობლიურ ქალაქში მეზობელი რეგიონის გუნდის წინამძღოლად დაბრუნდა და კვლავ გამარჯვება მოიპოვა.

მატჩი დაძაბული, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე გამოვიდა. უმეტესად თელაველები ლიდერობდნენ, რუსთავი კი მდევრის როლში იყო და პირველ ნახევარში 8-ქულიანი ჩამორჩენა გააბათილა, ხოლო მეორეში 16-ქულიანი დეფიციტის შემდეგ მეტოქეს ქულით მიუახლოვდა. ბოლო წუთზე ორივე გუნდმა ტაქტიკურ ჯარიმებსა და წუთშესვენებებს მიმართა, რის გამოც თამაში 2 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა და საბოლოოდ თელაველთა გამარჯვებით – 78:74 დასრულდა.

თელავს ისევ აკლდა 2 ლეგიონერი – დემარე კინგი და ტაისონ ჯექსონი. გამარჯვებულებს გუნდს ანზორ ნადირაძემ ულიდერა, რომელმაც 24 ქულა მიითვალა. გამორჩეულად სარგებლიანი იყო ალექს ჰოლტი – 17 ქულა, 12 მოხსნა, 2 ჩაჭრა, 2 დაფარება. რუსთავში 23 ქულით და 11 მოხსნით საუკეთესო იყო მონტეს მატისი, ვახტანგ გაფრინდაშვილის ანგარიშზე 22 ქულა დაგროვდა.

ზესტაფონში გამართულ შეხვედრაში ქუთაისმა კსუ-კავკასიას უმასპინძლა. ქუთაისელებმა წინა ტურში ბათუმთან მარცხით მეორე ადგილი დაკარგეს და რეგულარული ჩემპიონატის მიწურულს მოწინავე პოზიციების დაბრუნება სურთ. მიზეზი ნათელია: მოედნის უპირატესობა პლეი ოფში, რაც ქუთაისისთვის ყოველთვის ღირებული იყო და ახლა – განსაკუთრებით. ქუთაისის სპორტის სასახლის რეაბილიტაცია დასასრულს უახლოვდება და გუნდი პლეი ოფისთვის საკუთარ, თანაც გაკოხტავებულ და კეთილმოწყობილ დარბაზში დაბრუნებას აპირებს. ასე და ამგვარად, კოტე ტუღუშის გაწვრთნილი ქუთაისისთვის ამ ტურის მატჩს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

კსუ-კავკასიამ პირველ ტაიმში იბრძოლა და დიდი შესვენებისთვის სხვაობა მხოლოდ 2 ქულა იყო – ქუთაისის სასარგებლოდ. გარდატეხა მესამე პერიოდში მოხდა, რომელიც ქუთაისმა 33:20 მოიგო და მატჩის ბედიც გადაწყვიტა. საბოლოოდ იმერულმა კლუბმა 99:82 იმარჯვა და თუკი ბათუმი დღეს თსუ-სთან წააგებს, აჭარულ გუნდს ცხრილში დაეწევა.

ქუთაისს დეტრეკ ბრაუნინგმა 31 ქულით ულიდერა. 11 ქულა და 11 მოხსნა მარქუს გილსონის ანგარიშზეა. 12 ქულა და 9 მოხსნა გიორგი სულაბერიძის ანგარიშზე დაგროვდა.

GBF

კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
გაფრინდაშვილის გმირობა და რუსთავის ზედიზედ მე-4 გამარჯვება
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს