„შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე 4 აპრილს გოგონათა ფესტივალი გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან ერთად, უფროსი ასაკის მორაგბეებიც მიიღებენ მონაწილეობას.

თამაშები 11 საათზე დაიწყება და 15 საათამდე გაგრძელდება. ორ, ან სამ ასაკობრივ კატეგორიაში, ფესტივალში ხაშურის, მარნეულისა და თბილისის გუნდების გოგონები მიიღებენ მონაწილეობას, რის შემდეგაც მოედანზე უფროსი ასაკის მოთამაშეები გავლენ.

ქუთაისის ‘აიას’, თბილისის ‘ლოკომოტივისა’ და ნაკრებში მოვარჯიშე გოგონების გუნდები ჯერ 10-კაცა რაგბს ითამაშებენ, ბოლოს კი ორი გუნდი შეიკვრება და 15-ქალა რაგბი გაჩაღდება. მსგავსი ფესტივალი დასავლეთ საქართველოს გუნდებისთვის ქუთაისში უკვე ორჯერ ჩატარდა და ახლა აღმოსავლეთ საქართველოს ჯერი დადგა.

„მადლობა საქართველოს რაგბის კავშირს და განვითარების დრექტორატს, რომელიც მაქსიმალურად გვეხმარება ქალთა რაგბის განვითარებაში, როგორც ფინანსურად, ასევე საორგანიზაციო კუთხით. თუ გვინდა, რომ რაგბში ჩართული გოგონების რაოდენობა გავზარდოთ და ქალთა გუნდები ჩამოვაყალიბოთ, რაც სამომავლოდ ქალთა ჩემპიონატის ჩატარების საწინდარი გახდება, მსგავსი აქტივობები აუცილებელია“.

„ქალთა რაგბის პოპულარიზაციისა და გოგონათა მოზიდვის კუთხით, ეს მნიშვნელოვანი აქტივობაა. სხვადასხვა კლუბებში გაფანტული გოგონები ერთად მოიყრიან თავს და საუცხოო გარემოში ითამაშებენ. ამასთან, პატარები შეხვდებიან და უგულშემატკივრებენ საქართველოს ნაკრებში მოთამაშე გოგონებს, რაც მათ მოტივაციას გაზრდის“ - ამბობს საქართველოს 15 და 7-ქალა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გიორგი მაისურაძე.

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება