ბათუმის "დინამომ" ბრწყინვალედ ითამაშა და ზედიზედ სამი სასტარტო ფრის შემდეგ მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებმა შანსი არ დაუტოვეს ჩემპიონატის დებიუტანტსა და მოულოდნელ ლიდერს (მარცხის მიუხედავად, პირველ ადგილზე რჩება).

ბათუმელი ქომაგისთვის 3 ქულაზე მეტად მნიშვნელოვანი უნდა იყოს თამაშის ის ხარისხი, რომელიც მათმა საყვარელმა გუნდმა აჩვენა.

ეს გვაფიქრებინებს, რომ თუ პროგრესი გაგრძელდა, ზღვისპირელები სამეულში მოხვედრისთვის იბრძოლებენ, "აჭარაბეთ არენა" კი ისევ გაივსება, როგორც წინა წლებში იყო...

გამარჯვებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის მანდრიჩენკო-კირკიტაძის ტანდემს.

საერთოდაც, ეს უკანასკნელი ტრავმების შემდეგ ფორმაში შედის და მნიშვნელოვანი ფიგურა ხდება ჭიაბრიშვილის გუნდში.

დინამო (ბთ)-სპაერი 4:1

გოლები: 1:0 კალანდარიშვილი (4, მარას პასით), 2:0 მანდრიჩენკო (10, კირკიტაძის პასით), 3:0 მანდრიჩენკო (14, კირკიტაძის პასით), 3:1 გეგიაძე (31), 4:1 მარა (57, ჯაფარიძის პასით)

დინამო ბთ: თურმანიძე, ჩიტეიშვილი, კობახიძე, ქაფიანიძე (ჯაფარიძე 35), ლაკვეხელიანი (წულუკიძე 46), გ. ფუტკარაძე (გ. კოხრეიძე 46), მილჩენკო, კირკიტაძე (აბუსელიძე 58), მარა, კალანდარიშვილი, მანდრიჩენკო (ხოზრევანიძე 79)

სპაერი: ბ. ფუტკარაძე, ჩაგუნავა (მატენჯვა 61), კენჭაძე, პირტახია, სამხარაძე, ასკურავა (გორდეზიანი 82), ფონიავა (გ. დ. ცეცხლაძე 61), ცირდავა, თ. ცეცხლაძე, გეგიაძე (გოლუბიანი 82), ლ. კოხრეიძე (ბასილაშვილი 72)

არბიტრი: ც. სამსონაშვილი

ქობულეთიდან
ვუყურე თამაშს და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი.კარგი ტემპი, დინამიკა და სანახაობა იყო. იმედია ასეთი შემართებით და ამ ხარისხის ფეხბურთის თამაშს გააგრაძელებს დინამო,რაც აუცილებლად მოაბრუნებს გულშემატკივარს სტადიონზე.
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა