სუპერლიგის 21-ე ტური დღეს თბილისში 2 მატჩით გაგრძელდა. გათამაშების ლიდერმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა სტუდენტურ დერბიში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტს უმასპინძლა და 86:78 (სტატისტიკა) დაამარცხა. ორივე გუნდი ძირითადი გამთამაშებლის გარეშე თამაშობდა – თსუ-ს მცირე ტრავმის გამო კუენტინ ჰარდრიქტი აკლდა, კავკასიელებს კი დისკვალიფიცირებული ლუკა მაზიაშვილი.

კავკასიელებმა წინა თვეში თსუ-სთან თასის გათამაშების მეოთხედფინალში წააგეს. ზოგადად ამ გუნდების დაპირისპირება საკმაოდ საინტერესო და დაძაბულია, მაგრამ ამჯერად ისეთი ორთაბრძოლა ვერ ვიხილეთ, როგორც მათ აქამდე დაპირისპირებებში. კავკასიელები შანსს ბოლომდე ინარჩუნებდნენ, მაგრამ თსუ ნიადაგ წინ იყო და ლიდერობა არ დაუთმია.

მაქსიმუმი რაც კსუ-მ მოახერხა, ჩამორჩენის 3 ქულამდე შემცირება იყო. თსუ-მ ამ გამარჯვებით ფაქტობრივად გაინაღდა რეგულარული ჩემპიონატის მოგება. ერთადერთი გუნდი, რომელმაც შესაძლოა, უნივერსიტეტელებს გადაასწროს, ბათუმია. აჭარულმა გუნდმა დღეს, თბილისი არენაზე გამართულ მეორე შეხვედრაში მიმდინარე სეზონის რეკორდი დაამყარა მოპოვებული გამარჯვების მრავალქულიანობაში – გორის ივერიონს 47 ქულით – 115:68 სძლია.

პირველად მოხდა, რომ ბათუმში როცა ერთ მატჩში ორივე ძმამ ითამაშა, ნიკოლოზ ოჩხიკიძემ გიორგიზე მეტი ქულა ჩააგდო. გიორგი ოჩხიკიძე ეროვნული ნაკრების წევრია, მისი ძმა კი პროფესიულ კარიერას ახლა იწყებს და ბათუმის სუპერლიგის გუნდში წლეულს პირველად და დღეს მეოთხედ გამოჩნდა. 18 წლის ნიკოლოზმა არასრულ 17 წუთში 13 ქულა ჩააგდო. გიორგი ოჩხიკიძემ პირველი ბურთი ბოლო პერიოდში ჩააგდო, ის სხვა, ბურთების ჩაგდებაზე არანაკლებ სასარგებლო საქმით – პასების გაცემით იყო დაკავებული. მისი 4 ქულა არაფერია 21 შედეგიან გადაცემასთან, რითაც გიორგიმ მიმდინარე და ბოლო წლების რეკორდი დაამყარა.

ბათუმი გახლავთ ერთადერთი გუნდი მიმდინარე სუპერლიგაში, რომელსაც თსუ-სთან ურთიერთშეხვედრებში უპირატესობა აქვს. ამ გუნდებს შორის სხვაობა 2 ქულაა და რეგულარულის დასრულებამდე სწორედ 2 ტურია დარჩენილი. შანსი თეორიულია: თსუ-მ ორივე დარჩენილი შეხვედრა უნდა წააგოს, ბათუმმა კი მოიგოს რომ ლიდერი შეიცვალოს.

სუპერლიგის 21-ე ტურის დარჩენილი 2 შეხვედრა 5 აპრილს გაიმართება. მარგვეთი ზესტაფონში რუსთავს უმასპინძლებს, სუპერლიგიდან გავარდნილი დელტა კი გურჯაანის ნაცვლად რაშს თბილისში მიიღებს.

GBF

სუპერმენი "ბლექ ფორტრესში" | დუაიტ ჰოვარდი საქართველოს სუპერლიგაში ითამაშებს
საქართველოს კანდიდატთა ნაკრებმა ჩინეთში ტურნირი გამარჯვებით დაასრულა
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
უგოლო ფრე "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ფულჰემს" ვერ აჯობა
[VIDEO] კვერნაძემ "ჯენოასთან" "ფროზინონე" დააწინაურა
"თვითმფრინავის ავარიის შემდეგ, ახალ რაღაცებს ვსწავლობთ" - ამორიმის უცნაური განცხადება
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია ინფანტინოს წინააღმდეგ კანდიდატის წარდგენას გეგმავს
საქართველოს ძიუდოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა პოდგორიცაში ევროპის გუნდურ ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ის ამ ჯილდოს იმსახურებს" - პოჩეტინომ "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
[VIDEO] აი, ეს გვინდოდა. ქოჩორაშვილის გადამწყვეტი საგოლე პასი - "სევილიამ" "ვალენსიას" მოუგო და უკვე მესამე ადგილზეა
"ამოვწურე სხეულის ყველა რესურსი" - გველესიანმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი "ბენეტონთან"
ოფიციალურად - "არსენალმა" ბართიშვილთან კონტრაქტის გაფორმება გამოაცხადა
არაერთ ევროპულ კლუბში თამაშის შემდეგ, ხუან კუადრადო სამშობლოს დაუბრუნდა
რას ზედმეტსახელს ეძახიან ხვიჩას პსჟ-ში, რა არის მისი ჩვევა და წარმოუდგენია თუ არა თავი "ოქროს ბურთის" მფლობელად - ინტერვიუ ქართველ ვარსკვლავთან
ხამეს როდრიგესი სამშობლოში დაბრუნდა
"რეალი" მომდევნო მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2 კანდიდატურას განიხილავს
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი