სინქრონული ხტომებში მსოფლიოზე ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა მე-12, ხოლო უნივერსიადაზე მე-5 ადგილი დაიკავეს
ჩინეთმა წლეულს ორ მნიშვნელოვან შეჯიბრებას უმასპინძლა - საწყლოსნო სახეობათა მსოფლიოს ჩემპიონატსა და მსოფლიო უნივერსიადას, რომელთა პროგრამებშიც წყალხტომებიც შედიოდა. სინქრონული ხტომებში მსოფლიოზე ჭოლა ჭანტურიამ და შოთა კორახაშვილმა მე-12, ხოლო უნივერსიადაზე მე-5 ადგილი დაიკავეს.

- შენჟენში სტუდენტური ფორუმი თავისი სიძლიერით ბევრად აღემატებოდა ორი წლის წინათ ბელგრადში გამართულ მსგავს შეჯიბრებას, - გვითხრა საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირაკლი ბართაიამ. - ჩინეთში ბევრმა სახელოვანმა სპორტსმენმა იასპარეზა მაგალითად, წყალხტომაში ექვსი ოლიმპიური და სამი მსოფლიოს ჩემპიონი იბრძოდა საპრიზო ადგილებისთვის.

სამმეტრიანი ტრამპლინიდან ხტომებში პირველ ადგილზე ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონები ჯინ კაი და ლინ ჯინი გავიდნენ. ჩვენმა ბიჭებმა 371,67 ქულით მე-5 ადგილი დაიკავეს: ბრინჯაოს მედალოსან იაპონელებს, რომლებიც აზიის ვიცე-ჩემპიონები არიან, 2,73 ქულით, ხოლო მეოთხეადგილოსან ამერიკელებს 2,49 ქულით ჩამორჩნენ.

ის, რომ შენჟენიდან უმედლოდ დავბრუნდით, ეს გარკვეულწილად არბიტრების არაობიექტურობის ბრალია: სინქრონულ ხტომებს 11-დან 7 აზიელი მსაჯობდა. ალბათ, ამის შედეგი იყო, რომ იაპონელებმა, რომლებმაც ერთი ხტომა საერთოდ ჩააგდეს და შეუფასებელი უნდა დარჩენილიყვნენ, ქულების გარკვეული რაოდენობა მაინც მიიღეს და გაგვისწრეს კიდეც. თუმცა ყველაფრის არბიტრებისთვის გადაბრალებაც არ ივარგებს.

ჭოლას და შოთას პირველი-მეორე ხტომა უკეთ რომ შეესრულებინათ, ბრინჯაოს წინ ვერაფერი დაუდგებოდა. ყოველივეს მიუხედავად, მაინც კმაყოფილი ვარ, რადგან ბიჭებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე უკეთ ოლიმპიადაზე იასპარეზეს და საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატის ნორმატივი მეოთხედ შეასრულეს, ტურნირზე ევროპელებს გაუსწრეს - ოთხგზის ევროპის ჩემპიონები - უკრაინელი კვაშა და პრიგოროვიც კი ჩამოიტოვეს. ასე რომ მომავალს იმედიანად ვუყურებთ.

- ოლიმპიადის საგზურებზე რას იტყვით?

- ჩინეთის მსოფლიოს ჩემპიონატზე სინქრონულში 4 და ინდივიდუალურ ხტომებში 12 ლიცენზია გათამაშდა. დარჩენილი საგზურებისთვის უშეღავათო პაექრობები იქნება გაისად 20-26 თებერვალს ლონდონში. სინქრონულში მხოლოდ 4 ადგილია ვაკანტური, რომლებზეც პრეტენზიას 12 წყვილი აცხადებს, მათ შორის ჩვენი დუეტი.

ინდივიდუალურში კი 25 ქვეყნის წარმომადგენლები 18 საგზურისთვის იბრძოლებენ. გაუთვალისწინებელი რამ თუ არ მოხდა, ჭანტურიამ 2012 წლის თამაშებში მონაწილეობის უფლება უნდა მოიპოვოს, გადამწყვეტი პაექრობებისთვის მზადებას ვაკის დახურულ აუზში 10 სექტემბერს დავიწყებთ. დეკემბრის შუა რიცხვებში კიევის საერთაშორისო ტურნირზე მოვსინჯავთ ძალებს. გაისად თებერვლის პირველ დეკადაში კი ინგლისს გავემგზავრებით და მსოფლიოს თასის წინ იქ გავივლით საწვრთნელ შეკრებას. ყველაფერს გავაკეთებთ საიმისოდ, რომ ლონდონიდან ხელცარიელი არ დავბრუნდეთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს