გიორგი მამარდაშვილის "ლივერპული" ინგლისის Fa Cup-ის მეოთხედფინალში გასვლაზე "სიტისთან" 0:4 განადგურდა. მატჩის შემდეგ "მერსისაიდელთა" კაპიტანმა ვირჯილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ მთლიანი პასუხისმგებლობა ფეხბურთელებს ეკისრებათ.

როგორც ნიდერლანდელმა აღნიშნა, ეს მარცხი მალე უნდა დაივიწყონ, რადგან წინ პსჟ-ისთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალზე ორი უმნიშვნელოვანესი დაპირისპირება ელით.

"ამ შედეგის მიღება ძალიან რთულია და მინდა, რომ გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. პასუხისმგებლობა მთლიანად ფეხბურთელებს გვეკისრება, რადგან მოედანზე ჩვენ გავდივართ.

ამ რთულ დროს ერთად უნდა ვიყოთ. დიდი დარტყმა მივიღეთ, მაგრამ საშინელი მეორე ტაიმის მიუხედავად, ვთვლი, რომ პენალტის ეპიზოდამდე ბევრი პრობლემები არ გვქონდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს მარცხი თავიდან რაც შეიძლება მალე ამოვიგდოთ. რეალობა ისაა, რომ კვირის შუაში საკმაოდ "მშიერ" პსჟ-ის ვეთამაშებით და მათთან დაპირისპირების შუალედში "ფულჰემთან" არანაკლებ მნიშვნელოვანი მატჩი გვაქვს.

ძალიან რთულ პერიოდს გავთივართ. მესმის გულშემატკივრების, რომლებმაც "სიტისთან" 0:4 მატჩისას გვისტვინეს. რა თქმა უნდა, მინდოდა, რომ ისინი სტადიონზე ბოლომდე დარჩენილიყვნენ, მაგრამ როდესაც ასეთი ანგარიშით აგებ და მსგავსი მეორე ნახევარი გაქვს, ფანების მიმართ სასაყვედურო არაფერი მაქვს", - ციტირებს ვან დეიკს ESPN.

სალაჰს ტრენტი და ლუის დიასი ჰყავდა,რომლებთან ურთიერთობითაც თვითონაც მკვლელი ხდებოდა.დღეს ის გუნდიდან მოწყვეტილად გამოიყურება და უკვე ხელჩაქნეულადაც.დიასის გაშვება მაინც არ შეიძლებოდა,თანაც ეკიტიკე და ისაკი,ტყუპისცალებივით ჰგვანან ერთმანეთს,სობოსლაიც სხვა პოზიციაზე დააყენა და ვირტცსაც ვერ იყენებს,არადა გერმანიის ნაკრებში ბრწყინავს.სლოტს აშკარად სიტუაცია გაექცა და არა მგონია დალაგება შესძლოს.სეზონის ბოლოს მისი გაშვება გადაწყვეტილი მგონია,რადან ფეხბურთელებზე გავლენა უკვე მგონია რომ დაკარგული აქვს.მისი აღარ სჯერათ და საკუთარი თავის რწმენაც დაკარგეს.შენ ხუმრობ,მაგრამ დღეს სლოტის ადგილზე შენი დანიშვნაც კი შესაძლოა მართლა უკეთესი იყოს გუნდისათვის,ვიდრე მისი ყოფნა.
gel-100
გასაკვირი ისაა რო ლივერპულმა განაპირა მცველების მაგივრად იყიდა ლატერალები ფრიმპონგი და კერკეზი რომლებიც საუკეთესო თვისებებს ავლენენ 3-5-2 წყობაში მთელ ფლანგზე მოთამაშეებათ, პლიუს ერთადერთი ნორმალური ვინგერი ლუის დიასი გაყიდეს და იყიდეს ორი საკმაოდ ძვირიანი ფორვარდი რომლებსაც სკამზე ვერც ერთს ვერ დასვავენ და პლიუს მაგას იყიდეს ვირტსი რომელიც ათიანზე არი იდეალური და მაინც 4-3-3 რატო ათამაშებს ეს შტერი მწვრთნელი გუნდს ვერ ვხვდები? ლივერპულისთვის იდეალური წყობა შეძენილი და იქამდე გუნდში მყოფი ფეხბურთელებიდან გამომდინარე არის 3-4-1-2 ან 3-5-2 როცა ისაკი დაბრუნდება მით უმეტეს და ეხლაც ჩემი აზრით ყველაზე მეტად ეს წყობები აათამაშებს ლივერპულს ძველებურად, ავხსნი რატომაც ვფიქრობ მასე... სალაჰი მარჯვენა ვინგერად ვეღარ ქაჩავს ვეღარც სისწრაფით და მერე უკვე ვეღარც აგვირგვინებს თან დაცვასაც არასდროს ეხმარება ამ წყობაში შეიძლება სალაჰი მეორე ფორვარდათ დადგეს და როცა სპრინტის მერე არ მოუწევს დაგვირგვინება ვფიქრობ უფრო უკეთესად შეასრულებს, მინიმუმ ასისტს მაინც მიაწვდის, პლიუს ვირტსის სახით გუნდს ყავს იდეალური ათიანი და 4-3-3 წყობაში ვერც ვირტსს იყენებენ და ისაკი ეკიტიკედანაც ერთ-ერთი სკამზე უნდა დასვან და ეს იმ პირობებში როცა გუნდს მარცხენა ვინგერი ყავს გაკპო და მარჯვნივ სალაჰო რომელიც მეორე წელია მაგ პოზიციიდან ვეღარაფერს შვება, ბოლო-ბოლო როცა ასაკში შევიდა რონალდო ვინგერობიდან ფორვარდად იქცა რო ნაკლები ერბინა და უფრო დაუღლელს ერტყა კარებში და ეტანა გოლები და ხო უნდა მიხვდე შენც რო რამე შეცვალო როცა ხედავ რო მთელი წელია გუნდი უსახურ ფეხბურთს თამაშობს, ნახ დაცვაში გუნდს ყავს გრავენბერხი საყრდენათ მაკალისტერი შობოშლაი და ათიანზე ვირტსი, ლატერალებათ ფრიმპონგი და კერკეზი წინ ეკიტიკე და ისაკი და დგანან და ისევ იმ წყობით თამაშობენ რა წყობის ფეხბურთელებიც არ უყიდიათ და უფრო პირიქით გაყიდეს და იყიდეს იმ წყობის რაც თავში დავწერე, აი ამ ფეხბურთელებს კაკრაზ ხაბი ალონსო დახატავდა და ძაან მკვლელ გუნდს დააყენებდა რა თქმა უნდა ერთი ორი კაცის ტრანსფერიც დაჭირდებოდათ დაცვაში, ალონსო თუ არ დაგთანხმდათ აგერ ვარ დარწმუნებული ვარ სლოტზე უკეთეს ფეხბურთს ვათამაშებდი გუნდს, ბოლო ბოლო ის მაინც მაქვს სლოტთან შედარებით პლიუსი რო აგერ მჯერა რო მაგაზე უკეთესად ვათამაშებ ლივერპულს,ეგეც მენტალიტეტი რომელიც სლოტმა ვერ გაუქაჩა, ადმინ თუ მომიკითხეს არ დამიმალო მითხარი
კობუჩი
უშანსოდ ხართ პესეჟესთან. ასე მგონია წალეკავენ
555
ვაა სურიკ222,ბრატჯან რაღას სხვანაირად ჭიკჭიკებ ელი.
Gocha-ს
დაწერა პსჟ-ს ქართველი გულშემატკივრებისთვის სასიამოვნებელი "სიბრძნე" . არა და, ვან დეიკმა სწორად აღნიშნა: ლიგაზე და ზოგადად, სხვა დიდ ტურნირებზე გასულ სეზონში გამარჯვებების შემდეგ, ამჟამად ახალ/კვლავ გამარჯვევებს "მოწყურებული" პსჟ იგულისხმა - აბსოლუტურად გასაგებად ! ჰოდა, დაახვავეს "ლაიქები" - მიზანი მიღწეულია . :))) და ახლა, მალევე, უნდა ველოდეთ რომელიმე ქართველი სპორტსმენის [განსაკუთრებით, თოფურია, კვარაცხელიაზე - ცარუკიანისა და მხითარიანის შექების ფონზე :))) ] მიმართ კრიტიკულ და /ან რაიმე რუსოფილურ კომენტარს . :)))))) მოკლედ, "მუშაობს" ამ საიტზე, "თავის საქმეს" აკეთებს და თან გვეკაიფება ...
Gocha
სურიკა შენ გეკრძალება აქ ყოფნა და აზრის გამოთქმა

გასაგებია,მაგრამ არც მომტყუებელი თავდამსხმელი ჰყავთ,სხვა და არც ცენტრალური მცველი!ისაკი გამოუჯანმრთელდათ და ეგ თუ შეცვლის რაიმეს,შეტევაში,მაგრამ ეგ და იკიტაკე,თითქმის ერთნაირი სტილის ფეხბურთელები არიან და მათი შეცვლით,გუნდის შეტევა,ვერ შეიცლება.უბრალოდ, დაღლილს,დასვენებული ფეხბურთელი შეცვლის.შარშან,მაგ ორიდან რომელიმეს ნაცვლად შერკი რომ შეეძინათ,რომელიც 35 მილიონად იყიდა სიტიმ,ლივერპული დღეს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში იქნებოდა.არადა იკიტაკეც და ისაკიც,დაახლოებით სამჯერ უფრო ძვირად იყიდეს,ვიდრე შერკი გაიყიდა.ალბათ სჯეროდათ,რომ სალაჰი კვლავ დარჩებოდა და არც თამაშის ხარისხს დაჰკარგავდა ასე სწრაფად.
zura222
და რატომაა პსჟ მშიერი ? ძალიანაც მაძღარია ჩელსის მერე და თქვენც დესერტად დაგაყოლებთ PP
llcl
ამ ფეხბურთს რომ სახელი და გვარი არ თამაშობს ხომ უნდა შეიგნოს ნიდერლანდურმა კალაბოკმა, ვან დაიკი და სალაჰი ლეგენდარული ფეხბურთელები არიან, მაგრამ ამ სეზონიდან გამომდინარე ნორმალური მწვრთნელი ვულვზის ძირითადში არ დააყენებდა ამათ, ლივერპულზე ხომ საუბარი ზედმეტია!

იმის მაგიერ ბოდიში მოეხადა მე შევცდი რამდნჯერმეო, თავისი შეცდომები მთელ გუნდს გადააბრალა.
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
"შესაძლოა "მანჩესტერ სიტის" ტატუს წაშლა მომიწიოს" - კაილ უოკერი
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
[VIDEO] "რეალის" 100%-იანი შედეგი, "არსენალის" მორიგი გამარჯვება და "კომოს" 9:1 "ლანსთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
ვან დეიკმა მისი კარიერის შესაძლო დასრულების ჭორებს უპასუხა
Sky Sports: მამარდაშვილი, სავარაუდოდ, "ლივერპულის" დატოვებას მოისურვებს
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
Virgilio Sport: ნუთუ ლუის ენრიკე კვარადონას ზუსტად ისევე ჩამოწერს, როგორც დონარუმას?
"ლივერპული" კაპიტნის გარეშე რჩება? - ვან დეიკთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია
სასჯელი უმკაცრესი იქნება? - "სიტი" შესაძლოა, მომავალ სეზონში ჩემპიონშიპში ვიხილოთ
ვან დეიკი: გვჯერა, ისევ შეგვიძლია ისტორიის დაწერა
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ლიდერებმა სალაჰის მხარი დაიჭირეს - "ლივერპულის" ფეხბურთელები სლოტის გათავისუფლებას ითხოვენ