მე-2 ეტაპის პირველ ტურში საქართველოს წარმომადგენელი ბაადურ ჯობავა სომეხ არმან პაშიკიანის მძლეველ პოლონელს - რადოსლავ ვოიტაშეკს დაუპირისპირდება
ხანტი-მანსიისკში, როგორც გაუწყეთ, 28 აგვისტოს დაიწყო მოჭადრაკე ვაჟთა მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელშიც პლანეტის 128 დიდოსტატი და საერთაშორისო ოსტატი ჩაება.

მას შემდეგ, რაც სტარტზე ავადმყოფობის გამო შეჯიბრებას გამოეთიშნენ სომეხი ვლადიმერ აკოფიანი და ჩინელი ვან ჰაო, პირველი პარტიის მერე მათი ბედი გაიზიარა ეგვიპტელმა დიდოსტატმა ახმედ ალიმ,რომელიც სასწრაფოდ გადაიყვანეს საავადმყოფოში და აფრიკის ჩემპიონს ექიმებმა მარცხენა თირკმლიდან კენჭი გამოუდევნეს.

ტურნირის ზემოთ ნახსენებ სამ მონაწილესთან ერთად პირველმა რაუნდმა ასპარეზობას სხვადასხვა ქვეყნის კიდევ 61 წარმომადგენელი ჩამოაცილა კვარცხლბეკისკენ მიმავალ გზას.

ერთ-ერთი გახლავთ აზერბაიჯანელი ნამიგ გულიევი, რომელიც გალელ ბაადურ ჯობავასთან 0:2 დამარცხდა. მე-2 ეტაპის პირველ ტურში ჯობავა სომეხ არმან პაშიკიანის მძლეველ პოლონელს - რადოსლავ ვოიტაშეკს დაუპირისპირდება. წარმატების შემთხვევაში მე-3 რაუნდში დმიტრი იაკოვენკოსა (რუსეთი) და ჰარიკრიშნას (ინდოეთი) შორის უძლიერესს შეხვდება.

დღევანდელი პაექრობებიდან ინტერესს იწვევს სერგეი კარიაკინისა (რუსეთი) და უესლი სოუს (ფილიპინები), ევგენი ალექსეევისა (რუსეთი) და ვასილი ივანჩუკის (უკრაინა), შაჰრიარ მამედიაროვისა (აზერბაიჯანი) და დანიელ ფრიდმანის (გერმანია), ნი ჰუასა (ჩინეთი) და რუსლან პონომარიოვის (უკრაინა), რუსტამ კასიმჟანოვისა (უზბეკეთი) და გატა კამსკის (აშშ) ორთაბრძოლები. აი, სომეხი სერგეი მოვსესიანი კი ქალებს დაერია: პირველ რაუნდში ჩინელი ჰოუ იფანი დაამარცხა, მეორეში კი იუდით პოლგარს (უნგრეთი) გაუწევს მეტოქეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა