“ა” ლიგის ფინალური სერიის მე-3 მატჩს თბილისი არენამ უმასპინძლა. სუპერლიგაში გადასასვლელად ბრძოლა თბილისის ლიბერთიმ და კასპის გრიფინმა 2 აპრილს დაიწყეს და შიდა ქართლში გამართულ 2 მატჩში მოგება-წაგებები გაიყვეს. რადგან სერია 3 მოგებამდე გრძელდება, თბილისი არენაზე 2 მატჩი დაიგეგმა – 6 და 7 აპრილს, რომელთაგანაც პირველში დიდი ბრძოლა ვიხილეთ. გრიფინს კასპიდან გულშემატკივრები ჩამოყვნენ, თბილისშიც საკმაო ქომაგობა მოინახა და შეხვედრას 2000-მდე მაყურებელი დაესწრო.

მატჩმაც გაამართლა. დაძაბული, საინტერესო, ეშხიანი ბრძოლა გამოვიდა, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით – 79:75 დასრულდა. თუ როგორი შეხვედრა მოიგო ლიბერთი, ამ დეტალიდან ჩანს. გრიფინი იგებდა მთელი თამაში, 2, 4, 8, 12 ქულითაც კი. მატჩის დასრულებამდე 1:40 წუთით ადრე ირაკლი სულხანიშვილის სამქულიანით ლიბერთი პირველად – 75:74 დაწინაურდა, რის შემდეგაც საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა.

გრიფინი 2 მოთამაშეზე დგას – ალექს მეთიუსი და დანიელ რენსომი. რა თქმა უნდა, რომ არა სხვები, ეს ტანდემი ვერას გახდება, მაგრამ ბურთის ჩაგდებას როცა საქმე ეხება, ამ ორს კონკურენტი არ ჰყავს. ამ მატჩშიც, მეთიუსმა 31 ქულა ჩააგდო, რენსომმა – 24. 55 ჯამური ქულა გუნდის მთლიანად მოპოვებული 75 ქულიდან – შთამბეჭდავია. ლიბერთის 3 ამერიკელი ჰყავს, თუმცა ქართველებსაც შეუძლიათ ლიდერობა და ეს ფუნქცია ამ შეხვედრაში უცხოელებთან ერთად ირაკლი სულხანიშვილსა და ლევან ქვარცხავაზეც გადანაწილდა. პირველმა 6 სამქულიანი, ჯამში 21 ქულა ჩააგდო, ქვარცხავას ანგარიშზე კი 17 ქულა დაგროვდა.

სწორედ გუნდური თამაში და მოედანზე მყოფი ყველა მოთამაშის ფეთქებადობა იყო ლიბერთის გამარჯვების მიზეზი. ყველა კალათბურთელისგან მოდიოდა საფრთხე, როცა გრიფინის შემთხვევაში ეს ძირითადად ზემოთ ხსენებულ 2 კალათბურთელზე – მეთიუსზე და რენსომზე მოდიოდა. ლიბერთის დახმარება გაუწია ყველამ, ვინც მოედანზე გავიდა – აღსანიშნავია ნიკა გოგოხიას კარგი დაცვითი გარჯა, რომელიც მოედნაზე 18 წუთი იმყოფებოდა და მეტოქის შეტევაში შევიწროებასთან ერთად 4 მნიშვნელოვანი ქულაც ჩააგდო.

გრიფინს ცოტა დააკლდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში საკუთარ თავს და გრიფინს ვეღარ აჯობა. სერიის მე-4 მატჩი, რომელიც 7 აპრილს, თბილისი არენაზე გაიმართება, შესაძლოა ბოლო აღმოჩნდეს. თუ ლიბერთი ისევ იმარჯვებს, “ა” ლიგის ჩემპიონი გახდება და სუპერლიგის საგზურს დაეპატრონება. თუ გამარჯვება გრიფინს დარჩება, სერიის გადამწყვეტი, მე-5 მატჩი კასპში, 9 აპრილს გაიმართება.

GBF

ვახტანგი
ქარელის კვერნები უფრო მაგარი გუნდია, რა კასპი თქვენ ხომ არ გაჟრიალებთ, მთელი კასპი რომ შეკრიბო 2 მეტრიანი სიმაღლის შეიძლება ვერც მოძებნო. იგივე ეხება ახალციხეს და ეგეთ გუნდებს, რაში ხარჯავთ ფულს? რა ამერიკელები ჩამოგყავთ მანდ? აზრი? კლუბები უნდა იყოს მხოლოდ შემდეგ ქალაქებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, რუსთავი და სიმბოლურად სოხუმი ლეგიონერებზე ლიმიტი, კლუბში მაქსიმუმ 3 რაში იხარჯება ბიუჯეტის ფული, ახალგაზრდას კასპში ვერ გაზრდი და ვერც ახალციხეში და ეგეთ ქალაქებში! კალათბურთი არაა ფეხბურთი სიმაღლეა საჭირო!
ბათუმმა თსუ ფანტასტიკურ ფინალში დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი გახდა!
"ბათუმის" გამარჯვება ქომაგების ოვაციების ფონზე და აჭარლები ჩემპიონობას მიუახლოვდნენ
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ