2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელიც საფრანგეთში გაიმართა, საქართველოს ნაკრებისთვის მეორე იყო
2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშება, რომელიც საფრანგეთში გაიმართა, საქართველოს ნაკრებისთვის მეორე იყო. "ბორჯღალოსნებმა" რაგბის ამ უდიდეს ფორუმზე ჯგუფურ ტურნირში მრისხანე ირლანდიის ნაკრები ლამის დაამარცხეს, რის შემდეგაც ჩვენ ნაკრებს მხოლოდ დადებით კონტექსტში მოიხსენიებდნენ.

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთში გამართული მოსფლიოს თასის გათამაშების წინ IღB-ს გადაწყვეტილი ჰქონდა სამომავლოდ მონაწილეთა რაოდენობა ოციდან თექვსმეტამდე შეემცირებინა. მაგრამ საქართველოსა და ფიჯის ნაკრებების ბრწყინვალე ასარეზობის შემდეგ, მსოფლიოს რაგბის მამებმა ეს გადაწყვეტილება უმალვე შეცვალეს.

ტურნირის აღმოჩენა: ფიჯის ნაკრები

ფიჯის ნაკრები 2007 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების მშვენება იყო. კუნძულელები მატჩიდან მატჩამდე უმატებდნენ და შესანიშნავ, სანახაობრივად ულამაზეს რაგბის თამაშობდნენ. ჯგუფურ ტურნირში ფიჯელებმა ჯერ იაპონიის ნაკრებს სძლიეს - 35:31, მერე კანადის ეროვნულ გუნდს მოუგეს - 29:16, ავსტრალიასთან კი 12:55 დამარცხდნენ. აპოგეა უელსთან მატჩში დადგა. კარდიფში მილენიუმზე ფიჯის ნაკრებმა მეტოქესთან ერთად ულამაზესი სპექტაკლი დადგა და 38:34 გაიმარჯვა.

ფიჯელთა რიგებში განსკუთრებული შედეგიანობით გამოირჩეოდა ვილიმონე დელასაუ. მეოთხედფინალში კუნძულელებს აშკარად არ გაუმართლათ. მეტოქედ მსოფლიოს თასის მომავალი გამარჯვებული სამხრეთ აფრიკის ნაკრები ერგოთ, რომელსაც ორი, თითქმის თანაბრად ძლიერი შემადგენლობის გამოყვანა შეეძლო. თუმცა ფიჯელები ბოლომდე დაიხარჯნენ, "ბოკეს" დამარცხება მაინც ვერ შეძლო - 20:37.

ამ მსოფლიოს თასის კიდევ ერთი სიურპრიზი საქართველოს ნაკრები იყო, რომელმაც ელიტის მუდმივი ბინადარი, ირლანდიის ეროვნული გუნდი შავ დღეში ჩააგდო. მართალია, "სამყურებმა" ჩვენ "ბორჯღალოსნებს" ოთხი ქულით მაინც მოუგეს 14:10, მაგრამ, ფეხზე დამდგარმა მაყურებელმა ოვაციები დამარცხებულ საქართველოს ნაკრებს გაუმართა. გამარჯვებული ირლანდიელები კი მოედნიდან თავჩაღუნული გაიძურწნენ.

ტურნირის იმედგაცრუება: საფრანგეთის ნაკრები

საფრანგეთმა მსოფლიოს თასის გათამაშებას პირველად უმასპინძლა და, შესაბამისად, სპეციალისტებიცა და რაგბის ქომაგებიც თავიანთ გუნდს მინიმუმ ფინალში ხედავდნენ. თუმცა...

მიუხედავად იმისა, რომ "ლე ბლემ" მეოთხედფინალში გმირულად იბრძოლა და გათამაშებას მთავარი ფავორიტი ახალი ზელანდიის ნაკრები გამოთიშა - 20:18, ფრანგთა გუნდის გამოსვლა მაინც არადამაკმაყოფილებლად შეფასდა.

საფრანგეთის ნაკრები ჯგუფურ ტურნირში პირველივე მატჩში დამარცხდა არგენტინის ეროვნულ გუნდთან 12:17. მერე, "ოლ ბლექსის" ძლევის შემდეგ, ნახევარფინალში ინგლისის ნაკრებთან წააგო - 9:14 და ბოლოს, მესამე ადგილისთვის მატჩში ისევ "პუმებთან" ვერას გხდა - 10:34.

ფრანგთა უდიდესი მწუხარების მიუხედავად, "ლე ბლე" მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ტურნირის გუნდი: არგენტინის ნაკრები

არგენტინის ნაკრები მსოფლიოს თასის ამ გათამაშებაში შეუდარებელი იყო. "პუმებმა" შესანიშნავად შეძლეს თავიანთი ძლიერი მხარეების წარმოჩენა. მძიმე და საკმაოდ მობილური შერკინება მეტოქეს მუდმივად ავიწროვებდა და ფეხმარდ უკანახაზელებს სათამაშო არეს უფართოვებდა.

"პუმების" აღმასვლა ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთის ნაკრების ძლევით დაიწყო. არგენტინელებმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და მეოხედფინალში შოტლანდიის ნაკრებს გადაეყარნენ. სამხრეთამერიკელებმა "სკოტების" დამარცხებაც შეძლეს 19:13 და პირველად თავის ისტორიაში ნახევარფინალში გააღწიეს.

აქ არგენტინას მომავალი ჩემპიონი სამხრეთ აფრიკის ნაკრები დაუპირისპირდა. "ბოკეს" უპირატესობა აშკარა იყო - 37:13. "პუმებმა" ბოლოს კარი მაინც გაიჯახუნეს, მესამე ადგილისთვის მატჩში მასპინძლები დაამარცხეს - 34:10.

პიშო, ჰერნადესი, ლედესმა, რონსერო, კორლეტო და ძმანი მისნი სამუდმოდ შევიდნენ მსოფლიოს რაგბის ისტორიაში.

ტურნირის მატჩი: საფრანგეთი-ახალი ზელანდია

"ოლ ბლექსი" ისევ დამარცხებულია. ახალზელანდიელებისთვის, რომლებიც უკვე რამდენიმე ათეული წელიწადია მსოფლიოს რეტინგის პირველი საფეხურიდან არ ჩამოდიან, საფრანგეთის ნაკრები კერკეტ კაკლად იქცა. ამაზე უფრო უხერხული და "საზიზღარი" მეტოქე "კივებს" სხვა არავინ ჰყავთ.

უცნაურია, მაგრამ იმავე წელიწადს, ივნისის ტესტებისას ახალი ზელანდიის ნაკრებმა "ლე ბლე" 61:გაანადგურა. შესაბამისად, მიუხდავად იმისა, რომ შინ თამაშობდნენ ფრანგებისგან ასეთ გმირობას არავინ ელოდა. მით უფრო, რომ პირველი ტაიმის შემდეგ ახლი ზელანდია 10 ქულის სხვაობით იგებდა - 13:3.

მაგრამ, ფრანგთა ნაკრები დღემდე ამოუცნობ გუნდად რჩება. მათ ტიერი დუსოტუარის ლელოსა და მგეზავი კიონელ ბოქსის ფეხჩუბინობის წყალობით, მეორე ტაიმის დასაწყისშივე შეძლეს ანგარიშის გათანაბრება - 13:13.

მიუხედავდ ამისა, როდნი სოოიალომ მაინც შეძლო ლელოთი "ოლ ბელქსის" დაწინაურება, თუმცა ლუკ მაკალისტერს გარდასახვა გაუცუდდა - 18:13. თამაშის დასრულებამდე 11 წუთით ადრე მოედანზე სათადარიგო მგეზავი ფრედერიკ მიშალაკი გამოჩნდა, ბურთთან მისი პირველივე შეხება შედეგიანი გამოდგა, მეტოქის ხაზი გაჭრა და ჩათვლის მოედნიდან ხუთიოდ მეტრში მისულმა ბურთი იანიკ ჯოზიონს გაატანა.

ლელო ცხრა ნომერმა ჟან-ბატისტ ელისალდმა გარდასახა და "ლე ბლემ" ახალი ზელანდიის თითქმის უძლეველი გუნდი მსოფლიოს თასის მიღმა მეორედ დატოვა - 20:18.

ტურნირის ლელო: იანიკ ჟოზიონი

ამ ლელოს შესახებ უკვე გიამბეთ. თუმცა სალელოვე შეტევის წამომწყებებზე არაფერი გვითქვამს. მოედნის ცენტრში ჟან-ბატისტ ელისალდამ ბურთი რაკიდან გამოიტანა და უკანა ხაზელ დამიენ ტრაის გადააწოდა, რომელიც მეტოქის რამდენიმე მორაგბეს გაუმკლავდა და მარცხნივ მოკლე ფრთაზე შეტევაში ფრედერიკ მიშალაკი ჩართო. დანარჩენი უკვე ვთქვით, ამ ლელომ გათამაშებას მთავარი ფავორიტი გამოთიშა, "ლე ბლე" კი ნახევარფინალში გაიყვანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"შავი ლომი" vs დიდი 10 XV | "შავი ლომის" დიდი უპირატესობით მეორე მატჩში
Rousing The Kop: "ლივერპულს", შესაძლოა, მამარდაშვილის დაკარგვასთან შეგუება მოუწიოს, ვიდრე ის ისეთი პრობლემა არ გახდება, რომელსაც ვერ მოაგვარებენ
განაწყენებული ბარკოლა სასტარტოში - ითამაშებს კვარაცხელია "პარიზთან"?
სანტანდერში საგიჟეთია, გულიაშვილი სასტარტოშია - "რასინგი" ლა ლიგას უახლოვდება
გოჩოლეიშვილი სათადარიგო იყო - "ჰამბურგი" "ბაიერს" ფრედ ეთამაშა
20 წ. | საერთაშორისო სერიისთვის 30 მოთამაშე შეირჩა
ოფიციალური შეთავაზება მზადაა - ალისონი "იუვენტუსს" სულ უფრო უახლოვდება
ყველა ტრანსფერზე - "ლიონის" შემდეგ რთულ ფინანსურ მდგომარეობაში "მარსელიც" აღმოჩნდა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
ასე ხმაურიანად დაბრუნდება? - მოურინიოს "რეალში" "ბარსელონას" ფეხბურთელის მიყვანა სურს
ზედიზედ მეოთხედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. კორღალიძის მარცხიანი დებიუტი
"ასტონ ვილა" - "ლივერპული". გუნდების შემადგენლობები ცნობილია
თბილისის 7-კაცას "ლოკომოტივის ბაზა" უმასპინძლებს
ითამაშებს თუ არა დღეს მამარდაშვილი? - Liverpool Echo ინფორმაციას ავრცელებს
"ბაიერი" მწვრთნელს გადააყენებს
ქართველი მსაჯები საბერძნეთის სუპერლიგის ბოლო ტურის მატჩს განსჯიან
ზურიკო წინ, დღეს ბუდუს ამბავი და პსჟ-ის ბოლო ტური
"ეს რაგბია და არა ფეხბურთი" - ბერნარდო სილვამ "არსენალი" გააკრიტიკა
მომავალ კვირას ყველაფერი გაოფიციალურდება - ცნობილია რამდენს გადაუხდის "რეალი" "ბენფიკას" მოურინიოს სანაცვლოდ
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა