ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ქართველი ნახევარმცველი რუსებმა სარეზერვო სიმბოლურში დაასახელეს
გოგიტა გოგუა ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ხელმძღვანელებმა ივლისში ტრანსფერზე დააყენეს, თუმცა ქართველი ნახევარმცველი თბილისის "დინამოში" არ გაუშვეს და დუბლებში ათამაშებდნენ, ახლა კი ძირითადში დააბრუნეს.

აკი არც უნანიათ: გროზნოს "ტერეკთან" 3:0 მოგებულ მატჩში სარჟან ტურსუნოვმა პირველი გოლი მისი გადაცემით გაიტანა, მერე თავად გოგიტამ შეაგდო, მეორე ტაიმში კი საჯარიმო დარტყმით კინაღამ დუბლიც შეასრულა.

"სოკერ.რუ"-მ გოგუა ტურის სარეზერვო სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა და ეს ასე დაასაბუთა: "ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" გამარჯვება გოგუას აქტიურობის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა. ტურსუნოვი, ხოჯავა და გოგუა მატჩის გმირები იყვნენ., ტურის სარეზერვო სიმბოლურ ნაკრებში ხოჯავას დასახელებაც შეიძლებოდა, მაგრამ შეხვედრის მიმომხილველმა სწორედ გოგუა გამოარჩია. სიბრიყვე იქნებოდა, ამას არ დაეთანხმო, თუ ეს შეხვედრა იხილე".

რუსულმა "სპორტ ექსპრესმა" კი გოგიტა გოგუას ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ის იხსენებს "ვოლგას" პრეზიდენტ ალექსეი გოიხმანის შეხვედრას ფეხბურთელებთან მის გადადგომამდე...

"პრეზიდენტმა გვითხრა, რომ ეს მისი ბოლო მატჩი იყო. გვთხოვა, რომ კარგი ფეხბურთი გვეჩვენებინა. ჩვენც კარგად ვითამაშეთ.

ვფიქრობ, "ტერეკთან" დავამტკიცეთ, რომ თამაში შეგვიძლია. როცა ზოგჯერ მატჩში 5 ბურთს უშვებ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ თამაში არ შეგიძლია და გუნდი ცუდია. რა თქმა უნდა, შეცდომებიც გვქონდა, მაგრამ ეს უნდა გამოვასწოროთ და ყველაფერი კარგად იქნება", - ამბობს გოგუა.

გოგიტას მის ტრანსფერზე დაყენებაზეც ჰკითხეს, რომლის გამოც კარგა ხანს ვერ თამაშობდა: ახლა შეგიძლიათ თქვათ, რა იქნება შემდეგ?

"ტრანსფერზე მართლაც დამაყენეს და თვე-ნახევარი არ მითამაშია. მიზეზი ჩემი შეცდომაც იყო და კლუბთან შეუთანხმებლობაც. მგონი, ახლა ყველაფერი გვარდება. თანაც, ახალი კლუბი არ გამოიძებნა და "ვოლგაშიც" შანსი მომცეს. კლუბის წარმომადგენლებს ველაპარაკე, ვთამაშობ და ახლა ყველაფერი კარგადაა. "ვოლგასთან" კონტრაქტი მაქვს, მაგრამ დავრჩები თუ არა "ვოლგაში", იმაზეა დამოკიდებული, როგორ აეწყობა საქმეები".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"