საკლათბურთო კლუბი ლიბერთი “ა” ლიგის ჩემპიონია. გუნდის კაპიტანმა, ირაკლი სულხანიშვილმა თასი კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან, კობა კობიაშვილისგან ჩაიბარა. ლიბერთიმ ფინალური სერიის მეოთხე, თბილისი არენაზე გამართულ მატჩში კასპის გრიფინი 77:57 (სტატისტიკა) დაამარცხა და “ა” ლიგის საჩემპიონო თასთან ერთად სუპერლიგის საგზურიც მოიგო.

რეალურად, სუპერლიგის საგზური ტურნირის მთავარი პრიზია – თასი კონკრეტულ სეზონში შრომის დაფასებაა, თუმცა “ა” ლიგის ნებისმიერი გუნდის მთავარი მიზანი სუპერლიგაში აღზევებაა. თასი გარდამავალია და შარშან რომ წინა “ა” ლიგის გამარჯვებულის, “რუსთავის” ოფისში იმყოფებოდა, წლეულს ლიბერთისთან დაივანებს და 2027-ში მის ახალ მფლობელს 1 წლით ჩაბარდება. ასეა თუ ისე, საჩემპიონო თასის აწევა დიდებული განცდაა და ეს წუხელ ბესო ლეჟავამ და მისმა გაწვრთნილმა ლიბერთელებმა გამოცადეს.

ლიბერთი იმსახურებდა გამარჯვებას. გუნდმა სტაბილურად, პროფესიონალურ დონეზე ჩაატარა საპლეიოფო მატჩები. რეგულარულ ჩემპიონატში მომხდარი ინციდენტები და დაშვებული შეცდომები ლიბერთისთვის მაქსიმალურად შემცირდა. გუნდმა ნახევარფინალიდან ჯერ ბლექ ფორტრესი გააძევა, ფინალურ სერიაში კი გრიფინი 3:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ გრიფინმა, რომელიც ისედაც შეთხელებული ლეგიონერებით (შემადგენლობით) თამაშობდა, მთელი ძალები ფინალური სერიის წინა, მე-3 მატჩს შეალია, რომელსაც 38 წუთის განმავლობაში იგებდა და ბოლოს, დრამატულ ბრძოლაში წააგო. სერიის მე-4 მატჩში გრიფინი ძალაგამოლეული ჩანდა. მისმა ლიდერმა, ალექს მეთიუსმა, რომელიც საბოლოოდ სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა და წინა შეხვედრაში შეუჩერებელი იყო, ამჯერად შეხვედრა 8 ქულით დაასრულა. მთლიანობაში გრიფინმა 57 ქულა ჩააგდო და ამით ყველაფერი ნათელია. კალათბურთში 57 ქულის მიმთვლელი გუნდი ვერ იგებს – ასეთი რამ ალბათ ათასში ერთხელ თუ მოხდება.

ლიბერთიმ ტრადიციულად დაცვაში კარგად ითამაშა. გუნდი უმეტესად მეტოქის ლიდერების – მეთიუსისა და დანიელ რენსომის შეჩერებაზე იყო გადართული, რაც შესანიშნავად გამოუვიდა. შეტევას რაც შეეხება, ლიბერთი ტრადიციულად კომბინირებულად მოქმედებდა – ყველა კალათბურთელი პოტენციური მექულეა და შესაბამისად ქულების მოპოვებაც არ გასჭირვებიათ. ლიბერთი კი თითოეული ბურთის ჩასაგდებად დიდ ძალისხმევას იჩენდა.

მატჩი ახალგაზრდებმა ჩაამთავრეს. ბოლო წუთებს სპორტული მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა. ლიბერთიმ გამარჯვება დასრულებამდე 4 წუთით ადრე მოიპოვა, როცა 20 ქულით ჩამორჩენილი გრიფინის შემადგენლობაში 16-18 წლის ნიკოლოზ ახლოური, შაკო კავთიაშვილი და დავით პაპუაშვილი გამოჩნდნენ.

მატჩის შემდეგ გაიმართა დაჯილდოების ცერემონიალი. გამარჯვებულები და MVP-ის პრიზის მფლობელები კალათბურთის ფედერაციის საშეჯიბრო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კობა კობიაშვილმა დააჯილდოვა. ლიბერთის წევრებს ინდივიდუალურად საჩემპიონო მედლები და გუნდურად საჩემპიონო თასი გადაეცათ. საუკეთესო მოთამაშის პრიზი გრიფინის ლეგიონერმა, ალექს მეთიუსმა დაიმსახურა.

“ა” ლიგის შემდეგი სეზონი სტარტს 2026 წლის დეკემბერში აიღებს, მანამდე კი გუნების დასაკომპლექტებლად საკვალიფიკაციო ტურნირი გაიმართება. მოგეხსენებათ, ამ სეზონში ლიგა ბოლოადგილოსანმა “ახალციხემ” დატოვა, ხოლო მე-5-ზე გასულ თელავის “ბურჯს” ის პრივილეგია აქვს, რომ საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალში დამარცხებულთან ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საპლეიოფო რაუნდში იბრძოლოს. საკვალიფიკაციოს გამარჯვებული “ა” ლიგაში ახალციხეს ჩაანაცვლებს. ჯერ უცნობია, რამდენი მსურველი იქნება – საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობა შეუზღუდავია და რაოდენობა, ასევე გათამაშების ფორმატი ახალი სეზონის დაწყებამდე, შემოდგომაზე ფორმირდება.

GBF

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა