ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა

Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა

Liverpool Echo-მ პსჟ-სა და „ლივერპულის“ ჩემპიონთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ წერილი გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ გიორგი მამარდაშვილისა და იბრაიმ კონატესთვის დღეს თავის წარმოჩენა მნიშვნელოვანია.

რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის, წერილი ალისონის ქება-დიდებით იწყება - უძღვნიან სადიდებელ დითირამბს, ვითარცა ძველ საბერძნეთში ღვთაება დიონისეს.

„მერსისაიდული კლუბის დიად მეკარეთა პანთეონში ალისონს კვლავ პირველი ადგილი უკავია. მისი გასულ წლის მარტში „პარკ დე პრენსზე“ თამაში იმის ნათელ დადასტურებას წარმოადგენს, თუ რატომ რჩება პლანეტაზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად. თუმცა, საბოლოოდ მისი თავდადება ამაო გამოდგა, რამეთუ ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფისკენ გზად, ერთი კვირის შემდეგ „ენფილდზე“ პენალტების სერიაში მეტოქემ გაიმარჯვა.

ახლა, როდესაც საფრანგეთის დედაქალაქში ისევ გავლენ საასპარეზოდ, მათ რიგებში ტრავმის გამო ლეგენდარული ბრაზილიელი არ იქნება. ზოგიერთი ისე ცდილობს სიტუაციის წარმოჩენას, თითქოს ბეკერს მწვრთნელთან, არნე სლოტთან უთანხმოება აქვს. ისინი გასულ კვირაში მეკარის მიერ ტრავმის შესახებ გამოქვეყნებულ პოსტს ეყრდნობიან, სინამდვილეში კი მან ადრე ნიდერლანდელის გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

თუმცა, უდავოა, ტრავმები და დროება „თავის საქმეს აკეთებენ“ და საინტერესოა, გაგრძელდება თუ არა ზაფხულიდან „წითლებში“ მისი კარიერა. დღევანდელი საღამო გიორგი მამარდაშვილისთვის მორიგი შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ბრაზილიელის გრძელვადიანი მემკვიდრეა. თავის სადებიუტო სეზონში ქართველს, შესაძლოა, მოსალოდნელზე მეტი სათამაშო დრო ჰქონდა, მეტადრე ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც 10-დან 5 შეხვედრაში ითამაშა. გიორგის საკმაო გამოცდილება აქვს მიღებული „ვალენსიასა“ და საქართველოს ნაკრებში, რათა უსმან დემბელეს, დეზირე დუეს და მათ თანაგუნდელებს არ უფრთხოდეს. თანამემამულე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ყველაფერი იცის, ვინაიდან მასთან ერთად საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავს და ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზეც ითამაშეს.

ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ გასულ სეზონში ალისონს ხშირად უწევდა „პარი სენ ჟერმენის“ შემტევების დარტყმების მოგერიება, იბრაიმ კონატეს ცუდი თამაში გახლდათ, რომელსაც ცენტრალური ნახევარმცველი სათანადოდ ვერ ეხმარებოდა. იგივე განმეორდა 12 თვის მერე ინგლისის თასზე „მანჩესტერ სიტისთან“ 0:4 განადგურებისას, როცა თვით საიმედო ვირგილ ვან დეიკიც ვერ იყო დამაჯერებელი. კონატეს ჩავარდნა კონტრაქტის ამოწურვის პერიოდს დაემთხვა და პსჟ მისით დაინტერესებული მრავალი კლუბიდან ერთ-ერთია. ამ კვირაში საფრანგეთში გავრცელდა ინფორმაცია, რომ იბრაიმი დარჩენასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე წასვლასთან, ხოლო მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ფრანგის საკითხის გადაწყვეტა ყველა მხარეს აწყობს.

„ლივერპულისთვის“ კიდევ ერთი იმედგაცრუება კატასტროფული იქნება და ზოგიერთი ფეხბურთელის ხანგრძლივი მომავლის პერსპექტივა სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კონატეს და მამარდაშვილს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი ითამაშონ იმაში, რომ გამოასწორონ მდგომარეობა, საპასუხო მატჩის წინ გუნდი უშანსოდ არ დარჩეს და მიანიშნონ უკეთეს მომავალზე“.

• Rigiti

მე მაინც მგონია რომ უკეთესი იქნება პსჟ გავიდეს შემდეგ ეტაპზე, უფრო მეტი შანსი აქვს ლიგის მოგების და ამავდროულად კვარამ თუ გაიბრწყინა... ძალიან მიუახლოვდება იმ მწვერვალს თითოეული ჩვენგანი რომ გულში ვნატრობთ!!!

სამი დღის წინ,ლივერპულის თამაში ნახე სიტისთან და მაინც ასე იმედიანად თუ ხარ,შენც იმ რაკეტაში უნდა იჯდე,ამერიკელებმა მთვარეზე რომ გაგზავნეს.კოსმონავტის გული გქონია,ძმაო!ჩემი რა მიდის,ორივე მხარეს ჩვენია,წარმატებას გისურვებ,მაგრამ ...მაინც გაუფრთხილდი გულს

• ქობულეთიდან

დღეს საღამოს ქართველი გულშემატკივრების გული ორად იყოფა.ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში 2 ქართველი დაუპირისპირდება ერთმანეთს,ეს დიდი პრესტიჟია საქართველოსთვის. კვარაც და მამარდაც პროფესიონალები არიან და დარწმუნებული ვარ მოედანზე ერთმანეთს არაფერს დაუთმობენ, მეგობრობა მოედანს მიღმა, ეს მათ არ ესწავლებათ. პირადად მე ვისურვებდი რომ ორივემ კარგი მატჩი ჩაატაროს დაე ძლიერმა გაიმარჯვოს.

• შაქრო პაპა

კაცო, თუ გატანაა, რაღა დემბელემ და დუემ უნდა გაიტანონ, გაიტანოს ხვიჩამ და პირადი სტატისტიკა გაიუმჯობესოს. თუ მაგარია მამარდა, აუღოს, ვინ უშლის? ძმობა ძმობად, მაგრამ ეს ყველაფერი მინდვრის გარეთ. კი ბატონო, ვთქვათ დაინდო ხვიჩამ, დანარჩენები დაინდობენ? გამოდის რომ, 2 თამაში უნდა ისიმულიანტოს ხვიჩამ, თანაც ამის გამო შეიძლება გამოვარდნენ კიდეც, რომ მამარდამ დაიმკვიდროს ადგილი. ეს ეხლა ნორმალური იქნება? ან სადაა იმის გარანტია, რომ აპრილის ბოლოს ისევ ალისონა არ დააყენონ ძირითადში? დაე, ნუ დაზოგავენ თავს, ითამაშონ რაც შეუძლიათ და ძლიერმა გაიმარჯვოს, ასე ჯობია ყველასთვის გულშემატკივრების ჩათვლით.

• ეს რა ლხინი გვჭირს ტოო???

მოკლედ, გაგვიჩინეს რაა ამ დაუდგრომელმა ქართველებმა თავსატეხი, დატეულიყვნენ ერთი თბილისის და მეორე მოსკოვის ლოკომოტივში, რას გვერჩოდნენ? აბა წარმოიდგინეთ, არა, ეგრე არა, სავარძელში კარგად მოკალათდით, ცივი ჰაინიკენი ან ყაზბეგი მოყლუპეთ, ტოტტის ( ჯულბასას) პირიდან გამოაცალეთ ის დაბრდღვნილი მუთაქა, მეორე მუთაქა თქვენს გვერდით მოყვინთავე სუბიექტს ( მამა და პაპა ნუ იქნება ) სტყორცნეთ, თავად თვალები კარგად დახუჭეთ და წარმოიდგინეთ - მიიღო ხვიჩამ ბურთი, მოუქნია და აი ისეთი მოუქნია, შარშან ამ დროს რო მოექნია ალისონ ბეკერს და მერე ნახევარმილიმეტრიანი თამაშგარე რო გამოუჩხრიკეს, გადახტა მამარდა, რაც შეეძლო, გაიწელა, გადახტა და ... რას აკეთებ შენ ამ დროს?!... გადართავ ფორმულაზე და ვინცხას ცოლის დაქალების 20 წლის წინანდელ სერიას დაუწყებ ყურებას??? ვერ გამოვა, თვარა კაია... ჩემი რჩევა იქნება, თუ თვალები ისევ დახუჭული გაქვს, ეგრევე თვალდახუჭული, ხელების ცეცებით მიდი საძინებლამდე, შეწექი და დაიძინე, დილას გაიგებ, რამდენი გაიტანა კვარამ და რამდენი სეივი ჰქონდა მამარდას... არა, რას გვერჩოდნენ, ჩვენი გაჭირვება არ გვეყოფოდა???

• მამუკა

რა დიდ პატივს ვცემ ტიტანურ აზრებს!!!!!!!!!!!!!!!!

• ხონხოროზი

დისცომფორტი და ეგეთი ცონცოროზობა რა მოსატანია, კიდევ როდის ექნება თავის გამოჩენის ასეთი შანსი???

და რატომ არ უნდა ჰქონდეს იმედი. პსჟს თუ მოუგო, ბაიერნს და არსენალს რატო ვერ მოუგებს ? შეგახსენებ წელს ლიგაზე ლივერპულმა რეალს, ინტერს და ატლეტიკოს მოუგო. პრემიერ ლიგაში და თასებზე რა ქნა არ მაინტერესებს

• achi

kvara ro urtyavs didi bodishi magram giorgis ver ugulshematkivreb moigeriosmetqi dembele da sxvebma tu daurtya daichiros yvela bazari araa (((

კარგი,კვარამ აიტანა და ლივერპული გავიდა,მაგრამ მერე?იმედი გაქვს,რომ ეს ლივერპული ლიგის მოგების რაიმე შანსს ფლობს?

• მეკარე

საუკეთესო სცენარი: პირველ წუთებზე მამარდა მოიგერიებს თერთმეტმეტრიანს და ეტყვის სლოტს, რომ დისცომფორტი იგრძნო. შეცვლიან. მერე PSG გოლებით ამოტენის ლივერპულის მესამე მეკარეს.

• დდდ

ჩემი სუბიექტური მოსაზრებით, მამარდას უსწრაფეს წინსვლაში გადამწყვეტი ფაქტორი ის გარემოება გახდა, რომ ყოველთვის უსუსტესი დაცვის მქონე გუნდებში უწევდა თამაში და ამბიციური მეკარისთვის ეს ყოველთვის თავის გამოჩენა-წარმოჩენის საუკეთესო საშუალებაა - ასე იყო ვალენსიაში, დღემდე ასეა ( სამწუხაროდ) ნაკრებში და თუ დღევანდელი ლივერპულის დაცვას დავაფასებთ ( ვერაფრით ამოავსეს ტრენტის წასვლით გაჩენილი სიცარიელე), გიორგიმ არათუ ალისონის ჩრდილიდან გამოსვლა უნდა მოახერხოს, შესაძლოა, ნოიერის გუშინდელი უნაკლო ასპარეზობაც კი გადაფაროს... ასე, რომ როგორც თავადვე გვიქადაგებს - მთავარია, გჯეროდეს!!! მიდი გიო!!!

• გულშემატკივარი

მე ამ წყვილში ლივერპულისკენ ვარ, ჯობია საფონოვი გაიდორკოს რაღა მამარდა გაიდირკოს, კვარა აიტანს როგორმე 1-2 თამაშს უგოლოდ...

"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა

ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?

VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება

"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია

WU17 | საქართველო 2:3 უელსი

მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება

მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა

ცნობილი გახდა, რა თანხა გამოიმუშავა მერაბ დვალიშვილმა იანთან ბოლო დაპირისპირებით

"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს

სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ

საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა

ასეულში დაბრუნების შემდეგ - ბასილაშვილი დღეს ვენაში ახალ ტურნირს იწყებს და დიდი შანსია, ალკარასს შეხვდეს

რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა

[VIDEO] სანდროს 17 და დონჩიჩის 41 - ლილარდმა "ლეიკერსს" თამაში მოუგო

მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა

ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში

წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა

მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" თასზე მეტოქე გაანადგურა

ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "მანჩესტერ სიტიმ" კაცნაკლული "ლივერპული" არ დაინდო

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

კონატე: პენალტი იყო - პსჟ-სთვის რომ გაგვეტანა, ყველაფერი სრულიად სხვაგვარად წარიმართებოდა

ალისონი "ლივერპულთან" კონტრაქტს კიდევ გაახანგრძლივებს? - ინგლისელი ჟურნალისტი მამარდაშვილის მომავალზე წერს

რად უნდათ ამდენი მეკარე? - "ლივერპული" კიდევ ერთი კიპერის დამატებას აპირებს

ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს

გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ

"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ

[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე

კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს

[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა

ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს

"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა

ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს

დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა

"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია

[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია

ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა

კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა

"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა

საფრანგეთის ნაკრების მცველმა "ლივერპული" დატოვა და შეიძლება პსჟ-ში გადავიდეს

"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა