ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ დაჯაბნა და 2:0 დაამარცხა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას და დუემ გრავენბერხისგან რიკოშეტით მამარდაშვილის კარი დალაშქრა. პარიზელებმა შეტევები გააგრძელეს, თუმცა მეტოქეს ზონები კარგად ჰქონდა გადაკეტილი და გარკვეული პერიოდის მანძილზე მომენტების შექმნა უჭირდათ. კვარაცხელიას შანსი 32-ე წუთზე მიეცა, მაგრამ მისი დარტყმული ბურთი, რომელიც მაკ ალისტერს მოხვდა, გიორგიმ მოიგერია. ცოტა ხანში ქართველმა ერთი ერთზე გასულ დუესაც არ გაატანინა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პარი სენ ჟერმენმა“ ზეწოლა გააგრძელა, ხელსაყრელი პოზიციიდან დემბელემ ვერ უწია მიზანს, მერე კი ხვიჩამ ნევეშის გადაცემა მიიღო, დრიბლინგით გრავენბერხი ჩამოიცილა, მამარდაშვილსაც გასცდა და ტურნირზე ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა. მორიგი იერიშისას „მამარდამ“ ახლო მანძილიდან ჰაკიმის დარტყმული ბურთი მოიგერია. ბოლოს დემბელემ ბურთი ძელს გაარტყა და საბოლოოდ - 2:0.

ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 39 შეხვედრაში 13 გოლი და 8 საგოლე პასია.

საპასუხო დაპირისპირება „ენფილდზე“ 14 აპრილს გაიმართება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ლივერპული 2:0

გოლები: 1:0 დუე (11), 2:0 კვარაცხელია (65)

კეთილისმსურველი
წერტილ ნუ გაუტიე რა.ირანში რომ ომია იმიტომ გაძვირდა საწვავი? ))) შენ კალაძის ვინა ხარ. ფეხბურთზე წერე რა, რას ეტენები ამ ქოცებს? გიხდიან რამეს?
სიტყვა ეძლევა სიმართლეს
ამ თამაში მამარდაშვილს არც თუ მცირე წვლილი მიუძღვის გოლების გაშვებაში, თავიდანვე ვამჩნევდი,რომ კარიდან წინ გამოსული იყო რის გამოც შედეგმაც არ დააყოვნა და გოლიც გაუშვა. რაც შეეხება კვარაცხელიას მიერ გატანილ გოლს, მამარდაშვილს ისიც შეეძლო აეღო თუ დროულად ფეხში ჩაუწვებოდა. ის ნათქვამი, რომ არასტაბილური მეკარეა, ისევ ძალაში რჩება
Levani
კარგით რა ქინქლაძე (ჩემი საყვარელი ფეხბურთელია) კვარას ვერ შევადარებ ქინქლაძეს. ის თაობა იყო ნემსაძე-კინაღამ არსენალი. არველაძე-თითქმის მანჩესტერივით რეინჯერსი. ქეცბაია-ნიუკასლი და არა უდავო ძირითადი. ეს ბიჭები კიდე ნახეთ რაებს ჩადიან- კვარა მამარდა და მიქუტეძე. იმასაც ბავშვები და ვუპასუხებ- მაშინ ერთა ლიგა რო ყოფილიყო.. ჯერ ჯგუფში იტალია და რუმინეთი გვყავდა და რუმინეთმა სახლში მოგვიგო მეორე ადგილი. მერე იყო ჯგუფი საბერძნეთი-ნორვეგია-სლოვენია და ალბანეთი. სლოვენიის ისტორია დავწერეთ და ჯგუფიდან გავუშვით. ერთა ლიგა რო ყოფილიყო ძმებო მაშინ ალბათ მაინც ვერ გავიდოდით. ახლა დავა-კამათს რა აზრი აქვს,მაგრა რო იძახიან იტალიები და გალანძიები გვყავდაო ხო ხედავთ რომ ასეც არ არის ყველაფერი. იგივე პოსტსაბჭოთა სივრცეში მაშინ უკრაინას გვჯობნიდა რუსეთიც და ლატვიაში საერთოდ ფინალური ითამაშა( ჩვენ მოგვიგო რიგაში 1-0) ხოდა მეტს არც დავწერ..ესაა ჩემი კომენტარი
azri
დიდი ფეხბურთელი მარტო ნიჭით ვერ გახდები, ჰქონდა ქინქს რესტარტის საშუალება მაგრამ აიაქსში ლიტმანენის ადგილზე რომ არ დააყენეს კონფლიქტი მოუვიდა მწვრთნელთან, კვარას კი ხან სად აყენებენ ხან სად და ამის გამო მწვრთენლთან არ კონფლიქტობს, სკამზე რომ გადასვა ენრიკემ რომ გამოვიდა გოლზე დაგეშილი და დაშალა ჩელსი ესეც გვახსოვს. ამის გამოა დიდი კვარა. თან უნივერსალია, კვარა კი გინდა ლატერალად გინდა ნახევარდაცვაში გინდა შეტევაში ყველგა შეუძლია რომ იმუშაოს, ამის გამოა ძალინ დიდი. ლიდერული თვისებები აქვს კვარას და დაუღალავია!!! წლებია საუკეთესო მარცხენა ვინგერების ტოპ 3 შია მინიმუმ. კვარამ თუ ესე გააგრძელა ალბათ ყველა დროის საუკეთესო ქართველ ფეხბურთელიც შეიძლება გახდეს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი თამაშობს პსჟ ში და კვარა სათამაშო ინტელექტით და მონაცემებით იმასაც აღემატება ჩემი აზრით.
aleko
სიმართლე, გიქებ იუმორს
100%
დუეს შემთხვევაში სამი კაცი ხვიჩას გაყვა და ამას მოტრიალების და დარტყმის საშუალება მისცეს. ამ გოლშიც ხვიჩას დამსახურება არ არის პატარა. გეუბნებით გამარჯვების ფორმულაა ეს ბიჭი.
ამატაკი
კვარას "დიდობაში" ეჭვი რომ ეპარებოდათ- რა უცებ გაქრებიან ის ხალხი. არადა არც არავინ ერჩით, პირიქით ყველაზე დიდი სასჯელი ის არის მათთვის, რომ ამ ყველაფრიდან შესაბამის სიამოვნებას ვერ ღებულობენ. დიდებული დღე იყო! სულ იმაზე მეფიქრებოდა, როგორ უნდა მომხდარიყო ისე, რომ არცერთი ჩვენიანი არ დაზარალებულიყო(გამოგიტყდებით და თავიდან მერჩივნა ამ დაპირისპირებაში ალისონი მდგარიყო კარში), მაგრამ ყველაფერი ისე დალაგდა თქვენი მოსაწონი. ერთადერთი ვარიანტი გვქონდა და სწორედ ისე განვითარდა: ორივე "ვეფხვი" საუკეთესონი იყვნენ. თურმე ასეც ხდება: ზოგჯერ ქართველების დღეა!
100%
.-ის ლინკით დამპოსტველს მინდა ვუთხრა, რომ ყოველთვის მომწონს შენი პოსტები და ამისთვის დიდი მადლობა. კონკრეტულად ამ აზრზე კი მინდა ვთქვა ჩემი აზრი, რაც შეეხება ჩამოთვლილ ბიჭებს, ისინი იყვნენ მართლა გმირები, მაგრამ მაგ დრომ ყველაზე მაგრად დაჩაგრა მამუკა ფანცულაია და ვასკა მიქაშავიძე, არანაკლები ვარსკვლავები იქნებოდნენ.
100%

არც ქინქლაძე იყო ნაკლები ტალანტი!უბრალოდ ცუდ დროს და ცუდ ადგილზე დაიბადა.მან და მისმა თაობამ გაკვალეს გზა ევროპისაკენ,რომელიც მათთვის სრულიად უცხო გარემო და მენტალიტეტი იყო!მათგან მიღებულ გამოცდილებაზე დგას,დღევანდელი ქართველი ტალანტების წარმატებები.ის ფაქტი,რომ გიო დღესაც სიტის ლეგენდად ითვლება და ეს იმ დროს,როცა სიტი,მაშინ პრემიერ ლიგიდან გავარდა,მის ტალანტზე,ბევრ რამეს მეტყველებს.რა სიტუაცია იყო მაშინდელ საქართველოში,დღევანდელ ახალგაზრდებს,წარმოდგენაც კი არ აქვთ და დღვანდელიდან გამომდინარე აფასებენ,ყველაფერს.ქინქლაძე იმ თაობის წარმომადგენელია,რომლის თვალწინაც მოხდა,1989 წლის 9 აპრილის ხოცვა ჟლეტა,მერე კი,თბილისის ომი და საშინელი 90-იანები,ახალგაზრდობის მთელი თაობა რომ შეიწირა და ფიზიკური გადარჩენაც კი,პრობლემა იყო,არათი სპორტული წარმატებები.დღეს ირანში ომის გამო,საქართველოში საწვავი და პროდუქტები გაძვირდა და ქვეყანა პანიკაშია,მაშინ კი,საქართველოში მოგვახვიეს თავს სამოქალაქო ომი,წლები რომ გაგრძელდა და ქვეყნის გავერანებით დამთავრდა.სიბნელე,შიმშილი,სიცივე,ნარკოტიკები,ყოველდღე ავტომატების კაკანი,სისხლი და ბანდიტობა,სახლიდან მაღაზიაში გასვლაც კი,სიცოცხლის რისკი რომ იყო და აქედან გასულმა ბიჭებმა,მაინც დიდ ჩემპიონატებში გააღწიეს და იქ თავის გატანის გამოცდილება გადასცეს,დღევანდელ თაობას.დიახ,ქინქლაძის,არველაძეების,ქეცბაიას,ყაველაშვილის,ჯამარაულის,კალაძის,კობიაშვილის,იაშვილის,მათ გვერდით,მრავალი არანაკლები ტალანტის,მაგრამ მაშინდელ ორომტრიალში ჩაკარგული და ვერ გახსნილი ბიჭების გამოცდილებაზე დგას,დღევანდელი ქართული ფეხბურთი,ლიგის მეოთხედფინალში ორი წარმომადგენელი,გუნდებში საუკეთესო ფეხბურთელებად რომ დასახელდნენ და კიდევ ერთი,კიდევ ერთი მეოთხედფინალსიტის შემადგენლობაში,თუნდაც სკამზე,მაგრამ მაინც რომ იჯდა.
gogi
ქინქლაძესთან შედარებას რაც შეეხება სულ სხვადსხვა სტილი ფეხბურთელები არიან - კვარა რონალდოს სტილშია ქინქლაძე მესის. ნიჭიერებით ქინქლაძეს ვერ შეედრება, მაგრამ პროფესიონალიზმით და სპორტული იღბალით კვარა ორი თავით წინაა. მოკლედ ქინქლაძე მესი იყო ჯერ კიდე მესის გამოჩენამდე:) მაგრამ სამწუხაროდ ვერ განავითარა თავისი ტალანტი.
სიმართლე
ისე დამავიწყდა, მეორე გოლზე შანსი არ იყო, პენალტი იქნებოდა რო შეხებოდა, მარა მე_2 ასაღები იყო.
123
ორივე ასაღები იყო, მარა ისეთი სეივები გააკეთა, ყველავარიანტში წააგებდა ლივერპული.მარტო მამარდას დააბრალო და თან სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, ცოტა არასერიოზულია.
Alex
შენმა ხვიჩამ მოგკლა შენ… (მხ.ფილმი “მამელუქი”):) ჩვენი ფეხბურთის იმედი ხართ ორივე, გენაცვალეთ ლომებო გულში:)
საქართველო
რას მოვესწარით,ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში ერთ-ერთი წყვილის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელებად 2 ქართველი დასახელდა,არადა რამდენი ვარსკვლავი იყო მოედანზე.მაგრამ ჩვენი ვარსკვლავები უფრო ბრწყინავენ.გენაცვალეთ,ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და კიდევ მეტი მონდომება,რომ ერთ-ერთი სეზონის ბოლოს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და საუკეთესო მეკარე გამხდარიყავით.
დავით 67
უძლიერესია ხვიჩა! მგონია რომ ლივერპულშიც გაიტანს!
ნაცარქექია
ქინქლაძე ხვიჩას ნახევარიც არ იყო. კი ბატონო, ნიჭიერი იყო, მაგრამ სად ხვიჩას გაქანება და მრავალფეროვნება. ეს ბიჭი მართლაც გენიოსია! კიდევ მოუმატებს, აქვს მაგის პოტენციალი. სწორედ ამბობდა სლუცკი, ამ ბიჭს ჭერი მართლა არ გააჩნია.
ტრი-ტრი
ლივერპულში სხვა თამაში იქნებაო?)) ჰო, თუ პსჟ გაჩერდება და აღარ ირბენს. აბა სხვა შანსი მაგათ არა აქვთ. თუ გარისკეს და ზურგი მოაშიშვლეს ხომ მერე საერთოდ ამოტენიან დემბელე, დუე და ხვიჩა.
მზია
ეს რა დღეში ჩაგვყარეთ შვილებო, რა ძნელი ყოფილა ერთი სულისა და ერთი გულის გაყოფა, იქითაც და აქეთაც გამარჯვება ბიჭებო.
ATP16
წელს პსჟ თუ ლიგა ისევ დადო, კვარა სულ მცირე ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად უნდა დაასახელონ და ოქროს ბურთზე სამეულშიც შევა. გუნდის მოტორია ისევე როგორც ნეაპოლში და ენრიკეც ხედავს მაგას. მამარდაც რაც შეეხება, გააგრძელონ მისი კრიტიკა და შედეგს ნახავენ აუცილებლად. ღია კარის დღე აქვს ლივერპულს დაცვაში გამოცხადებული და მეკარეს აბრალებენ ყველაფერს, ასეთი სიდებილე როგორ უნდა მოიფიქროო ?!
გიგო პაპა
როგორ ქორივით ჩაუქროლა მამარდასა და ლივერპულის გნოლების ჯოგს? ))) დაახიეს ტანზე რაც ეცვა და ვერ გააჩერეს.))) წესით ძალიან დიდი ანგარიშით უნდა დამთავრებულიყო, რომ არა ბოთე მენდეში და ოსიმენა-დემბელე. იმასაც 10 დარტყმიდან ერთი გაჰქონდა ნაპოლიში. მაგდენი მომენტი ხვიჩას რომ შეუქმნან ალბათ ათიდან შვიდს მაინც გაიტანს. მოკლედ გენიოსია ეს ბიჭი, ის კომბინაციაც თავისი დაწყებული იყო. კარის ჩარჩოში არ დაურტყამს ლივერპულს, ინგლისშიც ალბათ იგივე სცენარი განმეორდება. ძალიან უსუსური გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს ლივერპული. მამარდასთვის მადლობა აქვთ სათქმელი. ხვიჩა კი სულ უფრო და უფრო უმატებს, შარშან მაგის ნახევარსაც ვერ დარბოდა. მგონია, ენრიკე საბოლოოდ მიხვდა, რომ შეუცვლელია ხვიჩა. ყოველთვის შეუძლია რაღაც ორიგინალური მოიფიქროს. პსჟ-ს ნაირი შუა ხაზი მოგვცა ნაკრებში და ალბათ ოცეულში ვიქნებოდით მსოფლიო რეიტინგში. რომ იტყვიან გააქრეს ლივერპულის ნახევარდაცვა.
ალექსანდერს
ნუ ტლიკინებ ბევრს

ჩემთვის სასურველი სცენარით წავიდა მატჩი.პსჟ,კვარას ლიდერობით იმარჯვებს,თუმცა მამარდაშვილი,ბრწყინვალედ გაისარჯა.კვარა მართლაც საუკეთესო იყო,მამარდა კი,ლივერპულში საუკეთესო და ამ ანგარიშის გამო,მისი მადლიერები უნდა იყვნენ,ლივერპულში.ერთი კვირის შემდეგ,ლივერპულში,ლივერპული სულ სხვა გუნდი იქნება და მთელი ბრძოლა,ჯერ კიდევ წინ არის,თუმცა პსჟ ფავორიტი იქნენა ორი მატჩის ჯამში.ორივე კლუბს რამდენიმე ტრავმამოშუშებული ფეხბურთელი დაემატებათ და თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდება.
GG
დიდი განსხვავებაა, გორის დილას მეტად ორგანიზებული დაცვა აქვს
zaza
გამოდიან ტიპები და კვარას ქინქლაძეს ადარებენ,კაი რა ეს ბიჭი არის უძლიერესი. დღეს ყველგან იყო დაცვაშიც მაგრად იმუშავა, რა პასები არიგა, მერე ფიზიკურადაც კონატეს და გრავესენს არაფერი დაუთმო რომლებიც ძაან ჯანზე არიან. გოლის ეპიზოდში ფიზიკურადაც მაგრად დადგა და შეინარჩუნა წონასწორობა და მერე ტექნიკურად უმაღლეს დონეზე შეასრულა.
aleksandre
es liverpulia tu goris dila ver gavige
Porto
ხვიჩა!!! რაღად უნდა ზედმეტი კომენტარი!! შეფასება!!!! შედარება!!! კამათი!!! ხვიჩა!!! და წერტილი!!!
Nick
მადლობა ორივეს. ხვიჩა ისედაც აჩვენა ყველაფერი და ლაპარაკი ზედმეტი, მარამდაშვილს მეტი სათამაშო პრაქტიკა სჭირდება, ამ თამაშიც გამოჩნდა მისი კლასი, პირველ გოლში შეიძლება კიდე მოედავოს ვინმე მაგრამ რიკოშეტი იყო და მაგ დროს რთულია რეაგირება და მეორე გოლზე საერთოდ, დაცვა რას აკეთებდა საკითხავია.
ქობულეთიდან
ლივერპულიდან ყველაზე მაღალი შეფასება მამარდამ დაიმსახურა 6.8 ხოლო კვარა საერთოდაც მატჩის საუკეთესოდ დასახელდა.
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
[VIDEO] მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
"გიჟური საღამო გამოვიდა, ძალიან ბედნიერი ვარ" - მამარდაშვილი "ტოტენჰემთან" მატჩის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ გვერდს ესაუბრა
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
[VIDEO] მამარდაშვილის დიდებული მოგერიებები - "ლივერპულმა" თასზე "ტოტენჰემს" სძლია
"ღმერთო დიდებულო, როგორ უყვარს ამ ბიჭს არაერთგვაროვანი ასპარეზობა" - ინგლისური მედია მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
[VIDEO] ალისონი აღფრთოვანებული დარჩა - რა რეაქცია ჰქონდა ბრაზილიელს მამარდაშვილის ბრწყინვალე მოგერიებაზე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
ვისთან ითამაშებენ ქართველები ნაკრებამდე: ხვიჩა "მარსელთან", "ბარსელონა" და ჩვენებურების დუელი
"ოქროს ბურთის" ფავორიტი? მაშინ ოლისე მიმაჩნდა, მაგრამ..." - რა თქვა სანიოლმა პრესკონფერენციაზე?