პსჟ-სთან ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში (0:2), „ლივერპულის“ მეკარის გიორგი მამარდაშვილის თამაში ინგლისში შეაფასეს.

Liverpool Echo (7 ქულა): „პირველ ტაიმში კვარაცხელიას და დუეს დარტყმული ბურთებისას კარგი მოგერიებები ჰქონდა. დუეს მიერ რიკოშეტით გატანილი გოლისას ვერაფერს გახდებოდა. შეხვედრის მეორე ნახევარი უფრო მშვიდი იყო, მაგრამ კვარაცხელიამ მეორე გოლისას აჯობა“.

This Is Anfield (6 ქულა): „ძალიან სამწუხაროა, რომ დუეს ძლიერად დარტყმული ვერ მოიგერია. სამაგიეროდ ერთი ერთზე გასულ დუეს არ გაატანინა, აგრეთვე თანამემამულე კვარაცხელიას დარტყმული ოსტატურად მოიგერია. ეს ბიჭი მაღალი კლასის მეკარეა და გუნდში მართლაც ცუდი დროებისას, გაურკვევლობის პერიოდში მოხვდა“.

Liverpool World (7 ქულა): „შესაძლოა, პირველი გოლისას სწორი პოზიცია არ ჰქონდა დაკავებული და უძლური აღმოჩნდა. თუმცა, პირველ ტაიმში ორი შესანიშნვი „სეივით“ თავის გუნდს შანსი შეუნარჩუნა. მეორე გოლისას უშანსოდ იყო, ჰაკიმის დარტყმის შემდეგ ჩინებული მოგერიება შემოგვთავაზა.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა საერთო ჯამში 19-ჯერ დაარტყა, „ლივერპულმა“ კი მხოლოდ ერთხელ. „წითლები“ თავიანთ მეკარეს უნდა უმადლოდენ, რომ რამდენიმეჯერ გადაარჩინა“.

Rousing The Kop (7 ქულა): „მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინა. ორ გოლზე მეტით რომ არ დამარცხდნენ, უდავოდ ქართველის დამსახურებაა“.

liverpool.com (8 ქულა): „შეიძლება ეს მის კარიერაში ყველაზე დიდი მატჩი გახლდათ. დებიუტში გაშვებული გოლისას ვერაფერს გახდა, ასევე კვარაცხელიას გოლისას. მომენტებში მისი გადაცემები უკეთესის სურვილს ტოვებდა, მაგრამ რამდენიმეჯერ იხსნა გუნდი უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან“.

The Empire of The Kop: „ყველა მამარდაშვილის კოშმარულ სტარტზე ლაპარაკობს. კომენტატორები ელი მაკოისტი (BBC Sport) და პოლ რობინსონი (BBC Radio 5) იმ აზრზე არიან, რომ პირველი გოლისას არ გაუმართლა და დამნაშავე არ იყო. შემდეგ კვარაცხელიას არ გაატანინა. ჩინებულად გაისარჯა 36-ე წუთზე პირისპირ გასული დუეს წინააღმდეგ. „ლივერპულის“ დუბლიორისთვის შედარებით მშვიდი გამოდგა მეორე ტაიმი. „ბრაიტონის“ მერე გიორგის კიდევ ერთი კარგი ასპარეზობა ვნახეთ. მასზე დიდი ზეწოლა იმით იყო განპირობებული, რომ მერსისაიდელები ღრმა დაცვაში იდგნენ და მასპინძლებთან გახსნილ თამაშს ერიდებოდნენ“.

„ლივერპულის“ კაპიტანმა ვირგილ ვან დეიკმა განაცხადა, რომ გასულ წელს „პარკ დე პრენსზე“ წაგებისგან ალისონმა დიდებული თამაშით გადაარჩინა, ახლა ორბურთიანი ჩამორჩენა აქვთ და „ენფილდზე“ მამარდაშვილის კარგი მოგერიებები მნიშვნელოვანია.

„ლივერპულის“ ლეგენდის, სტივენ ჯერარდის აზრით, პირველი გოლისას გიორგიმ პოზიცია არასწორად შეარჩია და ცოტა უკან რომ მდგარიყო, გოლს არ გაუშვებდა.

შაქრო პაპა
ჰო, რა თქმა ჩემპიონატშიც უშვებს გოლებს პსჟ, მაგრამ სად ლიგაზე მობილიზაცია და სად რიგით თამაშზე.
შაქრო პაპა
წერტილო, არ ხდება ეგრე, რომ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელმა ზედიზედ მეორე თამაშში გაანიავოს მომენტები. თუ არ ვცდები ფრიმპონგიც არ ეყოლება ლივერპულს. ენრიკეს ინტერვიუ თუ წაიკითხე? იქაც შეტევით ფეხბურთს ვითამაშებთო. სლოტმა რა თქვა? ბოლო 20-25 წუთი დაცვაზე უფრო ვფიქრობდი და სალაჰი მაგიტომ არ გამოვიყვანეო. გამოიყვანოს ინგლისში, შეუტიონ და რა ჩიტსაც დაიჭერენ, მაგასაც ვნახავთ. თამაშს შუა ხაზი იგებს, ამაში კი პსჟ-ს რეალი თუ შეედრება. მაყურებელი კი არა, სულ წინაპრები რომ გაუცოცხლო და ტრიბუნებზე დაუსვა, მაგათი მშველელი არავინაა. არ ვამბობ რომ დაცვა ყავს მაგარი ფრანგებს, მარკინიოსი სუსტია, პაჩო შტერი და მენდეშიც ბევრჯერ ცდება, მაგრამ შუა ხაზი ასწრებს დაზღვევას და დახმარებას დროულად, თავდამსხმელებიც ხშირად ჩამოდიან უკან. როგორც სანიოლმა ვერ შეკრა ნაკრები, ისე ვერ შეკრა სლოტმა გუნდი. პსჟ კი პირიქითაა, ლამის თვალდახუჭულები უგებენ ერთმანეთს, ერთი სიამოვნებაა მაგათი ბურთის ამოტანის ცქერა, როგორ იოლად გამოსდით ყველაფერი. 19-1 ძალიან სერიოზული სტატისტიკაა. ასე რომ დაველოდოთ თამაშს. მე პირადად, ლივერპულის მინიმალური ანგარიშით გამარჯვებასაც კი აბსოლუტურად გამოვრიცხავ.

შაქრო პაპა,ისე ჩანს,მე მედავები,რასაც დავობ.როგორ გგონია,წუხანდელ თამაშში კი უნდოდათ მომენტების განიავება,პსჟს ფეხბურთელებს?-მაგრამ გაანიავეს,დაცვაში რომ პრობლემები აქვს პსჟს,ახალია?თუ მართლაც დაცვაზე მიუდგათ საქმე,პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებშიც უშვებს და ლივერპული მართლაც ისე დაბეჩავებული გგონია,როგორც სტატისტიკით ჩანს?ყოველ მესამე დღეს თამაში უწევთ და გადაღლილებს,თანაც უამრავი ტრავმირებულის ფონზე,შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოყენება უჭირთ,თორემ ცოტა დასვენებულები,მთელი თამაში ფიზიკური ზეწოლითაც კი,დიდ პრობლემებს შეუქმნიდნენ პსჟს.არ შეიძლება ინგლისის ნებისმიერ გუნდს,მაღლიდან და დაცინვით გადმოხედო,რადგან ისინი ბოლომდე იბრძვიან.ინგლისში კარშიაც დაარტყამენ და სახიფათო მომენტებსაც შექმნიან,ზეწოლაც დიდი ექნებთ და პსჟ სრული კონცენტრაციით თუ არ იქნა,პაჩო მარკინიოსით,სტანდარტებზე,მაღალ ბურთებზე, ვან დეიკს და კონატეს 100%-თ გაუმკლავდება?-არ დაიჯეროთ!ერთი გოლიც თუ გაიტანეს,მაშინ კი,იმედიც მიეცემათ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ლივერპულის მაყურებელი ხომ ერთს კი არა,ბარე ორ ზედმეტ კაცს ნიშნავს,ფეხბურთელებისათვის.არც მამარდას დავიწყება შეიძლება,ჩვენზე კარგად ვინ იცის,რა სასწაულების გაკეთება შეუძლია,გიორგის.პსჟ წყვილის ფავორიტია,მაგრამ სრული კონცენტრაციის გარეშე,ძალიან ადვილი შესაძლებელია,ყველაფერი ცუდად დასრულდეს.
პეტუხი კრიშტიანუ
შაქრო პაპაააააა,წადი ხაშლამაში ხორცის ნაჭრები დათვალე,ეგ გაცილებით უკეთ გამოგივა!!!
შაქრო პაპა
კარში დარტყმა 19-1 და ამბობთ თამაშის შემოტრიალება და ამოქაჩვა შეუძლიაო ლივერპულს. თანაც თუ პსჟ იქაც გაანიავებს მომენტებსო.:) ხუმრობთ ალბათ. მეტი საქმე არა აქვთ, მომენტები რომ იქაც გაანიავონ.)) კარში არ არტყმევინებს პსჟ და როგორ არ არის დაცვა გაუვალი? ათი თავით ჯობიან ლივერპულის დაცვას. გაიხსნებიან და რაც საფრანგეთში დააკლეს, ინგლისში აუნაზღაურებენ. ))) მამარდა მეცოდება, თორემ სლოტს და დანარჩენებს თავში ქვაც უხლიათ.

თქვენი პოსტი რომ წაეკითხა,სტივენ ჯერარდი იმ სისულელეს აღარ დააბრეხვებდა!
დიმიტრი დუშუაშვილი
saertod sadme dadgoma koveltvis mogicevs da rikosheti rogor cava ver gatvli
დიმიტრი დუშუაშვილი
me mgonia kargad idga ubraloda cudad axta, saertod girchevt tqvenc egre gegonot da naxtoms acevs.
დიმიტრი დუშუაშვილი
mashin afxazetshi gaixsna shampanurebio, tan danamdvilebit vicito, droa exla rom dacherebi gaafartoot, tan germanuli sitkvaa eseti-sachhaltig" chven vicit rom aq mosmenebze gizit afxazebi, da nu tesavt tesvas.

ერთი საბჭოთა კავშირის დროინდელი ანეგდოტი გამახსენდა,„გაიშნიკად“მისაღებ გამოცდას რომ აბარებს ტიპი და საგამოცდო დავალება მისცეს.მიდი და ელექტროენერგიის გადამცემი ხაზის,გუდრონში მოხარშული ხის ბოძს შარი მოსდეო.ისიც მივიდა და ეკითხება;-რატო ფოთლები არ გასხია!ახალგაზრდობას განვუმარტავ,რომ მაშინდელი გაი,ანუ ავტოინსპექცია,დღევანდელი საგზაო პატრულის წინაპარია და მძღოლებისაგან ფულის გამოძალვა,მათი საქმიანობის ძირითადი არსი იყო.ზოგი ჯიბეში,ზოგი კი,მათზე ზემდგომი სტრუქტურების ხელმძღვანელობის ჯიბეებში რომ გადადიოდა და იქ სამსახურის დაწყების მსურველები,მზად იყვნენ ქრთამად დიდი ფული გადაეხადათ.მე არ ვყოფილვარ,მაგრამ ამბობენ,რუსეთში და აზერბაიჯანში,დღესაც იგივე მდგომარეობააო.სიტყვა გამიგრძელდა და ეს ინგლისელებიც,იმ გაიშნიკებს ჰგვანან.ბიჯო,დუეს პირდაპირ რომ დაერტყა და მამარდა კარის ხაზზე მდგარიყო,კუთხეში დარტყმულს ვერაფრით მისწვდებოდა და მაშინ ხომ სამართლიანად მოთხრიდნენ,შეცდომა დაუშვაო.ერთადერთი ვარიანტი ჰქონდა ბურთს და მაინცდამაინც იმ ტრაქტორიით წავიდა კარში,რომელსაც ვერ მისწვდა.რა,მაგ ვარიანტის გულისათვის 10 დან 5 დარტყმას რომ გაუტანდნენ,ის პოზიცია დაეკავებინა?!სისულელე და ვიღაცაზე გულის მოფხანაა,ეგ ყველაფერი.სხვათა შორის,არც მთლიანად ლივერპულს უთამაშია ცუდად.იცოდნენ რაც შეეძლოთ და იქიდან გამომდინარე ითამაშეს.2-0 ის ანგარიში არ არის,რომლის ამოქაჩვაც საკუთარ მოედანზე შეუძლებელი იყოს.იქ შეეცდებიან ყველაფრის გამოსწორებას და ტექნიკურად თუ ვერა,ფიზიკური ზეწოლით მაინც მიზნის მიღწევას.პსჟს ადვილი თამაში არ ელის,მამარდაც წუხანდელის შემდეგ,კიდევ უფრო თავდაჯერებული იქნება და პსჟ-მ,იქაც ამდენი მომენტი თუ გაანიავა,შესაძლოა საბოლოო შედეგი,კითხვის ნიშნის ქვეშაც დადგეს.ლივერპული ხომ ძალიან გამოცდილი გუნდია და თამაში თუ იპოვა,არც პსჟს დაცვაა,გაუვალი.ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
master
პირველი ბურთი ულაპარაკოდ მისი ბრალი იყო,მეორე გოლზეც შეეძლო უკეთესად მოქმედება,ძალიან ზანტად გამოვიდა და ფაქტიურად არ უბრძოლია ბურთზე,იფრო.მეტად რათქმა.უნდა.მცველებისნბრალინოყო მაგრამ.თვითონაც შეეძლო უკეტ მოქმედება იმ მომენტში. ვერაფერი ქნა აბსოლიტურად.ქონდა კი მოგერიებები,მაგრამ ეს ბიჭი აშკარად ნერვიულობს,თუმცა არაუშავს,აუცილებლად გაუვლის ნერვიულობა როცა ძირითადს გაუშინაურდება.თვითონ ლივერპულს აქვს კრიზისული სეზონი და მამარდა უბრალოა.რაც უნდა ექნა მამარდას მაინც აუცილებლად მოუგებდა პარიზი...კვარა კი ვფიქრობ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება..
Givi
საშინლად არ უმართლებს მამარდას ლივერპულში, რა რიკოშეტი იყო ზუსტად ხარიხასთან ჩაეშვა რა, ფეხით თამაშის მაგარი პროგრესი აქვს და რას ერჩიან ვერ ვხვდები, ერთი ბურთი გაუშვა აუტში და ატყდა ამბავი, კარგი რაა...
ჟორა გაბრიჭიძე
ვკითხულობ შეფასებებს და ვფიქრობ: ამ ხალხმა ფეხბურთზე კი არა ტყემლის კრეფაზე უნდა წერონ. როგორ შეიძლება მეკარეს ერთდროულიდ სწორი პოზიცია ჰქონდეს თავდამსხმელის დარტყმაზე და რიკოშეტზე? გიორგის სწორი პოზიცია ეჭირა კარში დარტყმული ბურთის მიმართ და რიკოშეტის მიმართაც როგორ უნდა ჰქონოდა სწორი პოზიცია? დარტყმოლი ბურთი ალთას მიდიოდა, რიკოშეტით კი ბალთას წავიდა. მაინც ყოჩაღ გიორგის, რომ ასე სწრაფად მოახდინა რეაგირება და ცოტა დააკლდა აღებას.
SLOT OUT
ესე იგი სლოტზე ლივერპულის ფანები ისეთი გამწარებულები არაია რომ სოციალურ ქსელებში არ ინდობენ, წუხელ ერთ ერთ სოციალურ ქსელში სლოტის შესახებ პუბლიკაციის კომენტარებში სლოტის და წუხანდელი პსჟ-ს მომხდარის კარიკატურა ავტვირთე, თუ დამაყარეს მომონტალურად წავშლიო, პლიუს-მინუსი ლაიქები გასაგებია არ იქნებოდა და მაგრამ არც არანაირი ფანების კომენტარები არ ყოფილა, მშვიდად მიიღეს და გაატარეს ეს კარიკატურა.
[VIDEO] მიქაუტაძის კოხტა გოლი - "ვილიარეალმა" "ნაპოლის" მოუგო
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
იმედი L RKENA 2026-ის მზღვეველია
[VIDEO] მიქაუტაძემ "ნაპოლის" გაუტანა - ვილიარეალი" 2:1-ს იგებს
[VIDEO] "სპორტინგის" მეორე მოგება და აზერბაიჯანული გუნდის ისტორიული გამარჯვება
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
7:0. საქართველოს ნაკრებმა სომხეთს სძლია და A ლიგაში გადასვლის შანსი აქვს
"ამჟამად მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს ვთამაშობთ" - ლაპორტა "ბარსელონას" ბრწყინვალე ფორმაზე
"ჩემი ფეხბურთელები თითქოს ხულიგნები იყვნენ" - ბენინის ნაკრების მწვრთნელის ასისტენტი არგენტინელების მოქმედებით უკმაყოფილო დარჩა
6 ტურში ყველა მატჩი წააგო - "ვენეციამ" მთავარი მწვრთნელი დაითხოვა
ქართველი მსაჯები ევროპის ლიგის მატჩს განსჯიან
ქართველი მსაჯებისა და კომისრის ბარაქიანი ევროპული ოქტომბერი
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
"ეს უკვე ძალიან ზედმეტია" - პაპენის აზრით, მბაპეს "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად პრობლემა აქვს
ტრანსფერი შედგა - საზონოვის "ხეტაფეს" დაცვას ლეგენდარული დანი კარვახალი გააძლიერებს
მეოთხე მწვრთნელი ისტორიაში - მარესკა და "სიტი" შეუჩერებლები არიან
კრიშტიანო რონალდო: ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი ვარ
რად უნდათ ამდენი მეკარე? - "ლივერპული" კიდევ ერთი კიპერის დამატებას აპირებს
ქვიზი: გამოიცანი სპორტსმენი მისი წიგნის მიხედვით
აბუაშვილის "მეცი" სტუმრად "დიჟონთან" დამარცხდა
[VIDEO] მეტოქის გულშემატკივრების აპლოდისმენტები ქოჩორაშვილს და 3:3 გიჟურ მატჩში
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
დიდი მხარდაჭერა - პსჟ-ის მანჩესტერში გულშემატკივართა არმია ჩაჰყვა
იურგენ კლოპი: "ლივერპულს" ვურჩიე, ეს ფეხბურთელი არ შეეძინა
[VIDEO] ხვიჩამ შესვლისთანავე გაიტანა - პსჟ-მ "ლემანი" დაამარცხა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ლე მანთან" მატჩში?
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რად უნდათ ამდენი მეკარე? - "ლივერპული" კიდევ ერთი კიპერის დამატებას აპირებს
პსჟ ოპტიმალური შეტევით, ხვიჩა პირველად - "მამარდა" ადრე და "იბერია 1999"
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
[VIDEO] ალისონს სამი გაუტანეს - "მანჩესტერ სიტიმ" კაცნაკლული "ლივერპული" არ დაინდო
ლუის ენრიკე: "ოქროს ბურთზე" დაუსრულებელი ლაპარაკით დავიღალე
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს