სეგუნდა დივიზიონის ოცდამეთხუთმეტე ტურში, „რასინგმა“ ლა ლიგაში გადასვლისთვის ბრძოლაში უშუალო კონკურენტი „ალმერია“ სახლში 5:1 გაანადგურა.

მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია, 22-ათასიანი სტადიონი პირთამდე გაივსო და გულშემატკივრებმა თავიანთი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვებით გაიხარეს.

მასპინძელთა თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და 72-ე წუთზე შეცვალეს. მისი თამაში flashscore-მ 6.3 ქულით შეაფასა, sofascore-მ კი 6.0 ქულით.

„რასინგი“ 65 ქულით ლიდერია და 17 აპრილს სან-სებასტიანში „სოსიედად B”-ს დაუპირისპირდება. „დეპორტივოსა“ და „ალმერიას“ 61-61 ქულა აქვთ, ხოლო „მალაგასა“ და „ბურგოსს“ 60-60.

სანტანდერი. „სარდინერო“

რასინგი - ალმერია 5:1

გოლები: 0:1 ემბარბა (12), 1:1 მარტინი (21), 2:1 ვისენტე (28), 3:1 ვილიალიბრე (79), 4:1 კანალესი (82), 5:1 სანგალი (88)

გაძევება: ლოპი (45+5, ალმერია), გარსია (75, რასინგი)

გიორგი მართლაც საჩუქარია ქართველებისთვის,ვენაცვალე მაგის მშობლებს.თქვენ ბატონო ზურაბ ბედნიერი კაცი ბრძანდებით,რომ შეგიძლიათ პირადად უყუროთ გიოს თამაშებს.მაისურის ჩუქების ამბავიც ვიცით და ვუსურვებთ თქვენს შვილს ქართველებისთვის სასახელო კაცი გაზრდილიყოს.

სანამ გულიაშვილი მოედანზე იყო,მის თამაშს ვუყურებდი და რომ შეცვალეს,ვილიარეალის თამაშზე გადავრთე.გიორგი როგორც ყოველთვის,ახლაც ბევრს მუშაობდა პრესინგზე.
გიორგი
სულ ველოდებოდი ამ ბიჭის სახელის გაგონებას მაღალ დონეზე ინგლისთან ახალგაზრდულ ნაკრებთან დაპირისპირებისას ნაჩვენები თამაშის შემდეგ ცოტა დააგვიანა მაგრამ მადლობა ღმერთს მოულოდნელად კარგ დროს კარგ ადგილას აღმოჩნდა ვფიქრობ მომავალ სეზონში ლალიგაში დავტკბებით მისი კარგი თამაშით რასინგი გადავა თუ ვერ გადავა ამის მიუხედავად
ზურა
გიორგის დიდი მადლობა ჩემი შვილის გახარებისთვის, მაისური გულში ჩახუტებული მოჰქონდა მთელი გზა. რაც შეეხება ქულებით შეფასებას, როცა ვუყურებ რამხელა შავ სამუშაოს ასრულებს, საერთოდ არ ასახავს ეგ ქულები მის თამაშის ხარისხს. იმდენს მოძრაობს ბურთის გარეშე და იმდენ თავისუფალ სივრცეებს უქმნის სხვა ფეხბურთელებს რომ ყველა ხედავს და აფასებს, უბრალო ხალხის საუბრებს რომ ვუსმენ ქუჩებში ან ბარში, მეამაყება რომ აქ არის და ქართველია. მადლობა გიორგი!!!
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
[VIDEO] 3:2 - ალისონის უხეში შეცდომა - "ფენერბაჰჩემ" "ლივერპულს" თამაში შემოუტრიალა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
ქოჩორაშვილის გოლი და საგოლე გადაცემა - "ლევანტემ" გაიმარჯვა და გალიდერდა [VIDEO]
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"ბარსელონამ" ფერმინის დუბლით "ალმერიას" მოუგო
გოჩოლეიშვილმა ტრავმა მიიღო - "კადისმა" "ალმერიასთან" მარცხი განიცადა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
"სპორტინგი" დიოკერეშის შემცვლელს ესპანეთის ჩემპიონატიდან იმატებს
"რასინგის" წარუმატებლობა გრძელდება - გულიაშვილი 90+2-ე წუთზე შეუშვეს შეცვლაზე...
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს