ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ქართული ლეგიონის ამბები | დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა

ქართული ლეგიონის ამბები | დუდა სანაძე მოედანს დაუბრუნდა

ამ უქმეებზე ქართული ლეგიონის ამბებიდან გამორჩეული იყო დუდა სანაძის მოედანზე დაბრუნება, რომელმაც ნახევარი თვე ტრავმის გამო იუქმა. ესპანეთის რანგით მე-2 ლიგის 29-ე ტურში პალმერ ბასკეტმა ერთ-ერთ უშუალო კონკურენტ მელილასთან 75:82 წააგო, სანაძე კი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა, თუმცა, მწვრთნელმა მას სოლიდური დრო – 26 წუთი დაუთმო.

ქართველმა ლეგიონერმა 13 ქულა, 1 მოხსნა, 2 პასი და 1 ჩაჭრა მოაგროვა. მან 11-დან 5 ორქულიანი და 4-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი 4-ჯერ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. პალმერ ბასკეტ მენორკას 7 მოგება და 20 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზე იმყოფება. დუდას გუნდი მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს გასავარდნ ზონას, ამდენად, მთავარი ბრძოლები წინ ელის.

ACB ლიგის 26-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბარსელონამ ბილბაოს უმასპინძლა და 29 ქულის სხვაობით გაანადგურა – 90:61. ბარსამ ისე დაიწყო, ევროლიგაზე ზედიზედ ორი მარცხის ჯავრი მთლიანად ბასკურ კლუბზე იყარა – პირველი მეოთხედი 21:7 მოიგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში იყო, მან სულ 16:26 წუთი ითამაშა, თუმცა გუნდს 10 ქულა მოუტანა – თამაშიდან 7-ჯერ ესროლა და ხუთჯერ ჩააგდო, სამქულიანი ან საჯარიმო არ უსვრია. ქართველი ფორვარდის ანგარიშზეა 3 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაც. 17 ქულით საუკეთესო იყო ისუფა ფოლი, ჟოელ პარას ანგარიშზე 16 ქულა და 8 მოხსნაა.

ალექს მერკვილაძის ოსტენდე ვეერტს ესტუმრა და ოვერტაიმში 96:92 დაამარცხა.

ქართველმა ფორვარდმა 25 წუთი ითამაშა, მის ანგარიშზე 8 ქულა, 4 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემაა. მან ერთი სამქულიანი ჩააგდო და პლუს/მინუს მაჩვენებელი გუნდში საუკეთესო ჰქონდა – 14. ალექსის ანგარიშზეა ორი ჩაჭრაც.

თურქეთის საკალათბურთო სუპერლიგის 26-ე ტურში მარკის რიდის ტრაბზონსპორმა შინ 84:90 წააგო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა

34:48 წუთი ითამაშა და გუნდს 30 ქულა მოუტანა. აღსანიშნავია, რომ მან შორი დისტანციიდან ცუდად ისროლა – 5-დან მხოლოდ ერთი სამქულიანი ჩააგდო, თუმცა მატჩის ბომბარდირი მაინც გახდა. მის ანგარიშზეა ასევე 5 შედეგიანი გადაცემა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა.

ერთ-ერთ აუტსაიდერთან მარცხის შემდეგ ტრაბზონსპორს 17-9 ბალანსი გაუხდა, გუნდი მეოთხე პოზიციაზეა, თუმცა ბოლო ოთხი შეხვედრიდან სამი დათმო. 19 აპრილს სტამბოლში მარკის რიდსა და კომპანიას სერიოზული გამოცდა ელის მეორე ადგილზე მყოფ (21-4) ფენერბაჰჩესთან.

გოგა ბითაძის ორლანდო მეჯიქს შანსი ჰქონდა NBA-ს პლეი ოფში გასულიყო და ამით, დამატებითი მატჩებისთვის თავი აერიდებინა, თუმცა, სარეზერვო შემადგენლობით მოთამაშე ბოსტონ სელტიკსთან მოულოდნელი მარცხი განიცადა და პლეი ინში მოედნის უპირატესობაც კი ვერ მიიღო.

ლიდერების გარეშე ბოსონელებმა ორლანდის 113:108 მოუგეს. ბითაძემ ორივე ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 4 პერსონალური ფოლი მიიღო. 5 ქულას გოგამ 7 მოხსნა და 1 პასი მოაყოლა.

ახლა, ორლანდოს პლეი ოფამდე არცთუ იოლი გზა აქვს გასავლელი. მეჯიქის პირველი შანსი ისაა, რომ 16 აპრილის დილას სტუმრად სიქსერსს აჯობოს. ფილადელფიელებმა ფლორიდელთა დარად, რეგულარული სეზონი 45 მოგებითა და 37 მარცხით დაასრულეს და დამატებითი მაჩვენებლებით მე-7 ადგილი დაიკავეს, მეტოქე კი მერვეზე დატოვეს. თუკი ორლანდომ უმძიმეს მატჩში წარმატებას მიაღწია, პლეი ოფში იმავე ბოსტონს შეხვდება.

პლეი ოფში გავიდა და პლეი ინში გადათამაშება თავიდან აიცილა ანდრო მამუკელაშვილი ტორონტომ. კანადურმა გუნდმა ბრუკლინს 136:101 მოუგო და აღოსავლეთ კონფერენციაში მე-5 ადგილი დაიკავა.

მამუკელაშვილმა მოედანზე 18 წუთი გაატარა და 9 ქულა, 3 მოხსნა და 3 პასი მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა სამივე ორქულიანი და 2-დან 1 სამქულიანი ჩააგდო, დაკარგვა არ ჰქონია და 1 პერსონალური ფოლი მიიღო. იმ პერიოდში, როდესაც სანდრო მოედანზე იყო, რეპტორსმა მეტოქეზე 12 ქულით მეტი ჩააგდო.

ტორონტო პლეი ოფში კლივლენდ კავალიერსს შეხვდება, რომელმაც სეზონი 52 მოგებითა და 30 მარცხით დაასრულა და მე-4 ადგილზე გავიდა. სერია ტრადიციულად ოთხ მოგებამდეა და მასპინძლის უპირატესობა კავალიერსს ექნება, პირველი თამაში კი როკეტ არენაზე 18 აპრილს არის დაგეგმილი.

GBF.GE

[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა

[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა

შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება

204-სანტიმეტრიანი უკრაინელი თავდამსხმელი "ჟირონაში" გადავიდა

20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იტალია

10xSEO-მ ბაზარზე სპეციალიზებული SEO ქოფირაითინგის სერვისი ჩაუშვა: ტექსტები, რომელთა მეშვეობითაც Google-ში გპოულობენ

ამორიმი, გლასნერი ან იასლე - ვინ ჩაიბარებს "მილანს"?

[VIDEO] სიცილის შეკავება შეუძლებელია - სამხრეთ აფრიკის ნაკრების ლეგენდების რეაქცია მექსიკასთან მარცხის შემდეგ

[VIDEO] "ბარსელონამ" "ტენერიფეს" მეორე შეხვედრაც მოუგო და ფინალს მიუახლოვდა

ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა

მოურინიომ თანამემამულე ვარსკვლავი "ბარსელონას" აწაპნა

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა

გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს

მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა

ხავი "ბარსელონას" ლეგენდების გუნდიდან ამოიღეს - მიზეზად ლაპორტას მოწინააღმდეგის მხარდაჭერა სახელდება

ტევესი შეცვალა - ხორხე სამპაოლო სამუშაოდ სამშობლოში დაბრუნდა

მოურინიოს სია - ჟოზემ "რეალს" ამ 6 ფეხბურთელის გაშვება სთხოვა

ოლისე კვარაცხელიასთან ერთად შეუტევს - რამდენად შესაძლებელია ტრანსფერი?

იწყებენ "რენით", მაგრამ იქამდე 2 ტიტულის მოგება კიდევ შეუძლიათ - ლიგა 1-ის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია

არბელოამ შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

ინგლისმა კოსტა-რიკას უპრობლემოდ სძლია

"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ

აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს