ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში პსჟ-მ „ლივერპული“ 2:0 დაამარცხა, ორრაუნდიანი დაპირისპირება 4:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

შეხვედრა მაღალ ტემპში, ორმხრივი შეტევებით დაიწყო, პირველი მომენტები სტუმრებმა შექმნეს, ჯერ დემბელეს მამარდაშვილმა არ გაატანინა, შემდეგ უსმანმა სამი მეტრიდან ვერ უწია მიზანს. 30-ე წუთზე მასპინძელთა რიგებში იძულებითი ცვლილება მოხდა - ტრავმირებული ეკიტიკეს ნაცვლად მოედანზე სალაჰი შევიდა. „წითლებმა“ შანსი ვერ გამოიყენეს, როდესაც ბურთი საფონოვმა მოიგერია, ვან დეიკის დარტყმული კი მარკინიოსმა დაბლოკა. მერე ტრავმირებული მენდეში ერნანდესმა შეცვალა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

შესვენების შემდეგ დუე დაშავდა, რომელიც ბარკოლამ შეცვალა. წვიმაც გაძლიერდა და „ლივერპულის“ ზეწოლაც, 64-ე წუთზე პაჩოსთან ბრძოლაში საჯარიმოში მაკ ალისტერი წაიქცა, მსაჯმა მარიანმა ვიდეოგამეორება ნახა და პენალტი არ დანიშნა. ცოტა ხანში კვარაცხელიას გადაცემა დემბელემ მიიღო და თავისი გუნდი დააწინაურა. კომპენსირებულ დროში უსმანმა დუბლი შეასრულა, ბოლოს ხვიჩას დარტყმული ბურთი კარის ხაზიდან კერკეზმა გამოიტანა და "პარი სენ ჟერმენმა" გაიმარჯვა.

ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 40 მატჩში 13 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა - უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 13 შეხვედრაში 8 გოლი და 5 საგოლე პასი.

პსჟ ნახევარფინალში „ბაიერნსა“ და „რეალს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება - 28 აპრილს გასვლაზე და 5 მაისს სახლში.

ლივერპული. „ენფილდი“

ლივერპული - პსჟ 0:2

გოლები: 0:1 დემბელე (72), 0:2 დემბელე (90+1)

დავით 67
.-ს! შესანიშნავი ანალიზია. კი ნამდვილად გასაძევებელი იყო. მე მაინც ვთვლი რომ პსჟ-ს ცოტა გაუმართლა. თუმცა წვიმა ლივერპულის მხარეს უნდა ყოფილიყო. ერთი რამის აღნიშვნა მინდა, რაც არავის დაუწერია. წინა მატჩში პარიზში, ხვიჩა გასაფრთხილებელი იყო, როდესაც მეტოქე ხელით დაიჭირა, იმ ესპანელმა მსაჯმა დაინდო. ყვითელი რომ მიეცა გუშინ ვერ ითამაშებდა და ხვიჩას გარეშე ვინ იცის რა მოხდებოდა. ის ესპანელი მსაჯი საქართველოს ნაკრებისთვისაც მომგებიანია, ის არ იყო ლუქსემბურგთან რომ წაგვეხმარა? პსჟ-მ ბოლო მატჩებში ძალიან მოუმატა, მაგრამ ბავარიას ( თუ გავიდა) დამარცხება ძალიან გაუჭირდება.
მუწუკიანი ლაწირაკი
ეეეეჰ ვერ გაგვახარა მამარდამ,მაგრამ რას ვიზამთ,კვარა კი ნამდვილად გმირია!

ფეხბურთია თუ ბალეტი შე კაი კაცო, ვიღაცა მიარტყავს და ჩაჩეხავს აბა როგორ გინდა კონტაქტურ სპორტში. ისედაც მოაკლდა ბოლო წლებში სიხისტე ფეხბურთს და რობოტების კორპორაციას დაემსგავსა.

კრივში,ნიკაპში რომ ამოარტყამენ,მაგას აპერკოტი ჰქვია და აპერკოტის შემდეგ,ჩვეულებრივ ნოკაუტი თუ არა,მძიმე ნოკდაუნი მაინც ფიქსირდება.ორმეტრიანმა ვან დეიკმა ნიკაპში დამიზნებით ამოარტყა და თამაში რომ გააგრძელა,ეგეც უკვე ძნელი საქმე იყო.ამის შემდეგაც,კიდევ ერთხელ მიიღო,მტკივნეული დარტყმა და ამის შემდეგ,თავაწყვეტილ დრიბლინგებზე წასასვლელად,კოორდინაცია ნამდვილად აღარ ექნებოდა.საკვირველი ის არის,ვარმა ვან დეიკის მოქმედება,წითელი ბარათის შესამოწმებლადაც კი რომ არ განიხილა.ეტყობა ინტრიგის დაკარგვას მოერიდნენ,თორემ ნამდვილად საწითლე იყო და ამაზე ნაკლებზეც გაუძევებიათ.ნახვას სხვებს რომ მოუწოდებ,ნახე და თვითონვე დარწმუნდები,რომ ვან დეიკმა ხელი მიზანმიმართულად მიმართა,კვარას ნიკაპისაკენ.მიუხედავად ყველაფრისა,კვარამ მაინც ჩაამთავრა თამაში და ორივე გოლში მონაწილეობა მიიღო.სანახავს დამნახავი დაინახავს,ვისაც არ უნდა,ის კი რიყეზე ქვასაც ვერ პოულობს! რამდენიმე წლის წინ,კრივის შესახებ გადაცემა მიდიოდა,სადაც ჟურნალისტს ქართველი მწვრთნელი ჰყავდა მოწვეული და რომელიღაცა ცნობილი მოკრივეების ბრძოლაზე საუბრობდნენ.ერთერთი მებრძოლი,ნოკდაუნში აღმოჩნდა და ბრძოლის გაგრძელების შემდეგ,ჟურნალისტი ამბობს,ნახეთ გამოცდილება რას ნიშნავს,ნოკდაუნში აღმოჩნდა და საერთოდ არაფერი ეტყობა!მწვრთნელმა ერთი კი გაიცინა და რაკი ჟურნალისტს ვერაფერი უთხრა,გაეცინა და მხოლოდ ეს უპასუხა:როგორ არ ეტყობა!როგორ არ ეტყობა!-მართლაც, მოკრივე თითქოს მოძრაობდა,მუშტებსაც ისროდა,მაგრამ აღარც სისწრაფე ჰქონდა და აღარც სიზუსტე.
ამატაკი
პსჟ-ს სახით ნამდვილად ღირსეული ნახევარფინალისტი ჰყავს ლიგას. ერთი სულის მოთქმით გააუთოა ინგლისელები 12-2, ამით ყველაფერი ნათქვამია. რაც შეეხება მამარდაშვილს- არანაირი სერიოზული შეცდომა არ ქონია. ასეთ ამინდში, 17-18 მეტრიდან კუთხეში ძლიერი დარტყმის ვერ მოგერიებას უნდა ეცადო, რომ შეცდომა დაარქვა.მეორე გოლისას როცა მაღალ სიჩქარეზე ორი ერთზე მოდის, ერთადერთი რაც შველის ფორტუნაა და ვერანაირი თუგინდ 5 საფონოვი კარში ასეთ დროს უძლურია. საფონოვს ქონდა ნორმალური მატჩი, ოღონდ რაღაც განსაკუთრებული არ ჩაუდენია. ლივერპული ურტყამდა ძირითადად შუაში(მართალია ასეთ ამინდში ყველა კარში დარტყმული სახიფათოა). ასაღები აიღო, მაგრამ ისეთი მომენტები , რის შედეგადაც გიომ გოლები გაუშვა, ლივერპულს არ შეუქმნია. ზოგადად შეიძლება ითქვას, ყველაფერი მოლოდინისამებრ წარიმართა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს ლივერპული ამ პსჟ-სთან ტოლსწორად ვერ იბურთავებდა. ფეხბურთში შესაძლებლობების სასტარტო უთანასწორობის კომპენსირება ერთ მატჩში შესაძლებელია რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევით მოხდეს მაგ. ამინდი, წითელი ბარათი, ტრამვები. მაგრამ ასეთ პრეცედენტებს ადგილი არ ჰქონია, თუმცა წვიმა ლივერს ცოტათი დაეხმარა, მაგრამ არასაკმარისად. დასასრულს კვარასა და გიოზე ორი სიტყვა: ხვიჩა ამ სეზონს კიდევ უფრო დამაჯერებლად ატარებს, ვნახოთ აბა ამჯერად რა სიმაღლეებს შეუტევს! გიორგის პერფორმანსიც შეიძლება ითქვას დადებითად გამოიყურება. ეს იმ ფონზე, რომ მთელი სეზონი ბიჭი სკამზეა, რავარი საქმეა ადგე და გუნდისთის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში ჩადგე კარში, მაშინ როცა საერთოდ არ გაქვს ძირითადის პრაქტიკა.ზოგიერთი კიდე ამუნათებს, მათ ჰგონიათ ასეთ დროს მეკარე უნდა წამოხტეს სათადარიგოდან და კარში უეჭველად სასწაულები ჩაიდინოს. ამათ ვეტყვი, რომ არ ინერვიულონ გიოზე. მას არაფერი აქვს დასამტკიცებელი. გიო უკვე შემდგარი, მაღალი კლასის გოლკიპერია და მას შთამბეჭდავი კარიერა კიდევ წინ აქვს, ლივერპულში იქნება ეს თუ სხვა დიდ კლუბში.

სალაჰი მთელი სეზონია უსუსურია, იმიტო იჯდა სკამზე. 5 წლით ახალგაზრდა სალაჰი გაიბრწყინებდა, დღეს ფიზიკურად აღარ შეუძლია.
ტრი-ტრი
დავით, ანგარიშის გამოცნობა თუ გნებავთ, მაშინ ლელა კაკულიას მიმართეთ.)) აბა აქ ბევრი პოგნოზირებდა თამაშამდე, რომ რაც საფრანგეთში დააკლეს, ინგლისში აუნაზღაურებდნენ. ისე აგიხდათ ყველაფერი. ეგ კი არა და ბაიერნ-რეალთანაც შანსები 70-30 აქვთ ჩემის მოკრძალებული შეხედულებით. როგორც უსუსური სალაჰი ვიხილეთ, ისევე ვნახავთ დაუძლურებულ კეინს, მბაპეს და ვინისიუსს, რომელიც არ უნდა გავიდეს ნახევარფინალში. იმედია დუეც ჩადგება მწყობრში და მერე ხვიჩას გამჩერებელიც არავინ იქნება, განსაკუთრებით რეალთან(თუ გავიდა).
ბოჩია
მამარდამ თავდაჯერებით კი ითამაშა, ასაღები კი აიღო, მაგრამ გუნდი ვერ გადაარჩინა გოლების დროს, რაც აუცილებელი პირობაა ტოპ გუნდების ტოპ მეკარისთვის, თორემ ისეთები,რომლებიც მხოლოდ ასაღებს იღებენ თამაშობენ არა ლიველლპოლის ყალიბრის გუნდებში არამედ ვალენსიას დონეზე...მით უმეტეს პირველი გოლი საჯარიმოს გარედან გაუტანა იმ დებილებ ახლო კუთხეში...კვარას საგოლეს კი რაც შეეხება, სუფთა ნონსესია, როდესაც სხვა გაგრძელება ვერ მოძებნა და ვერც გამწვავება გაბედა,ბურთი უკან შეატენა დემბელეს,რომელმაც მცველები ჩამოიშორა და იუელირივით ჩასვა დაბალ კუთხეში, ასეთი საგოლე, როგორი საამაყოა კიდევ საკითხავია... არ თქვათ ახლა,რომ ასე არ იყო...ისე გუშინდელ თამაშზეც პასების 80 პროცენტი უკან გააკეთა, მე არ ვიგონებ შეგიძლიათ ნახოთ - ადვილია...

მეორე ტაიმში ლივერპულმა მთელი ძალებით შეუტია და წესით,ანგარიშიც უნდა გაეხსნა,მაგრამ წუხელ საფონოვის დღე იყო.თავიდანვე ჩაერთო თამაშში და ბოლომდე დატვირთვის ქვეშ იყო.ასეთ ამინდში,რა თქმა უნდა შემტევი მხარისთვისაც რთულია,მომენტების გამოყენება,მაგრამ ლივერპულის ათლეტური თავდამსხმელებისათვის საჯარიმოში ზეწოლა,თუნდაც ფიზიკური,შანსებს მრავლად უქმნიდათ.პსჟს დაცვა ზღვარზე მუშაობდა და საქმე ისე წავიდა,რომ მატჩის შედეგი,პირველი გოლის გატანაზე იყო დამოკიდებული.თუ ლივერპული გაიტანდა,მათი აღმაფრენა და ტრიბუნების მხარდაჭერა,საერთო ანგარიშის გათანაბრების საშუალებასაც მისცემდათ,ხოლო პსჟ-ს მხრიდან გოლის გატანა,თამაშს ფაქტობრივად დაამთავრებდა.ძალიან უჭირდა პსჟს,მაგრამ მაინც მოახერხეს კლასიანი კონტრშტევის ჩატარება და ანგარიშიც გაიხსნა.ლივერპულმა უკვე იცოდა,რომ სამი გოლის გასატანად,აღარც დრო ეყოფოდათ და აღარც ძალები.დემბელეს მეორე გოლი,უკვე საბოლოო ანგარიშის უბრალო დაფიქსირება იყო.საფონოვმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა და ჩემი აზრით,მატჩის საუკეთესო ფეხბურთლად,სწორედ ის უნდა დასახელებულიყო,დემბელეს დუბლის მიუხედავად.რაც შეეხება მამარდას დაბალ შეფასებებს,პირველ ტაიმში,ისიც სრულად იყო ჩართული თამაშში,სამუშაოც ჰქონდა და ძალიან კარგადაც თამაშობდა,აი,გოლის ეპიზოდამდე კი,მეორე ტაიმში მას ბურთთან შეხებაც კი ფაქტობრივად აღარ ჰქონია და პირველი გოლი,ეტყობა თამაშიდან გამოთიშვად ჩაუთვალეს,შემფასებელმა სააგენტოებმა.რეალურად,იმ მომენტში,კვარამ დემბელეს საჯარიმოს წინ მისცა პასი,დემბელემ ბურთი გაისწორა,ამავე დროს მცველი ჩამოიშორა და 19 მეტრიდან შეუფერხებლად და დამიზნებით დაარტყა.მაგ პოზიციიდან ძლიერად დარტყმულებს,მეკარეები კარგ ამინდშიც ვერ იღებენ,სველ საფარზე კი ბურთი მიწაზე დაეცა და კიდევ უფრო აჩქარდა.დემბელეზე ვიღაცა უნდა ასულიყო,მაგრამ ვერ მოასწრეს და გოლიც მიიღეს.მეორე გოლი,უკვე ჩამკვდარ ლივერპულს გაიტანა და ასე სუფთად პირისპირ დარჩენილმა დემბელემ,მის გადასაკეტად გაქცეულ მამარდას ბურთი ფეხებს შორის რომ გაუტანა,ეგ მეკარის შეცდომა კი არა,დაცვის უბედურებაა. პირველ ტაიმში,ვან დაიკმა კვარასთან ორთაბრძოლის დროს,ნიკაპში ხელი ამოჰკრა და დაუსჯელი დარჩა,არადა გამეორებაზე აშკარად გამოჩნდა,რომ მისი ხელი,სრულიად წინასწარგანზრახულად მოძრაობდა კვარას ნიკაპისაკენ.მან ხელი პირდაპირ კი არ აიქნია,არამედ გვერდზე გადასწია,კვარას სახეს რომ მისწვდომოდა და განზრახ სახეში დარტყმა როგორ ისჯება,მგონი გააგებია.მეორე ტაიმში,სობოსლაი და დუე,გვერდით ხაზთან იბრძოდნენ ბურთზე,რომლის დროსაც ბურთმა მოედანი დატოვა,სობოსლაიმ კი,დუეს უკანიდან ხელი ჰკრა და სარეკლამო დაფისაკენ მიაგდო,სადაც მიკროფონის ლითონის,სამფეხა სადგარიც იდგა.დუე იმ სადგარზე დაეცა და ტრავმირებულმა დატოვა,მოედანი.ეს მოქმედებაც დაუსჯელი დარჩა!შეგახსენებთ,რომ ლივერპულის სტადიონის სათამაშო მინდორი,გვერდით ბილიკთან შედარებით შემაღლებულია და პირით ხაზის გარეთ,დახრილად ჩადის,ტრიბუნების და სარეკლამო დაფისაკენ.წვიმიან ამინდში,სრული სისწრაფით გაქცეულ კაცს,ამ გვერდით არეზე რომ გადააგდებ,თითქმის შეუძლებელია დაღმართზე მიმართულების შეცვლა,ან შეჩერება.სარეკლამო დაფას რომ არ დაეჯახო,სასწრაფოდ უნდა დაწვე და ასე სცადო შეჩერება,მაგრამ დუეს,იქ მიკროფონის ლითონის სადგარი დახვდა და ტრავმაც თავიდან ვერ აიცილა.შეგახსენებთ,რომ ნაპოლიში თამაშის დროს,სწორედ ასე გაუკეთეს კვარაცხელიას და წელის კუნთის ტრავმის გამო,ერთი თვე გაუცდა.ვან დაიკის დარტყმის მერე,კვარას კიდევ შემოარტყეს ძალიან მტკივნეულად და მგონი დამეთანხმებით,რომ კვარას აქტიურობა აშკარად შემცირებული იყო.მართალია ორივე საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა,მაგრამ მოძრაობაც დამძიმებული ჩანდა და აღარც დრიბლიგებს და თავისუფალ სივრცეში გაჭრას ცდილობდა,ძველებურად.არ გამიკვირდება,მასაც ტრავმა თუ დაუდგინდება. ორ მატჩში გოლს რომ ვერ გაიტან,არა მგონია იმ გუნდს,ან მის გულშემატკივარს,მეკარის მიმართ პრეტენზიების მიზეზი ჰქონდეს.ამას,მამარდაშვილის დაბალი შეფასების და ამ საიტზე ზოგიერთის მხრიდან მის გამქირდველების მისამართით ვამბობ.პარი სენ ჟერმენი,დღეს უფრო ძლიერი გუნდია და ლივერპული დამსახურებულად გამოაგდო.
zaza
კვარა დაიღალა და ალბათ ბერალდო მისმაგივრად შემოვაო და პირიქით მოხდა ამ დაღლილმა კვარამ მასტერკლასი ჩაუტარა როგორც წინ უკანმოუხედავად წასულ ლივერპულს ისე სილკსპორტის წამყვანებს აი ამით განსხვავდება მწვრთნელი უბრალო გულშემატკივრისგან ლუის ენრიკე არიან ამ გუნდის მთავარი არქიტექტორი ხოლო მისი ჯილა კვარაცხელიაა რომელიც ობობასავითაა მთელ მოედანს მოდებული დაშენ უბრალო მომაკვდავს რომ გგონია დაიღალა, მორჩა აი მაშინ გერხევა.ლივერპულს გოლამდე წასაგები თამაში არქონდა გაშვებული ბურთის შემდებ მუხტი შედარებით დაიკარგა რთაც პსჟ-მ ეგრევე ისარგებლა რაცშეეხება პირველ გაშვებულ ბურთს აღებაც შეიძლებოდა და გაშვებაც.ბევრი ყოფილა ეგეთი გაშვებულიც და აღებულიც მაკალისტერს კიდე ჯარიმის ზღვარზე და უფრო მჭიდროდ უნდა ეთამაშა მაგ მომენტში.ამიტომაც გაშვებული ბურთის შემდეგ მალე გამოცვალეს კიდეც.
პეტუხი კრიშტიანუ
ლივერპულმა თუ ულაპარაკოდ აქცია პირველ მეკარედ მამარდა,ალისონის წასვლის შემთხვევაში ძლიერი კონკურენტი თუ არ მოუყვანა და ბრძოლაში არ შეაგდო ორივე,მაშინ ჭკუა სულ დაუკარგავთ მაგათ!თუ მოიგებს კონკურენციას მამარდა კი ბატონო!
gogi
ისევ იგივე განმეორდა რაც პირველ თამაშში - მამარდაშვილმა ისეთი ბურთები გაუშვა რომ პრეტენზია არავის ექნება, თუმცა რომ აეღო უმაგრესს მეკარედ შერაცხავდნენ.

შეიძლება ბევრ რამეში დაგეთანხმოთ,მაგრამ ჭ კლასის მეკარე ნამდვილად არაა. არც ჰამოსვლებზეა ნოლი. ფეხით თამაში უჭირს ,ეს აშკარაა,თუმცა რაც შეეხება თუნდაც პირველ გოლს, დარტყმის მომენტში ვერ ხედავდა და საკმაოდ რთული ბურთი იყო მაგასაც რო თავი დავანებოთ.. მამარდაშვილის ადვოკატად ვერ გამოვდგები,თუმცა პერსპექტიული მეკარეა ,ვნახოთ , შეიძლება მე ვცდები,უბრალოდ ჩემი აზრი დავწერე .
სურამელი
კარგია მართლაც რომ ორი თამაშის მომსწრენი გავხდებით,მაგრამ ორივე გუნდი ძალიან მეცოდება ფინალს მიღმა რომელიც დარჩება მაგისთვის ..
დათო
გეთანხმებით მამარდას შეფასებაში. მორცხვი სტუმარივით თამაშობს, არ/ვერ ხელმძღვანელობს დაცვას, ისინიც თავდაჯერებულები ვერ არიან. გუშინაც ერთი-ორჯერ ვითომ გამოსვლა სცადა და წინ და უკან დარბოდა შემდეგ უაზროდ. მოკლედ, კრიტიკა საჭიროა, თუნდაც ნაკრებშიც იგივე თამაში რომ არ აჩვენოს. გუნდსაც თუ შეიცვლის და იქ ითამაშებს, სადაც ნაკლებად დააკვირდებიან ლუპით და სტრესიც ნაკლები ექნება, უმჯობესია. ფაქტია, სამწუხაროდ, ლივერპულის დონის მეკარე არ არის (იმედია, მხოლოდ ჯერჯერობით).
დავითი
ეს რა იცის ზოგმა თამაშის შემდეგ ხმის ამაღლება. თქვენ თამაშემდე გამოიცანით რეზულტატი თუ მაგრები ხართ. ვიღაცას თურმე უთქვამს ლივერპული ქამბექს გააკეთებსო. ეს რა საშინელება წამოსცდენია )
100% სობოსლაი სად ხარ? 😁
უნდა მოვიგოთო რომ იძახდა ის ბიჭი სად გაიპატა? პსჟ ამ ეტაპზე ბევრად აღემატება ლივერს ვიდრე წინა საზონში ლიგაზე.ჩემი აზრით ადრეული ფინალი 1/2 ფინალში გველის ბავარი - პსჟ და კარგია ორი თამაში რომ იქნება.
გიგო პაპა
როგორც ყოველთვის თამაში მოიგო ნახევარდაცვამ. შეუდარებლები იყვნენ ვიტინია-ნევეში და ზაირა. ხვიჩამაც მაგრად იშრომა, ბოლოს უკვე ვეღარ დარბოდა. ალბათ ფინალისთვის იქნება პიკში ჩვენი ლომი. იმედია, ნახევარფინალსაც სულ რიხინ-რიხინით გაივლიან. წარმატებები ვუსურვოთ!
შაქრო პაპა
აბა დაუქამბექებსო ხო? ))) შეიძლება დემბელემაც ისევ გაანიავოს მომენტებიო?)) აი სულ მაგ ჭკვაზეა რა. რომ არ ეღორა, გამანადგურებელი ანგარიშით დამთავრდებოდა. ვულოცავ ხვიჩას და მამარდას წარმატებები. თუ ალისონა გამოხტა შემდეგ თამაშშივე, მაშინ როგორც ვამბობდით, კაი აფერისტი ყოფილა!)))
gias
შენ, რომ გკითხოს კაცმა ორ თამაშში ერთი კინკილა გოლი, რომ ვერ გაიტანა ლივერმა ეგეც მამარდას ბრალია ხომ?
გიას
ქლიავი ხარ ბიძია 7 მეტრიან კარში უკიდურეს კუთხეში დაურტყეს თან მიწაზე დაეცა, როგორ უნდა აეღო?
გია
რანაირად შეიძლება ვალენსიის მამარდაშვილი და ლივერპულის გიორგი ერთი და იგივე მეკარე იყოს,ოღონდ არ დაიწყოთ ლივერპულის დაცვა დირკაა პრახადნოი დვორი და ათასი სისულელეები,არც ვალენსიას ყავდა დაცვაში მალდინი და ბარეზი და არც ფრანგების დაცვა იყო იდეალური მარა საფონოვმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი ხოლო გიორგიმ რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ჭ-კლასის მეკარის დონეზეც ვერ გაქაჩა,ფეხით თამაში კატასტროფა გამოსვლა ნოლი ხოლო რასაც გუნდის გადარჩენა ერქვა ვერც ამას გაართვა თავი განსაკუთრებით პირველ გოლზე,ამის მერე გვიკვირს ექსპერტების და ჟურნალისტებისგან მისი კრიტიკა
პსჟ "რომასგან" კიდევ ერთი მეკარის წაყვანას გეგმავს
[VIDEO] მიქაუტაძის მე-16 გოლი - "ვილიარეალმა" სეზონი "ატლეტიკოსთან" ბრწყინვალე გამარჯვებით დაასრულა
მიქაუტაძემ გაიტანა - "ვილიარეალი" "ატლეტიკოს" ანადგურებს
პსჟ "რომასგან" კიდევ ერთი მეკარის წაყვანას გეგმავს
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 დილა. ლიუბენოვიჩს 3 ქულა, კორღალიძეს - საფიქრალი
მიქაუტაძემ გაიტანა - "ვილიარეალი" "ატლეტიკოს" ანადგურებს
ჯაფარიძემ და ფუტკარაძემ ბათუმის "დინამოსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივეს
"ბრენტფორდთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ბრუნო ფერნანდეში პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
"ჩვენ რომ ლამაზად ვთამაშობდით, რა მოვიგეთ?" - გლები "არსენალის" კრიტიკას გამოეხმაურა
"ბათუმმა" ფინალურ სერიაში ანგარიში გაათანაბრა და მოედნის უპირატესობა მოიპოვა
[VIDEO] "ბაიერნმა" გერმანიის თასი მოიგო - ჰიონესს მოურინიოს სტუმრობა არ ესიამოვნა
2 მილიარდი "ნაპოლის" სანაცვლოდ - დახარბდება დე ლაურენტისი შეთავაზებას?
წიტაიშვილი "ვილიარეალში" მიქაუტაძესთან ერთად შეუტევს?
[VIDEO] უკრაინელის უარი - ზაბარნიმ საფონოვს ხელი არ ჩამოართვა
სრული ქაოსი და ვარაუდები ალისონთან და მამარდაშვილთან დაკავშირებით
დუე: კვარაცხელია განსაკუთრებულია - ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს
ენცო "ჩელსის" ტოვებს - არგენტინელს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
"ჩემი ხანგრძლივი კარიერის მიზეზი ეს არის" - ლუკა მოდრიჩი
"მხოლოდ სახელის გამო ვერ გამოვიძახებდი" - ტუხელმა პალმერის განაცხადს მიღმა დატოვებაზე ისაუბრა
"ჰოლანდი თუ ალვარესი?" - ლაპორტამ ჭორები გააქარწყლა
"ვაღიარებ, ამას წლებია ყველაზე მეტად ვნანობ" - პეპ გვარდიოლა
მანჩინი ოცნებობს, კონტე ფავორიტია - იტალიაში ახალი მწვრთნელის ძიებაში არიან
მიდის თუ რჩება - დემბელემ პსჟ-ში თავის მომავალზე ისაუბრა
იმსახურებს ხვიჩა "კვარადონას" მეტსახელს? - ჰაკიმიმ კითხვაზე უპასუხა
აირია მონასტერი: ალისონი ბრუნდება, მედია მამარდაშვილს ისევ არ სწყალობს, სლოტი იხტიბარს არ იტეხს
პსჟ "რომასგან" კიდევ ერთი მეკარის წაყვანას გეგმავს
აღარ გვინდა, ვილი "გაიჭედოს"! - კითხვები სამართლიანობისთვის
დუე: კვარაცხელია განსაკუთრებულია - ჩემზე შთაბეჭდილებას ახდენს
სრული ქაოსი და ვარაუდები ალისონთან და მამარდაშვილთან დაკავშირებით
[VIDEO] უკრაინელის უარი - ზაბარნიმ საფონოვს ხელი არ ჩამოართვა
ვითარება შეიცვალა - მამარდაშვილს, სავარაუდოდ, "ლივერპულში" ახალი მწვრთნელი ეყოლება
კვარაცხელიას რუმინეთთან თამაში საეჭვოა - ParisFans-ი მიზეზს განმარტავს
"მამარდაშვილს სხვა გუნდში მომავალი აქვს" - "ლივერპულში" ქართველის პერსპექტივას განიხილავენ
პსჟ-სთან მატჩის წინ "არსენალს" მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაუბრუნდა
"არსენალთან" ფინალში პსჟ-ს შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნას
"ბრენტფორდთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ალისონის დაბრუნება (გამომშვიდობებასთან ერთად?), სალაჰის გაცილება და "ლივერპულის" ფრე "ბრენტფორდთან"
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
"თუ ის შრომას გააგრძელებს, აუცილებლად გამოვიძახებთ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია