ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში „ბაიერნმა“ სახლში „რეალს“ 4:3 სძლია, ორრაუნდიანი დაპირისპირება 6:4 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.

შეხვედრის წინ „სამეფო კლუბის“ პრეზიდენტმა პერესმა განაცხადა, რომ მიუნხენში გამარჯვების მოსაპოვებლად ჩავიდნენ და დაიწყო, მაგრამ რა დაიწყო: 35-ე წამზე ნოიერის შეცდომის შედეგად გიულერმა ორი დაპირისპირების ჯამში ანგარიში გაათანაბრა (2:2). მალე შეცდომა უკვე ლუნინმა დაუშვა და პავლოვიჩმა გაუტანა. შემდეგ გიულერმა დუბლი შეასრულა. მერე მადრიდელთა კარი კეინმა დალაშქრა. ცოტა ხანში ვინისიუსმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მორიგი შეტევისას მბაპემ სტუმრები ისევ წინ გაიყვანა.

მეორე ტაიმში თამაშის სურათი არ შეიცვალა, მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა. შეცვლაზე შესულმა კამავინგამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მოედნის დატოვება მოუწია, რის შემდეგაც ლუნინს დიასმა და ოლისემ გაუტანეს და „რეკორდმაისტერმა“ გაიმარჯვა.

"ბაიერნი" ნახევარფინალში პსჟ-ს დაუპირისპირდება - 28 აპრილს და 6 მაისს.

მიუნხენი. „ალიანც არენა“

ბაიერნი - რეალი 4:3

გოლები: 0:1 გიულერი (1), 1:1 პავლოვიჩი (6), 1:2 გიულერი (29), 2:2 კეინი (38), 2:3 მბაპე (43), 3:3 დიასი (89), 4:3 ოლისე (90+4)

გაძევება: კამავინგა (86, რეალი)

- "ბაიერნმა" "რეალს" პლეი-ოფში 2012 წლის შემდეგ პირველად სძლია.

- "რეალმა" ზედიზედ მეორედ ვერ გადალახა 1/4-ფინალური ბარიერი.

- პირველად ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში, „რეალის“ სასტარტო შემადგენლობაში არცერთი ესპანელი ფეხბურთელი არ იყო.

- გიულერმა ტურნირზე „სამეფო გუნდის“ ისტორიაში ყველაზე ადრეული გოლი გაიტანა.

- მბაპემ მიმდინარე ტურნირზე მე-15 გოლი გაიტანა და რონალდოს რეკორდამდე 2 გოლი დააკლდა.

- „რეალმა“ ზედიზედ 7 მატჩში გაუშვა გოლი - ეს გასული წლის გაზაფხულის მერე ყველაზე უარესი სერიაა.

- “ბაიერნის“ თავდამსხმელმა კეინმა ჩემპიონთა ლიგაზე 52-ე გოლი გაიტანა. მის ანგარიშზე ამ სეზონში კლუბსა და ინგლისის ნაკრებში 47 შეხვედრაში 55 გოლია.

- „რეკორდმაისტერმა“ 3 გოლი პირველ ტაიმში 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად გაუშვა.

ბუხუტი
ნოიერი ეპოქალური დონის მეკარეა. ორგზის ლიგის და მსოფლიო ჩემპიონატის მომგები. აქ თუ სოც. შეჯიბრება გაქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო პატრიოტი გამოჩნდება, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ.

ჯერ კეინი წააქცია,იქვე შეიძლებოდა მეორე ყვითელის მიცემა,მაგრამ მსაჯმა დაინდო.ამან კი,ფაქტობრივად გამოიწვია მსაჯი და თავისი ბაცნური აქციელით,აიძულა,მეორე ბარათი ეჩვენებინა.
ჩემი აზრით
მგონია პსჟ რეალი უფრო სანახობრივი იქნებოდა რადგან რეალს ინდივიდუალურად უფრო საინტერესო მოთამაშეები ყავს.თუნდაც ვინისიუსი "მაიმუნი" რომ არ იყოს და ადამიანივით იქცეოდეს ბევრად უკეთესი იქნებოდა პირველ რიგში თავისთვის.რაც შეეხება არსენალს, უკვე მერამდენე წელია სეზონის ბოლოს ფიზიკურად ვეღარ ქაჩავს და ისეთი პირი უჩანს შარშანდელივით ინგლისის ჩემპიონიც ვეღარ გახდეს.
უშანგი
რეალიც და ბარსაც თავის წაგებებს მსაჯებს აბრალებენ - რას იზამ, მათი დნმ-ა ასეთი. რა მსაჯის ბრალია, კამავინგა თუ ელემენტარულად ბრიყვია?! შეტევა ჩაუშალა, ხედავს დაინდო და კიდევ ბურთს უმალავს? ამას მახოლოდ შტერი თუ გააკეთებდა. შედეგიც კანონზომიერი მიიღო...
შაქრო პაპა
წესით უნდა შეჭამონ ბაიერნი. სადაა კეინის საბლატაო პსჟ-თან? სალაჰივით უნდა დატოვონ ხახამშრალი.
hi
ეს პეტუხი რა უბედურებაა, ნუ ამხელ მაინც, დაგცინებენ :)
hi
სულით ანტირეალისტი ვითომ რეალისტივით აწვალებს კლავიატურას :)
ამაშია საქმე
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ მსაჯი ჩასაფრებული ისეთ მომენტს. ელოდებოდა რეალი გაეწირა.წითელი ბარათი რისთვის უჩვენა ვერ გავიგე.ჯარიმა ისეთი უხეში ნამდვილად არ იყო,ბურთი რომ ხელში აიღო მაგაზე ყვითელი ადრე არ მინახია.ფაქტია თამაში გააფუჭა.იგივე გააკეთა მსაჯმა ბარსასთანაც.ვარიც არა შველის მსაჯების თავნებობას.
gio
ნოიერმა ნახევარფინალშიც თუ ტინგიცობა დაიწყო მაშინ პსჟ ბაიერნს ადვილად გაივლის
ბუხუტიიი!-ს გია_544 სგან
თუ ასაკს გულისხმობ, მართალია და ვერც დაეწევა !) დანარჩენში არაფერში ჩამორჩება. ერთ საიდუმლოს გაგანდობ: ნოიერს (193სმ) 6სმ უკლია მამარდამდე (199სმ) და ვერც ეგ დაეწევა! თუ ბავარიას ბალელშიკობ, უბალელშიკე. კარგი მატჩი გველის!
სიმართლე
ნახევარ ფინალებში ისეთი გუნდები არიან, ვინც მართლა გუნდური მენტალიტეტით თამაშობს და არა ინდივიდუალისტებით. ატლეტიკოც, არსენალიც, პსჟ_ც და ბაიერნი ნაწილობრივ. ვისაც მბაპე, იამალი და ა.შ იმედი ქონდათ და არა გუნდის აახვიეს მოუსავლეთში. მომავლის ფეხბურთია სუფთა.
სიმართლე
მნიშვნელობა არ აქვს და არც ექნება მომავალში პსჟ ატლეტიკოს და სპორტინგს დაუპირისპირდება ნახევარ ფინალებში და ფინალებში თუ ბაიერნს, რეალს, სიტის და სხვებს. ყველას უგებენ და მოუგებენ მომავალშიც. სანამ გუნდი გუნდია ყოველთვის გამარჯვებულის მენტალიტეტი თუ ექნებათ სულ მოიგებენ და ავტორიტეტებს, ფორმაში ყოფნას და ა.შ მნიშვნელობა არ აქვს, შარშან საუკეთესო და ყველაზე კარგ ფორმაში ლივერპული და არსენალი იყვნენ მარა აიხვია პსჟ_ს ორივე გინდა ფორმა დაარქვით გინდა რაცგინდა.
ბუხუტი_s
როცა პირველად პსჟ გახსენდება, გახსენდება რომ პსჟ_ს გამოკვეთილი ლიდერი არ ყავს, როგორც რეალს მბაპე, ბარსელონას იამალი, ბაიერნს კეინი და ა.შ მათზეა მთლიანად ჩამოკიდული, პსჟ_ს არც სჭირდება გამოკვეთილი ლიდერი, წარმატებას ინდივიდუალისტების გარეშე აღწევენ, გუნდია ნომერ პირველი და ერთი ორგანიზმი. საფიქრალია როცა მესი-მბაპე-ნეიმარი ერთად თამაშობდნენ ბრიუგეს ვერ უგებდნენ და ბევრ საშუალო დონის და საშუალოზე დაბალ დონის გუნდთან უჭირდათ და რატო? ვიტინიამ ამაზე თქვა, რომ გუნდი არ ვიყავით მაშინ ერთიანი და შეკრულიო. ინდივიდუალისტები შლიან გუნდური სულის მენტალიტეტს, რასაც მბაპე იგებს იმას მოიგებენ სხვები სხვადროსაც. პსჟ როცა იგებს გუნდი იგებს, ზოგი დონარუმას მიაწერდა, ზოგი დემბელეს, კვარას, დუეს, ვიტინიას და ა.შ მარა პსჟ_ს ყველა ფეხბურთელს შეუძლია 2-3 ფეხბურთელის მოტყუება, წარმოუდგენელი დრიბლინგი, და გამარჯვებულის სული, ყველაზე მთავარია ლუის ენრიკე ყავთ მწვრთნელი, კაცი რომელმაც ზუსტად იცის თავის საქმე, მაგასაც მნიშვნელობა აქვს როგორი მწვრთნელი გყავს. ინდივიდუალისტების ფეხბურთი მოკვდა უკვე. ის თუ იქნება კარგ ფორმაში მოვიგებ, ის თუ ვერ იქნება წავაგებთ აღარ ჭრის. გუნდია მთავარი. კვარა ამიტომაც ვერ თამაშობს ნაკრებში ბოლო თამაშებში გატანილი გოლების მიუხედავად სხვა ნაკრები, სხვა კლუბი.
გია_544
ჯერარდმა იცის ჯარიმის დროს სად უნდა მდგარიყო ნოიერი) მაგრამ მარტო დებიუტანტებზე ბედავს შენიშვნებს, ხმას არ ამოიღებს )) ყველამ დაინახა ფეხით როგორ ითამაშა ნოიერმა, მაგრამ ისევ მამარდაზე გაილაშქრავენ )))
თენგაბი
ამ მეკარეების თამაშის შემხედვარე კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ჩვენი გიორგი მამარდაშვილი არავისზე ნაკლები არაა, თუ მეტი არა. თან პრაქტიკულად უთამაშებელი ჩაება სერიოზულ მეტოქეებთან წინააღმდეგ და საკმაოდ დამაჯერებლად. 10 ბურთი გავიდა რეალი ბავარიის დაპირისპირებაში, მაქედან ნახევარს მაინც აიღებდა მამარდა. ზოგიერთი იდიოტი კიდევ იმას იძახის ერთი მეტრით წინ რომ ყოფილიყო ან უკან ან გვერდზე, აიღებდაო. სწორად შენიშნეს აქ ზოგიერთებმა- ბებია რომ ყვ….. ქონებოდა, ბაბუა იქნებოდა. მიდი მიაწექი ჩვენო ლომო, ნამდვილი ბრწყინვალების ფასი ყველამ არ იცის.❤️❤️❤️
ბუხუტი
კეინი, ოლისე, დიასი :) ნახევარი გუნდი კი ჩამოთვალე, კიმიხი და ნოიერიც მიუმატე, შენი რა მიდის?! იმ პსჟ-ს ლატერალები გამოაკელი და რას მიიღებ, ნახე აბა.
ბუხუტი
მამარდას ნოიერამდე ბევრი უკლია.
გია_544
მეც ეგრე მგონია. ვნახოთ
ლობიოჭამია
სეზონის საუკეთესო?... მეკარეებმა რამდენი თოხლეს!? მამარდას არცერთი მსგავსი არ ჩაუდენია და არ ასვენებენ "ეკსპერტები" )) ნოერს ისტორიაში საუკეთესოს ეძახიან ) მაღლა თავი, მამარდა !!!
ჟორა
მგონი პსჟ-ესთვის მაინც ბაიერნი ჯობდა, ნახევარფინალში. ბურთებსაც ბევრს უშვებს და უფრო წყნარ ფეხბურთს თამაშობს, რასაც ფრანგების ტექნიკური თამაში კარგად მოერგება.
რეალისტი
რეალის პირველი გოლი ნოიერის საჩუქარი იყო, მეორე გოლი მსაჯმა აჩუქა არარსებული ჯარიმის დანიშვნით, მაგრამ მთლიანობაში რელმაც კარგად ითამაშა და სანახაობრივი მატჩი მგამოვიდა, რომელშიც უფრო ღირსეულმა გაიმარჯვა, კამავინგას გაძევებაც კანონზომიერი იყო ალბათ, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამან გადაწყვიტა მატჩის ბედი.

არ მოშალა,მაგრამ გოლი გაუშვეს,დრო ძალიან ცოტა ჰქონდათ დარჩენილი, იძულებულები გახდნენ,წინ გაქცეულიყვნენ და მეოთხეც მიიღეს.
იკა
ბავარია აწყობილია ჰარი კეინზე, ოლისე და დიასზე, მათ გარეშე ბაიერნი ნოლია პსჟ აწყობილია პსჟ_ზე. ანუ გუნდურობაზე.
პეტუხი კრიშტიანუ
ევროპული ფეხბურთი ნელ-ნელა ნბა-ს ემსგავსება,სრულიად უაზრო ლიგის ჯგუფური ფაზა,თამაშების მომატებული რაოდენობა და შესაბამისად გაზრდილი სატელევიზიო შემოსავლები,პლეიოფში დადგმული სპექტაკლები,ფეხბურთელების პოზიორობა და ყელყელაობა კამერების წინ და მწვრთნელების დადგმული ემოციები!
lasha
ასეთი რანგის მატჩში 2 ყვითელი, თანაც უწყინარ ვითარებაში. უბრალოდ დანაშაულია. ნეიტრალური გულშემატკივრის პოზიციით. რეალი უნდა გასულიყო. აღემატებოდა ბავარიას. ხარისხით. ფეხბურთელების კლასით. აღებული ქონდა ინიციატივა, იკვეთებოდა რომ კიდევ იყო გამტანი რეალია, და ქონდა მოამტების რესურსი. და ამ მსაჯმა ყველაფერი გადმოატრიალა. არც იმას გამოვრციხავ. კამავინგამ 2 ყვითელი შეგნებულად აიღო. ნუ ხართ ხალხო მიამიტები. ჩაწყობილი თამაშების თემები უკვე არ ახალია და არაერთი სკანდალია აგორებული. მაგისთვის ვინმესთვის ლიმონი რო ჩაერიცხა რატომ გგონიათ რო არ აიღებდა :)
bubaka
ძალიან სანახაობრივი მატჩი იყო. ბაერნი ძალიან კარგია. ჩემი აზროთ ასეთივე სანახაობა ვვექნება პსჟ-ბაერნის მატჩებისას. მაგარი სანახაობა გველის!
100%
სამ საკითხზე მინდა მივიქციო ყურადღება, გიორგის მიმართ არაფერი აქვს არავის სათქმელი, რა გააკეთეს მეკარეებმა. ეს ერთი. მეორე მსაჯმა ,,ბავარია,, მეგონა გაწირა, კამავინგას წითლამდე. და მესამე, ხვიჩას გამო ვამბობ, თორემ ვის დაკარგვია ,,პსჟ,, რატომღაც მინდოდა ,,რეალი,, შეხვედროდათ, ,,რეალი,, არის სტაბილური მეტნაკლებად რათქმაუნდა და გადის ყველასთან, ყოველთვის მოსაგებად. (,,დინამო,, გამახსენდა ჩვენი. ფიფანო არა, ჩვენი ,,დინამო,,) მაგრამ დღეს ,,რეალს,, მარილი აკლია, ,,ბავარია,, კი ხან ისე თამაშობს, მართლა მანქანა გეგონება აწყობილი.
ასეა
ორი მატჩის ჯამში ეკუთვნოდა ბაიერნს.საოცარი თამაში ესაა კლასი ორივე კლუბის მხრიდან
ფაქტია
კამავინგას გაძევებამ თითქოს მოშალა რეალი. შედეგი კანონზომიერია.
[VIDEO] კაბო-ვერდე ეძახე და ესპანეთს ფრე გაუგორა
[VIDEO] აკრძალვის მიუხედავად - საფონოვის ცოლმა ჩემპიონთა ლიგის ფინალზე რუსეთის დროშა მაინც შექმნა
[VIDEO] მბაპე მეძავის შვილია - სკანდირებდნენ პსჟ-ს გულშემატკივრები. კომენტარი ანრიმ გააკეთა
ლუკაკუს თურქეთში უხმობენ - "ნაპოლიმ" სატრანსფერო ფასი დაასახელა
დუმფრისი "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა
"ალეგრისთვის ხელშეუხებელია" - დე ბრუინი "ნაპოლიში" რჩება
"არსენალი" ტროსარის "ბეშიქთაშში" გაყიდვაზე თანახმაა
"პარაგვაის კარში რომ ვმდგარიყავი, ჩემს გუნდელებს მოედნიდან ცემით გავიყვანდი, ეს ფეხბურთის დაცინვა იყო" - ჯო ჰარტი
[VIDEO] "ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ
[VIDEO] საფრანგეთმა ექსტრემალურ პირობებში ექსტრემალურ პარაგვაის სძლია და 1/4-ფინალში მაროკოს დაუპირისპირდება
7-კაცა | მე-5 ადგილისთვის ესპანეთს ვეთამაშებით
"დილაში" გერმანელი მცველი ითამაშებს
საქართველოს ნაკრებმა ერთა თასზე სტუმრად ურუგვაის მოუგო
[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება
გენერალური რეპეტიცია ესპანეთის წინ: ჯიკიჩმა შემადგენლობა უცვლელი დატოვა
ატყდა დავიდარაბა - ჩილავერტმა საფრანგეთს აფრიკის ნაკრები უწოდა
ჰოლანი: ბრაზილიასთან განსაკუთრებული შეხვედრა იქნება
მექვაბიშვილმა შეიძლება ლევანდოვსკისთან ერთად შეუტიოს
დოვბიკი მიქაუტაძის თანაგუნდელი აღარ გახდება? - უკრაინელი შესაძლოა, სერია A-ში დარჩეს
კლოპმა დაადასტურა - "ლივერპულის" ყოფილი თავკაცი გერმანიის საფეხბურთო ასოციაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
მეექვსე მწვრთნელი რონალდოს პერიოდში - "ალ-ნასრი" პოსტეკოღლუს ჩააბარეს
კვლავ ბათუმის "დინამოში" - სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა
UEFA-მ FIFA-ს შემოღებულ წესზე უარი თქვა - მსაჯები ევროტურნირებზე მუნდიალისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებას მიიღებენ
პსჟ-ს შურისძიება - როგორ ითამაშებენ ერთად ვინისიუსი და კვარაცხელია?
საიბარის კარგი პერიოდი აქვს - ბრაზილიას გაუტანა და ახლა "ბაიერნში" გადავიდა
"კუკურელია იუდაა და ტანჯვა ელოდება" - "ბარსელონას" ფეხბურთელები მას იამალით ემუქრებიან
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
"ბაიერნი" ოლისეს 500 მილიონადაც არ გაყიდის
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კონატე "რეალის" ფეხბურთელი გახდა
პერესი ოცნების ასახდენად უკან არაფერზე დაიხევს - ცნობილი გახდა, რამდენს შესთავაზებს "ბაიერნს" ოლისეს სანაცვლოდ
"მსოფლიოში საუკეთესოა, თუ წელს ოლისე "ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს, მაშინ ამის თქმა შეგვეძლება" - სანიოლი Bild-ს ესაუბრა
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა
დუმფრისი "ინტერიდან" "რეალში" გადავიდა