ვეტერანმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა Ziggo Sport-თან ინტერვიუში "ბარსელონა" გააკრიტიკა.

მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში "ატლეტიკოსთან" გავარდნის შემდეგ, კატალონიური კლუბის პრეზიდენტმა და ფეხბურთელებმა შეხვედრის მთავარი არბიტრი გააკრიტიკეს.

სნეიდერის თქმით, წაგების შემდეგ მსაჯის კრიტიკა მიუღებელი ქმედებაა.

"ყოველთვის საუკეთესო გუნდი არ იმარჯვებს. ვფიქრობ, მათ უკვე წააგეს ის მატჩი იმ სამწუხარო წითელი ბარათის შემდეგ პირველ შეხვედრაში. შენ კარგად იცი, რომ მადრიდში თამაში ძალიან რთულია, როცა ფსონი ასეთ მაღალია.

ასეთი ფანების მხარდაჭერის ფონზე, იცი, რომ ატლეტიკო აუცილებლად გაიტანს გოლს. ბარსელონას უნდა გაეზარდა უპირატესობა — მათ ჰქონდათ ამის შანსები. სიმეონემაც ძალიან კარგი სამუშაო შეასრულა, რადგან გუნდმა სიმშვიდე შეინარჩუნა და გეგმას ბოლომდე მიჰყვა. არ მოდუნდნენ, ამიტომ ორ მატჩს თუ შევაფასებთ, ვფიქრობ შედეგი სამართლიანი იყო.

სულ ასე ხდება. უკვე ცოტა გამაღიზიანებელიც ხდება. უბრალოდ უნდა შეწყვიტონ ეს. თუ წააგე, უნდა გაჩუმდე . შეგიძლია გაასაჩივრო, მაგრამ ეს მაინც არაფერს შეცვლის. მე ამას ყოველთვის წუწუნს ვეძახი. წაგების შემდეგ წუწუნს აზრი არ აქვს," - განაცხადა ვესლი სნეიდერმა

კაცი ფეხბურთის აზრზე არ უნდა იყოს,ბაიერნის ფეხბურთი რომ არ მოსწონდეს,დარწმუნებული ვარ,ბარსელონაზე საგრძნობლად ძლიერია,საკმაოდ დიდი ალბათობით,ყველაზე ძლიერიც,მაგრამ მათი თამაში,მაინც დალაგებული,დაბალანსებული და ფიზიკის,გათვლების და ტექნიკის სინთეზია,მაშინ როცა ბარსელონა,ზოგადი სქემების ჩარჩოებში,მხოლოდ შეტევაზე ორიენტირებულ და იმპროვიზაციაზე დამყარებულ ფეხბურთს თამაშობენ.ეს ბარსელონას სიძლიერეც არის,სილამაზეც და საბედისწერო სისუსტეც,მაგრამ მთავრი მაინც ის არის,რომ მათი თამაში,იმ წამში რამდენიმე ფეხბურთელის თავში დაბადებულ ფეხბურთს თამაშობს და სწორედ ამითი იზიდავს,მაყურებელს.დამოუკიდებელი საქართველოს პირველი წლების ნაკრებიც ასე,მხოლოდ შემტევებით თამაშობდა და ისე ლაღად,რომ მისგან ყოველთვის და ყველგან გამარჯვებას მოვითხოვდით და ველოდით,თუმცა ისიც ხშირად და თანაც თავისზე სუსტ ნაკრებებთანაც მარცხდებოდა.ტექნიკურად შემტევი გუნდის ყურება,ყოველთვის სასიამოვნოა,მაგრამ როცა დაცვა არ გყავს,შეუძლებელია სტაბილურად წარმატებული თამაში.ასე იყო ის საქართველოს ნაკრებიც და ასეა ეს ბარსელონაც.ბავარია,ასე არასოდეს დამარცხდება,რადგან ბალანსს არასოდეს დაარღვევს.
ლაშა
ბაიერნის დინამიური და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს ვითომ ბარსელონა? სადღაც ტოპ 5 ში არიან, მაგრამ მიუხენელებზე ლამაზად არ მგონია ვინმე თამაშობდეს
გიგა
ეგეთი ტრიო მე მგონი აღარ განმეორდება! სამივე ისეთ მინი სპექტაკლებს გვთავაზობდნენ, რო, მიდი და ნუ ინატრებ მაგ დროს? ეეჰჰ? რა დრო იყო?!

არ უარვყოფ გიგა,სრულ სიმართლეს ამბობ,მაგრამ დღეისათვის ყველაზე შემტევ და სანახაობრივ ფეხბურთს,ესენი თამაშობენ.თუ შეტევა და დაცვა ვერ დააბალანსეს,დიდ წარმატებებს ვერ მიაღწევენ.არ შეიძლება დიდ გამარჯვებებზე დამიზნებული გუნდი,ამდენ გოლს უშვებდეს.ეეჰ,მესი,სუარესი ნეიმარის დროინდელი ბარსა,ზღაპარი იყო!
გიგა
ულამაზეს ფეხბურთს თამაშობდა,ლეო მესის დროს,აი ეგ იყო ფეხბურთის ზეიმი!

ბარსელონა ულამაზეს ფეხბურთს თამაშობს,მაგრამ ძალიან ავანტიურულს და საკმაოდ კლასიანი გუნდები,ამას ყოველთვის სათავისოდ იყენებენ.
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"რეალი" დუმს - რონალდოს სანაკრებო კარიერის დასრულებას მისი ყოფილი კლუბები გამოეხმაურნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ სიმეონეს გუნდი თამაშობს, ტელევიზორს სხვა არხზე ვრთავ" - არგენტინის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
სნეიდერი: "რეალში" ჩემი საუკეთესო მეგობარი არაყი იყო
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" აეკ-ი გაანადგურა - ფოდენმა ჰეთ-თრიკი შეასრულა
"მესის ნაცვლად, 2010 წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებდი" - სნეიდერი
სნეიდერი: შემეძლო მესისა და რონალდოს დონეზე მეთამაშა, მაგრამ არ მინდოდა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] 5 ყვითელი და 1 წითელი ბარათი - "მადრიდულ დერბიში" "ატლეტიკომ" "რეალი" დაამარცხა
სნეიდერი: "არსენალი" და "ატლეტიკო" მოედნიდან უნდა გაეყვანათ - "ბაიერნი" - პსჟ ფინალია
[VIDEO] "ბარსელონამ" "ასტონ ვილა" დაამარცხა, "ბაიერნმა" "ატლეტიკო" - "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რომას" თამაში შემოუტრიალა
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ირაოლა: ბარკოლას კუნთის სპაზმი ჰქონდა
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა
"ასე ხდება, როცა სულელურად თამაშობ" - სნეიდერმა კამავინგა "გაამხნევა"
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს