თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღეს ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.

ლაშამ ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ფრანგი ჟან ბენჟამინ გაბა დამატებით დროში იპონით დაამარცხა. ფინალში კი აზერბაიჯანელ ჰიდაიატ ჰეიდაროვს დამატებით დროში სძლია.

შავდათუაშვილი ევროპის ჩემპიონი კარიერაში მეორედ გახდა.

რაც შეეხება ლიპარტელიანს, მსოფლიოს ჩემპიონმა ნახევარფინალში სერბ მარიცა პერიშიჩს დამატებით დროში სუფთა გდებით მოუგო და ფინალში ისრაელის წარმომადგენელს, მარიცა პერიშიჩს სძლია.

ამ გა­მარ­ჯვე­ბით ეთერ ლი­პარ­ტე­ლი­ა­ნი პირ­ვე­ლი ქარ­თვე­ლი ქალი გახ­და, რო­მელ­მაც ძი­უ­დო­ში ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ორი ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალია.

გაკვირვებული
მე კი მარიცა პერიშიჩი შემეცოდა, ეთომ ჯერ ნახევარფინალში დაამარცხა, როცა მარიცა სერბეთის სახელით გამოდიოდა. ეტყობა მარიცა ამ წაგებას ვერ შეეგუა, გადაიცვა კიმონო და ფინალში უკვე ისრაელის სახელით იჭიდავა, მარამ რად გინდა, ეთომ იქაც იპონით მოუგო! )))
მარიცა პერიშიჩ
ფინალში ლევიხ მოუგო.
ხათუნა
გილოცავთ!💕💕💕
"ეთერშია" ეთერი ! 😊
დღეს ყველა "ეთერში" ეთერია ! მრავალ-ი/ჯერ ასეთი "ეთერი" ეთერს და ლაშას და ქართველ სპორტსმენებს ! !
აქ "ანტილაიქი" რატომ ?!
ამ კომენტარის (მე არ ვარ ავტორი ! ): ლაშას (უკვე ლეგენდარული ძიუდოისტის/ჯუდოკას !) მიმართ მოფერება-მადლობის და კეთილი სურვილების უარყოფითად შემფასებელი ალბათ არაა ქართველი და არ გაუხარდა და ა.შ. და თუ ასეა, "იქანც იყოს" ! მაგრამ, თუ ქართველია, მაშინ - ძალიან ცოდოა ...
ზურა პაპა
ეთო! გენაცვალოს ზურა პაპა.
არა და, იპონებამდე იუკოს აგებდა და ... ფინალში, 15 წამი იყო დარჩენილი
ეთო რომ მაგარია და თან ძაა..ლიან მაგარი და ოქრო გოგო და საამაყო ... მარა(არა საწყენად !) კომენტარის შინაარსის მიხედვით: ისა და , ნახევარფინალი და ფინალი არ გინახავს ? :)

მხეიძეა, მხეიძე !

რა ვთქვა?ბებერმა ხარმა,რქებითაც არა,ხასიათით,ნებისყოფით მოხნა და გაიმარჯვა!ბრავო ლაშა!დიდი სპორტსმენია!ეთოზე ხომ სალაპარაკოც არაფერია,ჩემპიონია და ყოველ ნაბიჯზე ამტკიცებს,რომ ნამდვილი ლიპარტელიანია,მუდამ ბრძოლის ჟინით სავსე და გაარჯვებისათვის დაუოკებელი მებრძოლი.გვარის ესტაფეტას აგრძელებს და ზეაწეულ საგვარეულო დროშას,დახრის საშუალებას არ აძლევს.გილოცავთ დღევანდელ ორ ოქროს და გუშინდელ ვერცხლის მედალს,გიორგი სარდალაშვილმა რომ მოიპოვა და მხოლოდ სხვისი სახელით მოასპარეზე,მაგრამ ჩვენ სისხლსა და ხორცს,ლუკა იმნაძეს რომ გაატანა ოქროს მედალი.გული იმაზე მწყდება,რომ ევროპის ჩემპიონატია და ტურნირი,ცარიელ დარბაზში იმართება.დრო იყო,თბილისის ტურნირზეც კი,ბილეთის შოვნა ჭირდა ხოლმე,დარბაზში შესასვლელად და ახლა რა დაგვემართა?!
ვახო...
ვულოცავ სრულიად საქართველოს და რა თქმა უნდა ჩვენს ძიუდოისტებს!
ყოჩაღსთ! ყოჩაღსთ!
გილოცავსთ! გილოცავსთ!
შე მართლა ნაცარქექტავ?
ლაშასნაირი "ბებერი" იყო არ გინდა? შენი მილოცვა უფრო ბოღმის ნთხევას გავდა.
ვახო
ეთო, უმაგრესი გოგო ხარ! თანაც როგორ გიხდება ძიუდო? საქართველოს სასახელო შვილი ხარ!
ყოჩაღთ!
ჩვენს მაგარ ძიუდოისტს ლაშას ვულოცავთ ოქროს მედალს!!! ეგ ერთი და სხვა მრავალი ლაშაააა!!!!!!!!!!!!!!!!!!
ყოჩაღ ეთო!!!!!!!!!!
ეთერ ლიპარტელიანის მეტოქესთან შერკინება, ეს არის ცალკე განხილვის თემა! დასაწყისშივე ეგრევე "დაეტაკება" მეტოქეს და, რომ იტყვიან ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს,აი ამის მერე იწყება და რა იწყება? იპონი ბატონო!!!!!!! ოქროს გოგო ხარ ეთოოოო!!!!!!!!!!!1
ნაცარქექია
ორი ბებერი ჭიდაობდა. უფრთხოდა მაინც აიზერი და ამიტომაც უფრო ეკუთვნოდა მოგება ლაშას. ვულოცავ! ასევე მივულოცავ ეთერისაც. დიდებული გდება გააკეთა ბოლო წამებზე.
ალექს
გილოცავთ ტყუპ ოქროს! ლაშა მართლა ცალკე ფენომენია რა. ალბათ მის ყველაზე თავგადაკლულ გულშემატკივარსაც ვერ წარმოედგინა,რომ რაიმე ტურნირს მოიგებდა კიდევ, არათუ ევროპის ჩემპიონატს და მითუმეტეს ჰეიდაროვს დაამარცხებდა ფინალში!
Nick
თქვენ გენაცვალეთ! ოქროს ხალხიი! კიდევ ერთხელ გააჩუმეს კრიტიკოსები!
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
[VIDEOS] ორი ოქროს შანსი - ლაშა შავდათუაშვილი და ეთერ ლიპარტელიანი ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდნენ!
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] სამწუხარო მარცხი დამატებით დროში - ეთერ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი
"ბევრმა არ იცის, რა მდგომარეობაში იყო შეჯიბრებამდე" - ლიპარტელიანმა სომხიშვილზე ისაუბრა