ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ნასრის მორიგი შეტევა

ნასრის მორიგი შეტევა

სამირ ნასრის თქმით, "არსენალი" გასულ სეზონში "ქარლინგის თასის" ფინალში, "ბირმინგემთან" ნაწვნევმა მარცხმა გატეხა
სამირ ნასრი ამბობს, რომ მისი ყოფილი გუნდი, "არსენალი" გასულ სეზონში, "ქარლინგის თასის" ფინალში, "ბირმინგემთან" ნაწვნევმა მარცხმა გატეხა და თან ისე, რომ გონს დღემდე ვერ მოეგო. შეგახსენებთ, რომ "ქარლინგის" ანუ ლიგის თასის ფინალში "ბირმინგემმა", რომელიც სეზონის ბოლოს პრემიერლიგიდან გავარდა, "მეთოფეებს" 2:1 მოუგო.

თამაშამდე ფავორიტად, რასაკვირველია, ჩრდილოლონდონური გუნდი ითვლებოდა, მაგრამ ყველაფერი ყირაზე დადგა. ფავორიტებმა თამაშის დამთავრებამდე ერთი წუთით ადრე დაცვაში უხეში შეცდომა დაუშვეს და თასი მეტოქეს, რომ იტყვიან, აჩუქეს.

კერძოდ, ლორან კოშელნიმ, რომელიც მეკარე ვოიცეხ შჩესნის წინ იდგა ჯერ გადაწყვიტა ბურთი მოეგერიებინა, შემდეგ დაინახა, რომ მას შჩესნი იოლად დაეუფლებოდა და მიუხედავად იმისა, რომ ფეხი უკვე მოქნეული ჰქონდა, გაატარა. ამას შჩესნი დააბნია, იოლად დასაჭერი ბურთი ვეღარ შეიპყრო, წინ გაუვარდა და ობაფემი მარტინსმა დაუცველ კარში შეაგდო.

ამ ამბავმა "მეთოფეები" ძალიან დათრგუნა, რასაც შემდეგ ჩემპიონთა ლიგაში, ორი თამაშის ჯამში "ბარსელონასთან" წაგება, პრემიერლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მეოთხე ადგილზე გასვლა და ზაფხულში სატრანსფერო მარცხი მოჰყვა - გაელ კლიშის, სესკ ფაბრეგასის და თავად ნასრის გუნდიდან გაქცევას ვგულისხმობთ.

დღეს უკვე "მანჩესტერ სიტის" ვარსკვლავმა თქვა: "ლიგის თასის ფინალში დამარცხების შემდეგ რამდენიმე ისეთი ამბავი მოხდა, რომელთაც გუნდის ცხოვრებაზე დიდი გავლენა იქონიეს. კერძოდ, ფაბრეგასი "ბარსელონაში" გადავიდა, მანამდე კი გუნდმა სეზონი ჩაამთავრა საშინლად. და მაინც, "არსენალის" ფსიქოლოგიური მდგომარეობა ყველაზე მეტად "ბირმინგემთან" წაგებამ გააფუჭა. და კიდევ, "არსენალს" ძველებური რესურსები აღარ აქვს. კლუბი გამოჩენილ ფეხბურთელებს არ ყიდულობს და ცდილობს ფონს ყმაწვილებით გავიდეს".

24 მილიონ ფუნტად გაყიდული 24 წლის ნახევარმცველის თქმით "არსენალი" იმ კლუბად ჩამოყალიბდა, რომელიც თანხებს მოთამაშეების გაყიდვით შოულობს. სხვა სიტყვებით, ერთ დროს მრისხანე გუნდი დონორად იქცა.

"დღეს "მეთოფეები" იძულებულები არიან საუკეთესო მოთამაშეები გაყიდონ და ყმაწვილებს დაეყრდნონ, რაც, რასაკვირველია, ლატარეაა, ან გაამართლებს ან არა. თან, როდესაც დიდ გუნდობაზე გაქვს პრეტენზია, მთავარი ეს სულაც არ არის. მთავარია გუნდში ვარსკვლავები გყავდეს და ტიტულები მოიგო, რასაც გუნდი ვერ ახერხებს.

არსენ ვენგერი შეუცვლელი მწვრთნელი და უდიდესი პიროვნებაა. ის ფეხბურთელებს თავს ევლება და შესაძლოა ზედმეტიც მოსდის. ვენგერი გახლავთ ადამიანი, რომელსაც კონფლიქტი არ შეუძლია".

შემდეგ ნასრიმ თქვა, რომ "არსენალში" დარჩენა და ახალი გუნდის ჩამოყალიბებაში მონაწილეობა მას არ ხიბლავდა. გულს ისიც უმძიმებდა, რომ "არსენალმა" მთელი ექვსი წლის განმავლობაში ვერ მოახერხა თუნდაც ერთი, თუნდაც მეორეხარისხოვანი ჯილდოს მოპოვება.

"არსენს ძალიან უნდოდა, რომ დავრჩენილიყავი, მაგრამ მე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ივნისში მივიღე. გასული სეზონის კოშმარული დასასრულის შემდეგ მინდოდა გავქცეულიყავი იქიდან. აშკარა გახდა, რომ ჩემთვის კარიერის ის ნაწილი, რომელიც "არსენალთან" იყო დაკავშირებული, დამთავრდა.

წარმოიდგინეთ: "ქარლინგის თასზე" წავაგეთ, ჩემპიონატში საშინლად გამოვედით, სესკი წავიდა... და "მანჩესტერ სიტიმ" შესანიშნავი წინადადებით მომმართა. რაში მჭირდებოდა იმ გუნდის ლიდერობა, რომელსაც ჯილდოს მოგება არ შეუძლია? დღეს, "მანჩესტერ სიტიში" ვგრძნობ, რომ ჩვენ შეგვიძლია ტიტულების მოპოვება ".

"ფრანს ფუტბოლისთვის" მიცემულ ამ ინტერვიუში ნასრიმ, როგორც ხედავთ, ისეთი მოსაზრებები გამოთქვა, რომ "არსენალის" ფანები, რომლებიც მასზე და ფაბრეგასზე ისედაც აღრენილები იყვნენ, კიდევ უფრო გაღიზიანდნენ.

თან, რანაირად დაემთხვა: პრემიერლიგის მესამე ტურში, როდესაც "არსენალი" "ოლდ ტრეფორდზე" "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში 8:2 შერცხვა, ნასრი "მანჩესტერ სიტისთან" ერთად "უაით ჰართ ლეინზე" "ტოტენჰემს" 5:1-ს არბევდა და ედინ ჯეკოს საგოლე პასებს აწვდიდა.

და კიდევ ერთი ნიუანსი სამირ ნასრის პორტრეტისათვის: მოგეხსენებათ, მას "მანჩესტერ იუნაიტედიც" ეპატიჟებოდა და "სიტიზე" ნაკლებ ხელფასს სულაც არ ჰპირდებოდა, მაგრამ ფეხბურთელმა უარი თქვა. რატომ მოიქცა ასე, ფრანგმა ნათლად განმარტა:

"მანჩესტერის ორ გუნდს შორის "სიტი" იმიტომ ვამჯობინე, რომ მირჩევნია ისტორია შევქმნა, ვიდრე მასში უბრალოდ მონაწილეობა მივიღო. პატრიკ ვიეირამ დამარწმუნა, რომ "მანჩესტერ სიტისგან" დიდი კლუბი კეთდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა

[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა

"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა

იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა

ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა

"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია

[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...

გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო

ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება

ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი

წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!

"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ

"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა