30 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორ წელიწადში მოედანზე სულ 11 წუთი გაატარა და ეხლა "მანჩესტერ სიტიმ" აიყვანა
ეს ნამდვილი სენსაციაა: ოუენ ჰარგრივზი "მანჩესტერ სიტიმ" აიყვანა. სენსაცია რაში მდგომარეობს? 30 წლის ფეხბურთელმა ბოლო ორ წელიწადში მოედანზე სულ 11 წუთი გაატარა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი, რომელიც ინგლისის ნაკრებში 2008 წლის შემდეგ არ გამოუძახიათ დარწმუნებულია, რომ ისტლენდზე კარგი მომავალი ელის.

საპირისპირო აზრისა გახლავთ ჰარგრივზის ახლა უკვე ყოფილი თანაგუნდელი უეინ რუნი, რომელიც ფიქრობს, რომ 2002 და 2006 წლების მსოფლიოს ჩემპიონატების მონაწილე ძველებურად ვეღარასოდეს ათამაშდება.

სხვათა შორის, საუკეთესო წლებში ჰარგრივზი ინგლისში სულაც არ თამაშობდა, ის მიუნხენის "ბაიერნის" წევრი იყო. საერთოდაც, კანადაში დაბადებული ინგლისელი ფეხბურთელად "ბაიერნის" ბავშვთა სკოლამ აღზარდა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ოუენ ჰარგრივზი ინგლისის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

რუნიმ თქვა: "აგერ უკვე რამდენიმე წელიწადია ჰარგრივზი საქმეს არის ჩამოშორებული. უნდა ითქვას, რომ ის მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ბევრს მუშაობდა, ხელები არ ჩამოუშვია და მდგომარეობას არ შეგუებია, მაგრამ ბედი არ სწყალობს. გასულ გაზაფხულზე მან მოახერხა ფორმის აღდგენა, მოედანზეც დაბრუნდა, მაგრამ ორთავა კუნთი კვლავ დაიზიანა და ისევ სამკურნალო გახდა. მე ოუენს, რასაკვირველია, ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ ძალიან მეეჭვება მან კვლავ შეძლოს ძველებურად თამაში.

ოუენ ჰარგრივზის სტილის ფეხბურთელი ინგლისის ნაკრებს ადრე არ ჰყოლია და თუ ის მართლა დაგვიბრუნდება მე ძალიან გამიხარდება, მაგრამ ვიმეორებ, ამის გაკეთება მის მდგომარეობაში მყოფი კაცისთვის ძნელი იქნება".

შეგახსენებთ, რომ ჰარგრივზი, რომელმაც ბურთის გორება კანადის ლიგაში, "კალგარი ფუტჰილში" დაიწყო, "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასული სეზონის ბოლოს გაათავისუფლა. ფეხბურთელი ბედს არ შეეგუა, მუხლჩაუხრელად ივარჯიშა, ვარჯიშები ვიდეოზე გადაიღო და ოუთუბე-ზე დადო - ასე სცადა სხვადასხვა კლუბების მწვრთნელთა ყურედღების მიპყრობა და იმის დამტკიცება, რომ უკვე გამოჯანმრთელდა.

ცნობამ, რომ "სიტიმ" ჰარგრივზი დაიმატა ამ გუნდის ფეხბურთელები შოკში ჩააგდო. როდესაც "სანის" ჟურნალისტმა ისტლენდელთა მეკარე ჯო ჰარტს დაურეკა და აზრი ჰკითხა, მან პასუხად ლუღლუღიღა მოახერხა:

"ბოდიში, რა თქვით? მართლა? საიდან მოიტანეთ ეს ამბავი? მართლა? არც კი ვიცი რა გიპასუხოთ.

დიდებულია, ვფიქრობ ეს შესანიშნავი შენაძენია. ჰარგრივზთან ერთად არასდროს მითამაშია, მაგრამ მისი ფეხბურთი მინახავს. კარგად მახსოვს როგორი იყო ის "ბაიერნსა" და "მანჩესტერ იუნაიტედში". მას ძალიან ძლიერ ფეხბურთელად ვთვლიდი. მთავარია ჯანმრთელად იყოს და ფიზიკური მომზადების თვალსაზრისით არ ჰქონდეს პრობლემები".

"სიტისა" და ინგლისის ნაკრების ცენტრალური მცველი ჯოლიონ ლესკოტი:

"ჰარგრივზის ყიდვა არ მიკვირს, რადგან ის დიდებული ფეხბურთელია. ჩვენთან, "სიტიში" ბევრი უნიჭიერესი ფეხბურთელი თამაშობს და კიდევ ერთის დამატება შესანიშნავია. მთავარია, ოუენი ჯანმრთელად იყოს. როგორც ჩანს ჩვენმა მწვრთნელმა რაღაც დაინახა და ჩაიფიქრა. მთავარი არგუმენტი, ალბათ, ის იყო, რომ ჰარგრივზს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის გამოცდილება აქვს. ვფიქრობ, ის ინგლისის ნაკრებშიც შეძლებს დაბრუნებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა