ლიგა 1-ის ოცდამეათე ტურში პსჟ საკუთარ მოედანზე „ლიონთან“ 1:2 დამარცხდა.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ დასვენების მიზნით კვარაცხელია, დემბელე და ნევეში ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა, პსჟ დამაჯერებლად ვერ გამოიყურებოდა და სტუმრებმა ორი გოლი გაუტანეს. შემდეგ ანგარიშის შემცირების შესაძლებლობა რამუშმა ვერ გამოიყენა, რომლის დარტყმული პენალტი გრეიფმა მოიგერია.

ესპანელმა სპეციალისტმა 59-ე წუთზე სამმაგი ცვლილება განახორციელა - დუეს, მეილიუს და რამუშის ნაცვლად მოედანზე კვარაცხელია, ლი და დემბელე შეუშვა. “პარი სენ ჟერმენი“ შეტევებზე გადავიდა: მახვილი კუთხიდან პირისპირ გასულ ხვიჩას მეკარემ არ გაატანინა, დემბელემ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს კი "კვარამ" ლამაზი გოლი გაიტანა და პარიზელები დამარცხდნენ.

ამ სეზონში კვარაცხელიას ანგარიშზე ყველა ტურნირზე 41 მატჩში 14 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა

პსჟ-ს 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 63 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ლანსს“ 1 ქულით უსწრებს და 22 აპრილს „ნანტს“ უმასპინძლებს.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ლიონი 1:2

გოლები: 0:1 ენდრიკი (6), 0:2 მორეირა (18), 1:2 კვარაცხელია (90+4)

გამოუყენებელი პენალტი: რამუში (33, პსჟ)

შეტევა
არ იყო ეს შედევრი, არც ობიექტურად და მითუმეტეს არც კვარას დონის ფეხბურთელისთვის. ეს გაზვიადების ფენომენი რაღაც ახალი ტრენდია. კომენტატორები კიდევ საერთოდ სხვა თემაა, ვეფხისტყაოსნის ენით მიყავთ რეპორტაჟები.
ყველას! ყველას! ყველას! :)))
ეს ყველაფერი კარგი და საინფორმაციო პორტალმა "Ambebi.ge"-მ კომენტარების ფუნქცია ისევ ჩართო.მართალია არასრულად,მაგრამ მაინც. ვულოცავ ძველ სასტავს.)))
Gogi
რად უნდა ასეთი გაბუქება - დარტყმა კარგი იყო უდაოდ, მაგრამ შედევრი არ ეთქმის ამ გოლს. მერე სხვებს დავცინით ეგეთი რაღაცეებისთვის….
Ფროჩია
Ბოჩია რამ გაგათახსირა და გაგაისტერიკა შე მამაძაღლო
bochias
ბოჩია რამ დაგაბოღმავა ასე ბიჭო? რა გჭირთ ამ ფეხბურთის ბრძენებს, რით ვეღარ ამოანთხიეთ ეგ ბოღმა ბოლომდე, რომ თქვენც დაისვენოთ და ხალხიც დაასვენოთ!!!
უფროსი
ღმერთმა აჩუქა საქართველოს ეს დიდი ვარსკვლავი.
რაბუ
მოვლენაა ქართულ ფეხბურთში და შევირგოთ, დავტკბეთ მისი თამაშით.
ბოჩიას
მთავარია შენხოხარ ფეხბურთის და ზრდილობის გარტყმაში ჯერეგ დაამუღამეთ შენდა შენნაირებმა და ფეხბურთზე მერე წერეთ ბრძენო.
porto
ნაღდად აფრენ!!!!!!!!! :)))))))))
ბოჩია-იას
მაგაში გეთანხმები კვარაცხელია წელს არ იმსახურებს ოქროს ბურთს. სულ ცოტა გოლები და რეალიზაცია უნდა გაზარდოს. 14 გოლი მიანც არაა დამაკმაყოფილებელი შედეგი შემტევისთვის. ხოლო ის რომ საფრანგეთის ჩემპიონატი ყაანაა. ეს უკვე გადაჭარბებაა. როცა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ამ ჩემპიონატის წევრია და წელსაც ნახევარფინალშია. ყანა და ჩალა უბრალოდ შეუფერებელი სეფასებაა :)
ბოჩია
მართლაც, რომ ზოგიერთები გაგებაში არ ხართ ფეხბურთში, თორემ სისულელეებს არ დაწერდით კვარას ოქროს ბურთის სავარაუდო მოპოვებაზე, რა ოქროს ბურთი!! საფრანგეთის ყანა-ლიგის მოგებისთვის ვინ მოქცემთ, სადაც 5თუ 6 გოლი აქვს გატანილი და ნახევარი თამაშები სკამიდან დაიწყო. ჩ/ლიგას კი ან მოიგებს პსჟ და ან არა, რომც მოიგოს და დავუშვათ კვარა გახლდეს მთავარი შემომქმედი, შანსი მაინც არ ექნებ, რადგანაც წელს მსოფლიო იმართება და იქ აუცილებლად გაიბრწყინებს რომელიმე სუპერ იგროკი და ტიტულსაც მოიგებს, როგორც წესი ყოველთვის მსოფლიოზე გამარჯვებულის ლიდერი ხდება ოქროს ბურთის კავალერი თუ როლანდო და მესი არ ხარ, რა თქმა უნდა....ლიეტუასა და ბახრეინის სანაკრებო თამაშებით ოქროს ვინ მოგცემს - ხომ მშვიდობა გაქვთ!!!!
გულშემატკივარი
მაგარი სტატიაა: კვარაცხელია გაიტანა და პარიზელები დამარცხდნენ. თითქოს კვარას გოლმა დაამარცხა პსჟ. ისე დაწერე, რომ, კვარას ლამაზი გოლის მიუხედავად, პსჟ დამარცხდაო.
სვანსკი
ენრიკე მოგვცეს ღმერთმა ნაკრების მწვრთნელად და იყოს უტვინო
მოსალოდნელი წაგება.
და რა მერე ლიგა მოიგოს კვარამდა ოქროს ბურთი ეგარის ჩემთვის პირადათ მთავარი აბა ლიგა ერთს ისედაც და ასედაც პსჟ მოიგებს.მაგარ ფორმაშია კვარა მონსტრია რასაც ქვია.
BOCHIA
კლასი, სუპერვასკვლავი არაა!! ფეხბურთის გაგებაში არ არის ზოგიერთი, ვასკვლავები გუნდისთვის საკვანძო თამაშებს იგებენ,როდესაც სხვებს თამაში არ მისდის, აქ კი გუნდმა წააგო და ამ ე.წ. ვასკვლავს მხოლოდ მატჩის ბოლო წუთზე გაუვარდა ყარაულის თოფივით, მანამდე კი მთელი ტაიმი უკან პასების მეტი არაფერი უკეთებია - ვერც განსხვავებას ქმნიდა და ვერც ამწვავებდა, ეს დაახლოებით ისეთი გოლი იყო თურქეთს რომ გაუტანა ბოლოსკენ თბილისში,მხოლოდ თავისი პირადი სტატისტიკისთვის, ჩვენ კი მტკივნეული მარცხი ვიწნიეთ....სხვათა შორის ლიველპოლლთან განმეორებით მატჩშიც ჩაიკარგა სადღაც, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მეორეში კიდევ აძლია პასები უკან და ერთ მომენტში მორიგი უკან პასის შემდეგ დემბელემ კი გაიტანა შედევრი - გოლი, ამასაც ასისტი ჩაეთვალა...
კახი
წაიღო ტვინი ენრიმემ ამ თავისი ექსპერიმენტებით,სეზონის ბოლოა და ათამაშე რა ეს ძირითადის ხალხი. კვარას სკამზე დასმა იქნება?კაცი ფრინავს და მაყურებელს სპექტაკლს გვიდგამს, შეგვარგე რა გულშემატკივარს და ნუ გვარტმევ სიამოვნებას.
გოგა
ხვიჩას ეტყობა ბევრი ვარჯიში და შრომა, კარში ზუსტ დარტყმაზე აქვს ძან მომატებული, ყველა დისტანციდან სასწაულად ურტყამს
ტრი-ტრი
ხვიჩა გოლის მერე უკან რომ ბრუნდება, ცხონებული დოდო აბაშიძე გამახსენდა კ/ფ პირველი მერცხალიდან. იმის მოსვლამდე არაფერი ეტკინოს. ისიც ეგრე გამორბოდა ცენტრისკენ.))
შაქრო პაპა
რა თქმა უნდა ძირითადით მოიგებდა პსჟ. შე კაი დედმამიშვილო, მდევრები კუდზე გაზიან, ექსპერიმენტების დროა? დააყენე ძირითადი, დაწინაურდი 2 ბურთით მაინც და მერე თუ გინდა სულ ყველა გამოცვალე და დაასვენე. წაიგდე წინ საქმე. ამან უტვინო ფეხბურთელებით მოინდომა ფონს გასვლა და თანაც ლიონთან. ბავშვიც კი მიხვდებოდა ამას და ამხელა მწვრთნელმა ასეთი უსუსური სტრატეგია როგორ უნდა დასახო, უბრალოდ გაუგებარია....ვისაც ტვინი ქონდა, კი გაიბრწყინეს ხვიჩას თამადობით. მომეწონა რუისის და ხვიჩას შეთამაშება და ხშირი პასები. უთუოდ იტყვიან თავის სიტყვას ბაიერნთან. დემბელე მაინც დემბელეა და დონეა. მოკლედ, პსჟ-ს მეორე სასტავი არის ნული. თუ ასე გააგრძელა ენრიკემ, შეიძლება ჩემპიონებიც ვერ გახდნენ.
დავით 67
არაერთხელ დამტკიცებულა რომ თამაშს ვარსკვლავები იგებენ. ხვიჩა რომ ყოფილიყო ძირითადში პსჟ მოიგებდა 99%
გენადი
კვარამ თავისი კლასით გადაუსწრო პსჯ-ს
საჩინო
საკვირველია ,გუნდს მხოლოდ ძირითადის ფეხბურთელები ყავს მაღალი დონის.სათადარიგოებიდან არცერთში ნიჭის ნატამალი არ იკითხება.ძირითადიდანაც თუ ერთი -ორი ფორმიდან ამოვარდა ,გუნდი გადაულახავი პრობლემების წინაშე დგება.
ტრი-ტრი
გენიოსია ენრიკეო. რა ეტყობა? 130/30 ჰქონდა პასები პსჟ-ს და უკვე 2-0 აგებდა. რაც მაგათ აქეთ-იქეთ უაზროდ აგორავეს ბურთი, სწრაფად რომ შეეტიათ, შეიძლება მოეგოთ კიდეც. ხვიჩას გარეშე ძალიან უფანტაზიო გუნდია, ნახევარ გუნდს მაინც უდრის ხვიჩა თავისი სიძლიერით. საერთოდ რა უნდა მაგ გუნდში ან ბერალდოს, ანდაც ერნანდეშს? მარცხი მთლიანად ენრიკეს კისერზეა! გაუმარჯოს ხვიჩას!!!!! ხომ ჩასვა ბილიარდის სიზუსტით? ამ ბიჭს რომ არ ათამაშებ მთელ თამაშს, ხომ ხარ მოღალატე და უტვინო? ნამდვილად ხარ. რაში ჭირდება ძალების გადანაწილება? ბიჭი თამაშს მოწყურებულია, თვალებიდან ცეცხლს აფრქვევს და არ გადაიწვასო. თუ დაიღლება, თვითონაც კარგად მოითხოვს შეცვლას, ათამაშე რა შე რეგვენო! ბიჭი მოსიარულე თასი და გოლია ერთად აღებული და ესენი ნტანჯუებსა და ბარალდოებს უქონავენ თავს, რომ არ გაექცეთ.
Porto
კლასი! თავდაჯერება! კვარა თანამედროვე ფეხბურთის სუპერვარსკვლავია!!

გენიოსია. კუბერტენმა ხომ დაწერა “ოდა სპორტს “, კვარა თავისი კარიერით წერს “ ოდა ფეხბურთს “.
გულიაშვილმა ვერ ითამაშა, ზაბირიმ ისევ გაიტანა, "რასინგმა" ზედიზედ მესამედ გაიმარჯვა
[VIDEO] ზივზივაძე მოედნიდან უგოლოდ არ გადის - "ჰაიდენჰაიმმა" როგორც იქნა გაიმარჯვა
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
თბილისში ევროპული სტანდარტების საკალათბურთო აკადემიამ მიღება დაიწყო
"ჯადოქარი არ ვარ" - მარესკამ "სიტის" რთულ პერიოდზე ისაუბრა
"ამდენი გოლის გაშვების უფლება არ გვაქვს" - ალონსო "ჩელსის" მარცხის შემდეგ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 დილა. შეიძლება, მომდევნო ტურშიც გადაწყდეს...
ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
საქართველოს კალათბურთის ნაკრებმა საბერძნეთი დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
ნიკო პასი "რეალში" დაბრუნებას არ აპირებს
"ეს მატჩი ჩვენს მომავალს ცვლის" - ამორიმი "მილანის" ბრწყინვალე Comeback-ზე
37 წლის ასაკში ისლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარე გარდაიცვალა
"არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა" - კალაძე ბათუმში მომხდარ არეულობაზე
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა
[VIDEO] "ეს სირცხვილი და კატასტროფაა! ესპანეთის რანგით მე-3 დივიზიონის გუნდთან წავაგეთ!" - ესპანური პრესა "ხეტაფეს" მარცხს მწვავედ გამოეხმაურა
"ვიცი, თორნიკე ამის თქმის უფლებას არ მომცემდა, მაგრამ ეს ყველამ უნდა გაიგოს..." - სანაძის და ჯიკიჩის მონაყოლი შენგელიას შესახებ საბერძნეთის დამარცხების შემდეგ
"ბოდიში"! - "ხეტაფეს" ფეხბურთელების პატიების თხოვნები თბილისური მატჩის შემდეგ და იმედგაცრუებული მწვრთნელის ჩივილები
შსს "ბეშიქთაშისა" და ბეერ-შევას "ჰაპოელის" მატჩთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
[VIDEO] შენგელიასა და რიდის სუპერდუეტი, ქამბექი ოვერტაიმში და "თოკოს" ცრემლები - საქართველოს ნაკრებმა სტუმრად საბერძნეთი დაამარცხა!
"ვგმობ ქართული პოლიციის ჩარევას "ბეშიქთაშის" ქომაგების წინააღმდეგ" - მესუთ ოზილი ბათუმში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა
"მკაცრად ვგმობთ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის არაპროპორციულ გამოყენებას" - "ტრაბზონსპორის" განცხადება
[VIDEOS] ბათუმში "ბეშიქთაშის" ქომაგები პოლიციელებს დაუპირისპირდნენ
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგრძლივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
"კვარას" და დუეს არყოფნა უკვე დაეტყო? - პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგაზე პირველი ქულები დაკარგა
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
როტენის აზრით, პსჟ-ს კვარაცხელიას და დუეს გარეშე ჩემპიონთა ლიგის მესამედ მოგება გაუჭირდება
პსჟ-ს მეკარე პარიზიდან გასამგზავრებლად მზადაა
ლუის ენრიკე: გგონიათ, "კვარას" და დუეს გამო ვიტირებთ და ვიწუწუნებთ?
ვინისიუსი კვარაცხელიას ნაცვლად? - ფრანგული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"უმაღლესი კლასის სპეციალისტია" - ენრიკემ "რომასთან" მატჩამდე გასპერინი აქო და ადიდა
კვარაცხელიას და დუეს შემცვლელი სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი იქნება? - პსჟ-ის ახალი ვარიანტი აქვს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ტრანსფერი გამოირიცხა - "ატლეტიკომ" ალვარესი პსჟ-ის არ მიჰყიდა