ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო ჩემპიონატი
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჭიდაობა
        • ძიუდო
        • თავისუფალი
        • კლასიკური
        • ქართული
        • სუმო
        • სამბო
        • ქალთა ჭიდაობა
        • ბერძნულ-რომაული
        • პარაძიუდო
        • ჩოგბურთი
          • როლან გაროსი
          • უიმბლდონი
          • ავსტრალიის ღია პირველობა
          • ამერიკის ღია პირველობა
          • მონტე კარლო
          • ATP ცინცინატი
          • მადრიდის მასტერსი
          • რომის მასტერსი
          • მაიამის მასტერსი
          • სხვადასხვა
          • რაგბი
            • ეროვნული ნაკრები
            • დიდი 10
            • თასი
            • ლეგიონერები
            • 6 ერი
            • ტესტები
            • ერთა თასი
            • მსოფლიო თასი
            • ასაკობრივი ნაკრები
            • სხვადასხვა
            • ფორმულა 1
              • მონაკოს გრან-პრი
              • ბრიტანეთის გრან-პრი
              • იტალიის გრან-პრი
              • ბელგიის გრან-პრი
              • ბაჰრეინის გრან-პრი
              • საუდის არაბეთის გრან-პრი
              • იაპონიის გრან-პრი
              • ჩინეთის გრან-პრი
              • მაიამის გრან-პრი
              • ემილია-რომანიის გრან-პრი
              • აბუ დაბის გრან-პრი
              • MMA
                • UFC
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა
                  • სხვა სახეობები
                  • MMA

"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე

"შესანიშნავი იდეაა, იმედია შეთანხმება შედგება" - ჯანაშია საქართველოსა და რუსეთის ამხანაგურ მატჩზე

<p>ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელმა ზაზა ჯანაშიამ Metaratings.ru-სთან საუბარში განაცხადა, რომ ივნისში საქართველოსა და რუსეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩის ჩატარება შესანიშნავი იდეაა.&nbsp;</p> <p>&nbsp;</p> <p>"რუსეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის მატჩის ივნისში ჩატარება შესანიშნავი იდეაა. საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ამჟამად ფეხბურთელების შესანიშნავი თაობა ჰყავს. მოთამაშეების თითქმის ყველა წევრი ევროპის წამყვან კლუბებში თამაშობს.</p> <p>&nbsp;</p> <p>მარტო კვარაცხელიასა და მამარდაშვილის გვარების დასახელება რად ღირს. იმედი მაქვს, ფედერაციები შეთანხმებას მიაღწევენ", - თქვა ჯანაშიამ.&nbsp;</p>

  • Lelo

    მარალა Ძალიან კარგი იდეაა, ნუ დაიწყებენ ახლა პოლიტიკოსობას და პროფესორობას ფეხბურᲗი ფეხბურᲗია და მორᲩა და გაᲗავდა. ჯანაᲨიას Თავი დაანებეᲗ კიდევ.

  • ტვინგამორეცხილ ურებს

    რა თქმა უნდა ჯანაშიას ეს იდეა დღევანდელ ვითარებაში უადგილოა,რამეთუ რუსოფობიულადაა განწყობილი ქართული მოსახლეობის დიდი უმრავლესობა.ეს განწყობა კი გამოწვეულია მრავალწლიანი დასავლურ-ლიბერასტულ- პედერასტული პროპაგანდის შედეგად.მათ შეძლეს ჩვენი მოსახლეობისათვის ტვინების იმ დონეზე გამორეცხვა ,რომ შავი თეთრი ჰგონიათ და მოყვარე მტერი.არადა სულ მცირე დაფიქრებაა საჭირო სულ, ცოტა ტვინის განძრევა რომ ჭეშმარიტება დაინახონ,მაგრამ სადღაა ტვინი? 1801წელს როდესაც რუსეთს შევუერთდით ,საქართველოს მოსახლეობა იყო ნახევ მილიონზე ცოტა მეტი,როცა გამოვეყავით 5,5 მილონი.35 წლიანი დასავლურ-ლიბერასტული წესით ცხოვრების შედეგად თითქმის გავნახევრდით.განადგურდა ოჯახის ინსტიტუტი,განადგურდა ჯანდაცვა,განათლება,სამართალი ,ეკონომიკა,რომლებიც გვქონდა სანამ რუსეთს წიხლს ვკრავდით და დედას ვაგინებდით.ეს ხომ ჩვენს წინ არის ყველაფერი,ამას ხომ,ჩვენ ყოველდღიურად ვრძნობთ და განვიცდით და რა დონეზეა ტვინები გამორეცხილი ,რომ ყველაფერ ამას,შებრუნებით ხედავდე.რაც შეეხება რუსეთის ოკუპანტობას,პირველი კლასის მოსწავლეც კი გამოიტანს სწორ დასკვნას თუ ფაქტებს უნამუსოდ არ ვუარყოფთ.აფხაზეთშიც და სამაჩაბლოში ,რუსები ხომ მას შემდეგ შემოვიდნენ ,როცა ჩვენ იქ შეიარაღებული სამხედრო მოქმედებების წარმოება დავიწყეთ.მათი შემოსვლა ხომ პასუხი ჩვენს მოქმედებეზე იყო? დაგავიწყდათ? არ გახსოვთ? რა თქმა უნდა ,გამორეცხილ თავებში ხომ ყველაფერი წაშლილია.არც ის გემახსოვრებათ აჭარის და სამცხე ჯავახეთის დაბრუნებას ,რომ 30 000 რუსი ჯარისკაცი შეეწირა. არც ის გემახსოვრებათ ლეკიანობა და ყმების გაყიდვას ,რომ საბოლოოდ დაესვა წერტილი.არც ის გემახსოვრებათ რუსებთან ერთად ყოფნის დროს რა სიმაღლეებს მიაღწია ქართულმა მეცნიერებამ,ხელოვნებამ ,სპორტმა. ეეჰ! თქვენ აღარაფერი აღარ გეშველებათ და ვაი ,რომ საქართველოსაც მიიყოლებთ.

  • დავითი.

    არ ვართ ჩვენ ამხანაგები და შესაბამისად არც ეგ მატჩია საჭირო. ჯანაშიას კოდე შეუძლია გვარიც გადაიკეატოს და დარჩეს რუსეთში

  • წუა

    ჯანაშიას თუ რომელიმე სხვა ფიზიკური პირის პირადი ამბიციების დაკმაყოფილების გარდა,საქართველოს ნაკრებს რა სარგებელს მოუტანს ოკუპანტი რუსეთის "ჭ" კლასის ნაკრებთან თამაში?!

  • ავთო

    მერე ნაურუს,სირიას,ნიკარაგუას და ბოლოს ჩრდ.კორეას!

  • დათო

    😆😆😆

  • DAVIT

    ჯანაშია სიცხე გავიზომე აბა

  • ჰეჰეე

    მისვლას კიარა ტელევიზიით ტრანსლაციასაც არ ვუყურებ ეგ თუ მოხდა...

  • იბერია

    რა სისულელეა ...

  • რაც შეიძლება მალე!

    მომხრე ვარ, აღსდგეს დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოს და რუსეთსს შორის! გამოხტებიან ეხლა ცრუ პაწრიოტები და დაიწყებენ მორალის კითხვას, მაგრამ ვის აინტერესებს თქვენი ბოდვები?

  • ადამიანს

    ამ გამოშტერებულ ვითომ "პატრიოტებს", მაინც ვერაფერს გააგებინებ,რადგანაც ტვინის მაგივრად, თივა უყრიათ თავებში. ამ თავიანთი "მტკიცე ანტი რუსოფობიით" ერთ რამეს ამტკიცებენ, რო ასიამოვნონ თავიანთ ბოსებს, ევროპარლამენტში, რო ყრიან და იქით ვითომ ზელენსკის უგორავებენ კოჭს, აი გვნახეთ რა ბიჭები ვართ, რუსებს როგორ ვაგინებთ და მხარს გიჭერთო. უბრალოდ ვაი ამ საცოდავების პატრონებს? ის ვერ გაუგიათ ამ ვიგინდარებს, რომ ამით საქართველოს უკეთებენ ცუდ საქმეს, მაგრამ სულ ცალ ფეხზე არ კიდიათ ქვეყანა?

  • ზურაბს

    მაგ გაგებით და მაგ ლოგიკით, თურქეთსაც არ უნდა ვეთამაშოთ, რა? ნაკლებად ააქვთ ხელები ქართველების სისხლში დათხვრილი? კარგით რა?უკვე პარანოიაში ხართ გადასულები! გატყობთ, ცოტაც და ფსიქიატრიული კლინიკების პაციენტები გახდებით! დაატორმუზეთ სანამ დროა!

  • ლობიოჭამია

    შენ თავს მიხედე ზაზა. რუსებს ქართველი რომ ჰგონიხართ )) ერთი ერნესტოა და მეორე შენა )

  • ზურაბი

    ვთვლი რომ არ უნდა ითამაშონ! რა მორალით უნდა ითამაშო რუსებთან,როცა მათ ქართველების სისხლი აქვთ ხელი ამოსვრილი, русский корабль ИДИ НА ХУЙ !!!

  • მეგრელი

    მეგრელები ასეთებს ძვალიშ მატახალ-ს უწოდებენ, ეს ცხრა ნომერი ქაჯი, ესა. ფუჰ შენი...

  • დემური

    არაფერში არ გვარგია რუსეთთან თამაში !!! არც გვჭირდება !!!

  • ანტონი

    ჯერ იქ ჯანაშიას პავლიაშვილის კანდელაკის გვერდქითელის და კიდევ ბევრი გარუსებულების დდშ და მერე აქ მათი მხარდამჭერებისაც

  • lasha

    რას იზამ როდესაც ადამიანს დაბალი IQ აქვს. ამის და ასათიანის კარიერა სწორედ ამ დაბალმა ინტელექტმა შეიწირა. ვერ მოწყდნენ რუსეთს. არადა ორივეს ქონდა ის პოტენციალი უმაღლესი ფეხბურთი ეთამაშათ. ჯანაშია არველაძეზე ნაკლები არ იყო თუ არ აღემატებოდა. ასევე ასათიანი. ასეთი კლასნი და მოაზროვნე ფეხბურთელი დღეს თითზე ჩამოსათვლელია.

  • ჯარჯი

    ეს,ის არ არის? ნაკრებში რო გამოიძახა ბოსკამპმა ოფიციალური მატჩისთვის და 2 დღის დაგვიანებით მანქანით ჩამოვიდა მოსკოვიდან. )))

  • ადამიანი

    დავით67-ს, ჩემო გულმხურვალე მამულიშვილო,რუსეთი სისხლისმსმელი მტერია და სწორი რეაქცია გაქვს. აი თურქეთზე ხომ არ გაქვს იგივენაირი მწვავე განცდა? არადა სულ რაღაც 100 წელი გავიდა მაგათი ბოლო შემოსევის შემდეგ,ბათუმზე და ნესხეთზე კბილებს ისევ ილესავენ. ასი წლის წინ სომხეთიც შემოგესია და არც მაგათზე არ გაქვს ანალოგიური პრობლემა,30 წლის ჯავახეთზე გიცხადებდნენ პრეტენზიას,მაგრამ ყარაბახის გამო ორ ფრონტად ვერ დაიწყეს და მხოლოდ სამხედრო თვითმფრინავის მოპარვა გაკმარეს,ჰო,საზღვარსაც ცოტა-ცოტა იტაცებენ. ჰოდა რა გამოდის შენი ლოგიკით? ასი წელი რომ გავა,აღარც რუსეთთან არ გექნება პრეტენზია. მანამდე იჰექი და აკაკუნე კლავიშებზე

  • Bs

    ხუმრობითაც კი მაგარი კვერცხობა გამოგივიდა

  • სინოკ

    რა რუსეთის ნაკრები.! შეიძლება ხალხმა სტადიონზე არც შეუშვას. თუ შეუშვეს არ გამოუშვებენ. ჯანაშია ეხლა გახდა ქართველი.? აქამდე იძახოდა რუსი ვარო.

  • პაატა

    სხვა რამე რომ შემოგთავაზოთ არაა

  • დავით 67

    ეს კაცი როცა ლოკომოტივში თამაშობდა, სიომინმა კაზინოდან ვერ გამოათრია.ახლა ჭკუის დარიგების მუღამში მოვიდა. არ დაიჯეროთ რომ ეს რუსეთში ვინმეს სჭირდება ან ვინმე რამეს ავალებს. თვითონ ეტენება. ასეთი გამყიდველები არსად არ სჭირდებათ. აფხაზეთში გაუგებრობა მოხდაო, ესე უყვებოდა რუსებს ინტერვიუში. სხვისი არ ვიცი,მაგრამ ეს თუ მართლა ასე მოხდა არასდროს არცერთ გუნდთან არ ვუქომაგებ ამ თაობის ნაკრებს.

  • მოზგი მუცელი

    საერთოდ, ორი რუსეთი არსებობს _ კარგი და ცუდი. კარგი და ცუდი ყველგანაა. რაც მე რუსეთში კარგი მინახავს, ვინ მოთვლის... ჩვენ უნდა ავდგეთ და კარგ რუსეთს ვეთამაშოთ, ცუდს არა. ცუდს უნდა მოველაპარაკოთ, რომ დასაბრუნებელი დავაბრუნებინოთ, კარგად ვაქციოთ და მერე შეიძლება იმათაც ვეთამაშოთ. ნუ, რადგან ზაზამ თქვა, თორემ მე საერთოდ არ ვაპირებდი თამაშს.

  • კოლა

    ფუფ რა !! :(((

  • Toy

    Ანუ რა უნდა ამ ქლიავ ჯანაშიას თქვას ხვიჩა და მამარდა، რომ არ გვყავდეს რუსებს არ ეკადრებათ Ჩვენთან თამაში?წადის რა ნაურუს მიაწექით.

  • კახი

    თამაში რუსებთან ჯერ ადრეა მით უმეტეს სანქცირებულო არიან ფიფადან,ისე რუსებთან მოგვიწევს ადრე თუ გვიან საუბარი. ამერიკის და ევროპის იმედად ჩემი მტერი იქნა.

  • გუგა

    ეტყობა მოენატრა სტადიონზე რამდენიმე ათასი გულშემატკივრის მიერ შესრულებული "პუტინ ხუილოს"მოსმენა.

  • მამუკა

    არა მადლობა არ გვჭირდება მაგათი ოკუპანტი ....

  • დავით

    ფანტასტიკის სფეროა. რატო უნდა ვეთამაშოთ რუსეთს აგერ ბაჰრეინი გვყავს სპარინგ პარტნიორად )))) ზაზა ჯანაშიას ძვალრბილში გაუჯდა რუსეთი.. ჯიგარს აწყობილმოწყობილიაქვს რუსული ცხოვრება და იტყვის მერე რა მოხდა.. მაგან ის იკითხოს ქართველ ერს რამდენად გაახარებს მჩაგვრელ მეზობელთან ბურთის გორება?!

  • koba

    კლავიატურის ლომებო იქნებ აფხზეთი დააბრუნოთ ?

  • გიორგი

    ვინც რუსებს "ამხანაგურად" ეთამაშოს ...ან ეგ იდეა დაუშვას საერთოდ ..დედა შეერთოს ცოლადა

  • haramball

    სახეზე ეტყობა ბლიჟნივასტოკი და სრედნაია აზია ამას და პავლიაშვილს . მასეთებს ევასებათ რუსი ნაჩალნიკი. რა ფენოტიპია ეგ ვინმემ იცის? საიდან შეგვერია??

  • გიორგი

    თურქეთს რომელი ეპოქა უნდა გაუხსენო ?

  • კი-ს

    აღარაფერს ვამბობ 1989 წლის 9 აპრილიდან მოყოლებული,რაც დაგვმართა რუსეთმა,მხოლოდ ორ ავად მოსაგონარ თარიღს გაგახსენებ__1993 წლის 27 ივლისის სოჭის ხელშეკრულება,რუსეთის შუამავლობით და 2008 წლის აგვისტოს შეთანხმების დარღვევა,თუ არ იცი მოიძიე და მერე თქვი რუსეთზე დადებითი კუთხით!

  • საქართველო უპირველესად

    სპორტალ! ეს კაცი მოგვაშორეთ რაა

  • მამუკა09ზე

    რომელ საკითხზე უნდა ელაპარაკო რუსეთს, 1801-ზე, 1921-ზე, 1924-ზე, 1956-ზე, 9 აპრილზე, აფხაზეთზე, სამაჩაბლოზე, 2008-ზე, ათასობით მოკლულზე, დახვრეტილზე, გადასახლებულზე, დანგრეულ ეკლესიებზე, გაუქმებულ სახელმწიფეობრიობაზე და ავტოკეფალიაზე, ლტოლვილებზე თუ კიდევ ჩამოგითვალო...

  • კი

    უნდა ეთამაშოთ.არ დავიწყებ რატომ და უნდა გავტენოთ რუსეთის ნაკრებს...ისე რომ იცოდეთ არც ამერიკა და არც ევროპა არ დაგიბრუნებს აფხაზეთს და არც ოსეტს უნდა ესაუბრო იმას ვინც წაიგო.და მორჩით ამ სიდებილეს.3 მილიონიც არ ვართ ქართველები და რაგაცა გვგონია დილით და საგამოს ჩვენზე ფიკრობს მთელი მსოფლიო...ერთი ადგილი დაყენეთ თქვენმა უტვინობამ მიგვიყვანა იქ სადაც ვართ შეგვეძლო უმტკივნეულოდ და ომის გარეშე წყნარად გამოვსულიყავით საბჭოთა კავშირიდან.როგორც სხვა ქვეყნება გაკეთეს.ასე რომ ვეთამაშოდ და მოუგოთ ფეხბურთში თუ ვერ უგებ ომში მოიუგებ რუსეთს თუ ვინმე დაგეხმარა ან დაგეხმარება.არ წაიგეს ამ ცალ ტვინებმა ტვინი.

  • zura222

    რა სისულელეაა ვინ წამოაყებნა ის იდეა ? როგორ წქარმოუდგენია იმ იდიოტს საქართველო-რუსეთის თამაში ?? ან რატომ უნდა შეხვდნენ მაინც და მაინც რუსეთს და არა მაგალითად ბელორუსიას ? ბელორუსებმა ჩვენი ტერიტორიები მაინც არ აღიარეს დამოუკიდებლად და იმათთან კარგი იქნება თუ ჩავატარებთ

  • 555

    ჯანაშია გრცხვენოდეს! ვისთან თამაში გინდა ბიჭო ოკუპანტებთან? ისე ერთ რამეს გეტყვი, შენნაირი 11 ვაი-ვითომ ქართველი კი გამოიძებნება, შეიკრიბეთ და ეთამაშეთ მაგ ღრუსებს ოღონდ მოსკოვში და არა საქართველოში.

  • საქართველო

    საქართველოზე როდესმე შეგტკივა გული? ისე როგორც რუსეთზე?სამარცხვინო ხარ🤑🤮

  • Თომა

    Არავითარი რუსეთანთამაში!! Ჯერ ადგნენ აფხაზეთი და შიდა ქართლი აღიარონ საქართველოდ, მერე გაიყვანონ თავიანთი ჯარი, მერე გადაიხადონ კონპესაცია რაც სახლკარი გადაწვეს ქართველების, მერე და ფიქრებით ერთი 300 წლის მერე იქნება ვეთამაშოთ

  • შაქრო პაპა

    სიტყვას ვერ ძრავენ ეს ცუციკები ოკუპაციაზე. რომ კითხო, კაი კაცია.)))

  • გილოცავსთ!

    ჯანაშია პარლამენტში!

  • llcl

    რა მაგრად შეაფასა ეს რუს-მონღოლთა დესპანი ბოსკამპმა, ზუსტად! დააბრუნონ აფხაზეთი და სამაჩაბლო, გაათრიონ მაგ ტერიტორიებიდან თავიანთი სალდაფონები, შემდეგ შეიძლება ფეხბურთი კი არა და წრეშიბურთი ვეთამაშოთ

  • სტალინი

    უკრაინასთან მატჩის წინ კარგი რეპეტიცია იქნება, ისინი ხომ ერთ სტილში ბეი-ბეგი თამაშობენ

  • zviadi

    არასოდეს

  • გიორგი

    "მენტალიტეტ დებილ!! შეგვეშვი რა დაგვანებე თავიიი,მე პირადად შენ რუსად მიგიჩნევ და რუსის აზრი არ მაინტერესებს!!!მუდმივად რუსების საქმეს აკეთებ😡

  • კ

    არაა ეს კაცი ამ ქვეყნის მოქალაქეობის ღირსი. წავიდეს თავის აქსანასთან თუ ალიონასთან და დაგვანებოს თავი

  • @

    სამარცხვინო “ქართველო”

  • უშანგი

    ჯანაშიას რუსული სამხედრო ხომალდის მიმართულება თუ ახსოვს ნეტავ?

  • ცოფიანი სპილო

    აქაურობა გამოტენილია რუსობოტებით, მე რასაც ვუყურებ, რუსეთზე რამეს ცუდს რომ დაწერ, ეგრევე გესევიან მინუსებით, საიტის მფლობელებზეც და მუშაკებზეც ეჭვი მაქვს, რომ რუსეთუმეები ანდაც სულაც რუსები იყონ, საეჭვოთ ბევრს ახალ ამბს რუსეთზე და მის სპორტსმენებზე წერენ, ნუ იტყვით, მეზობელები არიანო და ამიტომ, თურქულ, აზერბაიჯანულ და სომხურ სპორტზე რატომღაც არაფერს წერენ. აბა გამოაქვეყნეთ, თუ მაგრები ხართ

  • ქვემო ფონიჭალის საგარეო საქმეთა მინისტრი

    იმედია, კობიაშვილი აიტაცებს იდეას.))) აბა, დატრიალდი ფედერაცია.)))

  • ოტია იოსელიანი

    ზოგიერთი ქართველი სადაც გაძღა, იქ სამშობლო ეგონა!!

  • ტრი-ტრი

    მგონი შვილი მოაწყო ლოკომოტივში, ადრე წერდა საიტი. აბა, სხვას რას იტყოდა ზაზა? იქ ცხოვრობს, იქ ჭამს და სვამს. კაი ბიჭია და დაიკნავლოს რომ რუსეთი ოკუპანტია. არაფრით განსხვავდება სასი სოსოსგან, თინა კანდელაკისა თუ სხვა კრემლის მეხოტბე მომღერლებისაგან.

  • გიგი

    ვინც რუსებთან ითამაშოს იმის დედა ვატირე

  • სანაჩაბლოელი

    ჯანაშია! აგვისტოს ომის დროს სად იყავი?რუსეთში ფულებს შოულობდი?

  • სოსო

    ეს "გრუზინი"რატო არ გვანბებს თავს რა უნდა?ჩვენ ქართველებს არ გვინდა გაიგეეე

  • "Опять двадцатьпять" !

    რა უბედურება ჭირს ამას ?! რუკას მაინც დახედე და იქნებ აფხაზეთი და ცხინვალი გაგახსენდეს, გვარით გვარით ქართველო ჯანაშია ! ვინმე გავალებს, თუ მართლა შენს ტვინში "იხარდშება" ასეთი სისულელე ?! ------------------------------------------------ სამწუხაროდ კიდე არაერთი მედროვე ასეთი თავგამოდებული რუსეთუმე "ქართველი" არსებობს ... და აქაც ალბათ არაერთი გამოიდებს თავს "ანტილაიქებით " . ჰოდა, ყველა ასეთის, უგულოს და უტვინოს ... მაგათი ქართველობა "არ გაიშვა" !

  • ACHI

    GAMORICXULIA

  • უფროსი

    ძვირფასო თანამემამულენო! მეც ის ვიფიქრე, რასაც თქვენ ფიქრობთ.

  • Achi

    ერთი ვინც იქ ითამაშებს კიდე მაგას რა უთხრა და ამის მომხრეც ვინც არის ეხა დაგრჩა და იმ ევროტურნირებისგანაც უნდა გააგდებინოთ თავი რაუნდსთქვა აზრი არააქვს უკვე....

"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში

ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

WU16 | საქართველოს ნაკრებმა უეფას განვითარების თასი მეორე ადგილზე დაასრულა

„ორბმა“ თსუ-ს საოცარი წამოწევა გაუცუდა და სერიაში წონასწორობა აღადგინა

"დავრჩები თუ არა "ბარსელონაში"? - ლევანდოვსკიმ საკუთარ მომავალზე ისაუბრა

ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-1 სამგურალი. კუთხურების ფასი

ქართველების "მეცი" "ლორიენთან" განადგურდა

"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-1 ტორპედო. ...მაგრამ ისინი წლიდან წლამდე იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომას...

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" სტუმრად "კიოლნს" მოუგო და ბუნდესლიგაში დარჩენის შანსი აქვს

კიტეიშვილმა ისევ გაიტანა - "შტურმმა" "ჰარტბერგს" მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-2 დილა. შეყილაძეს ლონგოს წასვლა "მოუხდა"

მიქაუტაძის 20 წუთი - "მალიორკამ" და "ვილიარეალმა" ქულები გაიყვეს

"რეალის" დატოვების შემთხვევაში, ვინისიუსის დამატების მთავარი ფავორიტი ცნობილია

"ბაიერნი" ვლაჰოვიჩს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს

[VIDEO] გენიალური ლიონელ მესი - არგენტინელის გოლი და ორი საგოლე პასი "ტორონტოსთან"

პსჟ საკადრო პრობლემებით და ლიდერების დასვენების აუცილებლობით - ვის ათამაშებს ლუის ენრიკე "ბრესტთან"?

შერმადინი ერთ-ერთი საუკეთესო იყო | "ტენერიფე" მე-3 ადგილისთვის მატჩში დამარცხდა

ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" ჩემპიონი "შალკე" დაამარცხა

"ეს შეცდომა იქნება" - ფიგუ მოურინიოს "რეალში" დაბრუნების წინააღმდეგია

ქვიზი: გამოიცანი, ვინ გამოიმუშავებს ევროპულ კლუბებში ყველაზე მეტს

ივნისის ამხანაგური მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს

ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება

L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი

"ჯვაროსნების" მეტოქეს იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში

საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს