პრემიერლიგაში ზედიზედ 5 მარცხის შემდეგ, "ჩელსიმ" დაკავებული თანამდებობიდან ლიამ როსენიორი გაათავისუფლა.

"არისტოკრატებმა" ამის შესახებ გულშემატკივრებს სოციალური ქსელის საშუალებით აცნობეს. წყაროს ცნობით, "ლურჯებს" სეზონის ბოლომდე კალუმ მაკფარლეინი უთავკაცებს. სეზონის დასრულების შემდეგ კი "ჩელსი" ახალი მწვრთნელის შესახებ ინფორმაციას გამოაცხადებს.

როსენიორს ლონდონურ კლუბთან ხელშეკრულება 2032 წლამდე აკავშირებდა, მისი დროზე ადრე შეწყვეტის გამო კი "ჩელსის" ლიამისთვის კომპენსაციის სახით 24 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.

ცნობისთვის, 41 წლის სპეციალისტმა "არისტოკრატებს" ჯამში 23 მატჩში უთავკაცა, საიდანაც "ჩელსიმ" 11 შეხვედრა მოიგო, 10 წააგო და 2 ფრედ დაასრულა.

ეეუ
ეგ რა არის მოურინიო ღუნავს თუ ღუნავს ხან ერთი გუნდიდან გააგდებენ ხან მეორედან და უხდიან მილიონებს
თბილისელი
და მერე ეგ "გათეთრებული ქეში" რა ჩემს ფეხებად სჭირდებათ? სად დახარჯავენ? მაქსიმუმ -საქართველოში, რუსეთსა და თურქეთში? ე.წ. მესამე ხარისხის ქვეყნებში,და რა? ორთაწალაში და სანზონაში ბინებს იყიდიან?
ჯუანშერ კორუფციონერი
აბა როსენიორმა უნდა თქვას, კაცი ვარ და ქუდი მხურავსო (ანუ, ფულებს ვღუნავო). მეც ეგრე გავაკეთე, მაგრამ აქ მშიერი ქვეყანაა და არ შემარგეს, ხოლო იქ (ინგლისში) ტკბილი ცხოვრებაა
წერტილს
ანუ ,დავუშვათ კომპანიამ დაიქირავა პრარაბი.დაუდო ხელშეკრულება :სამ წელიწადში უნდა ააშენოს 15 კორპუსი.5 თითო წელს .პრარაბმა პირველ წელს ააშენა მხოლოდ 1 კორპუსი.დაირღვა გრაფიკი და ვერ შესრულდა პირველი წლის ვალდებულება.პრარაბს თუ გაანთავისუფლებენ 2 წელი კიდევ უნდა უხადონ ხელფასი? მას ხომ სხვაგან შეეძლო მუშაობის დაწყება? რაღაც ,ყველაფერი ეს ,ვერ ჯდება ლოგიკაში.
ირაკლი ქუთაისელი
ადრე ამას უშრომელი შემოსავალი ერქვა

მადლობა განმარტებისათვის, მაგრამ თუ მყიდველმა უნდა იცოდეს რას ყიდულობს, ხელშეკრულებაში არ უნდა აისახოს რისთვის ყიდულობს? სწორედ ამ აბსურდულ ხელშეკრულებას ვაკრიტიკებ, ანუ ხელშეკრულებაში უნდა იდოს, რომ შედეგისთვის ყიდულობ და უხდი ამხელა გასამრჯელოს.
555
წერტილი,ძალიან კმაყოფილი გახლავართ თქვენი განმარტებით.მადლობთ.
ღენერალ-სიმუსი მდინარაძე
მოურინიოც ეგრე არ აკეთებს ფულს?
პეტუხი კრიშტიანუ
ფაქტია,რომ ბოლო წლებში ინგლისის პრემიერლიგა ქერის ორმოს დაემსგავსა,ათასი ჯურის თაღლითი დასაქმდა და ცხოვრება მოიწყო,საშინელ გადაწყვეტილებებს იღებენ კლუბების მენეჯერები,რისთვისაც დანარჩენი ევროპელები დასცინიან და მასხრად იგდებენ!
საჩინო
რატომ არ იდება ხელშეკრულებაში პუნქტი ,რომლის მიხედვითაც, მწვრთნელი რომელიც შესაბამის შედეგებს ვერ დადებს,ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე დატოვებს პოსტს.რა ხდება ,რატომ არ არის ასე ,იქნებ ვინმემ ამიხსნას.
ბარდაველა
ათეთრებენ მასე ფულს. 20 მილიონს უკან დაუბრუნებს ხელზე.

როცა კონტრაქტი დადე,მის შესახებ ინფორმაცია შეგროვილი გქონდა და იცოდი,რასაც ყიდულობდი.კონტრაქტის ცალმხრივად შეწყვეტის შემთხვევაში,ვალდებული ხარ,სრული ფასი გადაიხადო,რადგან შენთან კონტრაქტს თუ არ დადებდა,მას შეეძლო შემოსავალი სხვაგან მიეღო და შენ მას,ამ შემოსავალს აკარგვინებ.ამ კონტრაქტის დასრულების ვადამდე,როსენიორი სხვაგან თუ დაიწყებს მუშაობას,ჩელსი კომპენსაციის გადახდას შეუწყვეტს.ასეა,თუ კონტრაქტში,წინასწარ არ არის შეტანილი დათქმები.
ჟორა გაბრიჭიძე
ვერ გავიგე, ეს როგორ? ხელშეკრულებით მწვრთნელს არ ევალება გუნდი გაწვრთნას და შედეგი დადოს? თუ შედეგი არ არის მაშინ უქნარა სპეციალისტის გაშვებისათვის კომპენსაცია რატომ უნდა გადაიხადონ?
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"პარიზს", სადაც ახლახან ანდრია კვირიკაძე გადავიდა, სათავეში ლიამ როსენიორი ჩაუდგა
"10 წლის წინ, სწორი გადაწყვეტილება მიმიღია" - გვარდიოლა აღშფოთებულია
"ჩელსიმ" პრემიერლიგის მოგების შანსი დაკარგა
"ჩელსი" როსენიორის გადაყენებას არ აპირებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
საფრანგეთში დაბრუნება არ ისურვა - როსენიორი დროებით დაისვენებს
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
[VIDEO] მამარდაშვილის გადამწყვეტი მოგერიება - "ლივერპულმა" პენალტების სერიაში "ჩელსის" სძლია