ქართული გუნდი "კოლხი GRT" Nascar-ის სერიებში მიიღებს მონაწილეობას. ამასთან დაკავშირებით "პალიტრანიუსის" დილის გადაცემის სტუმარი ყველასთვის ცნობილი ავტომრბოლელი, დათა ქაჯაია იყო.

"ქართული ავტოსპორტისთვის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, ქართული გუნდი რომ შეიქმნა და Nascar-ის სერიაში მიიღებს მონაწილეობას.

მოგეხსენებათ, ეს ამერიკული სახეობაა, რომელიც ევროპაში გადმოიტანეს. თუკი შტატებში შეჯიბრება უფრო ოვალურ ადგილებშია, ევროპაში ჩვეულებრივ ავტორბოლებზე იმართება და მაყურებლების თვალსაზრისით უფრო საინტერესოა. ხალხი ხომ უფრო სეირის საყურებლად დადის და როცა მანქანებს ნაწილები ძვრება და ა.შ. ეს უფრო სიამოვნებთ.

მონაწილეობა შარშან მივიღეთ და ჩემ კლასში საუკეთესო გავხდი. ირაკლი ჩიქოვანმა წელს ქართული გუნდი, "KOLKHI GRT" შექმნა. ამ სპორტში ბევრი რამაა ფინანსებსა და ტექნიკაზე დამოკიდებული. წელს უფრო სატესტო გუნდი გვეყოლება, სტაფი მთლიანად ქართულია. ბევრი რამ გვაქვს სასწავლი როგორც ტექნიკური პარამეტრების, ასევე ავტოდრომის სახით. წელს ფონს ასე უნდა გავიდეთ და შემდეგ სრულფასოვნად მივიღებთ მონაწილეობას. ახლა მთავარია, ეს გუნდი დაიხვეწოს და განვითარდეს.

პირველმა წარმატებამ და პოპულარობამ გადაგვაწყვეტინა, ქართული გუნდი შეგვექნა. ყველა ადამიანი თავისი საქმის პროფესიონალია.

პილოტები მე და მარიამ დავითიძე ვართ. ორი მთავარი კატეგორიაა - PRO და Open კლასი. მანქანა მძიმედ სამართავია, დიდ ენერგიას მოითხოვს, ასევე მანქანაში დიდი ტემპერატურაა (60-70 გრადუსი). მარიამი ვალენსიაში მესამე ადგილზე გავიდა.

არის მეორე გუნდი, საქართველოს სპორტის სამინისტროსა და საავტომობილო ფედერაციის ხელშეწყობით, სადაც სანდრო თავართქილაძე და ჩემი შვილი, სანდრო ქაჯაია მონაწილეობენ. ჩემი შვილი კიდევ ერთ, დამატებით კლასში მონაწილეობს. პოდიუმთან ახლოსაა და ყველაფერი წინაა.

ავტოდრომისთვის მზადებისთვის ანალოგიური მანქანა ჩამოვიყვანეთ და ისე ვვარჯიშობთ, რაც ძალიან გვეხმარება. გვსურს, ადგილზე მაქსიმალურად მომზადებული ჩავიდეთ.

საფრანგეთში 23-24 მაისს, მარსელთან ახლოს არის ავტოდრომი. შემდეგ 4 რბოლა იქნება და ოქტომბრამდე გადანაწილდება. საფრანგეთიდან მალევე, დაახლოებით ორ კვირაში ბრიტანეთის ეტაპია", - განაცხადა ქაჯაიამ.

„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ავტოსპორტი: ფერნანდო ალონსოს 305 ათასი გამოვარდნისთვის
ფერნანდო ალონსომ ინდი 500 ვერ დაასრულა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ავტოსპორტი: დათა ქაჯაია რბოლას უბრუნდება
ᓓᓐᓗᓐ ᓥᓐᓯᓐᓘᓐᓛ "ᓞᓘᓙᓐᓞᓔᓑᓨᓘ" ᓞᓘᓠᓕᓔᓚᓘ ᓐᓓᓒᓘᓚᓘ ᓓᓐᓘᓙᓐᓕᓐ
დათა ქაჯაიამ TCR International-ის მეშვიდე რბოლაში მესამე ადგილი დაიკავა
ᓓᓐᓗᓐ ᓥᓐᓯᓐᓘᓐᓡ ᓒᓐᓛᓐᓠᓯᓕᓔᓑᓐ ᓘᓡᓢᓝᓠᓘᓣᓚᓘ ᓠᓔᓙᓝᓠᓓᓘᓗ
დათა ქაჯაია პირველია - ქართველ მრბოლელს ამ კლასში აქამდე არ გაუმარჯვია
დათა ქაჯაია ახალ სერიაში იასპარეზებს