ნიკა ამაშუკელი 3 მაისს ჩემპიონთა თასის (investec champions cup) ნახევარფინალს იმსაჯებს, რომელშიც ფრანგული ‘ბორდო’ ინგლისურ ‘ბათს’ უმასპინძლებს.

შეხვედრა ბორდოს საფეხბურთო სტადიონზე, „სტად ატლანტიკ ბორდო მეტროპოლი“-ზე გაიმართება, რომელიც 42 115 მაყურებელs იტევს და ის ჩვენი დროით 18 საათზე დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ ამაშუკელმა შარშან ჩემპიონთა თასის ფინალი იმსაჯა. მაშინაც ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება შედგა და კარდიფის “ფრინციფალითიზე” ‘ბორდომ’ ‘ნორთჰემპტონი’ 28:20 დაამარცხა.

ნიკა ამაშუკელი: “მიმდინარე სეზონში 4,5 თამაში ვიმსაჯე, რადგან მერვედფინალში, პირველი ტაიმის შემდეგ მცირე ტვინის შერყევა მივიღე და მეორე ტაიმში მოედანზე ვეღარ დავბრუნდი. მთლიანობაში, წელს ოპტიმალური სეზონი მქონდა. წლების გასვლასთან ერთად, გამოცდილებაც მემატება და ჩემი პერფორმანსიც უკეთესი ხდება, რაზეც მაღალი დონის დანიშვნებიც მეტყველებს და ამით ძალიან ბედნიერი ვარ”.

„ამჯერად მანდეს ნახევარფინალური შეხვედრა, რომელშიც ‘ბორდო’ ‘ბასს’ მასპინძლობს. ის საფეხბურთო სტადიონზე იმართება, რომელიც ბევრად უფრო მეტ მაყურებელს იტევს, ვიდრე ‘ბორდოს’ სარაგბო მოედანი. სამწუხაროდ, ამჯერად არ მეყოლებიან ქართველი დამხმარეები, რადგან ამ დონეზე მხოლოდ მსოფლიო რაგბის ელიტარული მსაჯები ინიშნებიან“.

„ჩემპიონთა თასი მსოფლიოს საუკეთესო საკლუბო ტურნირია და მისი ნახევარფინალის და ფინალის მსაჯობა ძალიან დიდი პატივია. მელის ფრანგულ-ინგლისური დაპირისპირება, რომელიც ყოველთვის რთული და ინტენსიური თამაშით გამოირჩევა. მოგეხსენებათ, ექვს ერზე ვიმსაჯე საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების შეხვედრა და ჩემპიონთა თასის ნახევარფინალს მეორე რაუნდს ვეძახი, რადგან როგორც ‘ბორდოში’, ასევე ‘ბასში’, მრავლად არიან თავ-თავიანთი ქვეყნის საერთაშორისო მოთამაშეები“.

„შარშან ჩემპიონთა თასის ფინალი ვიმსაჯე, წელს ნახევარფინალს მოვემსახურები და მიხარია ასეთი სტანდარტი რომ მიჭირავს. ამისათვის შრომას არ ვიშურებ და თავს არ ვზოგავ. მსგავსი დონის გუნდების თამაშისას მოედანზე საოცარი ამბები ხდება და მსაჯს საუკეთესო ბილეთი აქვს, რადგან ამ ყველაფერს ახლოდან უყურებს. ვეცდები ამ ამოცანას თავი საუკეთესოდ გავართვა და მივიღო უდიდესი სიამოვნება, რადგან ეს სპორტია და საბოლოო ჯამში, მისგან სიამოვნება უნდა მიიღონ როგორც მოთამაშეებმა, ასევე მსაჯებმა და გულშემატკივრებმა“.

Rugby.ge

ირაკლი
წარმატებები ჩვენს საამაყო ნიკას!
Dato
წარმატებები ბატონო ნიკა , მსოფლიო თასის ფინალსაც მალე იმსაჯებთ დარწმუნებჯლი ვარ
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
ოთხი მსაჯით ჩემპიონთა თასზე!
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში