ბათუმის ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი მძიმე წონაში კაცთა ასპარეზობებით დასრულდა. ფიცარნაგზე გავიდა აკვრაში ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ბაქარ თურმანიძე.

ქართველმა მძიმე წონოსანმა (+110 კგ) ატაცში სამივე ცდა (175/181/187) წარმატებით გამოიყენა და მეოთხე ადგილი დაიკავა. აკვრაში შედეგიანი ჰქონდა პირველი ორი ცდა (208/219), მესამე მისვლაზე კი 225 კილოგრამი ვერ დაიმორჩილა და მეხუთემდე დაქვეითდა, ორჭიდის ჯამში (406) კი მეოთხე იყო.

წარმატებული ჩემპიონატი ჰქონდა ოლიმპიური თამაშების ვერცხლის, მსოფლიოს და ევროპის ორ-ორგზის ჩემპიონ და არაერთი სხვა სინჯის მედლის მფლობელ სომეხ ძალოსან ვარაზდატ ლალაიანს.

სომხეთის წარმომადგენელი საუკეთესო იყო ატაცში (210), აკვრასა და ორჭიდის ჯამში.ატაცში (192), აკვრასა (233) და ორჭიდში (425) ვერცხლის მედლებით დაასრულა ასპარეზობა ინდივიდუალურმა ნეიტრალურმა ათლეტმა დანილ ვაგაცევმა.ორჭიდში (418) მესამე ადგილი ერგო ასევე ინდივიდუალურ ნეიტრალურ ათლეტ ტიმურ ნანიევს, რომელსაც ატაცში მესამე შედეგი (191) ჰქონდა, აკვრაში (227) კი მეოთხე.

აკვრაში (231) ბრინჯაო დაიმსახურა უკრაინელმა ვლადისლავ პრილიპკომბათუმის ევროპის ჩემპიონატზე მედლები 18 ქვეყნის წარმომადგენელმა მოიპოვა, პლუს ნეიტრალური ინდივიდუალური სტატუსით მოასპარეზე ძალოსნებმა.

ბათუმში ჩატარებულ ევროპის ჩემპიონატზე მედალოსანი გახდა გოდერძი ბერდელიძე (60 კგ). ძალოსანმა ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა. აკვრაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს რამინ შამილიშვილმა (60 კგ) და არჩილ მალაყმაძემ (79 კგ). ატაცში ბრინჯაოს მედალოსანი გახდა მანუჩარ გოგოხია (88 კგ), ხოლო ზურაბ მსხალაძე (88 კგ) ოქრო მოიპოვა აკვრაში, ორჭიდში კი ვერცხლის მედალი.

ქალთა ნაკრებიდან ატაცში ვერცხლის და ორჭიდში ბრინჯაოს მედლით დაასრულა ევროპის ჩემპიონატი ანასტასია გოტფრიდმა (+86 კგ).

წყარო: საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

მამუკა ბათუმი
რა ატაცი, რა აკვრა, რამ მცირე ოქრო-ვერცხლი-ბრინჯაო. რა თავს იდებილებთ, ის დაწერეთ ორჭიდის ჯამში რამდენი მედალი მოვიპოვეთ თორე ეს ისეთი ამბავი გამოგდით თბილისის დინამომ პირველი ტაიმი მოიგო ორით ნული რეალთან და თამაში კი ორით სამი წააგო ოო. მიახლოებით ეგ ამბავია მცირე ოქრო-ვერცხლი-ბრინჯაო, აი სამომავლო იმედს რომ იძლევა..
მიზანი ოლიმპიადის ლიცენზიის მოპოვებაა - ტალახაძემ ვარჯიში განაახლა
17-წლამდე ძალოსანთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე 14 მედალი მოიპოვა
U20. ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატზე 8 ქართველი იასპარეზებს
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
გოტფრიდმა ევროპირველობაზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა
ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!
ანასტასია გოტფრიდის 3 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან
ორი ბრინჯაოს მედალი ანასტასია გოტფრიდისგან
ანასტასია გოტფრიდი ევროპის ჩემპიონი გახდა
ქართველი ძალოსნების ტრიუმფი პოლონეთში - 23 მედალი!