ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს "ჰანოვერმა" ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელი დანიელ როიერი დაიმატა
"ჰანოვერმა" როიერი დაიმატა

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს "ჰანოვერმა" ავსტრიის ნაკრების ფეხბურთელი დანიელ როიერი დაიმატა. 21 წლის ნახევარმცველი ბუნდესლიგაში "რიდიდან" გადავიდა და "ჰანოვერთან" 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. "დანიელ როიერი ორივე ფეხით კარგად თამაშობს, ძალიან სწრაფია და ნახევარდაცვის ორივე ფლანგზე შეუძლია თამაში. მიხარია, რომ ავსტრიული ფეხბურთის ერთ-ერთმა უნიჭიერესმა წარმომადგენელმა "ჰანოვერში" გადმოსვლა გადაწყვიტა," - ეს სიტყვები გერმანული კლუბის სპორტულ დირექტორ იორგ შმადტკეს ეკუთვნის.

ბრედლი: "გლადბახიდან" "კიევოში"

აშშ-ის ნაკრების საყრდენი ნახევარმცველი მაიკლ ბრედლი მიონხენგლადბახის "ბორუსიადან" იტალიურ "კიევოში" გადაბარგდა. 24 წლის ბრედლი გერმანიაში 2008 წლიდან თამაშობდა - მაშინ "გლადბახმა" ის ჰოლანდიური "ჰერენვენიდან" გადაიბირა. ბრედლი გასული სეზონის მეორე ნახევარში ინგლისურ "ასტონ ვილაში" იყო განათხოვრებული, ახლა კი კარიერას იტალიაში გააგრძელებს.

პეკარიკი არველაძესთან

"ვოლფსბურგის" მცველი პეტერ პეკარიკი კარიერას თურქეთში, კერძოდ შოთა არველაძის "ქაისერისპორში" გააგრძელებს. 24 წლის მარჯვენა მცველმა თურქულ კლუბთან ოთხშაბათს 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ჩვენი თურქი და გერმანელი კოლეგების ცნობით, არველაძის კლუბს პეკარიკი მილიონნახევარი ევრო დაუჯდა.

"ჰამბურგმა" ელიას შემცვლელი იყიდა

გუშინ გაუწყეთ, რომ "ჰამბურგმა" ჰოლანდიელი ნახევარმცველი ელჯერო ელია ტურინის "იუვენტუსს" 9 მილიონ ევროდ მიჰყიდა. სამაგიეროდ, ჩრდილოგერმანულმა კლუბმა გუშინ ელიას შემცვლელი იყიდა: "ჰამბურგმა" "კაზერსლაუტერნიდან" 24 წლის გარემარბი ივო ილიჩევიჩი გადაიბირა.

ჩრდილოელებს ეს ტრანსფერი 4 მილიონი ევრო დაუჯდათ. აღსანიშნავია, რომ ილიჩევიჩი ბუნდესლიგის მეოთხე ტურში, ("ბაიერნთან" 0:3) მოედნიდან გააძევეს, რის გამოც გერმანიის საფეხბურთო ლიგამ მას ოთხმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცა. გამოდის, რომ ილიჩევიჩი "ჰამბურგს" უახლოესი ოთხი ტურის მანძილზე ვერ დაეხმარება. ივოს "ლაუტერნთან" კონტრაქტი გაისად უმთავრდებოდა და ეშმაკებს ეს ფეხბურთელი ახლა რომ არ გაეყიდათ, ერთი წლის შემდეგ უფასოდ დაკარგავდნენ.

ტუნისელი ჯემალი თხებში

სატრანსფერო პერიოდის ბოლო დღეს ბაზარზე კიდევ ერთხელ გააქტიურდა "კიოლნიც" - "თხებმა" ბერნის "იანგ ბოიზიდან" 24 წლის ტუნისელი მცველი ამარ ჯემალი გადაიბირეს, შვეიცარიულ კლუბს კი 2 მილიონი ევრო გადაურიცხეს. ჯემალი უმეტესად მარცხენა მცველის პოზიციაზე თამაშობს ხოლმე, თუმცა ასპარეზობა დაცვის ცენტრშიც შეუძლია და საყრდენადაც. "კიოლნის" სპორტული დირექტორი ფოლკერ ფინკე ამბობს, "იანგ ბოიზის" თავკაც კრისტიან გროსს ვესაუბრე და ჯემალი იდეალურად დამიხასიათა, გროსს ვენდობი და მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელის გადმობირება მოვახერხეთო.

"რომამ" კიაერი ინათხოვრა

"რომამ" დანიელი მცველის, სიმონ კიაერის ტრანსფერი ბოლო დღეს სრულყო: ეს უკანასკნელი "ჯალოროსიში" "ვოლფსბურგიდან" ერთწლიანი არენდით გადადის. ამრიგად, 22 წლის მცველი, რომელსაც დანიის ნაკრებში 17 მატჩი აქვს ჩატარებული, გერმანიაში გატარებული ერთი სეზონის შემდეგ ისევ იტალიაში ბრუნდება.

"რომამ" კიაერის შესყიდვის უპირატესი უფლებაც მიიღო და თუ სიმონი "ჯალოროსიში" თავს დაიმკვიდრებს, რომაელები გაისად მის კონტრაქტს გამოისყიდიან. კიაერი "რომაში" ფილიპ მექსეს წასვლით შექმნილ სიცარიელეს ამოავსებს - როგორც იცით, ეს უკანასკნელი "მილანში" უფასოდ გადავიდა. შეგახსენებთ, რომ კიაერი "ვოლფსბურგმა" ზუსტად ერთი წლის წინ, "პალერმოდან" 12 მილიონ ევროდ შეიძინა. გასულ სეზონში დანიელმა "მგლების" ფორმა ბუნდესლიგის 32 მატჩში მოირგო და ერთი გოლიც გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ