ესპანეთის რანგით მეორე – Primera Feb-ის ლიგაში გამორჩეული მატჩი ჩაატარა დუდა სანაძემ, რომელიც თავის გუნდს გამარჯვების მოპოვებაში დაეხმარა.

ქართველი კალათბურთელის პალმერ ბასკეტმა 32-ე ტურში ალიკანტე მიიღო და დაძაბულ შეხვედრაში 77:68 დაამარცხა. ყველაფერი ბოლო პერიოდში გაირკვა, რომელიც პალმერმა 19:12 მოიგო და საბოლოო, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება გაიფორმა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი გახდა. სანაძემ 27 წუთში 23 ქულა, 4 მოხსნა, 2 პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა. დუდამ 5-დან 5 ორქულიანი, 9-დან 4 სამქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ის ორივე გუნდში ყველაზე შედეგიანიც გახლდათ და დამსახურებულად მოიპოვა MVP-ის ტიტული.

ამ გამარჯვებამ პალმერს საშუალება მისცა, ბოლო ადგილს თავი დაეღწია – 8 მოგებით და 22 წაგებით მალიორკელები მე-14 ადგილზე არიან, მომდევნო ტურში კი 3 მაისს, ესტუდიანტესს ესტუმრებიან.

მარკის რიდის ბენეფისი

თურქეთის საკალათბურთო სუპერ ლიგის 28-ე ტურში მარკის რიდის „ტრაბზონსპორმა“ სტამბოლის „გალათასარაი“ 79:69 დაამარცხა, რაშიც გადამწყვეტი წვლილი საქართველოს ნაკრების ახალწვეულმა შეიტანა.

რიდი მოედანზე 33:37 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა და სამმაგ დუბლამდე სულ ცოტა დააკლდა — მან 17 ქულა, 12 შედეგიანი გადაცემა და 6 მოხსნა დააგროვა. ქულებით, პასებითა და 5 ჩაჭრით ის შეხვედრაში საუკეთესო იყო, ხოლო მოხსნების რაოდენობით საკუთარ გუნდში ლიდერობდა. მიუხედავად იმისა, რომ კალათბურთელმა 5-ჯერ დაკარგა ბურთი და ვერცერთი სამქულიანი ვერ გამოიყენა, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 26-ს გაუტოლდა, რაც მატჩში საუკეთესო მაჩვენებელი აღმოჩნდა და რიდმა კიდევ ერთხელ დაიმსახურა MVP-ის ტიტული.

მიმდინარე სეზონში რიდი საშუალოდ 23.4 ქულას, 5.3 პასსა და 3.6 მოხსნას აგროვებს, რითაც ის თურქეთის ჩემპიონატში პირველ ადგილზეა როგორც ქულების, ისე ეფექტურობის მიხედვით. ამ გამარჯვებით „ტრაბზონსპორმა“ 18-10 ბალანსით მე-6 ადგილი გაიმყარა, „გალათასარაისთან“ უპირატესობა ორ მოგებამდე გაზარდა და პლეი ოფში თამაშიც ოფიციალურად გაინაღდა, მომდევნო შეხვედრას კი მარკის რიდის გუნდი 3 მაისს, სტუმრად „ტურკ ტელეკომის“ წინააღმდეგ გამართავს.

მამუკელაშვილის 8 მოხსნა და ტორონტოს მეორე გამარჯვება კლივლენდთან

სანდრო მამუკელაშვილის „ტორონტო რეპტორსმა“ საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა „კლივლენდ კავალიერსის“ წინააღმდეგ (93:89). ამ წარმატების შედეგად, აღმოსავლეთ კონფერენციის მეოთხედფინალურ სერიაში წონასწორობა აღდგა და ანგარიში გათანაბრდა.

აღსანიშნავია, რომ კანადურმა გუნდმა საკმაოდ დაბალი პროცენტული მაჩვენებლებით იასპარეზა: 97 მცდელობიდან მხოლოდ 31 ტყორცნა გამოიყენეს, ხოლო 30-დან მხოლოდ 4 სამქულიანი ჩააგდეს. მიუხედავად ასეთი სტატისტიკისა, მასპინძლებმა მოგება მაინც შეძლეს, რადგან დაკარგვებსა და არაზუსტ სროლებში არც ოპონენტი ჩამორჩათ.

ქართველმა ფორვარდმა პმოედანზე 13 წუთი დაჰყო. ამ დროში მამუკელაშვილმა ფორვარდმა 2 ქულა, 8 მოხსნა (აქედან 3 მეტოქის ფარზე), 1 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. სანდრომ ორიდან ერთი ორქულიანი გამოიყენა, ერთი სამქულიანი კი ააცილა. მან მატჩი დაკარგვის გარეშე და ერთი პერსონალური ფოლით დაასრულა, მისი თამაშის დროს კი „რეპტორსმა“ მეტოქესთან შედარებით 6-ქულიანი უპირატესობა მოიპოვა.

გამარჯვებულთა მხრიდან საუკეთესო შედეგი ბრენდონ ინგრემმა და სკოტი ბარნსმა აჩვენეს — მათ 23-23 ქულა დააგროვეს. არ ჯეი ბარეტმა გუნდს 18 ქულა შესძინა, ხოლო კოლინ მარი-ბოილსმა ორმაგი დუბლით (15 ქულა, 10 მოხსნა) გამოიჩინა თავი. რაც შეეხება „კლივლენდს“, დონოვან მიტჩელმა 20 ქულა მოაგროვა, რომელთა უმეტესობაც ბოლო პერიოდზე მოდის, თუმცა გადამწყვეტ მომენტში სიზუსტე დააკლდა. ჯეიმს ჰარდენის ანგარიშზე 19 ქულა და 8 შედეგიანი გადაცემაა, თუმცა მის თამაშს 7 დაკარგვამ დაასვა დაღი.

სერია ახლა კლივლენდში ბრუნდება. 29 აპრილის ღამეს „ტორონტო“ სტუმრად ეცდება, მიმდინარე დაპირისპირებაში პირველი გასვლითი გამარჯვება მოიპოვოს.

თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და „ბარსელონას“ რთული გამარჯვებაესპანეთის ჩემპიონატის (ლიგა ენდესა) 28-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა „ბარსელონასა“ და „ბასკონიას“ შორის თორნიკე შენგელიას ბენეფისად იქცა. კატალონიურმა გრანდმა დაძაბულ ბრძოლაში, 95:92 სძლია ვიტორიელებს, მატჩის ბედი კი ბოლო წუთებზე გადაწყდა — მეოთხე პერიოდში მოპოვებული 4-ქულიანი უპირატესობა „ბარსასთვის“ გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა.

საქართველოს ნაკრების კაპიტანი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. შენგელიამ ყოფილი გუნდის წინააღმდეგ, რომელთან ერთადაც ადრე ესპანეთის ჩემპიონობა იზეიმა, 30 წუთი ითამაშა. ამ დროში მან 20 ქულა, 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. თორნიკე განსაკუთრებით დამაჯერებელი იყო საშუალო დისტანციიდან (8/12 ორქულიანი) და საჯარიმოს ხაზიდან (4/6), სამქულიანი კი საერთოდ არ უსვრია. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტმა 26-ს მიაღწია.

ლიგა ენდესამ ქართველი ფორვარდის თამაში ერთი სიტყვით შეაფასა — „განუზომელი“, რაც ხაზს უსვამს მის გადამწყვეტ როლს მატჩის კულმინაციურ მომენტში. შედეგიანობით შენგელიას მხოლოდ მეტოქე გუნდის წევრმა, კობი სიმონსმა გადაასწრო (25 ქულა, მარგი ქმედება 27). რაც შეეხება „ბასკონიას“ ქართველ ახალგაზრდას, მათე ხატიაშვილს, ამჯერად მას სათამაშო დრო არ მისცემია.

GBF

"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
მარკის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
მარკის რიდის მორიგი ბენეფისი და "ტრაბზონსპორის" მარცხი სტუმრად
მარკის რიდი შედეგიანობას "ბაჰჩეშეჰირშიც" აგრძელებს | "ფენერბაჰჩე" დამარცხებულია
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა