ხვალ, 28 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში პსჟ "ბაიერნს" უმასპინძლებს. პარიზელთაგან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელია წარსდგა და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"მე მიყვარს ფეხბურთი! მიყვარს მოედანზე ყოფნა. ფეხბურთი შეიცვალა, მაგრამ მნიშვნელოვანია კარგი რაღაცების მოტანა და მე ყოველთვის ვცდილობ ამის გაკეთებას! და მინდა, რომ ამით ჩემს თანაგუნდელებთან ერთად დავტკბე.

ლუის ენრიკესთან ერთად დაცვაში თამაში გავაუმჯობესე. ამ მწვრთნელის გუნდში, დაცვაში მცველებივით უნდა ვითამაშოთ. შესანიშნავ ვარჯიშებს ვატარებთ.“

მარადონასთან შედარება ძალიან მაგარია. ეს ნეაპოლში დაიწყო, ძალიან ვამაყობ, რომ მასთან ვასოცირდები, თუნდაც ეს რთული იყოს, რადგან საკუთარი თავის დამტკიცება და საკუთარი თავის შესაბამისად ცხოვრება გიწევს.

თავს შესანიშნავად ვგრძნობ, კარგ ფორმაში ვარ და ეს გუნდის დამსახურებაა. ერთად ფანტასტიკური რაღაცები გავაკეთეთ და მეც ამ კოლექტივის ნაწილი ვარ. ხვალ ერთმანეთს ორი საუკეთესო გუნდი დაუპირისპირდება.

ძალიან კარგად ვიცით, რომ "ბაიერნთან" რთული დაპირისპირებები გვექნება. ჩვენი მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია. მიუხედავად ამისა, არავისი გვეშინია, რადგან ჩვენ "პარი სენ ჟერმენი" ვართ. ვიცით, რომ ყველაფერს შევძლებთ თუ საკუთარ ფეხბურთს ვითამაშებთ. ძალიან მოტივირებულები ვართ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვეთამაშებით და ვფიქრობ, რომ პსჟ-ც ტოპ გუნდებს შორისაა.

ჩემი აზრით, კარგია, რომ პირველ შეხვედრას საშინაო კედლებში ვატარებთ. საოცარი გულშემატკივრები გვყავს. წინასწარ ვიცით, რომ ქომაგები ბრწყინვალე ატმოსფეროს შექმნიან და ჩვენც გუნდის გერბისთვის ვიბრძოლებთ. ისინი ჩვენთვის უდიდეს ძალას წარმოადგენენ", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, პსჟ-სა და "ბაიერნის" დაპირისპირება 28 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

გიგო პაპა
უფრო ეს ანგარიშები მგონია 5-0, 6-1 პსჟ-ს სასარგებლოდ. ხვიჩას მინიმუმ დუბლს ვუწინასწარმეტყველებ.)))))
რეალისტი
ამ თამაშს ფავორიტი არ ჰყავს, რადგან თანაბარი ძალის არიან თავის პლიუს-მინუსებით, შეიძლება, მეტი მოტივაცია ბაიერნს აქვს, ბაიერნს რეალთან ბევრჯერ გაუმართლა და ალბათობით სულ ასე არ იქნება...
ვაჟა
ბაიერნი წელს მაგარ ფორმაშია, გერმანული მანქანა თუ ამოიქოქა მერე ძნელია მათთან გამკლავება, ფიზიკურადაც ძლიერები არიან, ხისტი თამაშით გამოირჩევიან და არარი გამორიცხული წითელი ბარათიც აიკიდონ, წარმატებები ხვიჩას, მაგის გამო ვგულშემატკივრობ პსჟ-ს.
ბუჯანგა
ყველა ტურის პირველი შეხვედრა სახლში ითამაშეს..და წესით ახლა გასვლა უნდა ეთამაშათ..

ახლა რეალი გამოაგდო,შემოდგომით კი,4 ნოემბერს,პსჟს 2-1 მოუგო პარიზში!მანამდე ჩელსიც დაამარცხა და პსჟ თუ ვერდერია,რა ვიცი.მაშინ,მათთვის დღესაც ვერდერი ყოფილა!დღევანდელი პსჟ,ძალიან განსხვავდება,4 ნოემბრის პსჟსგან,მაგრამ ისინიც მაგარ ფორმაში არიან და ძალიან მაგარი ბრძოლა იქნება.
ჟორა გაბრიჭიძე
ბაიერნი მაგარი გუნდიაო, მაგრამ მთლად ასეც არაა, რადგან ბევრ ბურთებს უშვებს და ტოპ გუნდები ასე არ იქცევიან. ფავორიტი რა თქმა უნდა პსჟ-ეა, რადგან პირიქით იქცევა, ანუ ბევრი გააქვს და ბურთს იშვიათად უშვებს.
ეზო
მთლად მასეთიც არააა .. ზანც ნუ აქბთ.. ლიგის ფინალი არ უნახია ბოლო 6 წელი იქნება თუ უფრო მეტი.. და ეხლა ვერდერს და ლაიფციგს კი უგებს,, ბუნდესლიგაში მაგარი ბიჭია..
ufrosi
https://www.youtube.com/watch?v=anYBPfoHNnA
"ყოველი თამაშის წინ ღმერთს ვთხოვდი მოედანი ჯანმრთელად დამეტოვებინა, მაგრამ ამაოდ" - ხვიჩა კვარაცხელიამ ტრავმის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა
"კვარავაჯოს" გზა ოქროს ბურთამდე: თანამედროვე ქართული ზღაპარი
Geo Team: ლოჩოშვილი 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ბუნდესლიგის კლუბს შეუერთდება
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
რამოსი "ხეტაფეში" არ გადავა - კარვახალმა ამის მიზეზი ახსნა
მაინც წავიდა - კარტალს "ფენერბაჰჩეს" ხელმძღვანელობამ მეორე თხოვნა დაუკმაყოფილა
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "რაიო ვალეკანომ" დამატებით დროში გაიმარჯვა
ლოჩოშვილი დაასვენეს - "კიოლნი" მერვედფინალში გავიდა
ითამაშებს თუ არა მამარდაშვილი "ჩელსისთან"? - ბრიტანული გამოცემა სიტუაციას განმარტავს
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
სკანდალი: ჩინეთში მბაპეს მაო ძედუნზე ნათქვამის გამო, ლა ლიგის მატჩების ტრანსლირება შეაჩერეს - ფეხბურთელს ბოდიშის მოხდა მოუწია
15-ქალას ელიტური მეტოქე
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა