დაახლოებით ტაიმნახევრის განმავლობაში მაგარი ფეხბურთი ვნახეთ. უფრო კი პირველ ნახევარში, როცა ერთმანეთის მიყოლებით იქმნებოდა მომენტები ხან ერთ, ხან მეორე კართან, ხან კუპატაძე იგერიებდა ურთულეს ბურთებს, ხან კლიაიჩი...

პირველი ტაიმი თითქოს ასეც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ბოლო წუთზე დეისაძის ბრწყინვალე გოლმა "ტორპედოს" ფსიქოლოგიური უპირატესობა მისცა, რასაც მეორე ტაიმში სამბურთიანი სხვაობა მოჰყვა და ბათუმელებიც გატყდნენ.

"ტორპედო" შესანიშნავი იყო. შეიძლება ითქვას, ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის ერთ-ერთი რეალური კანდიდატის პრეზენტაცია. შესანიშნავი გახლდათ არაბიძე ორი "ასისტით", ისევე, როგორც მამუჩაშვილი დამაგვირგვინებელი გოლით...

არადა, მთელ რიგ ეპიზოდებში ბათუმელებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ რეალობა სხვაა - ჭიაბრიშვილის გუნდი აუტსაიდერია. "ტორპედო" კი 3 ქულაზე მიუახლოვდა ლიდერს ("იბერია 1999") და თუ ეს სვლა გააგრძელა, მერე გვარიანადაც შეაწუხებს...

მომდევნო ტურში "ტორპედო" თბილისში "სპაერს" შეხვდება (1 მაისი), ხოლო ბათუმის "დინამო" დედაქალაქელ სეხნიას უმასპინძლებს (2 მაისი). საინტერესო უნდა იყოს თემურ ქეცბაიას სტუმრობა აჭარის მთავარ ქალაქში...

დინამო (ბთ)-ტორპედო 0:3

გოლები: 0:1 დეისაძე (44), 0:2 შიმიჩი (56, არაბიძის პასით), 0:3 მამუჩაშვილი (65, არაბიძის პასით)

დინამო: კუპატაძე, ჯაფარიძე, კობახიძე, ჩიტეიშვილი, ლაკვეხელიანი, ფუტკარაძე (თავდგირიძე 70), მილჩენკო (თედორაძე 70), კირკიტაძე (ბარამიძე 62), მარა (ბისიეშვილი 70), წულუკიძე, გ. კოხრეიძე (აბუსელიძე 76)

ტორპედო: კლიაიჩი, შერიფი (ბუკია 90), მანე, შიმიჩი, ბასილაძე (ნადარაია 72), არაბიძე (ვარლეი 76), მამუჩაშვილი, ითრაქი, პირესი, დეისაძე (ზიტა 90), ანდრიჩი

არბიტრი: ჯ. ხორავა

ოთარას
შენ თუ ფეხბურთის რამე გაგეგებოდეს
ოთარი
ტორპედო სამგურალის თამაშის მერეც ავღნიშნე და ფაქტიურად იგივეს გავიმეორებ, ტორპედოს დაცვა ვერ მუშაობს კარგად. საქართველოს ჩემპიონატს შეიძლება ეყოს თუ მხოლოდ ესაა ჩვენი მიზანი, მაგრამ საშუალო ევროპული დონის გუნდებთან მაგრად გაგვიჭირდება და არამარტო დაცვაში, შეტევაშიც. ბატონ ლევანს დავეთანხმებოდი, მაგრად გადაჭარბებული სიმკაცრეა. ზოგადად ტორპედო ნელ-ნელა აუმჯობესებს თამაშს და იმედია ჩვენთვის სასურველ დონემდე მივა. მინდა ბათუმელი ბიჭებიც ავღნიშნო კი აშკარად აკლიათ გამოცდილება, მაგრამ თავი არ დაუზოგავთ და ძალიან ცოცხალი თამაში ითამაშეს. ქართულ ფეხბურთს ძლიერი ბათუმი ჭირდება და იმედია გაძლიერდებიან. არც მეკარეები უნდა დავივიწყოთ ორივემ მაგრად ითამაშა. მოკლედ მიუხედავად ბერი ხარვეზებისა კარგი სანახავი თამაში იყო და ვისურვებდი ისე ეთამაშოთ, რომ ეს თამაში ყველაზე კარგი კი არა საშუალო დონის თამაშად გამოჩნდეს ჩვენი გუნდების მომავალი თამაშების ფონზე.
საბა
ბიუჯეტზე რომ არიან მიწებებული ძუძუს გოჭებივით იმიტომაც იყო გუშინ ქუთაისელთა სასტარტოში 7 უცხოელი 'სპეციალისტი', როგორც საბიუჯეტო ორგანიზციებში ჰყავთ და არა ფეხბურთელი. კი წერია ამ მიმოხილვაში, მაგარი თამაში იყოვოოო, ასეოოო, ისეოო, მაგრამ თამაშის ტემპი რომ ფსკერი იყო, არც ჟინით, ოსტატობით გამოირჩევოდნენ ის მოწვეული სპეციალისტები და მართლაც ისედაც მოყვარულთა ტემპით მიმდინარე თამაშის მოკვლას,მობილურობის დაგდებას რომ ცდილობდნენ, ნახსენებიც კი არ არის. ასეთი ნიკოლოზის დროინდელი ფეხბურთს რომ თამაშობენ ჩვენთან იმიტომაცაა, რომ ჩვენი ეროვნული ლიგა უეფას რეიტინგით 54-ეა, გიბრარტარის,ფარერების და ა.შ. უკან და მხოლოდ სან-მარინოს უსწრებს, 55 ეროვნულ კომფერეციებს შორის ევროპაში, მიუხედავად იმისა რომ ყოველწლიურად მილიონები იხარჯება ამ შეჭირვებული ქვეყნის ბიუჯეტიდან....მგონია და არა მარტო მე ,რომ საჭიროა ძირეული ცვლილებები და არა ასეთი დავარცხნილი მიმოხილვები ცალკეული თამაშების.
Levani
სხვა თამაშებს ეს ჯობდა,მაგრამ.. შეტევები იყო,მაგრამ არ იყო ტემპი.ორივე გუნდი უტევდა,მაგრამ თითქოს 3-ე სიჩქარეზე მაღლა ვერ რთავდნენ. როცა უტევ და გოლი ვერ გაგაქვს ტემპს კიდევ უნდა მოუმატო-აი ეს აკლდა ორივე გუნდს ის ტემპის კიდევ მომატება არის ის რაც არ შეუძლიათ და სადაც აგებენ პაიდეებთან და აპოელებთან. აგერ ძლივს სანახაობრივი თამაში წავიდა,პირველ ტაიმში ჩერიფს ბათუმელი მხრით დაეჯახა მხარზე,ის კიდევ დაწვა და თავზე ხელები მოიკიდა. არადა თავზე არავინ შეხებია. კობახიძე სამშობიაროდან გამოწერლივით სულ ექიმების დახმარებას ითხოვდა. მერე გუნდები(უფრო ბათუმი) იყენებდნენ მცირე ჯარიმების ტაქტიკას და ეს ყველაფერი არის ის რაც აშორებს ჩვენს ჩემპიონატს მაღალ დონეს და ეს ხდება პირველი წრის საუკეთესო თამაშში. სხვა გუნდებზე ლაპარაკი არ არის. უცხოეთიდან მარტო ის ისწავლეს ტემპი როგორ მოკლან და დრო გაიყვანონ. აი მაგალითად აიღებს მარჯვენა მცველი აუტს და გადადგამს 10 ნაბიჯს,მერე მსაჯი უკან დააბრუნებს-უკანაც დაბრუნდება და მერე დაიწყებს ყურებას უკვე სწორი ადგილიდან ვის დაუგდოს ბურთი.ანუ აურის მოწოდებას 5 წამის მაგიერ მოახმარა 50-60 წამი. ასეთი ხრიკებით კლავენ თვითონ ეს ბიუჯეტზე მიმაგრებული ფეხბურთელები ტემპს და მერე უკვირთ მაყურებელი რატომ არ მიდის მაგათი ჩანჩურის სანახავად. ასეთი ტორპედო ჩემპიონობის პრეტენდენტი როა ესეც ტრაგედიაა- შეტევა საშუალოზე დაბალი დონე და დაცვა ისეთი რომ ბათუმის ფეხბურთელებს წარმოდგენა მაინც რო ჰქონდეთ კარში დარტყმაზე 5-6 გოლი უნდა გაეტანათ. მერე მოჯდებიან ტელევიზიაში და სავსე სტადიონი გვინდაო იტყვიან ეს ბუუჯეტისჭამია არაფრისმაქნისები
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 2-0 იბერია 1999. ჩემპიონატში ორხელისუფლებიანობაა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 იბერია 1999. ...პასუხი ფსიქოლოგებისთვის მიგვინდვია...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნულ ლიგა | გაგრა 1-1 ტორპედო. ლოგიკური ფრე "პეტრიაშვილზე"
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში