ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ მატჩში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე „ბაიერნი“ 5:4 დაამარცხა.

თამაში მართლაც ლამაზი გამოვიდა - მე-16 წუთზე საჯარიმოში პაჩოსთან ბრძოლაში დიასი წაიქცა და კეინმა პენალტით თავისი გუნდი დააწინაურა. შემდეგ ერთი ერთზე გასულ ოლისეს საფონოვმა არ გაატანინა. მასპინძელთაგან პირველი მომენტი დემბელეს ჰქონდა, რომელმაც მიზანს ააცილა. მერე კი კვარაცხელიამ ლამაზი დრიბლინგი გოლით დააგვირგვინა. შანსები ოლისემ და დუემ ვერ გამოიყენეს, ხოლო ცოტა ხანში ნოიერის კარი თავურით ნევეშმა დალაშქრა. დუემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ გაიტანა. სამაგიეროდ ოლისემ გაიტანა. კომპენსირებულ დროში საჯარიმოში დემბელეს ჩაწოდებული ბურთი ხელზე დევისს მოხვდა და დემბელემ თერთმეტმეტრიანით პარიზელები წინ გაიყვანა. არადა, წინა მატჩში პენალტი ხვიჩამ გამოიყენა, თითქოს ამჯერადაც ემზადებოდა დასარტყმელად, თუმცა პარტნიორმა არ დაანება. ისიც აღსანიშნავია, რომ ის ქართველს პასს ხან არ აძლევდა და ხან უგვიანებდა.

მეორე ტაიმიც ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა - „კვარა“ უპამეკანოს გაექცა, მაგრამ იერიშის დასრულება ვერ შეძლო. მორიგი იერიშისას ხვიჩამ დუბლი შეასრულა, დემბელემაც გაიტანა. ბავარიელებმა ორი გოლით უპასუხეს. მეილიუმ ბურთი ძელს გაარტყა, ბოლოს პაჩომ თავით ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა და "პარი სენ ჟერმენმა" მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

კვარაცხელია 84-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 43 მატჩში 18 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა - უშუალოდ ჩემპიონთა ლიგაზე 14 შეხვედრაში 10 გოლი და 5 საგოლე პასი.

საპასუხო შეხვედრა 6 მაისს მიუნხენში გაიმართება.

პარიზი. „პარკ დე პრენსი“

პსჟ - ბაიერნი 5:4

გოლები: 0:1 კეინი (17, პენ), 1:1 კვარაცხელია (24), 2:1 ნევეში (33), 2:2 ოლისე (41), 3:2 დემბელე (45+5, პენ), 4:2 კვარაცხელია (56), 5:2 დემბელე (58), 5:3 უპამეკანო (65), 5:4 დიასი (68)

დავით 67
რაბუ სადა ხარ? შემეხმიანე თქო გთხოვე.)თქვი ერთი ორი სიტყვა შე კაცო. რაღაც ზღაპრები რომ გესიზმრებოდა.)) მოდი განმეორებით მატჩშიც გააკეთ პროგნოზი)
“პრიშჩიკიანი" თინეიჯერი
დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება,პსჟ-ს ხელმძღვანელობას ვთხოვთ სასწრაფოდ განახორციელონ მამარდას ტრანსფერი,შემოგვიერთდით ყველა!!!
Achi
Kvara am machveneblit xuteulshi gava TU psj aixebs ligas
სიმართლე
გერმანიაში თამაშის მერე არ დაიკარგოთ ბავარიის ფანები.
ტრი-ტრი
მეილიუს ხარჯზე მოინდომა ენრიკემ ფონს გასვლა. თანაც ვისთან, ბაიერნთან. ჯობდა არ შეეცვალა ხვიჩა, ერთს მაინც დაურტყამდა აუღებელს კიდევ ნოიერს. ვერ ირგძნო ბოლომდე თამაში ენრიკემ. ან კიდევ უფრო უნდა დაეწნეხათ 5-2-ზე გერმანელები, ან თავდასხმა მოეხსნა, გაემაგრებინა ცენტრი და შეენარჩუნებინა უპირატესობა. ეხუმრები 3 ბურთიან ფორას? მაგარი ჭამა სამწვრთნელო შტაბმა!
გეგი
რა სამწუხაროა, 3 ბურთის სხვაობა როგორ ვერ შეინარჩუნეს.მიუნხენში ძალიან ძნელი იქნება ბაიერნთან თამაში :(((
მირო
მიუნხენში ძალიან ინანებ ენ,რომ 5-2 გაუშვეს ხელიდან.ოლისე და დიასი არის ორი უდიდესი პრობლემა პსჟ-სთვის.თუ იმათი განეიტრალება შეძლეს,გავლენ.მაგრამ ეს შეუძლებელი მგონია.
Revaz Vachnadze
სავსებით გეთანხმებით! ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო გასათვალისწინებელი: ბაიერნი არასოდეს არ ნებდება. ხუთით ორზე ანგარიშისას პესეჟეს თამაში უნდა მოეკლა; ეს ესპანელ მწვრთნელს ჩვენგან არ ესწავლება. ეხლა კი ფაქტიურად ყველაფერი თავიდან იწყება.
საბა
დემბელეს გააცივა წელში, თავისი საფონოვით და აკიმ ფაშათი,მაგრამ ნათქვამია ერთი ცხვრისკენ მეორე მგლისკენოო...ჩემთვის საუკვეთესო კვარა იყო უდავოდ, რადგანაც ორი გოლი გაიტანა და საუკვეთესო რომ მიეცათ ვერავინ იდავებდა, ისე როგორც დემბელეს საუკვეთესოდ დასახელება არ მგონია სადავო იყოს ობიექტურად - მანაც ორი გოლი გაიტანა, პლიუს ასისტი, პენალტიც თვითონვე მოიპოვა, თანაც რა დროს!,როდესაც ყველა უკვე გასახდელში იყო ქვეცნობიერში და გუნდს უდიდესი ფსიქოლოგიური უპირატესობა მოუპოვაა..და რაც მთავარია კვარას მეორე გოლი დიდწილად მისი დამსახურებაცაა,როდესაც მახვილგონივრულად, შეგნებულად გაატარა ბურთი კვარაზე და საშუალება მისცა 6-7 მეტრიდან თავისუფლად დაერტყა....ისე კარგია საფონოვსაც რომ ოთხი შეუგდეს, იმედია დანარჩენს კი მიუნხენში გაუტანენ, მთავარია კვარამ იქაც შეაგდოს ერთი მაინ, თორემ პსჟ და დემბელე-საფონოვს თუ ამოტენის მიუნხენი შავებს არ ჩავიცვამ....თორემ პსჟ-მ თუ ლიგა მოიგო, კვარამ რომც იფრინოს, ტიტულს მაინც დემბელეს მიცემენ,თანაც ვაღიაროთ რომ ფორმაშიც მაგარში შევიდა, 4 გოლი და 2 ასისტი ლიგის ბოლო ორ მატჩში ცოტა არ არის....
სირბილის სწავლების ცენტრი
კვარას დრიბლინგი და კარში ერთი შეხებით დარტყმა ნებისმიერ გუნდს გაამარჯვებინებს - ოქროს ბურთს ძალიან მიუახლოვდა!
რეალისტი
ეს იყო შემტევი ფეხბურთის ზეიმი პრინციპით "რამდენიც უნდა გამიტანო, არ აქვს მნისვნელობა,ერთით მეტ გოლს მაინც გაგიტან" გამახსენა 82 წლის ბრაზილია იტალია(2:3). ნეტა მიუნხენშიც ასეთი პერფორმანსი იყოს. დაცვა გასაძლიერებელია კიმინჯე ან სხვა მსგავსი უნდა შეიძინოს პსჟ-მ, ბაიერნი მაინც არ ათამაშაბს ძირითადში. თუ ბაიერნი ასე თავზეხელაღებულად ითამაშებს - დაისჯება. პსჟ-ს სხვა გზა აღარ ჰქონდა, რომ არ ამოწეულიყო, უფრო მეტ გოლს მიიღებდნენ. ასეთ თამაშს ჭირდება ძლიერი ფიზიკა და კარგი შემსრულებლები. ფიზიკაში ბაიერნი ჯობნის ცოტა, შემსრულებლები კი პსჟ-ს აქვს უპირატესობა, თუმცა ორივე გუნდში 2 გამორჩეული სუპერვარსკვალავია კვარაცხელია და ოლისე.
ნიკი
ზაირ ემერი 5:2-ზე არ უნდა Შეცვალა. ის უფრო კარგია დაცვიᲗ ფაზაში. რუი უფრო Შემტევია. ამ რუის დუე უნდა Შეცვალა და ცენტრი გაეᲫლიერებინა 4-4-2 ზე გადასულიყვნენ.
სუმართლე
შემტევ ფეხბურთს ყოველთვის დაამარცხებს გუნდური ფეხბურთი.
გივი
5 2 ს ანგარიშსს რომ ვერ შეინარჩუნებ და 2 ბურთს გაგიტანენ მწვრთნელის ბრალის და ფეხბურთელების ან კიდოო მეორე ვარიანტი ბაიერნმა დაანა ხა ძალა რა შეუძლია. შეიძლება ბაიერნმა გამოაგდოს პსჟ. ასეთი დამოკიდებულებით გამოაგდებს
იკა
ამ თამაშში გამოჩნდა, ბაიერნი შემტევ ფეხბურთს თამაშობს და არა გუნდურს, დაცვა და თავდასხმა სხვადასხვა სფეროა და არ ესმით ერთმანეთისა, შემტევ ფეხბურთს ყოველთვის გუნდური ფეხბურთი დაამარცხებს.
სიმართლე
პსჟ_ს თამაშს დააკვირდით, რო სჭირდება 2 ან 3 გოლის გატანა, კვარას მონაწილეობით და მის გარეშე სულ შეუძლიათ, გერმანიაშიც რთული იქნება თამაში ალბათ, მარა ნებისმეირ დროს შეუძლიათ დატრიალება. ბაიერნის დაცვა ფარჩაკია.
სიმართლე
5-2 პსჟ არ უნდა გაჩერებულიყო. რო შეეტია კიდე გაუტანდნენ. დემბელემ ლუზერი თამაში ითამაშა.
კვარა!
თუ კვარას წაუვიდა თმაში პსჟ გავა თუ არა, მაშინ ბაეიერნი მაგრა მოიგებს!
საჩინო
ვიღაც წერდა ,დუე ხვიჩას საფეხბურთო ინტელექთით ჩამორჩებაო.მთქმელს სრულიად ვეთანხმები და მიმაჩნია ,რომ მისი ეს,ნიჭი და უნარები ,მეორე-მესამე ხარისხის შავ სამუშაოებზე არ უნდა იხარჯებოდეს.უმაღლესი კლასის პიანისტს ,რომ დაკვრამდე პიანინო აქეთ-იქით ათრევიო,მერე ის ნორმალურად დაკვრას შეძლებს? სრული სიგიჟეა ,ჯერ სდიო მოწინააღმდეგის მეკარეს და მცველებს და მერე გამოიქცე და შენს საჯარიმოში ჩამოხვიდე საკუთარი კარის დასაცავად.შემტევისგან დაცვის დახმარება,უფრო ის იქნება თუ ის პოზიციურად ითამაშებს შეტივის წამომწყები მეტოქის (განსაკუთრებით მისი უშუალო მეურვის)წინააღმდეგ ,შეუზღუდავს მას მოქმედების არეალს და კონტრშეტევისას (შენარჩუნებული ენერგიით ) ლახვრად მოევლინება მეტოქის მცველებს და მეკარეს .ძალიან მარტივია და ბევრად უფრო სასარგებლო ,ვიდრე ე.წ. მაღალი პრესინგი ,რომელიც ბაიერნის კლასის გუნდთან ,მხოლოდ და მხოლოდ შენს წინააღმდეგ მუშაობს . თუ ენრიკე გასვლაზეც იგივე ტაქტიკით ათამაშებს გუნდს ,განადგურება არ აცდება. რაც შეეხება მეკარეს,საფონოვს ნამდვილად არ ჰქონია კარგი მატჩი.ზოგადად მიმაჩნია ,რომ სტანდარტულებისას მეკარე ,თავის წინ ,ახლო-მახლო ,საკუთარ მცველებს არ უნდა აჩერებდეს.მას უჭირს გამოსვლა და ბურთზე თამაში თითქმის გაუვალ სიმჭიდროვეში..მას უჭირს თავზე გადაახტეს საკუთარსაც და სხვისასაც. უფრო ეფექტური იქნება მისი მოქმედებები თუკი მას ბრძოლა მხოლოდ მეტოქის ფეხბურთელებთან მოუწევს,მითუმეტეს როცა პატარა საჯარიმოში მეკარესთან ოდნავ კონტაქტიც კი დარღვევად ვითვლება.
თენგაბი
სიტყვებს ვერ ვუყრი თავს და აზრების დალაგება მიჭირს. ისე როგორც მრავალი ქართველი, ფეხბურთის თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ და ისე როგორც 1964 წლის 18 ნოემბერი, 1981 წლის 13 მაისი და 2026 წლის 28 აპრილი ჩემთვის, როგორც ფეხბურთის გულშემატკივარისთვის, ბედნიერი დღეებია. თავიდან ჩემთვის ბრაზილია პელე, გარინჩა, დიდი, ვავა, გერსონი და ა.შ. იყო. არგენტინას რომ გავიგონებდი მარადონა და მესი წარომიდგება თვალწინ. ესპანეთი - რეალი და ბარსელონაა. ებრაელები რომ ნიჭიერი და გენიოსი ერია აინშტაინით, ფროიდით, ჩარლი ჩაპლინით და მრავალი გამოჩენილი ადამიანით ვიცით. წუხელ ნახევარი მსოფლიო უყურებდა პსჟ - ბაიერნის დაპირისპირებას და კვარაცხელიას გვარი და მისი ჯორჯიენლობა რამდენიმე მილიარდმა ადამიანმა იცის. მსოფლიომ იცის ქართველი რუსთაველი, სტალინი, სუხიშვილები და გუშინ კიდევ გაჟღერდა ხვიჩა კვარაცხელიას ქართველობა. დიახ, ხვიჩა კვარაცხელია ერის საგანძურია. მადლობა ხვიჩას და მის ოჯახს ქართველი ერის და კიდევ ბევრი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრის გაბედნიერებისათვის. რომ არა დემბელეს ეგოისტობა (პენალტის და პასების არ მიცემის გამო) ხვიჩა ჰეთთრიკს გაიფორმებდა და უკვე ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი იქნებოდა. თუმცა ის ჩემთვის ბომბარდირიცაა, საუკეთესო ფეხბურთელიც და მადლობა უფალს რომ ჩვენი თანამემამულეა. დატკბით და ისიამოვნეთ ხვიჩას თამაშით. წინსვლა და წარმატებები ჩვენს ბრილიანტს!
თქვენ რას ფიქრობთ?
ყველას გვინდა, რომ კვარამ მიუნხენშიც გაიტანოს,... დიდი შანსია! ყველას გვინდა, რომ პსჟ ფინალში გავიდეს, მაგრამ: ????? ჩვენი მხრიდან შევაფასოთ ასე: მოწონება: პსჟ გადის! დისლაიქი: პსჟ ვერ გავა!
რატი
პსჟმ დაცვა თუ არ გააძლიერა მიუნხენური მანქანა გადაუვლის ოლისე და კვარა კი ცალკე განზომილებაა.
მუწუკიანი ლაწირაკი
ერთი რამ ვერ გავიგე,ეს სარაფონოვია თუ სარუხანოვი,მაგას არ ჯობია მამარდა???
“პრიშჩიკიანი" თინეიჯერი
გაისად მამარდა გვინდა პსჟ-ში,ხვიჩამ ისეთი ავტორიტეტი მოიპოვა,თავისუფლად შეუძლია მიხედოს მაგ საქმეს და გიო თავისთან წაიყვანოს,ჩვენი მგლები ერთად უნდა იყვნენ!
ლაშა
ფინალის ტოლფასი შეხვედრა და უფრო მეტიც!! გადმოიყვანეთ მამარდა პსჟ-ში. საფონოვი მე-2 ნომერი მეკარეა. ორი ბურთი მისი ბრალი იყო.
ტუკო რამირესი
ვიტინია საერთოდ არ ჩანდა, მენდეში მაგრად დაჯაბნეს, დემბელე და დუე ჟმოტები არიან. ჩვენი ბიჭი კი შეუდარებელია! რა კარგი იქნება, სპორტალმა ხვიჩას ეპიზოდები რომ შეკრიბოს და ცალკე ვიდეოდ დადოს ხოლმე!
უფროსი
ჰაკიმის ასისტი ჩაეთვალა. ჰაკიმი პასს აძლევდა დემბელეს. დემბელემ ვერ დაარტყა. ბურთი ხვიჩას მიუვიდა. ხვიჩა ამას ელოდა. წინა თამაშშიც ხვიჩამ სწორად წაიკითხა სიტუაცია. მაშინ დემბელე აძლევდა ჰაკიმის, მაგრამ ხვიჩამ დაასწრო და ბურთს დაეუფლა. https://x.com/aqraminda/status/2049333419268862148
საჩინო
თამაშის წინ ერთბურთიანი სხვაობით მოგება ალბათ დადებითად აღიქმებოდა.თამაშიდან გამომდინარე კი უკმაყოფილების გრძნობას ტოვებს.ბაიერნის წინააღმდეგ ასეთი ტაქტიკით თამაში ,რბილად რომ ვთქვათ,შეცდომაა.პრესინგი მაშინ არის გამართლებული(ე.წ. მაღალი პრესინგი)თუ მეტოქეს შეცდომებს აშვებინებ და ხიფათებს უქმნი.თუკი მოწინააღმდეგე შენს პრესინგს ადვილად ძლევს ,მაშინ პირიქით, აქეთ გექმნება პრობლემები.ჯერ ერთი ,მოპრესინგეები გრძელი დისტანციების ინტენსიური დაფარვებით, უსაშველოდ იღლებიან( ხვიჩას უკვე პირველი ტაიმის ბოლოს დაეტყო დაღლა),მეორე__რჩებიან მეტოქის ნახევარზე და სწრაფი მოწინააღმდეგეები გაიშვიათებულ სივრცეებში ადვილად უსწორდებიან ,ისედაც სუსტ მცველებს.სამბურთიანი სხვაობის ასე განიავება დანაშაულია.
შაქრო პაპა
მაშ ფავორიტი ბაიერნია ხომ? ))) გამოდის რომ რაც ფრანგებმა მომენტები გაანიავეს, იგივეს გააკეთებენ გერმანიაშიც?))) რატომღაც ყველას გამოგრჩათ რომ 5-2 იგებდნენ და გუნდი უბრალოდ მოეშვა. სწორედ ამ დროს უნდა ემოქმედა ენრიკეს და შეცდა. ან კიდევ უფრო უნდა გაეზარდა ტემპი და ზეწოლა, ან მასირებულ თავდაცვაზე და ანგარიშის შენარჩუნებაზე გადასულიყო. თავისუფლად შეეძლოთ რომ მეორე თამაში ფორმალური გაეხადათ. მიუხედავად მასპინძლის ფაქტორისა და უკეთესი ფიზიკური მომზადებისა, მაინც მგონია რომ გერმანელებს ნოიერი სუსტი თამაში დაღუპავს. კვლავ ველოდები ხვიჩას გალაღებას და გაბრწყინებას. 70-30 მგონია შანსი ფრანგების სასარგებლოდ.
მეგრელი
რა მაგარია რომ ამ ისტორიულ მატჩში, მთვარ როლში ჩვენი თანამემამულე იყო, ეს თაობებს დაამახსოვრდებათ, ჩემი გჯერათ?
Levani
საფონოვი არის მეორე მეკარის დონე,შევალიე კიდევ უარესი და ვივა უკრაინა ზაბარნი საერთოდ დუბლების დონე. შევალიეს ყიდვას და ხელფასს,ზაბარნის ყიდვას და ხელფასს არ ჯობდა დაემატებინათ დონარუმასთვის 2-3 მილიონი? და ან ერთი კარგი მცველი ეყიდათ. დანარჩენი ფეხბურთია ძმაო,ისინიც თამაშობენ და ბაიერნმა მაგრა ითამაშა. 1-0 რო მოეგო პსჟს ვინ იტყოდა ბაიერნის ფავორიტი 5-4 და 1-0 სულერთია. ეს ის ბაიერნია რეალმა რომ კინაღამ ააყირავა და დღეს კარგი თამაშის გამო მაგათი ფირმა დაცვა და მეკარე ვერ გახდება უკეთესი რამდენიმე დღეში
დავით 67
მიეცით ამ ბიჭს ოქროს ბურთი! ჩემპიონატზე ცალკე იყოს საუკეთესოს გამოვლენა! ბრწყინავს ჩვენი ხვიჩა! რთული მატჩი იყო რა თქმა უნდა. ის მესამე გოლი ბავარიის შეიძლებოდა რომ არ გასულიყო. საფონოვმა ჯერ გამოსვლა დააპირა და მერე რატომღაც გაჩერდა. ჯერ არაფერია გარკვეული. ვფიქრობ უფრო რთული მატჩი იქნება პსჟსთვის ალიანს არენაზე. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავარიასთან ფრეზე თამაში!
დდდ
ნამდვილად ის თამაში ვნახეთ, რასაც ვუცდიდით და რასაც პირადად მე არ ვუცდიდი, ეს იყო ბაიერნის აშკარად თვალშისაცემი უპირატესობა ფიზ. მომზადებაში, რაც შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს განმეორებით შეხვედრაში - პსჟ-ს ძალიან გაუმართლა, რომ მეტი აღარ გაუშვა... როგორც ვივარაუდე, ნოიერის მორჯულებაში ლომის წილი სწორედ ჩვენმა ლომმა დაიდო - ლეგენდას ხუთჯერ დაურტყეს და ხუთივე გაუტანეს, ერთხელ ძელმა იხსნა და სეივი არ ჰქონია... ნოიერის წყალი ერთბაშად რომ გადაესხას ჰარი კეინს, ლუის დიასს და მაიკლ ოლისეს, პსჟ-ს მაინც ძალიან გაუჭირდება... ლუის ენრიკეს იმაზე მეტი პრობლემა აქვს, ვიდრე თავად ჰგონია, ან იქნებ, აღარც ჰგონია...
ლუკა
კვარაა superstarrr!!! ღმერთმა დალოცოს საქართველო!!!
ბოროტი ბეჰემოტი
პირველად ვწერ სერიოზულად ამ ნიკით: სუპერ/მეგა ვარსკვლავი გვყავს ქართველებს და დავაფასოთ ყველამ! რაც შეეხება ჩემს სხვა კომენტარებს, ვინც მაგას სერიოზულად აღიქვამს, თავად ყოფილა არასერიოზული. განა ვერ უნდა მიხვდე რომ ასეთ ნიკს არავინ დაირქვამს თუ კაიფის ხასიათზე არ არის?! იკითხავთ, ვის ვეკაიფები? ვისა და ჩვენი ხვიჩას მოძულეებს/ჰეითერებს (ბევრია ამ საიტზე ეგეთები, აღარ ჩამოვთვლი)
Emakhuashvili
უსამშობლო!!! უცხო ფულით გამძღარი გარეწრები ანლაიქს უწერენ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ქართველ ვარსკვლავს!!!!! აი ამიტომ ხართ უსამშობლო მუქთახორები!!!
გიგო პაპა
10 გოლი მაინც უნდა გაეტანათრ და ხვიჩას ჰეთ-რიკი უნდა შეესრულებინა, რომ არა ცალკე დემბელეს და ცალკე დუეს ღორობა. ყველა წერტილიდან ურტყამს დემბელე, არც პენალტი დაანება ხვიჩას, აქაოდა მე გამოვიმუშავეო. არადა რაც მაგათ პენლები მოუპოვა ხვიჩამ და ხან ვინ ურტყამდა და ხან ვინ. ცალკე თემა უსუსტესი პაჩო და მარკინიოსი, მენდეშიც მაგრად ათრია ოლისემ. რომ არა სუსტი დაცვა, 2 ბურთზე მეტს ვერ გაიტანდა ბაიერნი. ვფიქრობ, გერმანიაშიც მოიგებს პსჟ და თანაც უფრო დიდი სხვაობით. ისევ დუბლს ველი ხვიჩასგან როგორც მინიმუმ. კარგი იქნება თუ ენრიკე ზაბარნის დააყენებს ძირითადში. ბევრად უკეთესია მარკინიოსზე. ნოიერს წლები ეტყობა უკვე, ვეღარ იშლება ბოლომდე ნახტომისას ან აგვიანებს. ხვიჩა არ იყო შესაცვლელი, მართალია დაიღალა, მაგრამ დასვენებულ მაილიუზე მეტს მაინც გააკეთებდა.
ირაკლი
ტრილერი. კვარა, კილერი ხარ!
უფროსი
გუშინ დავწერე, რომ საპონოვი გაიდირკება, მაგრამ პსჟ უფრო მეტს გაუტანს ნოიერს.
ენძო
პსჟ-მ ასე თუ ითამაშა დაცვაში მიუნხენში განადგურდება.
giorgi
კვარას რაც უნდა გაეკეთებია გააკეთა, პსჟ სთვის ესანგარიში წაგების ტოლფასია. ბაიერნი განმეორებითში გააბითურებს.
უფროსი
გუშინ დავწერე, რომ საპონოვი გაიდირკება, მაგრამ პსჟ უფრო მეტს გაუტანს ნოიერს.
azri
მართლა მაგარი თამაში იყო, მოედნის ცენტრი ბაიერნის იყო და მისი შემტევები ადვილად გადადიოდნენ! არ მეგონა პსჟ ლატერალებს ესე თუ დაჩაგრავდა ბაიერნის ფლანგელები, ფაქტიურად აპამპულავეს რა დიასმა და ოლისემ. პაჩოს სეზონის ყველაზე ცუდი თამაში ჰქონდა, მარკინიოსი კაი ხანია გასაშვებია მაგრამ მისი შემცვლელი ვერ ნახეს! კვარამ იმ დროში რა დროშიც მას რეალურად ბურთი ჰქონდა უმაღლეს დონეზე ჩაატარა შეხვედრა. დემბელესაც არა უშავდა. საფონოვმაც დიდი ვერაფერი თამაში დადო. როგორ გუნდი ბაიერნი უფრო დამაჯერებელი იყო თამაშის განმავლობაში, შემდეგ თამაშში ვნახოთ რა მოხდება, ალიანს არენაზე ბაიერნი ესეთი უსუსური დაცვით რაც პსჯ-ს ჰყავს ფავორიტი მგონია, ერთი ისაა რომ კვარამ უნდა ივაჟკაცოს იქაც სხვა გზა არაა
იკა
კი, ძალიან კარგი გახსნილი თამაში იყო, მაგრამ ენრიკემ გამოავლინა რა "გენიოსიც" არის.
გ.ხ.
ეს რა იყო ?! ფინალი უნდა ეთამაშათ ამათ. კვარა ჯიგარი ხარ
ეს უკვე სხვა საქმეა - დავითაშვილი შეიძლება პრემიერლიგის გუნდში გადავიდეს - ფასიც სახელდება
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
"ოცნებები ხდება" - ეგოიანი საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახებას გამოეხმაურა
20 წ. | სამხრეთაფრიკულ სერიას ფიჯისთან ჯახით ვიწყებთ
“დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” მხარდაჭერით, საქართველოს დაჭრილ მებრძოლთა სპორტული გუნდი 2027 წლის “ძლიერთა თამაშებისთვის” ემზადება
"ეტიჰადის" ერთ-ერთ ტრიბუნას გვარდიოლას სახელი ეწოდება - პეპი ოფიციალურად წასვლას ჯერ არ ადასტურებს
ალონსოს ახალი მეკარე სჭირდება - "ჩელსის" ბევრი კანდიდატი ჰყავს
ვლაჰოვიჩი და "მილანი" შესაძლებელი ხდება - სერბი შესაძლოა, "როსონერიში" ვიხილოთ
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ითამაშებს მამარდაშვილი "ბრენტფორდთან" და აცილებენ თუ არა ალისონს?
გულიაშვილი ტრავმის გამო ამ სეზონში ვერ ითამაშებს
"შტურმში" შეიძლება კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშოს
მხოლოდ 1 წელი იმუშავა - ინძაგი "ალ-ჰილალს" დატოვებს
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
"ლივერპულში" მამარდაშვილის კონკურენტი შესაძლოა, 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე გახდეს
ლეაოს ინგლისში უხმობენ - პორტუგალიელის გაშვების წინააღმდეგი არც "მილანია"
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
10-წლიანი ერა სრულდება - გვარდიოლა "სიტიდან" მიდის
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
კლოზე შეიძლება "ლაციოს" მწვრთნელად დანიშნონ - წაიყვანს ლოჩოშვილს?
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
ლუის ენრიკემ ალვარესის დამატება მოითხოვა - პსჟ-ს შეტევაში ცვლილებები მოხდება
[VIDEO] როგორ დამთავრდება პსჟ "არსენალის" ფინალური მატჩი - სახომ და პარიზული გუნდის სხვა ფეხბურთელებმა პროგნოზები გამოთქვეს
"ბაიერნი" ვლაჰოვიჩს 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობს
"კვარაცხელიას ვიდეოებით მინდა ვისწავლო" - ამბობს "ბოლონიას" ინგლისელი შემტევი
პსჟ-ს მომავალ სეზონში ახალი მეკარე ეყოლება?
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
[VIDEO] ენრიკეს და კარაგერის კონფლიქტი ამოიწურა - რა თქვა პსჟ-ის მწვრთნელმა არტეტაზე, რაზეც ლეგენდებმა ბევრი იცინეს
აშშ, სამხრეთ ამერიკა, კორეა თუ აფრიკა - სად შეიძლება "ბაიერნმა" თორნიკე კვარაცხელია გაუშვას?
tz.de: "მინი კვარადონამ" "ბაიერნის" U17 გუნდში ეფექტური გოლი გაიტანა - კლუბი კონტრაქტთან დაკავშირებული პრობლემის გადალახვას ცდილობს
[VIDEO] "ხვიჩა ჩემი ერთ-ერთი ფავორიტი ფეხბურთელია" - რა არჩევანი გააკეთა გავიმ კვარაცხელიას ვარსკვლავებთან შედარებისას
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
"ნიუკასლის" შემტევმა "ბაიერნთან" პირადი კონტრაქტი შეათანხმა
ნოიერი "ბაიერნთან" კონტრაქტს გაახანგლძრივებს და შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზეც ვიხილოთ
კვარაცხელიას რუმინეთთან თამაში საეჭვოა - ParisFans-ი მიზეზს განმარტავს