მადრიდის "ატლეტიკოში" დიდი რყევებია, გუნდი ძველმა სახეებმა დატოვეს და ახლები მოვიდნენ
მადრიდის "ატლეტიკოში" დიდი რყევებია, გუნდი ძველმა სახეებმა დატოვეს და ახლები მოვიდნენ. აღარ იქნებიან დიეგო ფორლანი და დავიდ დე ხეა, თუმცა მთავარი, რაც "ატლეტიკომ" უნდა გააკეთოს - სერხიო აგუეროს გარეშე გოლების გატანა და გამარჯვება უნდა ისწავლოს.

მწვრთნელობიდან გადადგომის წინ კიკე სანჩეს ფლორესმა განაცხადა, რომ მძიმე ჩემპიონატი გამოიარეს და რომ გუნდს შეუძლია იამაყოს მიღწეულით. თუმცა საამაყოც ბევრი არაფერია - გუნდმა შეპირებული ლიგის საგზურის მოპოვება ვერ შეძლო და ჩემპიონატი მე-7 ადგილზე დაასრულა. ამიტომაც ფლორესს კარისკენ მიუთითეს, თუმცა ეს საკმაოდ სამართლიანად გააკეთეს, მწვრთნელს სეზონის შუაში დაუსვეს საკითხი - მე-4 ადგილს დაიკავებ და კლუბში დარჩები, არადა, წახვალო - მწვრთნელიც დათანხმდა.

მისია არ შესრულდა და ფლორესი გრეგორიო მანსანომ შეცვალა. შეიცვალა მთელი "ატლეტიკოც". გუნდიდან წავიდნენ ის ფეხბურთელები, რომლებსაც მოტივაცია აღარ ჰქონდათ მადრიდულ კლუბში თამაშის და მოვიდნენ ახლები, თანაც საკმაოდ ამბიციურები. ასე რომ, ნუ ჩამოვწერთ "ატლეტიკოს".

კუნის გარეშე მაინც გაჭირდება, არგენტინელი ალბათ ფერნანდო ტორესის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იყო ბოლო წლების "ატლეტიკოსი". თუმცა მის შემცვლელად შეგულებულ რადამელ ფალკაოზე საკმაოდ მაღალი აზრისა ვართ. "ატლეტიკოს" დანიელ ოსვალდოს შეძენაც სურდა, თუმცა "რომამ" არგენტინელში 15 მილიონი ევრო გადაიხადა და მადრიდელებს ფორვარდი "ცხვირწინ" ააცალა.

მანსანო ჯერაც ძიებაშია, არ იცის, რა სქემით ათამაშოს გუნდი - ჯერ 4-3-3 სისტემაზე გადაეწყო, ბოლო თამაშებში კი "ატლეტიკოსთვის" ჩვეულ კლასიკურ განლაგებას, 4-4-2-ს დაუბრუნდა.

ციტატები

გაბი: "ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი. ჩემთვის, "ატლეტიკო" ესპანეთის საუკეთესო კლუბია".

არდა თურანი: "ატლეტიკოს" შეუძლია "რეალისა" და "ბარსელონას" დონეს მიაღწიოს, თუმცა ჯერჯერობით მე-4 ადგილზე ჩემპიონატის დასრულებაც კარგი იქნება. თუმცა ოცნება მეტზეც შეიძლება, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის უბრალო საგზურზე".

სეზონის ამოცანა - ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება

მანსანო რეალისტია, ის ამბობს, რომ ოცნება ბევრ რამეზე შეიძლება, თუმცა არსებობს ობიექტური რეალობა, რომელსაც ვერსად გაექცევი. და მაინც, ჩვენ გვგონია, რომ "ატლეტიკოს" შარშანდელზე უკეთესი შედეგის მიღწევა შეუძლია. მთავარია, გუნდმა ისწავლოს აგუეროს გარეშე თამაში...

ტრანსფერები

მივიდნენ: მირანდა ("სან პაულუ", თავ. აგენტი), ადრიან ლოპესი ("დეპორტივო", თავ. აგენტი), ტიაგო ("იუვენტუსი", თავ. აგენტი), სილვიო ("ბრაგა", 8 მლნ. ევრო), რუბენ მიკაელი ("პორტუ", 5 მლნ.), ფალკაო ("პორტუ", 40 მლნ.), გაბი ("სარაგოსა", 3 მლნ.), არდა თურანი ("გალათასარაი", 12 მლნ.), ხორხე პულიდო ("ატლეტიკო ბ"), ბორხა გონსალესი ("ატლეტიკო ბ"), ტიბო კურტუა ("ჩელსი", თავ. აგენტი), დანი პაჩეკო ("ლივერპული", იჯარა), პიცი ("ბრაგა"), ლეანდრო კაბრერა ("უელვა"), სერხიო ასენხო ("მალაგა").

წავიდნენ: ელიასი, აგუერო, დე ხეა, უიფალუში, ბალდე, ვალერა, ფორლანი, რაულ გარსია, რუბენ მიკაელი, მერიდა.

დოსიე

კლუბ ატლეტიკო დე მადრიდ

დაარსდა: 1903 წ.

სტადიონი: ვისენტე კალდერონი, 54 851

პრეზიდენტი: ენრიკე სერესო

მწვრთნელი: გრეგორიო მანსანო

კლუბის წევრი: 48 900

9-გზის ჩემპიონი, 9-გზის თასის მფლობელი, ევროპალიგის გამარჯვებული (2010), უეფას თასი (1962), უეფას სუპერთასი (2010), ინტერტოტოს თასი (2007), საკონტინენტთაშორისო თასი (1974)

მეტსახელი: კოლჩონეროსი, როხიბლანკოსი, ინდიოსი

გასულ სეზონში: მე-7 ადგილი

ოფიციალური საიტი: ჰტტპ://წწწ.ცლუბატლეტიცოდემადრიდ.ცომ/

ყველაზე მეტი თამაში 2010/11: დე ხეა (38), რეიესი (34), აგუერო (32), ფორლანი (32), უიფალუში (32).

ყველაზე მეტი გოლი 2010/11: აგუერო (20), ფორლანი (8), დ. კოშტა (6), რეიესი (6), ტიაგო (4).

გუნდი 2011/12

მეკარეები

1. ხოელ რობლესი 17.06.1990

13. ტიბო კურტუა (ბელგია) 11.05.1992

25. სერხიო ასენხო 28.06.1989

მცველები

2. დიეგო გოდინი (ურუგვაი) 16.02.1986

3. ანტონიო ლოპესი 13.09.1981

6. ფელიპე ლუიშ კასმირსკი (ბრაზილია) 09.08.1985

17. სილვიო მანუელ აზევედო (პორტუგალია) 28.09.1987

18. ალვარო დომინგესი 15.05.1989

21. ლუის პერეა (კოლუმბია) 30.01.1979

24. ჟოაო მირანდა (ბრაზილია) 07.09.1984

26. ხორხე პულიდო 08.04.1991

ნახევარმცველები

4. მარიო სუარესი 24.02.1987

5. ტიაგო მენდეში (პორტუგალია) 02.05.1981

8. ედუარდო სალვიო (არგენტინა) 13.07.1990

11. არდა თურანი (თურქეთი) 30.01.1987

12. პაულო ასუნსაო (ბრაზილია) 25.01.1980

14. გაბი ფერნანდესი 10.07.1983

20. ხუანფრან ტორესი 09.01.1985

23. ხორხე მელოდიო კოკე 08.01.1992

თავდამსხმელები

7. ადრიან ლოპესი 08.01.1988

9. რადამელ ფალკაო (კოლუმბია) 10.02.1986

10. ხოსე ანტონიო რეიესი 01.09.1983

29. ბორხა გონსალესი 25.08.1992

22. დიეგო კოშტა (ბრაზილია) 07.10.1988

პიცი (პორტუგალია) 06.10.1989

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
იქნება თუ არა როდრი "ელ კლასიკოში" - ფლიკმა ესპანელ ფეხბურთელზე ისაუბრა
[VIDEO] ჯერ საუცხოო გოლი გაიტანა, მერე თანაგუნდელის გამო იჩხუბა - იამალის ბენეფისი და "ბარსელონას" მორიგი გამარჯვება
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის 23 წუთი - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" დაამარცხა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა