ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა ვალიდ აშერშურმა პსჟ-ს ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია "დეოდორანტს" შეადარა.

აშერშურის აზრით, "კვარა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩში "ბაიერნის" წინააღმდეგ მოედანზე საუკეთესო ფეხბურთელი იყო და როცა პსჟ-ს ყველაზე მეტად უჭირს, ქართველი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა.

"ვინ იყო საუკეთესო "ბაიერნთან" მატჩში? რა თქმა უნდა, კვარაცხელია. ეს ბიჭი დეოდორანტია. როცა გუნდში არასასიამოვნო სუნი დგას, ის უნდა გამოიყენო და მდგომარეობაც გამოსწორდება.

გაიხსენეთ, როცა პსჟ-ს "ჩელსისთან", "ლივერპულთან" ან "ბაიერნთან" პრობლემები შეექმნა, კვარაცხელიამ ყველაფერი მოაგვარა.

თუ ცხოვრებაში რაიმე პრობლემა შემექმნა, აუცილებლად ხვიჩას დავურეკავ. ის გერმანული ნაგაზივითაა. ერთი-ერთზე შესანიშნავად თამაშობს და მომენტს ბრწყინვალედ არჩევს. ქართველი რომ არ იყოს, "ოქროს ბურთს" აუცილებლად მოიგებდა.

კვარაცხელიას აღარასდროს გავაკრიტიკებ. ამას ადრე იმიტომ ვაკეთებდი, რომ პსჟ-ს წარსულში ჰყავდა 7 ნომერი, რომელიც საოცრებებს აკეთებდა... თუმცა გასული სეზონიდან მოყოლებული, "კვარა" ტოპ ფეხბურთელებს შორისაა", - განაცხადა აშერშურმა.

შეგახსენებთ, "ბაიერნის" წინააღმდეგ ქართველმა დუბლი შეასრულა. ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში "კვარას" ანგარიშზე 10 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

გიორგი
ევროპა რამდენ ქვეყანას აერთიანებს და რამდენი ვარსკვლავი გვინახავს ამა თუ იმ ქვეყნიდან. ამათგან რამდენი ქვეყნის ფეხბურთელს მიუღია ოქროს ბურთი? ბოლო 30 წელი ავიღოთ პირობითად. პასუხია - 8 ევროპული ქვეყნის ფეხბურთელს. ამიტომ წარმომავლობაზე აპელირება სწორი არ არის. ლუკა მოდრიჩის ხორვატიაც ჩვენხელა ქვეყანაა. ხვიჩას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ეს ტიტული მოიგოს! უნივერსალური თვისებების ვინგერია! ზღვარი არა აქვს. და ჯერ კიდევ 25 წლისაა ხალხო. დავაფასოთ, ღმერთმა ასეთი ადამიანი და ფეხბურთელი რომ გვაჩუქა!
თამაზი
არც ვეა იყო ევროპელი მაგრამ მიიღო ოქროს ბურთი მთავარია ლიგა კიდევ მოიგოს ჯანმრთელობას ვუსურვებ მშრომელი კია
“პრიშჩიკიანი" თინეიჯერი
აუცილებლად ჩაგორდება ოქროს ბურთი,აბა რააა,და მამარდაც ჩააგორებს საუკეთესო მეკარის პრიზს!
მზია
ხვიჩას პირიქით ქართველობა ეამაყება, რა ცოტამ იცის ვინ ვართ, საქართველოს ყულაბას "ოქროს ბურთი" აკლია და ისიც ჩაგორდება, აღდგომა და ხვალეო...
lasha
აქ იგულისხმა რომ ქართულ ფეხბურთს არ აქვს სათანადო ავტორიტეტი. რო იყოს ბრაზილიელი. არგენტინელი ეხლა მაგის ფასი 200 მილიონი იქნებოდა. ოქროს ბურთი ხო დიდწილად სუბიექტურია და ამიტომ ეგ კომპონენტიც თამაშობს როლს რომ ქართველია. თუმცა შეუძლებელი არაფერია. მჯერავს ხვიჩა შეძლებს ამას
პატარა ერის ხვედრი
ქართველი რომ არ იყოს, "ოქროს ბურთს" აუცილებლად მოიგებდა. მჯერა კვარა შეძლებს ყველაფერს ფეხბურთში. მან უნდა ჩამოიშოროს თავისი კონკურენტები კეინი, ოლისე მიუნხენში და გავიდეს ფინალში. წარმატება ჩვენს ბრილიანტის ბიჭს. ❤️🇬🇪
სვანსკი
სრულიად ვეთანხმები თბილისელს
A
კვარამ ლიგა მოიგოს წელს და მსოფლიოზე იამალი არც იქნება, კეინი და მპაპე ან გამოიჩენენ თავს და ან ვერა, ასე რომ შანსი არის, მთავარია ლიგა მოიგოს ხვიჩამ და თან თავიც გამოიჩინოს
დიმიტრი-54321-ს
ეროვნება იმიტომ, რომ მსოფლიოზე არ იქნება, ასევე სტატისტიკურად ტოპ ქვეყნების ფეხბურთელები ხდებიან ოქროს ბურთის მფლობელები, ან მინიმუმ ფინალში გასული (თუნდაც დამარცხებულის) გუნდიდან უნდა იყოს, მაგალითად ხორვატიის შემთხვევა, ანუ ტოპ კლუბი ტოპ ტურნირებით, პლიუს სანაკრებო დონეზე წარმატება, წელს ასეა ყოველ შემთხვევაში რადგან მსოფლიოს წელია. ისეთი წელი მაინც რომ იყოს, სადაც არც მსოფლიოა, არც ევროპა, მაშინ შანსები გაიზრდებოდა, მაგრამ ახლა ცოტაა შანსი, სამწუხაროდ
თბილისელი
სწორედაც რომ უშლის: პსჟ-ში კვარას ყოფნის პირველივე დღიდან შეტევის მარცხენა ფრთაზე ძირითად მოთამაშედ აყენებდნენ ბარკოლას. ხვიჩა კი ხან ცენტრში თამაშობდა, ხან მარჯვენა ფრთაზე (სადაც თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 50 %-ს ავლენდა) და ხან სკამზე იჯდა. დაფიქრებულხარ რატომ ხდებოდა ეს? იმიტომ, რომ ბარკოლა არის ფრანგი, საფრანგეთის ნაკრების წევრი და სხვა ქვეყნის წარმომადგენელს, თუ ის ბარკოლაზე 2 თავით მაღლა არ დგას, პრიორიტეტულ სიტუაციაში არ ჩააყენებენ (სტატისტიკა რომ არ გაუფუჭდეს). ასეა ოქროს ბურთის შემთხვევაშიც. ყველაფერი სხვა კრიტერიუმებით იზომება, ისევე როგორც დემბელეს "საუკეთესო ფეხბურთელობა" პსჟ-ბავარიის მატჩში.
გ.ხ.
უკრაინელმა შევჩენკომ თუ მიიღო ოქროს ბურთი, რატომ არ შეიძლება კვარამაც მიიღოს?! წელს მსოფლიო ჩემპიონატი რომ არა - მართლა ექნებოდა შანსი. ამის გამო წელს ფავორიტები - მბაპე, იამალი და კეინი არიან, სამწუხაროდ
54321
და ეროვნება რატომ უშლის ხელს ოქროს ბურთის მოგებაში? ქართველი რომ არ იყოს, "ოქროს ბურთს" აუცილებლად მოიგებდა. რასთან გვაქვს საქმე?
თბილისელი
ძალიან სწორი, ხატოვანი და ლამაზი ნათქვამია
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
კვარაცხელიას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
პსჟ თავის ვარსკვლავს არავის დაუთმობს
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
ფრანგი ჟურნალისტი: კვარაცხელია სტრატოსფერულია და ეპოპეა "არსენალთან" საუკეთესოდ უნდა დაასრულოს
"ის "ოქროს ბურთის" უდავო გამარჯვებულია" - რაისმა თავისი ფავორიტი დაასახელა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
"შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის ახალმა მეთოდებმა ეს გააკეთოს" - ფრანგმა ჟურნალისტმა კვარაცხელიას მოედანზე დაბრუნების სავარაუდო თარიღი დაასახელა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
გამარჯვება ხვიჩას მიუძღვნა - რა თქვა გოდტსმა "ლიონთან" მატჩის შემდეგ
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
[VIDEO] "არსენალმა" "ბაიერნთან" ფრეს მიაღწია - "რეალმა", "ასტონ ვილამ" და "ბეტისმა" მორიგი გამარჯვებები მოიპოვეს
[VIDEO] "ბარსელონა" შეუჩერებელია, "არსენალმა" ისევ გაიმარჯვა, "ბაიერნი" "ვიკინგთან" ფრეს დასჯერდა