საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეოთხედფინალური ეტაპი პიკს აღწევს. დღეს ტყიბულმა სერიის მეოთხე შეხვედრას უმასპინძლა, სადაც ადგილობრივმა „ორბმა“ ზესტაფონის „მარგვეთს“ დამაჯერებლად სძლია და სერიაში ანგარიში გაათანაბრა — 2:2.

მატჩის საწყისი პერიოდი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და მასპინძელთა მინიმალური უპირატესობით, 23:21 დასრულდა. გარდამტეხი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელიც ტყიბულელებმა 9:0 გაქცევით დაიწყეს. ლეგიონერების — ფრიმენის, მურისა და ოსტინის აქტიურობით „ორბმა“ 11-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვა (32:21) და ლიდერობა ხელიდან აღარ გაუშვია. თამაში ისე ჩამთავრდა, რომ მოედანზე ვითარება აღარ დაძაბულა და საბოლოოდ მასპინძლებმა სოლიდური სხვაობით, 91:76 იმარჯვეს.

რაც შეეხება ინდივიდუალურ მაჩვენებლებს, გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო იყო შონ მური, რომელმაც 24 ქულა და 6 მოხსნა დააგროვა. მას მხარი აუბეს ლარი ოსტინმა 21 ქულით და მარკ ფრიმენმა, რომელმაც 15 ქულასთან ერთად 12 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია ბექა ლომაშვილის ორმაგი დუბლიც — 10 ქულა და 10 მოხსნა. „მარგვეთის“ შემადგენლობაში 24 ქულითა და 14 მოხსნით საუკეთესო იყო ჯეილენ ჰილი, ხოლო სანდრო სანაძემ გუნდს 22 ქულა შესძინა, საიდანაც 4 სამქულიანი ჩააგდო. სტუმართა შორის პასების დარიგებაში კრისტიან ჯონსი გამოირჩა, რომელმაც 12 ასისტი მიითვალა.

პირველად მიმდინარე პლეი-ოფში, გამარჯვებულის გამოსავლენად საჭირო გახდა მეხუთე, გადამწყვეტი მატჩი. ამ წყვილის ბედი 3 მაისს, ზესტაფონში გადაწყდება — შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყება და სწორედ იქ გაირკვევა, თუ ვინ დაუპირისპირდება ნახევარფინალში თსუ-ს. პარალელურად, ხვალ გორში „ივერიონი“ „ბათუმს“ უმასპინძლებს, სადაც ამ დროისთვის სერიას აჭარული გუნდი 2:1 ლიდერობს.

GBF

კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
რუსთავის გამარჯვება ბოლოსწინა წამზე | ჯეიდენ, შენ ხარ კინგი!
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
[VIDEO] კვერნაძის სუპერმატჩი - "ფროზინონემ" "ლეჩე" გაანადგურა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა