ამერიკის ღია პირველობის მეორე სათამაშო დღეს ბრძოლაში ჩაებნენ მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგანი - ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი
ამერიკის ღია პირველობის მეორე სათამაშო დღეს ბრძოლაში ჩაებნენ მსოფლიოს პირველი და მეორე ჩოგანი - ნოვაკ ჯოკოვიჩი და რაფაელ ნადალი.

თანამედროვე ჩოგბურთის ლიდერების მატჩები ბრძოლის ხასიათის მიხედვით ძალიან გასხვავდებოდა ერთმანეთისგან. თუ სერბმა კორტზე მხოლოდ 44 წუთი გაატარა, ნადალმა თითქმის სამი საათი იწვალა ყაზახი ანდრეი გოლუბევის წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი წელს ძალიან ცუდ სეზონს ატარებს - ATP-ის ტურნირებზე 29 მატჩიდან 23 წააგო, მაგრამ შორის 16 - პირველ წრეში. ამიტომაც, ესპანელის გამარჯვებაში ეჭვი არავის ეპარებოდა.

მიუხედავად ამისა, გოლუბევმა ღირსეული შთაბეჭდილება დატოვა და მეტი იღბალი რომ ჰქონოდა, მინიმუმ ორ სეტს მაინც მოიგებდა. ხანდახან ყაზახი ისეთ კომბინაციებს ათამაშებდა, რომ ნადალი გაოცებული აყოლებდა თვალს ბურთს, მაგრამ ამას შეცდომების წყება მოყვებოდა და ყველაფერი თავის ადგილას დგებოდა. მაგალითად, პირველ სეტში გოლუბევმა მეხუთე გეიმში ბრეიკი გააკეთა, 3:2 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ოთხი გეიმი წააგო - 3:6.

მაგრამ ყველაზე რეალური შანსი გოლუბევს მეორე და მესამე პარტიაში ჰქონდა. სანამ ნადალმა მცირე დასვენება მოიწყო, მისმა მეტოქემ სოლიდური უპირატესობა მოიპოვა - 3:0. რაფაელმა ბრეიკი დაიბრუნა, მაგრამ იქვე ყაზახმა აღადგინა საწყისი ჰანდიკაპი. მალე კი გოლუბევმა სეტზე ჩაწოდების შანსი მიიღო.

მეცხრე გეიმი მან დამაჯერებლად დაიწყო და სამმაგი სეტბოლი მოიპოვა, მაგრამ აღელდა და შეცდომები დაუშვა. მეხუთე სეტბოლზე გოლუბევი ბადესთან გავიდა, თუმცა ნადალმა ის ავანტურისთვის დასაჯა, შემდეგ კი მაინც გააკეთა ბრეიკი. მსოფლიოს 98-ე ნომერს მეტოქის მოწოდებაზეც შეეძლო პარტიის აღება, მაგრამ კიდევ ორი სეტბოლი გაანიავა. შემდეგ ყაზახმა რაფას წინ გასვლის საშუალება მისცა, თუმცა ესპანელმაც ვერ ჩააწოდა სეტზე და ტაი-ბრეიკი დაინიშნა, სადაც ნადალის უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა - 7:1.

საოცარია, მაგრამ მესამე სეტში გოლუბევი 5:2-ს იგებდა, თანაც თადარიგში ორი ბრეიკი ჰქონდა. თუმცა ეს მარაგიც არ ეყო, რომ პარტია თავის სასარგებლოდ დაესრულებინა. მსაჯის ერთმა შეცდომამ ყაზახის თამაშზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია და ესპანელმა ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო - 7:5.

ამ მატჩის მსვლელობიდან შეიძლება დავასკვნათ, რომ ნადალი კვლავ გასაჭირშია. უიმბლდონის ფინალის შემდეგ მან ორ ტურნირში მიღო მონაწილეობა და ორივეში ნახევარფინალამდეც ვერ მიაღწია - მონრეალის მასტერსზე მეორე წრე წააგო ივან დოდიგთან, ცინცინატიში კი მეოთხედფინალი დათმო მარდი ფიშის წინააღმდეგ.

რაც შეეხება ჯოკოვიჩს, მას მეტოქედ ძირითად ბადეში კვალიფიკაციიდან გასული ირლანდიელი კონორ ნილანდი ერგო, რომელმაც 0:6, 1:5-ის შემდეგ ბრძოლის გაგრძელება უაზრობად მიიჩნია, მოწამვლა მოიმიზეზა და კორტი მიატოვა. ნოვაკმა სეზონში 58-ე გამარჯვება მიითვალა.

როგორც გუშინდელ ნომერში აღვნიშნეთ, ჯერჯერობით მამაკაცთა ტურნირი სენსაციების გარეშე მიმდინარეობს და პირველ წრეში მხოლოდ ორი განთესილი გამოეთიშა ბრძოლას. პირველი იყო სერბი ვიქტორ ტროიცკი, მეორე ხელმოცარული კი გუშინ რუსი მიხაილ იუჟნი აღმოჩნდა, რომელიც, სხვათა შორის, შარშან აქ ნახევარფინალში თამაშობდა.

რუსს პირველ წრეში სერიოზული მეტოქე ჰყავდა ლატვიელი ერნესტ გულბისის სახით, რომელიც კარგად მოემზადა ამერიკული სერიის ტურნირებისთვის და გასულ თვეში ლოს ანჯელესის ჩემპიონატიც მოიგო. ბალტიისპირელმა კარგი სათამაშო ფორმა ამ მატჩშიც დაამტკიცა და სამ სეტში ისე მოიგო, რომ ერთი საკუთარი გეიმიც არ მისცა იუჟნის. ასე რომ, რუსმა 720 სარეიტინგო ქულა დაკარგა და ახლა, კლასიფიკაციაში მინიმუმ 30-ე პოზიციამდე დაქვეითდება, გულბისმა კი თავის 23-ე დაბადების დღეზე ძალიან კარგი საჩუქარი გააკეთა.

I წრე

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კონორ ნილანდი (ირლ) 6:0, 5:1 ნილანდის უარი; კარლოს ბერლოკი (არგ)-პერე რიბა (ესპ) 7:5, 6:0, 6:1; პოტიტო სტარაჩე (იტა)-მიხაელ ბერერი (გერ) 6:4, 4:6, 6:3, 6:2; ნიკოლაი დავიდენკო (რუს)-ივან დოდიგი (ხორ, 32) 6:7(6), 6:3, 6:0, 2:6, 6:2; ჟო ვილფრიდ ცონგა (საფ, 11)-იენ ჰსუნ ლუ (ტაივ) 6:4, 6:4, 6:4; სერგეი ბუბკა (უკრ)-ანდრეას ჰაიდერ-მაურერი (ავსტრია) 6:3, 6:2, 3:6, 6:4; მარსელ ილჰანი (თურ)-ფრანკ დანჩევიჩი (კან) 6:3, 6:2, 1:0 დანჩევიჩის უარი; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 19)-იარკო ნიემინენი (ფინ) 3:6, 6:4, 6:1, 6:4; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 14)-მაქსიმო გონსალესი (არგ) 3:6, 6:4, 6:1, 6:3; დონალდ იანგი (აშშ)-ლუკაშ ლაჩკო (სლოვაკ) 6:4, 6:2, 6:4; სტივ დარცისი (ბელ)-დმიტრი ტურსუნოვი (რუს) 6:7(4), 4:6, 7:5, 6:1, 7:6(0); ხუან იგნასიო ჩელა (არგ, 24)-მარინკო მატოშევიჩი (ავსტრა) 3:1 მატოშევიჩის უარი; დავიდ ფერერი (ესპ, 5)-იგორ ანდრეევი (რუს) 2:6, 6:3, 6:0, 6:4; ჯეიმს ბლეიკი (აშშ)-იესე ჰუტა გალუნგი (ჰოლ) 6:4, 6:2, 4:6, 6:4; ჟან-რენე ლისნარი (მონ)-ოლივიე როხუსი (ბელ) 7:6(5), 6:2, 6:4; ფლორიან მაიერი (გერ, 26)-ადრიან მანარინო (საფ) 6:2, 6:0, 6:1; ერნესტ გულბისი (ლატ)-მიხაილ იუჟნი (რუს, 16) 6:2, 6:4, 6:4; ჟილ მიულერი (ლუქ)-ედუარდ როჟე-ვასელენი (საფ) 7:6(5), 6:4, 6:4; იგორ კუნიცინი (რუს)-მატიას ბახინგერი (გერ) 2:6, 1:6, 6:1, 6:4, 6:4; იურგენ მელცერი (ავსტრია, 17)-ერიკ პროდონი (საფ) 6:2, 7:6(4), 6:2; ივან ლუბიჩიჩი (ხორ, 30)-ბლაჟ კავჩიჩი (სლოვენ) 7:6(5), 3:6, 6:1, 7:5; დავიდ ნალბანდიანი (არგ)-ბობი რეინოლდსი (აშშ) 4:6, 6:3, 6:4, 6:3; ნიკოლას მაუ (საფ)-რობერტ ფარა (კოლ) 3:6, 6:7(4), 6:2, 6:4, 6:0; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ანდრეი გოლუბევი (ყაზ) 6:3, 7:6(1), 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
[VIDEO] როცა ქართველები საზღვარგარეთ სპორტსმენებს გვერდით უდგანან - ბასილაშვილმა ჩვენს თანამემამულეებთან ერთად გამარჯვება ემოციურად აღნიშნა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
BILD: აი, ასე დასცინოდა სლოტი "ლივერპულის" ახალწვეულებს
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს