ბალტიმორისა და ვაშინგტონის ვარსკვლავების შეხვედრა 149:141 ბალტიმორელთა გამარჟვებით დასრულდა
წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ "მაიამი ჰიტის" ლიდერი ლებრონ ჯეიმსი დათანხმდა საჩვენებელ მატჩში თამაშს, რომელშიც ერთმანეთს უნდა შეხვედროდნენ ბალტიმორისა და ვაშინგტონის ვარსკვლავები. გამარჯვება ბალტიმორმა მოიპოვა, რომლის რიგებში სწორედ ლებრონი თამაშობდა - 149:141.

მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო კევინ დურანტი, რომელიც ვაშინგტონის რიგებში გამოდიოდა - მის ანგარიშზე 59 ქულა იყო. რაც შეეხება ჯეიმსს, ის 38 ქულით დაკმაყოფილდა.

ბალტიმორში ლებრონის გარდა კარმელო ენტონი, კრის პოლი, გერი ნილი და ჯოშ სელბი თამაშობდნენ. ვაშინგტონის ინტერესებს დურანტის გარდა ჯეფ გრინი, ოსტინ დეი, ჯარეტ ჯეკი და როჯერ მეისონი იცავდნენ.

"მინესოტა ტიმბერვულვზი" კვლავაც მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. როგორც იცით, კლუბის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა ვეტერანი სპეციალისტი რიკ ადელმანი, მაგრამ "მგლებისგან" ვერ მიიღო ოფიციალური წინადადება.

ადელმანი მინეაპოლისში ორშაბათს საღამოს ჩავიდა. თავიდან ის "მინესოტას" გენერალურ მენეჯერს დევიდ კანს შეხვდა, სამშაბათს კი კლუბის მფლობელს გლენ ტეილორს, მაგრამ მოლაპარაკებებმა შედეგი არ გამოიღო.

22 წლის ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯავარის კრიტენტონი ლოს ანჯელესში გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა დააკავეს. NBA-ის ყოფილი კალათბურთელი მაშინ აიყვანეს, როცა ის აეროპორტში რეგისტრაციას გადიოდა. კრიტენტონი ატლანტაში მიფრინავდა.

კალათბურთელს დაკავებისას წინააღმდეგობა არ გაუწევია, პირიქით, პოლიციასთან თანამშრომლობას დათანხმდა.

შეგახსენებთ, კრიტენტონმა ატლანტაში 22 წლის ჯულიან ჯონსი მოკლა. მოთამაშის თქმით, ეს იყო შურისძიება ამა წლის აპრილში განხორციელებული ყაჩაღური ძარცვის გამო.

კალათბურთელის თქმით, ის თავის ნაცნობთან ერთად საპარიკმახეროდან გამოდიოდა, როცა მას ორი შეიარაღებული მოზარდი მიუახლოვდა და ძვირფასეულობა მოსთხოვა. კრიტენტონმა 25 ათას დოლარად შეფასებული შავი ბრილიანტებით გაწყობილი სამაჯური და 30 ათასად შეფასებული ბრილიანტის საათი მისცა მათ.

სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტა კალათბურთელმა შურისძიება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"