საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატში ფინალისტების გამოსავლენად ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. დღეს გამართულ ნახევარფინალური სერიის პირველ შეხვედრებში ფავორიტებმა სტატუსი გაამართლეს, თუმცა გამარჯვებისკენ მიმავალი გზა ორივე გუნდისთვის განსხვავებული აღმოჩნდა. „რუსთავმა“ და ვიქტორ სანიკიძის აკადემიამ (ვსა) სერიაში ანგარიში 1:0 გახადეს და ფინალამდე მხოლოდ ერთი მოგება აშორებთ.

რეგულარული ჩემპიონატის ტრიუმფატორმა „რუსთავმა“, რომელმაც სეზონი მხოლოდ ერთი მარცხით დაასრულა და მეოთხედფინალში გურჯაანის „დელტა“ დამაჯერებლად (2:0) ჩამოიშორა, ნახევარფინალის პირველ მატჩში საკმაოდ მედგარი წინააღმდეგობა დაძლია. მათი მეტოქე „ჰიუნდაი“ სერიას რთული ბრძოლების შემდეგ შეხვდა — თელავთან დაძაბული 2:1 მოგების შემდეგ, მათ რუსთავშიც სცადეს სიურპრიზის შემოთავაზება. მატჩის სტარტზე სტუმრები ლიდერობდნენ კიდეც, რასაც გარდამავალი უპირატესობით მიმდინარე თამაში მოჰყვა, თუმცა ბოლო პერიოდში მასპინძლებმა იძალეს და საბოლოოდ 78:65 (სტატისტიკა) გაიმარჯვეს. ამ გამარჯვებაში უდიდესი როლი ითამაშა რუსთაველთა გამთამაშებელმა ლუკა ტაბაღუამ, რომელმაც 15 ქულასთან ერთად ბრწყინვალედ მართა თამაში და პარტნიორებსაც არაერთი შედეგიანი პასი მიაწოდა. მასპინძელთა რიგებში 17 ქულით საუკეთესო იყო ლუკა მუჯირიშვილი, ნიკოლოზ ჩქოთუამ (9 ქულა) კრიტიკულ მომენტებში მნიშვნელოვანი სამქულიანები ჩააგდო, ხოლო დათა ვაშაკიძის მიერ მოპოვებული 12 ქულა გარდამტეხი აღმოჩნდა მატჩის ბედისთვის. „ჰიუნდაის“ მხრიდან გამორჩეული იყო ნიკოლოზ კუპატაძე 16 ქულითა და 8 მოხსნით.

მეორე ნახევარფინალურ წყვილში ვსა-მ „ვინგსს“ დამაჯერებლად სძლია — 90:79. აკადემიელებმა, რომლებმაც რეგულარული 17 მოგებითა და მხოლოდ 1 მარცხით დაასრულეს, თავიდანვე აიღეს ინიციატივა და მეტოქეს წინ გასვლის შანსი არ მისცეს. მატჩის დინამიკა პირველივე პერიოდიდან (29:16) გამოიკვეთა. მართალია, მესამე პერიოდში „ვინგსმა“ სხვაობის შემცირება სცადა (14:27), მაგრამ ვსა-მ მალევე დაიბრუნა კონტროლი. გამარჯვებულთა რიგებში სტატისტიკურად საუკეთესო დავით გოგოლაძე იყო 15 ქულითა და 6 პასით, მას მხარი აუბეს გიორგი ნიკოლაევმა (15 ქულა), ვატო გაჩეჩილაძემ (15 ქულა) და დავით ჭუაძემ (13 ქულა), ხოლო გიორგი დოხნაძემ ფარქვეშ 12 მოხსნით იდომინირა. „ვინგსის“ რიგებში ყველაზე შედეგიანი ირაკლი ახალაია (22 ქულა) და თემურ კაპანაძე (22 ქულა, 7 მოხსნა) იყვნენ.

ნახევარფინალური სერიები 5 მაისს თბილისი არენაზე გადაინაცვლებს. 18:00 საათზე „ჰიუნდაი“ შეეცდება სერიის გახანგრძლივებას „რუსთავთან“, ხოლო 20:00 საათზე „ვინგსი“ შეეცდება ვსა-ს წინააღმდეგ ვითარების გამოსწორებას. შეძლებს თუ არა რომელიმე გუნდი სერიის გათანაბრებას, თუ 5 მაისს უკვე გვეცოდინება ფინალისტების ვინაობა, ამას სულ მალე შევიტყობთ.

GBF

თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა