თურქეთის ჩემპიონატში მარკის რიდის შეჩერება ისევ გადაუჭრელ პრობლემად რჩება მოწინააღმდეგეებისთვის, თუმცა მხოლოდ მისი შედეგიანობა „ტრაბზონსპორისთვის“ საკმარისი არც ამჯერად აღმოჩნდა. სუპერლიგის 29-ე ტურში ტრაბზონული კლუბი „ტურკ ტელეკომს“ ეწვია და მეტოქესთან ბრძოლაში 72:81 წააგო. საქართველოს ნაკრების ნატურალიზებული უკანახაზელი ფიცარნაგზე კიდევ ერთხელ საუკეთესო იყო, თუმცა თანაგუნდელთა მხრიდან სათანადო მხარდაჭერა ვერ მიიღო.

ამ შეხვედრაში რიდმა მოედანზე 31 წუთი გაატარა და საკუთარ გუნდს მრავალმხრივი სტატისტიკით დაეხმარა: 24 ქულა, 4 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 5 ჩაჭრა. მარკისმა 14-დან 8 ორქულიანი გამოიყენა, პერიმეტრიდან 6-დან მხოლოდ 1 სამქულიანი მოათავსა კალათში, ხოლო საჯარიმოს ხაზიდან 5 ზუსტი სროლა შეასრულა. მიუხედავად ასეთი პროდუქტიული გარჯისა, მოწინააღმდეგემ გუნდური თამაშის ხარჯზე მაინც შეძლო უპირატესობის შენარჩუნება.

ამ დროისთვის „ტრაბზონსპორი“ თურქეთის სუპერლიგაში 18 მოგებითა და 11 მარცხით მეექვსე პოზიციას იკავებს. რეგულარული სეზონის დასკვნით მატჩს გუნდი 10 მაისს გამართავს, სადაც საკუთარ მოედანზე „მერსინს“ უმასპინძლებს და პლეი-ოფის წინ პოზიციების გაუმჯობესებას შეეცდება.

GBF.GE

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
მარკის რიდი თურქულის სუპერლიგის რეგულარული ჩემპიონატის MVP გახდა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
ქართული ლეგიონის უქმეები: პლეი-ოფის მოლოდინი და ევროპული ბატალიები
მარკის რიდი შედეგიანობას "ბაჰჩეშეჰირშიც" აგრძელებს | "ფენერბაჰჩე" დამარცხებულია
მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე